„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კირცხალია, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#354/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 119-ე მუხლის შენიშვნის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „10. ამ მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილების მოქმედება, აგრეთვე ამ კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის (გარდა ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევისა), 1211 მუხლის მე-3 ნაწილის, 125-ე მუხლის პირველი, 11, 12, 51−მე-6, 62, მე-7−92, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებისა და 1252−1254 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაუშვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და აღნიშნული ეტაპის მიმდინარეობისას მასში მონაწილეობს.“. 2. 125-ე მუხლის: ა) პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 11. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; ბ) 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი: „12. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; გ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი, 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის პირველი, 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.“; დ) შენიშვნის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „10. ამ მუხლის პირველი, 11 და 12 ნაწილებით განსაზღვრულ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად მიიჩნევა აგრეთვე საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის მანძილზე მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, რომელსაც ავტომატური ვიდეოტექნიკური საშუალება ავტომატურ რეჟიმში, საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის გავლილი მანძილისა და დროის შეფარდებით გამოითვლის.“. 3. 151-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები: „21. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოწვეულია საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე. 22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.“. 4. 1511 მუხლის: ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები: „21. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოწვეულია საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე. 22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.“; ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლის პირველი-22 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირის მიერ უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით მიმართოს პოლიციას.“. აღკვეთის ან 5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განსჯადი განიხილავს იმ ადმინისტრაციულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−46-ე, 462−464, 467−4611, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 593−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791−79 3 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 827, 828, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 105 1 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 144 10 , 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი−22 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 15313−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე და 1661 მუხლებით, 1662 მუხლის მე-2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739 და 17314−173 მუხლებით, 1741 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 16 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 1816, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 2081 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“. 6. 222-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 583, 59-ე, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 663 და 69 6 მუხლებით, 76-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხოლოდ სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევის ნაწილში), 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 82 1 და 823 მუხლებით, 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 841 და 854 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 862, 872, 873, 893, 1192, 1282 და 1286 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი−22 სამართალდარღვევის ნაწილებით ჩადენისას, თუ ეს გათვალისწინებული ადმინისტრაციული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საგულისხმოა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით 2026 წლის 1 მაისიდან სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში აღსრულებისა და მათი ეფექტიანობის შეფასების შემთხვევებში პასუხისმგებლობის უზრუნველყოფილ შედეგად, იქნეს მიზანშეწონილად ზომების ჩადენილი იქნა გადახედვა და სამართალდარღვევისა მიჩნეული ცალკეულ შემსუბუქება, და რათა დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობა. გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მწვანე ნარგავების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფისა და ცალკეულ შემთხვევებში სანქციების შემსუბუქების მიზნით, მიზანშეწონილია ახლებურად განისაზღვროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ ქმედებისთვის, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მათ შორის, იწვევს მწვანე ნარგავების დაზიანებას ან/და თვითნებურ განადგურებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის მარეგულირებელი გათვალისწინებით, საკანონმდებლო ჩარჩოს საგზაო მოძრაობის დახვეწისა და უსაფრთხოების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების წინააღმდეგ პრევენციული მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (შემდგომ ადმინისტრაციულ − სამართალდარღვევათა პასუხისმგებლობას კოდექსი) აწესებს, ცალკეულ ამიტომ ამა დარღვევებზე თუ იმ სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული სანქციების შემსუბუქების მიზნით, აუცილებელია სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო ცვლილების ახლებურად განისაზღვრება განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სანქციები. გარდა ამისა, სანქცია შემსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მათ შორის, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან/და თვითნებური განადგურებისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მოქმედი რეგულაციით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − 300 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის დასახელებულ ნორმაში და ახლებურად განისაზღვრება სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული სანქციები. კერძოდ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით:  15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 50 ლარი;  30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 100 ლარი;  50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი. აღნიშნულის შესაბამისად, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებში, ამავე მუხლის შენიშვნის მე-10 ნაწილსა და 119-ე მუხლის შენიშვნის მე-10 ნაწილში. ამასთანავე, სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლსა და 1511 მუხლს ემატება სპეციალური ნორმები, რომლებიც ახლებურად განსაზღვრავს პასუხისმგებლობას საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან/და თვითნებური განადგურებისთვის. კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლში, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციულ რაიონული სამართალდარღვევათა (საქალაქო) საქმეთა სასამართლოს ჩამონათვალს განსჯად ემატება საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების ან/და თვითნებური განადგურების ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები. ამასთანავე, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომლის თანახმადაც, 151-ე მუხლის 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას ან სამართალდამრღვევი არ დავობს მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი უფლებამოსილი განიხილოს სამინისტროს სახელმწიფო ზედამხედველობის იქნება, და დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდამრღვევს სამართალდარღვევისთვის კანონით საქვეუწყებო შესაბამისი სამართალდარღვევის ადგილზევე გათვალისწინებული დაწესებულების თანამშრომელი საქმე დაადოს როგორც – ადგილზე შესაბამისი ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლით დასახელებული კანონის ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არარის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი კანონის პროექტი მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმების დახვეწას, რაც გულისხმობს როგორც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის სანქციების დიფერენცირებას. ამასთანავე, წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან/და თვითნებური განადგურებისთვის ცალკეული სანქციების შემსუბუქებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწისა და ცალკეული სამართალდარღვევებისთვის სანქციების შემსუბუქების მიზნით მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონის პროექტი მიღებულ იქნეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, შესაბამისად, ინიციატორის მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი სასამართლოებისთვის ზედამხედველობის გამოყოფილი დეპარტამენტისთვის ასიგნებების ფარგლებში, და საერთო აგრეთვე შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთანავე, წარმოდგენილი კანონის პროექტით იცვლება სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობა. კერძოდ, მოქმედი რეგულაციით 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაჭარბება იწვევს 100 ლარის ოდენობის ჯარიმას, ხოლო კანონპროექტის მიხედვით 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება 50 ლარით. ამასთანავე, მოქმედი რეგულაციით 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა, ხოლო კანონპროექტის შესაბამისად, 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით, ხოლო 300-ლარიანი ჯარიმა შენარჩუნდება მხოლოდ 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბების შემთხვევაში. წარმოდგენილი საშუალების ცვლილებების მძღოლის მიერ გათვალისწინებით, მოძრაობის მოსალოდნელია დადგენილი სიჩქარის სატრანსპორტო გადაჭარბებისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისაღები შემოსავლების შემცირება, ხოლო, გავლენის ზუსტი მოცულობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობასა და მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების დიაპაზონზე. და ბოლოს, სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლსა და 1511 მუხლს ემატება სპეციალური ნორმები, რომლებიც ახლებურად განსაზღვრავს პასუხისმგებლობას საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან/და თვითნებური განადგურებისთვის. კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დასახელებული დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდისას, სამართალდამრღვევის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ამიტომ, წარმოდგენილი ცვლილებით, მოსალოდნელია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მისაღები შემოსავლების შემცირება, ხოლო გავლენის ზუსტი მოცულობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. წარმოდგენილი ადმინისტრაციულ ცვლილებით, რაიონული სამართალდარღვევათა (საქალაქო) საქმეთა სასამართლოს ჩამონათვალს ემატება განსჯად საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების ან/და თვითნებური განადგურების ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები. აღნიშნულ შემთხვევაში საერთო სასამართლოების მიერ საქმის განხილვა მოხდება მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. წარმოდგენილი ხარჯების ოდენობა პირდაპირპროპორციულად სამართალდარღვევათა ყოველწლიურ რაოდენობაზე. იქნება დამოკიდებული საგულისხმოა, რომ პროექტით ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის თანახმადაც, 151-ე მუხლის 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების სამართალდარღვევა არ საჭიროებს ჩადენისას, თუ ადმინისტრაციულ ადმინისტრაციული გამოკვლევას ან თუ სამართალდამრღვევი არ დავობს მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი უფლებამოსილი განიხილოს ზედამხედველობის იქნება, და დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდამრღვევს სამართალდარღვევისთვის კანონით შესაბამისი სამართალდარღვევის ადგილზევე გათვალისწინებული თანამშრომელი საქმე დაადოს როგორც ადგილზე შესაბამისი ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი. ამრიგად, აღნიშნული საქმის განხილვა და შესაბამისი ოქმის გამოცემა მოითხოვს ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების გამოყენებას, რაც უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტი. წარმოდგენილი კანონის პროექტით იცვლება სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობა. კერძოდ, მოქმედი რეგულაციით 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაჭარბება იწვევს 100 ლარის ოდენობის ჯარიმას, ხოლო კანონპროექტის მიხედვით 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება 50 ლარით. ამასთანავე, მოქმედი რეგულაციით 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება იწვევს 300 ლარის ოდენობის ჯარიმას, ხოლო კანონპროექტის შესაბამისად, 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით, ხოლო 300-ლარიანი ჯარიმა შენარჩუნდება მხოლოდ 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბების შემთხვევაში. სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლსა და 1511 მუხლს ემატება სპეციალური ნორმები, რომლებიც ახლებურად განსაზღვრავს პასუხისმგებლობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან/და თვითნებური განადგურებისთვის. კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები დადებით გავლენას მოახდენს იმ ფიზიკური პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან ზემოაღნიშნული სამართალდარღვევებისთვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ფულადი სანქციის შემცირებას ცალკეული სამართალდარღვევებისთვის. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით:  მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა − 50 ლარი;  მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა − 100 ლარი;  მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − 300 ლარი. ამასთანავე, სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლსა და 1511 მუხლს ემატება სპეციალური ნორმები, რომლებიც ახლებურად განსაზღვრავს პასუხისმგებლობას საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან/და თვითნებური განადგურებისთვის. კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სანქციების ოდენობები სამართალდარღვევებისთვის დადგინდა შესაბამისი სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ანალიზის საფუძველზე, რაც თანაზომადია ანალოგიური სახის სხვა სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულ ფულად სანქციებთან. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. საქართველოს კანონპროექტის მიღება ორმხრივ არ და მრავალმხრივ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კირცხალია, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კირცხალია, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.