„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.06.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კირცხალია, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#354/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 303-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის პირველი ნაწილით, 642 მუხლის მე-3 ნაწილით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ან 22 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ან 22 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განპირობებულია კოდექსში ცვლილების „საქართველოს შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით და მიზნად ისახავს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი სისხლისსამართლებრივი ჩარჩოს დახვეწას. გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (შემდგომ − სამართალდარღვევათა კოდექსი) ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ დაზიანებისთვის ან/და სისხლისსამართლებრივი საზღვრებში, თვითნებური პოლიტიკის მათ შორის, მწვანე განადგურებისთვის. თანმიმდევრულობის ნარგავების ამდენად, უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ცვლილება შევიდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველ ნაწილშიც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თანმდევი საკანონმდებლო ცვლილების სახით მომზადდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, დანაშაულებისთვის რომ გარემოს დაცვის სისხლისსამართლებრივი წესის წინააღმდეგ პასუხისმგებლობა მიმართული დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ამ მიმართულებით პასუხისმგებლობის დადგენის მიზნით საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა დასახელებულ კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომ − სსკ) 303-ე მუხლის პირველი ნაწილი და ახლებურად განისაზღვრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისთვის (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადებისთვის). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილი. ცვლილების სამართალდარღვევათა წრის საფუძველზე ხორციელდება ოპტიმიზაცია, იმ ადმინისტრაციულ რომელთა ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირების მიერ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. კერძოდ, პასუხისმგებლობა დგინდება სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის 22 (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებური მოჭრის ან/და განადგურების განმეორებით ჩადენა) და 1511 მუხლის 22 ნაწილით (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებური გაჩეხვის ან/და გადატანის (მათ შორის, მწვანე ნარგავის ისე დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხვის), მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევის განმეორებით ჩადენა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული ნაწილით სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისთვის (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადებისთვის). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლით დასახელებული კანონის ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არარის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს, მათ შორის, გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დახვეწას და პრევენციული მექანიზმების გაუმჯობესებას. გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა აღსაკვეთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოქმედი რეგულაციების დროული ოპტიმიზაცია და მათი თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონპროექტი მიღებულ იქნეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე. შესაბამისად, ინიციატორის მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენა, მასზე რეაგირება და დანიშნული სასჯელის აღსრულება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, როგორც კანონის ამოქმედების წელს, აგრეთვე შემდგომი 3 წლის განმავლობაში. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას სსკ-ს 303-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა, მათ შორის, სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის 22 ნაწილითა და 1511 მუხლის 22 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისთვის (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადებისთვის). გასათვალისწინებელია, რომ სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ, მათ შორის, გათვალისწინებულია ჯარიმა. სსკ-ს 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2 000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. აღნიშნული დანაშაულისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდისას, მსჯავრდებულის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სახელმწიფოს ბიუჯეტში, ხოლო დასახელებული შემოსავლების ოდენობა დამოკიდებული იქნება დამნაშავეთა ყოველწლიურ რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება ახალი ქმედებების კრიმინალიზაციით (იხ. განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი). საგულისხმოა, რომ დასახელებული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გამოძიების ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება დაიწყოს გამოძიება, რაც დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან. მოცემული ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, პირის დაკავების შემთხვევაში, აღნიშნული გამოიწვევს ადმინისტრაციულ ხარჯებს, რაც დაკავშირებული იქნება დაკავებული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ცხოვრებისა და შენახვის ხარჯებთან. გასათვალისწინებელია, რომ დღეის მდგომარეობით, ქ. თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში თითოეული დაკავებულის ყოველდღიური შენახვის ხარჯი სრულწლოვნის შემთხვევაში შეადგენს 12,61 ლარს, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში – 13,74 ლარს. რეგიონული სამსახურების დაქვემდებარებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულის ყოველდღიური შენახვის ხარჯი შეადგენს 11,23 ლარს. დასახელებული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდზე. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში. გარდა ზემოთქმულისა, წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირებს, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შეიძლება შეუფარდოს პატიმრობა, რაც გამოიწვევს მათ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებას. ამ კონტექსტში საგულისხმოა ისიც, რომ დასახელებული თავისუფლების აღკვეთას ნორმა ვადით სასჯელის ერთიდან სახედ სამ ითვალისწინებს, წლამდე. დღეის მათ შორის, მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებაში 1 პატიმრის შენახვის წლიური ხარჯი საშუალოდ შეადგენს 21 604 ლარს. შესაბამისად, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ან სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა დაკავშირებული იქნება ფინანსურ ხარჯთან. ხსენებული ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობაზე, რომლებსაც სსკს 303-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდებათ პატიმრობა ან სასჯელის სახით დაენიშნებათ თავისუფლების აღკვეთა. აუცილებელი ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და სასამართლოს მიერ საქმის განხილვა დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, რომელთა დაფინანსებაც განხორციელდება საქართველოს პროკურატურისა და საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ხარჯების ზუსტი ოდენობა კი დამოკიდებული იქნება იმ პირთა რაოდენობაზე, რომელთა მიმართაც განხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩამდენ პირებზე, მათთვის ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რის საფუძველზეც ხდება რიგი ქმედებების კრიმინალიზაცია. წინამდებარე ქმედებისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება გავლენას მოახდენს ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენ იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებსაც სასჯელის სახედ განესაზღვრებათ ჯარიმა (ჯარიმის განსაზღვრის წესის შესახებ იხ. განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი ცვლილებით სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რის საფუძველზეც ხდება რიგი ქმედებების კრიმინალიზაცია (ცვლილების შედეგად კრიმინალიზებული ქმედებების შესახებ იხ. განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი). წინამდებარე ქმედებისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა, რომლის ოდენობაც განისაზღვრება სსკ-ით დადგენილი ზოგადი წესით. კერძოდ, სსკს 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2 000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. საქართველოს კანონპროექტის მიღება ორმხრივ არ და მრავალმხრივ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კირცხალია, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კირცხალია, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.