„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (350/3-XIმპ, 17.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1.
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან
სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი
საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით
რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო
აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
ნებართვის მფლობელებისა, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის
თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო
აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა
მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის
მოწყობის ნებართვის საფუძველზე).“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონების
პროექტების
მომზადებით,
რომლებიც
ითვალისწინებენ სათამაშო ბიზნესის სფეროში ახალი ნებართვის სახეების შემოღებას.
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები,
რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი
თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ
ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო
აპარატების
სალონის
მოწყობის
ნებართვის
საფუძველზე).“
აღნიშნული
ნორმით
დადგენილია პრინციპი, რომლის თანახმად, თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით
თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია დამოუკიდებლად, მიწის ფიზიკური
ობიექტის ნებართვის გარეშე, ასეთი ნებართვის მფლობელები არ არიან სათამაშო ბიზნესის
მოსაკრებლის გადამხდელები.
იმის გათვალისწინებით, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტებით ხდება სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების,
სისტემურ-
ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების ნებართვების შემოღება, რომლებიც გაიცემა დამოუკიდებლად და არ არის
მიბმული მიწის ფიზიკური ობიექტის ნებართვასთან, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის
შესახებ“
საქართველოს
კანონი
საჭიროებს
ზემოხსენებული
კანონპროექტებით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას, რათა განისაზღვროს, რომ
ღნიშნული ნებართვის მფლობელებიც არ არიან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის
გადამხდელები და უზრუნველყოფილი იყოს თვისობრივად ერთნაირი საქმიანობის
განმახორციელებელი ოპერატორების თანაბარი რეგულირება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოხსენებული პრობლების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ „სათამაშო ბიზნესის
მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის გზით, რაც
შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონის მიღებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება თვისობრივად ერთნაირი
საქმიანობის განმახორციელებელი ოპერატორების თანაბარი რეგულირება და მსგავსად
სისტემურ-ელექტრონული
ფომით
ფიზიკური
ორგანიზებული
თამაშობების
ნებართვის
ობიექტებისგან
დამოუკიდებელი
ნებართვის
სამორინის
თამაშობების
მფლობელებისა
(მიწის
მფლობელები),
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების
ნებართვების
მფლობელებიც არ იქნებიან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის პირველ პუნქტში და ზუსტდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელთა
წრე, კერძოდ, განისაზღვრება, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო
აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის
მფლობელები არ ჩაითვლებიან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელებად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(წარმოდგენილი კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მისი
ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ)
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვის
მიზეზები
და
შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ვინაიდან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
ნებართვების
შესახებ“
საქართველოს
შეტანის
კანონში
თაობაზე“
და
ცვლილების
„ლიცენზიებისა
შეტანის
და
თაობაზე“
საქართველოს კანონების პროექტებზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა,
მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში
განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე დაჩქარებული წესით, რადგან იგი
წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
იმის გათვალისწინებით, რომ „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
(გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა) არის აუცილებელი გადასახდელი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო და
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, კანონპროექტი იქონიებს
გავლენას, ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების,
სისტემურ-
ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
ან/და
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის
თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელები არ ჩაითვლებიან სათამაშო
ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელებად და შესაბამისად, არ მოუწევთ სათამაშო ბიზნესის
მოსაკრებლის გადახდა, რაც მიიმართებოდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ამასთან,
აღნიშნული დამოკიდებული იქნებოდა კანონით განსაზღვრულ განაკვეთებსა და
აღნიშნული განაკვეთების ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ შემოღებულ მოსაკრებლის ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების,
სისტემურ-
ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
ან/და
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის
თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელები არ ჩაითვლებიან სათამაშო
ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელებად და შესაბამისად, არ მოუწევთ სათამაშო ბიზნესის
მოსაკრებლის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის
მიღებით
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
და
მრავალმხრივ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი,
თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი,
თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი.