„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა
ნომერი
#352/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.გ) მიმდინარე ან/და განხორციელებული საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას;“; ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შესაბამისობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის მიმდინარე ან/და განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; თ) ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის მიმდინარე ან/და განხორციელებული საქმიანობის, პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;“; გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აუდიტის ობიექტი – პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზეც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება;”; დ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები: „მ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე − სახელმწიფო მოსამსახურე, პროფესიული საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ნ) საჯარო ურთიერთობების მდივანი – გენერალური აუდიტორის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კოორდინირებულ ურთიერთობას და ხელს უწყობს სწრაფ და ეფექტიან საკანონმდებლო კომუნიკაციას, უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას ცვლილებებთან დაკავშირებით, კოორდინირებას უწევს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, ასრულებს გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) საჯაროობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა; ზ) ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა. 4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორულ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობებზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, გარდა ამ კოდექსის III თავისა.”. 3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, შესაბაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჰქონდეს წვდომა ადმინისტრაციული ორგანოების ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე და გამოიყენოს მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემა ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების მიზნით. 4. მე-8 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია – საჯარო აუდიტის ინსტიტუტი.“. 5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება გენერალური აუდიტორი: ა) წარმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დაკავშირებულ საკითხებზე; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან გ) ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სამსახურის გავლის წესს, განსაზღვრავს თანამდებობების დასახელებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს, იღებს გადაწყვეტილებას სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, დებს და წყვეტს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს, განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წესსა და ოდენობებს, შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარების ოდენობას, იღებს განსაკუთრებულ გადაწყვეტილებას სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, მოსამსახურეების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდებასთან დაკავშირებით; დ) აჯილდოებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს უწყებრივი ჯილდოებით და წარადგენს მათ საპატიო წოდებებისა და საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; ე) გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით; ვ) უფლებამოსილია თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - ბრძანება, განკარგულება, მითითება, მიიღოს გადაწყვეტილება; ზ) უფლებამოსილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცეს რეკომენდაცია; თ) ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტს, მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს, შინაგანაწესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ი) განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების დელეგირებას; კ) უფლებამოსილია დააკისროს საჯარო ურთიერთობების მდივნის ფუნქცია მის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს; ლ) უფლებამოსილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს; მ) მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების შესახებ დავის თაობაზე; ნ) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშებს, მოხსენებებს და დასკვნას; ო) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მოსამსახურეთა ზღვრული ოდენობის შესახებ; პ) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას. ამასთანავე, მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტის კომიტეტმა, საპარლამენტო ფრაქციამ ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა კომისიამ; ჟ) იწვევს და თავმჯდომარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს; რ) ქმნის საბჭოებს, კომისიებს და სამუშაო ჯგუფებს; ს) ორგანიზებას უწევს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარების მიზნით აუდიტის შედეგებზე ჩამოყალიბებული შეფასებების განზოგადებას; ტ) დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; უ) წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას; ფ) ახორციელებს საქართველოს უფლებამოსილებებს.“. კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა 6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი: ა) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, განვითარებისა და საჭიროებების განსაზღვრის შესახებ; ბ) იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებული საჩივრის თაობაზე, ამ კანონის VI თავის შესაბამისად; გ) იხილავს გენერალური აუდიტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა საკითხებს.“. 7. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება: ა) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე; ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკზე; გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე; დ) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე; ე) სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე. 2. საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების პროექტების შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას; გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას; დ) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას; ე) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას; ვ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საკუთრების მართვასა და განკარგვას; ზ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას; თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის კორპორაციის) საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე; ი) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. ასევე, იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციას; კ) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს; ლ) სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში, რომლის ფასიანი ქაღალდები – აქცია, წილი, განთავსებულია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე, სახელწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას; მ) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კერძო სამართლის იურიდიული პირი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს; ნ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს, რომელთა გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების, ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან; ო) საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სააგენტოს საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში; პ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს; ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ თავისი წლიური ბიუჯეტის ხარჯვას. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმას.“. 8. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. მე-20 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და ნებისმიერი დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ დოკუმენტური მასალის საქართველოს სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა, შექმნან დოკუმენტების ასლები, დაამუშავონ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) შემსყიდველი ორგანიზაციისგან/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან, პრეტენდენტისგან, მიმწოდებლისგან და ქვეკონტრაქტორისგან მოითხოვონ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, საჯარო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით;“; ა.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ინფორმაცია აუდიტის ობიექტების შესახებ“; კომერციული ბანკებიდან გამოითხოვონ ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აუდიტის ჩატარების ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.“; დ) მე-6 პუნქტის: დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები;“; დ.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უზრუნველყონ სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული და სამსახურებრივი საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) აუდიტის შედეგები არ გახადონ საჯარო აუდიტის ანგარიშის შედგენამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია აუდიტის შედეგების შესახებ ეგზავნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულ ორგანოებს დარღვევათა თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით;“. 10. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სპეციალისტსა და ექსპერტზე ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე დაშვებისა და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა.“. 11. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აუდიტის ობიექტი და ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე ვალდებული სხვა პირი ვალდებული არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით წარადგინოს სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს და ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე ვალდებულ სხვა პირს შეუძლიათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართონ თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის და ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე ვალდებული სხვა პირის თხოვნით, აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.“. 12. 24-ე მუხლს დაემატოს 11 პუნქტი: ”11. მიმდინარე საქმიანობის აუდიტის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანების შესახებ ეცნობება აუდიტის ობიექტს, ასევე შეიძლება ეცნობოს აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი.“. 13. 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 241 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა საგამოძიებო ორგანოებთან 1. დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. საგამოძიებო ორგანოებს ეგზავნება მხოლოდ ის მასალა, რომელიც უშუალოდ შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საგამოძიებო ორგანოს მომართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ექსპერტად ჩართოს აუდიტორი.“. 14. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შედეგების გამოქვეყნება სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია გამოაქვეყნოს აუდიტის ანგარიში, აგრეთვე სხვა ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იგი ვალდებულია არ გაამჟღავნოს კანონით დაცული საიდუმლო ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 15. 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 261. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის აუცილებელი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მიწოდებისათვის თავის არიდება ან/და მცდარი ინფორმაციის წარდგენა - გამოიწვევს პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“. 16. 262 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. სახდელის დაკისრების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევს ასევე ეკისრება იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას იმ მოვალეობის შესრულების ნაწილში, რომლის შეუსრულებლობისთვისაც სამართალდამრღვევს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.“. 17. 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, არიან ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე, ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან/და მუნიციპალიტეტი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. 2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის ობიექტებისა, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.“. 18. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების სხვა საკითხები განისაზღვრება გენერალური აუდიტორის სამართლებრივი აქტით.“. 19. თავი VII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე მუხლი 31. მოხსენებები, ანგარიშები და დასკვნა 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს. ამ ანგარიშს დანართის სახით უნდა ერთოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის ვადაში საქართველოს მთავრობას აცნობებს ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ მისთვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში. დასკვნასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინება მოხსენება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების თაობაზე. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება საჯაროდ.“. 20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1 თავი: „თავი VII1. საერთაშორისო თანამშრომლობა მუხლი 311. საერთაშორისო თანამშრომლობა 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს უცხო სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადოს შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ.“. 21. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, როგორებიცაა სამსახურში მიღება და სამსახურიდან გათავისუფლება, სხვა თანამდებობაზე გადაყვანა, უფლება-მოვალეობანი, სამსახურისა და სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები სხვაგვარად რეგულირდება ამ კანონითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.“. 22. 322 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 322. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, საკლასო დანამატს და ფულად ჯილდოს, რომელიც განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გენერალური აუდიტორის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე ნაკლები. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია გაითვალისწინოს საქართველოში მოქმედ უმსხვილეს აუდიტორულ ფირმებში არსებული შრომის ანაზღაურების დონე. 23. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. სოციალური დაცვა 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაზღვევა სავალდებულოა. ზიანი, რომელიც მიადგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში. 3. გენერალურ აუდიტორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. 4. გენერალური აუდიტორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით და ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“. 24. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ფინანსურ აუდიტს ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეული აუდიტორული ფირმა (გარე აუდიტორი).“. 25. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქონება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფუნქციონირებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობაში გადაეცემა სახელმწიფო ქონება.“. 26. 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: 7. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე, შემსყიდველი ორგანიზაციისგან/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან, პრეტენდენტისგან, მიმწოდებლისგან და ქვეკონტრაქტორისგან მოითხოვონ სახელმწიფო შესყიდვებთან ნებისმიერი ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დაკავშირებული ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე, აუდიტორული საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საჭიროებების გათვალსიწინებით კონკრეტული საკითხების დაზუსტება/დაკონკრეტება. ამასთან, ტექნიკური ხარვეზების გასწორება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონი მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ეფექტურ განხორციელებას აუდიტის მიმართულებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:  წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად ჩამოყალიბდა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ვ.გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები და დაზუსტდა, რომ ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტი განხორციელდება აუდიტის ობიექტის მიმდინარე საქმიანობის ფარგლებშიც. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ დაკონკრეტდა აუდიტის ობიექტის განმარტება, რომლის მიხედვითაც აუდიტის ობიექტი არის პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზეც ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება. ასევე, ტერმინთა განმარტებაში დაემატა იმ პირთა წრის განსაზღვრება, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს. ამავე მუხლს ასევე დაემატა საჯარო ურთიერთობების მდივნის განმარტება. აღნიშნულის საჭიროება გამომდინარეობს ამავე კანონპროექტიდან, რამდენადაც გენერალური აუდიტორის ერთ-ერთ უფლებამოსილებად განისაზღვრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურისათვის საჯარო ურთიერთობების მდივნის ფუნქციის დაკისრება.  წარმოდგენილ კანონპროექტში „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები დაზუსტდა და შესაბამისობაში მოვიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებასთან. ასევე დაზუსტდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპები. ასევე განისაზღვრა, რომ თუ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორულ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობებზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (გარდა ამ კოდექსის III თავისა ინფორმაციის თავისუფლება).  წარმოდგენილი კანონპროექტით „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის ცვლილებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავისი ადმინისტრაციულ ელექტრონულ საქმიანობის ორგანოებთან მონაცემთა განხორციელების ურთიერთშეთანხმების ბაზებზე წვდომის პროცესში შესაბამის საფუძველზე უფლებამოსილება. ენიჭება სათანადო ინფორმაციის დროული მოპოვება/გამოთხოვა ხელს შეუწყობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმ ლეგიტიმური ფუნქციების მიზნის შესასრულებლად, მისაღწევად. რომელიც საჭიროა შემოთავაზებული შესაბამისი ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება სამსახურის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და სწრაფი განხორციელება.  წარმოდგენილი კანონპროექტით ტექნიკურად დაკორექტირდა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან, აჭარის და აფხაზეთის აუდიტის დეპარტამენტები წარმოადგენენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ისეთივე სტრუქტურულ ერთეულებს, როგორც სამსახურის სხვა დეპარტამენტები და მათი ცალკე მითითების საჭიროება არ არსებობს. ასევე, შემოთავაზებული რედაქციით დაკონკრეტდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის შემადგენლობაში შედის სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი.  წარმოდგენილი კანონპროექტით, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული გენერალური აუდიტორის უფლებამოსილებები თემატურად დაჯგუფდა და რედაქციულად დაკორექტირდა. ასევე, ტექნიკურად დაზუსტდა სხვა უფლებამოსილებები, კერძოდ აღნიშნულ მუხლს სასამართლოსთვის დაემატა მიმართვის გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება, რაც საკონსტიტუციო გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით. ასევე, გენერალური აუდიტორის ერთ-ერთ უფლებამოსილებად განისაზღვრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურისათვის საჯარო ურთიერთობების მდივნის ფუნქციის დაკისრება. ამასთან, ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა, ვინაიდან აფხაზეთის აჭარის და აუდიტის დეპარტამენტები წარმოადგენენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ისეთივე სტრუქტურულ ერთეულებს, როგორც სამსახურის სხვა დეპარტამენტები და შესაბამისად, ავტონომიურ რესპუბლიკაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კანდიდატურის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმების აუცილებლობა არ არსებობს. გარდა ამისა, ამავე მუხლს ტექნიკურად დაემატა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის გაცემის უფლებამოსილება.  წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლით დაზუსტდა პრეზიდიუმის უფლებამოსილება.  წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განხორციელდა ცვლილება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლში. კერძოდ, დაკონკრეტდა: - სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვისა და გამოყენების აუდიტის უფლებამოსილება, ასევე, იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის აუდიტის უფლებამოსილება, რომელიც „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენენ საქართველოს ეროვნულ ფედერაციას; - იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი, სადაც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ასევე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს; ასევე, ზემოაღნიშნული კერძო სამართლის სუბიექტების მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული სხვა კერძო სამართლის სუბიექტების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტს; - ასევე, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონებში არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება რედაქციულად ინტეგრირდა ამ მუხლში. - ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება გავრცელდება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებზე და მისი აუდიტი განხორციელდება მხოლოდ ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ნაწილზე.  წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს შემოთავაზებული ორგანული კანონის კანონპროექტით მე-19 მუხლის ამოღება განაპირობა გათვალისწინებულმა ცვლილებამ, კერძოდ ორგანული კანონის მე-5 მუხლში დამატებულმა მე-4 პუნქტის რედაქციამ, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა, რომელიც აუდიტის განხორციელებას უკავშირდება, არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, გარდა ამ კოდექსის III თავის.  წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განხორციელდა ცვლილება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლში. კერძოდ, აუდიტის განმახორციელებელ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის უფლებამოსილებად განისაზღვრა: - დაამუშაოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან მოპოვებული ინფორმაცია; - გამოითხოვოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ პრეტენდენტისგან, მიმწოდებლისგან და ქვეკონტრაქტორისგან. - კომერციული ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ამოღება აუდიტორული განპირობებულია საქმიანობის სახელმწიფო ეფექტურად, განახორციელების უზრუნველსაყოფად. აუდიტის შეუფერხებლად და სამსახურის დროულად ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ახლებურად ჩამოყალიბება, კერძოდ აუდიტის ჩატარების ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულების სავალდებულოობის არეალის გაფართოება განპირობებულია იმით, რომ წინამდებარე კანონპროექტით აუდიტის განმახორციელებლ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს, აუდიტის ჩატარების ფარგლებში მიენიჭა ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება, მათ შორის, პრეტენდენტისგან, მიმწოდებლისგან და ქვეკონტრაქტორისგან. ამასთან, დაზუსტდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეების ვალდებულებები.  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქცია შეიცავდა ტექნიკურ უზუსტობას. კერძოდ, მითითებული იყო მე-20 მუხლის 31 პუნქტი, რომელიც მოქმედი რედაქციით არ არსებობს. ასევე, განისაზღვრა, რომ აუდიტის პროცესში მოწვეულ სპეციალისტს და ექსპერტს არ ექნებათ წვდომა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე.  ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს აუდიტის ობიექტის მოთხოვნის შედეგად ინფორმაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას. წარმოდგენილი პროექტით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება უფლება აუდიტის ობიექტის გარდა სხვა პირებისგანაც გამოითხოვოს ინფორმაცია. შესაბამისად, აუდიტის ობიექტის გარდა სხვა პირებსაც შეეძლებათ ისარგებლონ ინფორმაციის წარმოდგენაზე ვადის გაგრძელების უფლებით.  შემოთავაზებული კანონპროექტით დაზუსტდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება ხორციელდება აუდიტის ობიექტის მიმდინარე საქმიანობაზეც. შესაბამისად, 24-ე მუხლში განისაზღვრა, რომ მიმდინარე აუდიტის (რეალურ დროში აუდიტი) შედეგად აუდიტის ობიექტს ეცნობება გამოვლენილი ნაკლოვანების შესახებ.  კანონპროექტში მითითებული ორგანული კანონის 241 მუხლი დაკორექტირდა ტერმინოლოგიური თვალსაზრისით.  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის არსებული რედაქცია ითვალისწინებდა მხოლოდ აუდიტის ობიექტისგან მოპოვებული საიდუმლო ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეძლევა შესაძლებლობა გარდა აუდიტის ობიექტისა, სხვა სუბიექტებისგანაც გამოითხოვოს ინფორმაცია, შესაბამისად სამსახურს წარმოეშვა ვალდებულება არ გაამჟღავნოს ასეთი სუბიექტებისგან მიღებული საიდუმლო ინფორმაცია.  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის რედაქტირება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაში ჩარევის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლის ნაწილში, გამოწვეულია სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, ვინაიდან აღნიშნული ქმედება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამასთან, ამ მუხლის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ჯარიმა ნაცვლად 1000 ლარისა, განისაზღვრა 5000 ლარით.  ორგანული კანონის 262 მუხლის მე-2 პუნქტი დაკორექტირდა ტერმინოლოგიური თვალსაზრისით.  კანონპროექტში მითითებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის თანახმად, იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან/და მუნიციპალიტეტი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების წესი განესაზღვრათ ადმინისტრაციული ორგანოების მსგავსად.  კანონპროექტით „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლი რედაქციულად დაკორექტირდა, რომ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების საკითხები განისაზღვრება გენერალური აუდიტორის სამართლებრივი აქტით.  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედ რედაქციაში საერთაშორისო ურთიერთობები გაერთიანებული იყო პარლამენტთან ურთიერთობის თავში (VII თავი), კანონპროექტით კი საერთაშორისო ურთიერთობა გაიწერა ცალკე თავად (VII1 თავი) და რედაქციულად დაკორექტირდა.  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლი შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედ რედაქციასთან.  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლი შესაბამისობაში მოვიდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციასთან.  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლი შესაბამისობაში მოვიდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციასთან.  კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი შესაბამისობაში მოვიდა ამავე მუხლის პირველ პუნქტთან. კერძოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა სამსახურის ყველა მოსამსახურეს. ამავე მუხლში არსებული ტერმინი - „თანამშრომელი“ შეიცვალა ტერმინით „მოსამსახურე“.  წარმოდგენილი კანონპროეტით გათვალსიწინებულმა ცვლილებამ (ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ვ.გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები), რომელიც გულისხმობს ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტის განხორციელებას აუდიტის ობიექტის მიმდინარე საქმიანობის ფარგლებში, განაპირობა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის დაზუსტება.  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის ტერმინოლოგია შესაბამისობაში მოვიდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონთან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ძირითადი ნორმების ამოქმედებას გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მისი ცალკეული ნორმა ძალაში შევა 2030 წლის 1 იანვრიდან, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადების დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან პროექტით წარმოდგენილი ინიციატივები მიზანშეწონილია დარეგულირდეს დროის მოკლე მონაკვეთში. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებას გააჩნდეს წვდომა ადმინისტრაციული ორგანოების ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტს განახორციელებს აუდიტის ობიექტის მიმდინარე საქმიანობაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს აღნიშნული ფუნქციების განსახორციელბლად საჭირო სახსრებს, შექმნილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები და გათვალისწინებულია საშტატო რიცხოვნობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიხედვით, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ჯარიმა ნაცვლად 1000 ლარისა, განისაზღვრა 5000 ლარით. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა სათანადო გავლენა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის მიმართულებით, რაც დამოკიდებულია პირთა დაჯარიმების ფაქტების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის ცვლილება, გარდა „პ“ ქვეპუნქტისა, წარმოადგენს რედაქციულ ცვლილებას, არის უფრო სტრუქტურირებული, უფლებამოსილება არის უფრო განჭვრეტადი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ობიექტები აუდიტორული პრაქტიკის გათვალისწინებით არის უფრო ნათლად წარმოდგენილი. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს დამატებითი სტრუქტურული ერთეულების შექმნის საჭიროებას და კადრების რაოდენობის გაზრდას. აქედან გამომდინარე, არსებული ადამიანური და ინტელექტუალური რესურსით განხორციელდება ახალი ვალდებულებები, აღნიშული უფლებამოსილებები. ბ.დ) სახელმწიფოს ფინანსური კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაოანსაგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტიდან აჭარის და აფხაზეთის სტრუქტურულ ერთეულებზე მითითებული ცლილება გავლენას არ ახდენს ზემოაღნიშნულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებზე და შესაბამისად არ იწვევს უკვე დანიშნული პირების ხელახლა გადანიშვნას და არც თანამდებობიდან გათავისუფლებას. კანონპროექტის მიხედვით, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ჯარიმა ნაცვლად 1000 ლარისა, განისაზღვრა 5000 ლარით. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა სათანადო ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მიხედვით, იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან/და მუნიციპალიტეტი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს მოქმედი ორგანული კანონის თანახმად აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ასევე სასამართლოში. კანონპროექტის ცვლილების თანახმად, მითითებულ პირებს აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება შეეძლებათ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. შესაბამისად, მათ აღარ ექნებათ სასამართლოში სამართალწარმოებასთან დაკავშრებული ხარჯები, მაგალითად სახელმწიფო ბაჟი და სხვა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის დადგენას. კანონპროექტი ითვალისწინებს აუდიტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის აუცილებელი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მიწოდებისათვის თავის არიდების ან/და მცდარი ინფორმაციის წარდგენისათვის გათვალისწინებული ჯარიმის 1000 ლარისა 5000 ლარით განსაზღვრავს. ფულადი სანქციის ოდენობის გაზრდისას გათვალისწინებული იყო ქმედების ხასიათი და მისგან გამომდინარე შედეგი, რომელიც აფერხებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილების ეფქტიანად განხორციელებას. ახალი ოდენობა თანაზომადია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა უფლებამოსილებების ნაწილში გათვალისიწინებული სამართალდარღვევებისათვის დადგენილ სანქციებთან. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა.