„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი
ნომერი
#350/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1775, 24/06/2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ე მუხლის: ა) 373 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 374 პუნქტი: “374. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.”; ბ) 381 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 382 პუნქტი: „382. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა.“; საერთაშორისო თამაშობების გ) 391 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 392-ე პუნქტი: . სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა. 2 ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების შესრულებისთვის.“. ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“, „ო“, „ჟ“, „ს“ ან „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ შეასრულა სანებართვო პირობები, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებით, რომლის მიზანია სათამაშო ბიზნესის სფეროში ახალი ნებართვის სახეების შემოღება. ვინაიდან სათამაშო ბიზნესის საქმიანობა განეკუთვნება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის სფეროს, აღნიშნული საქმიანობის სახელმწიფოს მიერ რეგულირება შესაძლებელია ნებართვის შემოღებით. წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება სათამაშო ბიზნესის სფეროში ახალი ნებართვის სახეები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია, რადგან შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი ახალი სახის ნებართვების დასაწესებლად. ახალი ნებართვის სახის შემოღების მიზნით საჭიროა ცვლილება განხორციელდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც მხოლოდ კანონის მიღებით არის შესაძლებელი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შემოღებულ იქნება სათამაშო ბიზნესის სფეროში ახალი ნებართვის სახეები - სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, კანონის 24-ე მუხლს ემატება 374 , 382 და 392 პუნქტები და შემოღებულ იქნება სათამაშო ბიზნესის სფეროში ახალი ნებართვის სახეები:  სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა;  სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა;  სისტემურ-ელექტრონული ფორმით საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა. ტოტალიზატორის თამაშობების სათამაშო ბიზნესის სფეროში ნებართვის ახალი სახეების შემოღებიდან გამომდინარე, თანმდევი რედაქციული ცვლილებები შედის კანონის 34-ე მუხლის მე-2 და 41 პუნქტებში, რომლებიც არეგულირებენ სათამაშო ბიზნესის სფეროში ნებართვის მფლობელების მიერ, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის გასამმაგებისა და ნებართვის გაუქმების საკითხებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (წარმოდგენილი კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებთან მიმართებაში, იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, აღნიშნული ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობა გამოიწვევს ნებართვის გაუქმებას. მოცემული ნებართვების გაუქმების შემთხვევაში, ხელახალი ნებართვის ასაღებად, ნებართვის მაძიებელს, მოუწევს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო მოსაკრებლის გადახდა, რომელიც თითოეული ზემოთ დასახელებული ნებართვისთვის შეადგენს წელიწადში 100 000 ლარს. ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ნებართვის მფლობელი, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ გადაიხდის სანებართვო მოსაკრებელს. პროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობის (გარდა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) შემთხვევებთან დაკავშირებით, სანებართვო პირობების შეუსრულებლობის (გარდა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, ნაცვლად ნებართვის გაუქმებისა, გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული კანონის 371 მუხლს ემატება „უ“ ქვეპუნქტი და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის სამორინის საერთაშორისო თამაშობების ოდენობა სისტემურ-ელექტრონული ორგანიზების ნებართვის, ფორმით სისტემურ- ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ შეადგენს 20 000 ლარს, აღნიშნული ჯარიმის სამმაგი ოდენობა კი - 60 000 ლარს. აღნიშნული ცვლილების ნაწილში ბიუჯეტზე გავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ნებართვის მფლობელი, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ შეასრულებს სანებართვო პირობებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასევე, პროექტით გათვალისწინებული ცვლილება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ- ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, იქონიებს გავლენას აღნიშნული ნებართვის მფლობელებზე, ვინაიდან სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი ნებართვის გაუქმებას. ხელახალი ნებართვის ასაღებად, ნებართვის მაძიებელს, მოუწევს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო მოსაკრებლის გადახდა, რომელიც თითოეული ზემოთ დასახელებული ნებართვისთვის შეადგენს წელიწადში 100 000 ლარს. პროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობის (გარდა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) შემთხვევებთან დაკავშირებით, სანებართვო პირობების შეუსრულებლობის (გარდა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, ნაცვლად ნებართვის გაუქმებისა, გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული კანონის 371 მუხლს ემატება „უ“ ქვეპუნქტი და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის სამორინის საერთაშორისო თამაშობების ოდენობა სისტემურ-ელექტრონული ორგანიზების ნებართვის, ფორმით სისტემურ- ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ შეადგენს 20 000 ლარს, აღნიშნული ჯარიმის სამმაგი ოდენობა კი - 60 000 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ამასთან, პასუხისმგებლობის ნაწილში, ცვლილება ეხმიანება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით განვითარებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ცალკეული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, თუ ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, პირმა არ შეასრულა სანებართვო პირობები, ჯარიმის გასამმაგების ნაცვლად, შესაბამისი ნებართვა უქმდება, ხოლო სანებართვო პირობების სხვაგვარი დარღვევის (გარდა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, ჯარიმა სამმაგდება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო და მრავალმხრივ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი.