„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (352/3-XIმპ, 17.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს კანონების პროექტები გამომდინარე „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტიდან (352/3-XIმპ, 17.06.2026): (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016122) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 159-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განხორციელებული საქმიანობის ფინანსური აუდიტი
ხორციელდება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო
სტანდარტების მიხედვით და აუდიტორული ფირმის შერჩევაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის
160-ე მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით დადგენილი წესი.“.
2. 162-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 162. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აუდიტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული და
კაპიტალური ხარჯების აუდიტს ატარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
წინამდებარე რეგლამენტის პროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ
ნაწილს, რომლის მიღების აუცილებლობა განპირობებულია „სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტიდან გამომდინარე და
მიზნად ისახავს სათანადო ცვლილების ასახვას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
არსიდან
გამომდინარე, მოითხოვს
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად მასში აისახება სათანადო ცვლილება,
რომლითაც რეგლამენტი შესაბამისობაში მოვა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის კანონპროექტთან.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
ორგანული
კანონის
კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება ამავე ორგანული კანონის 35-ე მუხლი, კერძოდ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ფინანსურ აუდიტს
ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ ქვეპუნქტების შესაბამისად,
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს
პარლამენტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის
შესაბამისად შერჩეული აუდიტორული ფირმა (გარე აუდიტორი).
ასევე, რეგლამენტის 162-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილება განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება
გავრცელდება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებზე და მისი აუდიტი განხორციელდება
მხოლოდ ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ნაწილზე.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიმართ.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედება, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს
ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, რეგლამენტის პროექტით არ
არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ვინაიდან, ძირითადი კანონპროექტისთვის მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა,
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტიც ასევე უნდა იქნეს განხილული დაჩქარებული
წესით.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება ჩაატაროს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების აუდიტი. აღნიშნული
ცვლილება არ გამოიწვევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დამატებითი სტრუქტურული
ერთეულების შექმნის საჭიროებას და კადრების რაოდენობის გაზრდას. აქედან
გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არსებული ადამიანური და
ინტელექტუალური რესურსით განახორციელებს მითითებულ უფლებამოსილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
რეგლამენტის
პროექტის
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი
ხელაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე,
ირაკლი ხელაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა.