„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა
ნომერი
#352/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) გენერალური აუდიტორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრები;“. 2. მე-14 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით ელექტრონულად შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია.“; ბ) 54 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 55 პუნქტი: „55. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ობიექტური გარემოებების არსებობისას, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესავსებად კანონით განსაზღვრული ვადის არაუმეტეს ერთი თვით გაგრძელების/განსაზღვრის შესახებ.“. გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ქვეყნდება წარდგენიდან 2 თვეში. თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია გამოქვეყნებამდე ექვემდებარება შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აუდიტის სამსახური, დეკლარაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შესაბამის თანამდებობის პირს მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე დეკლარაციის წარდგენიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს არაუმეტეს 1 თვის ვადას. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დეკლარაციის გამოქვეყნებამდე დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის არსებობისთვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ წარდგენილ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაზე.“. 3. 181 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება დეკლარაციაში არასრული, არასწორი მონაცემების ან/და ამ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში.“. 4. მე-20 მუხლის 13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი: „14. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის პროცესში თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან/და აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასრულად წარდგენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში გამოვლენილი საჭიროებების გათვალსიწინებით კონკრეტული საკითხების დაზუსტება/დაკონკრეტება. ამასთან, ტექნიკური ხარვეზების გასწორება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონი მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ეფექტურ განხორციელებას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მიმართულებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:  წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: - ტექნიკურად გასწორდა ამ პუნქტის ჩანაწერი და ამოღებულ იქნა რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არსებული სტრუქტურა არ ითვალისწინებს. - ვინაიდან, აჭარის და აფხაზეთის აუდიტის დეპარტამენტები წარმოადგენენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ისეთივე სტრუქტურულ ერთეულებს, როგორც სამსახურის სხვა დეპარტამენტები, მათი ხელმძღვანელების ცალკე მითითების საჭიროება არ არსებობს. შესაბამისად, ტექნიკურად გასწორდა ამ პუნქტის ჩანაწერი. - ასევე, ამავე პუნქტის შინაარსს ემატება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.  წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით შეიცვალა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ფორმა, კერძოდ ნაცვლად მატერიალური ფორმისა განისაზღვრა ელექტრონულად შევსებისა და წარდგენის ვალდებულება.  წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მე-14 მუხლს ემატება 55 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ობიექტური გარემოებების არსებობისას, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესავსებად კანონით განსაზღვრული ვადის არაუმეტეს ერთი თვით გაგრძელების/განსაზღვრის შესახებ.“ ცვლილება განპირობებულია, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, ასევე საზღვარგარეთ მყოფი პირების მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის პროცესში გამოვლენილი ობიექტური გარემოებებით, რომელიც გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის დეკლარაციის წარდგენისთვის.  წარმოდგენილი კანონპროექტით რედაქციულად გასწორდა მე-14 მუხლის მე-12 პუნქტი და დაზუსტდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თანამდებობის პირისთვის ხარვეზზე მითითებისა და ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად თანამდებობის პირისთვის განსაზღვრული ვადები, ასევე თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გამოქვეყნების ვადა.  წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტიდან ამოღებულ იქნა სახელმწიფო აუდიტის დოკუმენტაციის სამსახურის წარუდგენლობა, მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა როგორც თანამდებობის პირის და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასების ერთ-ერთი საფუძველი. ამავე კანონპროექტის მიხედვით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს ემატება 14 პუნქტი, რომლის თანახმად თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან/და აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასრულად წარდგენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. ცვლილება განპირობებულია „სახელწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან (2025 წლის 17 დეკემბრის ცვლილება N1314-IVმსXIმპ) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან, ძირითადი კანონპროექტისთვის მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, წარმოდგენილი კანონპროექტიც ასევე უნდა იქნეს განხილული დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიხედვით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს ემატება 14 პუნქტი, რომლის თანახმად თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან/და აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასრულად წარდგენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა სათანადო გავლენა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის მიმართულებით, რაც დამოკიდებულია პირთა დაჯარიმების ფაქტების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რესპუბლიკის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაოანსაგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიხედვით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს ემატება 14 პუნქტი, რომლის თანახმად თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან/და აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასრულად წარდგენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა სათანადო ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიხედვით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს ემატება 14 პუნქტი, რომლის თანახმად თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან/და აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასრულად წარდგენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ჯარიმის მითითებული ოდენობა წარმოადგენს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისიწინებული სხვა გადაცდომებისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობების მსგავსს, მაგალითად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის, დეკლარიაციაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის დროს დადგენილი ჯარიმების ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა.