„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
30.06.2026
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#356/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-08-31
ბიუროს ნომერი 155

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის: ა) მე-5–61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. 61. აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან და სააღსრულებო ბიუროს უფროსთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“; ბ) 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62–64 პუნქტები: „62. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ აღსრულების პოლიციელს, რომლებიც პროფესიული საჯარო მოხელეები არიან, აგრეთვე აღმასრულებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 63. აღსრულების ეროვნული ბიუროს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომლებს (გარდა ამ მუხლის მე-6–62 პუნქტებით განსაზღვრული პირებისა) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 64. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან (გარდა ამ მუხლის მე-6–63 პუნქტებით განსაზღვრული პირებისა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომით ხელშეკრულებას დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი.“. 3. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 141. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი 1. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული. 2. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით. 3. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, აგრეთვე აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის – აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 4. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ეს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები, აგრეთვე, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულება, აღსრულების პოლიციელის მიერ სამსახურის გავლის წესი და სხვა სამართლებრივი აქტები.“. 4. 142 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღსრულების პოლიციელი, გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილისა, არის პროფესიული საჯარო მოხელე. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. აღსრულების პოლიციელზე, თუ ამ კანონითა და აღსრულების პოლიციელის მიერ სამსახურის გავლის წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. აღსრულების პოლიციელის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 12. აღსრულების პოლიციელს ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღსრულების პოლიციელის სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 5. 145 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. აღსრულების პოლიციელი იღებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. აღსრულების პოლიციელი არ იღებს საკლასო დანამატს. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 32. აღსრულების პოლიციელსა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“; ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღსრულების პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.“. 6. მუხლი 1418 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1418. აღსრულების პოლიციის მონაწილეობა კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობაში 1. კერძო აღმასრულებელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისათვის მიმართავს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კერძო აღმასრულებელს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესაძლებლობის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის მიერ მომსახურების გაწევაზე თანხმობის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელმა წინასწარ უნდა აუნაზღაუროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა, სააღსრულებო მოქმედებათა ბრძანებით.“. კატეგორიების მიხედვით, დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა: ა) 2026 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცება; ბ) 2026 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს: ა) აღსრულების პოლიციელთა შრომის ანაზღაურების შესახებ წესის დამტკიცება; ბ) აღსრულების პოლიციელთა მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცება; გ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს პროფესიული საჯარო მოხელეები უკონკურსოდ დაინიშნონ აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის, ტოლფას თანამდებობებზე. აღსრულების პოლიციის სამმართველოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა, მათი თანხმობით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე საქმიანობა განახორციელონ აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის, ტოლფას თანამდებობებზე. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) აღსრულების პოლიციის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სათანადო დახმარების აღმოჩენა აღმასრულებლისათვის, თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, მათ შორის, უძრავი ქონებიდან გამოსახლებისას (გამოყვანისას) აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. საამისოდ, აღსრულების პოლიციელს შეუძლია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რის გამოც აღსრულების პოლიციელი, უდავოდ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, მოქმედი კანონმდებლობით აღსრულების პოლიციელი, სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, არ სარგებლობს სოციალური დაცვის საკმარისი გარანტიებით, რომლითაც სხვა სამართალდამცავი ორგანოების არსებითად იგივე ფუნქციების მქონე წარმომადგენლები სარგებლობენ (მაგალითად, აღსრულების პოლიციელი არ იღებს სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს; ვერ სარგებლობს „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით). აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, შეიცვალოს აღნიშნული მიდგომა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის – აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების კომპონენტებად განისაზღვროს წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი, ხოლო მათი ოდენობები დადგინდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიზანშეწონილია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მისთვის ან მისი ოჯახისათვის (მემკვიდრისათვის) ფულადი დახმარების გაწევის იგივე სტანდარტი არსებობდეს, რაც სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაშია განსაზღვრული ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიმართ არის დაწესებული. მიზანშეწონილია აგრეთვე ისიც, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს შეეცვალოს სტატუსი და აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა პირველადი სტრუქტურული ერთეულების მსგავსად, გარდაიქმნას დეპარტამენტად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელთათვის შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის მიღების უფლების მისანიჭებლად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მისთვის ან მისი ოჯახისათვის (მემკვიდრისათვის) ფულადი დახმარების გაწევასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სტანდარტის გავრცელების, აგრეთვე, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს დეპარტამენტად საქართველოს გარდაქმნისთვის კანონში შესაბამისი აუცილებელია, ცვლილების „სააღსრულებო შეტანა, რადგან წარმოებათა შესახებ“ შესაბამისი საკითხები საკანონმდებლო აქტით წესრიგდება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად: აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები – აღსრულების პოლიციელები მიიღებენ შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი, ხოლო არ მიიღებენ საკლასო დანამატს. გარდა აღნიშნულისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მისთვის ან მისი ოჯახისათვის (მემკვიდრისათვის) ფულადი დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სტანდარტის შესაბამისად. ამასთანავე, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველო გარდაიქმნება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული – აღსრულების პოლიციის სამმართველო გარდაიქმნება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად. ამასთან, აღნიშნული დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები – აღსრულების პოლიციელები ისარგებლებენ ადეკვატური შრომის ანაზღაურებისა და სათანადო სოციალური დაცვის სამართლებრივი გარანტიებით: • აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობათა შესაბამის ზღვრულ სპეციალურ წოდებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ამასთან, სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით; აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები – აღსრულების პოლიციელები მიიღებენ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს; აღსრულების პოლიციელები არ მიიღებენ საკლასო დანამატს. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრი დაამტკიცებს ააღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების შესახებ წესს, რომელშიც აღნიშნული საკითხები იქნება ასახული; • აღსრულების პოლიციელსა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; • კანონპროექტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 10 000 ლარისა). ამასთან, განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო (მოქმედი რედაქციით – აღსრულების ეროვნული ბიურო), თუმცა პროექტით გათვალისწინებულ რედაქციაშიც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სტანდარტის შესაბამისად, იგულისხმება, რომ დაკრძალვის ხარჯებს შესაბამისი საჯარო დაწესებულება (ამ შემთხვევაში – აღსრულების ეროვნული ბიურო) აანაზღაურებს; • კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია, რომ, თუ აღსრულების პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდა ან/და აღსრულების პოლიციელს ამ მოვალეობის შესრულებისას შესაძლებლობა შეეზღუდა, მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა. ამ შემთხვევაშიც, კანონპროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სტანდარტის შესაბამისად, აღნიშნული თანხის დიფერენცირება მოხდება ჯანმრთელობის დაზიანების მიხედვით, კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი. • გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, წესრიგდება და ზუსტდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა სამსახურში მიღებასა და სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, პროექტის მიხედვით: • აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავმჯდომარეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი; • აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით; • აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან და სააღსრულებო ბიუროს უფროსთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან • შეთანხმებით; აღსრულების ეროვნული ბიუროს პროფესიულ საჯარო მოხელეებს – აღსრულების პოლიციელებსა და აღმასრულებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე; • აღსრულების ეროვნული ბიუროს შტატით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე; • მკაფიოდ ზუსტდება, რომ აღსრულების პოლიციელი, გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილისა, არის პროფესიული საჯარო მოხელე, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. აღსრულების პოლიციელზე, თუ ამ კანონითა, და აღსრულების პოლიციელის მიერ სამსახურის გავლის წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება; • აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა თანამშრომლებთან კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომით ხელშეკრულებას დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე; • კანონპროექტის გარდამავალი დებულებით განისაზღვრება, რომ: აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს პროფესიული საჯარო მოხელეები აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის, ტოლფას თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნებიან. აღსრულების პოლიციის სამმართველოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, მათი თანხმობით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე საქმიანობას განახორციელებენ აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის, ტოლფას თანამდებობებზე; • საქართველოს მთავრობასა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევალება შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა ან/და მათი საკანონმდებლო ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ძალაში შედის 2026 წლის 1 ნოემბრიდან, რაც საჭიროა კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციებიდან გამომდინარე მათი ამოქმედებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განსახორციელებლად და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოსაცემად. ხოლო, კანონპროექტის გარდამავალი დებულების ის ნაწილი, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემას ითვალისწინებს, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები საშუალოვადიან პერიოდში დაფინანსდება აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის – აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესი. აღნიშნული მოსამსახურეები მიიღებენ წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის V კარიდან (საშემოსავლო და მოგების გადასახადები) გამომდინარე, წარმოადგენს ფიზიკური პირის დასაბეგრ შემოსავალს და ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით (20%-ის ოდენობით. ამასთანავე, ამ ეტაპზე, არ არის გამოკვეთილი ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ვრცელდება ამავე კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები). განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შემთხვევაში მოსამსახურეებს წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი ჯამურად მიეცემათ შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების კომპონენტის სახე შრომის ანაზღაურების თანხის ოდენობა (ლარი) თვეში 2026 წლის 2027 და ყოველი ბოლო 2 თვე მომდევნო წელი წოდებრივი სარგო 1 990.00 3 980.00 23 880.00 წელთა ნამსახურობის დანამატი 43,216.00 86 432.00 518,592.00 სულ 45,206.00 90 412.00 542,472.00 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის თანახმად (1.1 პუნქტი), საშემოსავლო გადასახადი, გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა, მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატიდან დაბეგრილი შემოსავლის სახით გაიზრდება შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის თანხის ოდენობა კომპონენტის სახე (ლარი) თვეში 2026 წლის 2027 და ყოველი ბოლო 2 თვე მომდევნო წელი წოდებრივი სარგო 398.00 796.00 4,776.00 წელთა ნამსახურობის დანამატი 8,643.20 17 286.40 103,718.40 სულ 9,041.20 18 082.40 108,494.40 აღსანიშნავია ისიც, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხელეებს – აღსრულების პოლიციელებს (გარდა აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსისა და მოადგილისა – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა), რომლებსაც დღეის მდგომარეობით განსაზღვრული აქვთ მოხელის კლასი, სარგებლობენ საკლასო დანამატის მიღების უფლებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი, რომლის თანახმად, აღნიშნული მოსამსახურეები ამ წესით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოსა და სახელფასო დანამატის გარდა, აგრეთვე მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს და წოდებრივ სარგოს, თუმცა, აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს, რადგან განსხვავებული იქნება მათი, როგორც მოხელის, სამართლებრივი სტატუსი (მაგალითად, აღარ მოხდება მათთვის მოხელის კლასის მინიჭება), ისე – შრომის ანაზღაურების სისტემაც, რომელიც მათზე გავრცელდება. არსებული მდგომარეობით, 74 აღსრულების პოლიციელიდან, საკლასო დანამატს (პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასი) იღებს 43 მოსამსახურე. იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე წოდებრივ სარგოს მიიღებს საკლასო დანამატის ნაცვლად, ხოლო განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 2026 წელს 43 მოსამსახურის (აღსრულების პოლიციელის) მიერ ყოველთვიურად მისაღები საკლასო დანამატის ჯამური ოდენობა თვეში შეადგენს დარიცხულ 2 752.00 ლარს, ხოლო 2027 და ყოველ მომდევნო წელს – 33 024.00 ლარს (2027 წლისა და მომდევნო წლების გაანგარიშება ეფუძნება 2026 წელს მოქმედ თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, რომლის მიხედვითაც გაანგარიშდება საკლასო დანამატი), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი საკლასო დანამატიდან დასაბეგრი შემოსავლის სახით შემცირდება შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიუღებელი საშემოსავლო კომპონენტის სახე გადასახადის ჯამური ოდენობა (ლარი) თვეში საკლასო დანამატი 550.40 2026 წლის 2027 და ყოველი ბოლო 2 თვე მომდევნო წელი 1 100.80 6 604.80 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2026 წელს გაიზრდება 16 981.60 ლარით (18 082.40 – 1 100.80) , ხოლო 2027 და ყოველ მომდევნო წელს – 101 889.60 ლარით (108 494.40 – 6 604.80). აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგან მათი ოდენობა დამოკიდებულია შესაბამის საანგარიშო პერიოდში მომუშავე იმ მოსამსახურეთა რაოდენობაზე, რომლებიც აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს. კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2026 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით, რომლითაც დამტკიცდება აღსრულების პოლიციელის წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურების დანამატის ოდენობა, აღნიშნული მოსამსახურეები (მიიღებენ სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურების დანამატს. ამდენად, კანონპროექტის გავლენა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება აღსრულების პოლიციელთა სპეციალურ წოდებაზე, ხოლო მეორე მხრივ, აღსრულების კონკრეტული პოლიციელის ნამსახურობის წელთა ხანგრძლივობაზე, თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივი სარგოს ოდენობებზე. აღსრულების პოლიციელთა (63 (საშტატო ნუსხით − 74) მოსამსახურე) არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, რომლებიც კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ ისარგებლებენ შესაბამისი წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურების დანამატის მიღების უფლებით: თანამდებობა სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე) განყოფილების უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) განყოფილების უფროსის მოადგილე (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ჯგუფის უფროსი აღსრულების (I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) პოლიციის აღსრულების პოლიციელი (II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) რაოდენობა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა (ლარი) 1 6080 1 4000 3 3520 1 3200 8 (არსებული) (1 - ვაკანტური) 31 (არსებული) (3 - ვაკანტური) 3040 2880 სამმართველო/ აღსრულების პოლიციელი დეპარტამენტი (II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) აღსრულების პოლიციელი (III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 2 1920 16 (არსებული) (7 - ვაკანტური) 1600 აღსრულების პოლიციელთა წოდებრივი სარგოს ოდენობა დიფერენცირებული იქნება შესაბამისი წოდებებისა და წელთა ნამსახურობის მიხედვით: იუსტიციის პოლკოვნიკი 2 წოდებრივი სარგო (ლარი) 70 იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი 5 60 300 3,600.00 იუსტიციის მაიორი 5 50 250 3,000.00 იუსტიციის კაპიტანი იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი იუსტიციის ლეიტენანტი იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი იუსტიციის ზემდეგი 24 40 960 11,520.00 - - - - 9 25 225 2,700.00 2 20 40 480.00 3 7 21 252 იუსტიციის უფროსი სერჟანტი 2 6 12 144.00 იუსტიციის სერჟანტი 2 5 10 120 იუსტიციის უმცროსი სერჟანტი 5 4 20 240.00 იუსტიციის რიგითი 4 3 12 144.00 სულ ჯამი 63 - 1,990.00 23,880.00 სპეციალური წოდება რაოდენობა 1 თვის ფონდი 140 1 წლის ფონდი 1,680.00 აღსრულების პოლიციელის წელთა ნამსახურობის დანამატი გამოითვლება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამის შესაბამისი პროცენტული ოდენობით (მაგალითად, თუ აღსრულების პოლიციელის, რომლის თანამდებობრივი სარგო არის 2880 ლარი, მისი წოდებრივი სარგო − 40 ლარი (შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ამ კომპონენტების ჯამი 2920 ლარია), ხოლო მისი სამუშაო სტაჟი 10 წელზე მეტია, მისი წელთა ნამსახურობის დანამატი შეადგენს 2920 ლარის 20%-ს − 584 ლარს): წელთა ნამსახურობა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და რაოდენობა წოდებრივი სარგოს ჯამის % 1-2 წელი 4 5 2-5 წელი 15 10 5-10 წელი 10 15 10 და მეტი წელი 28 20 აქედან გამომდინარე, შესაბამისი აღსრულების პოლიციელის, რომლის თანამდებობრივი სარგო არის 2880 ლარი, რეგულარულად (ყოველთვიურად) მისაღები ჯამური შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო (2880 ლარი), წოდებრივი სარგო (40 ლარი), წელთა ნამსახურობის დანამატი (584 ლარი)) იქნება 3504 ლარი. ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, აღსრულების პოლიციელთა წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის გასაცემად, არსებული მდგომარეობით, საჭირო იქნება შემდეგი ოდენობის თანხების გამოყოფა: შრომის ანაზღაურების კომპონენტის სახე შრომის ანაზღაურების თანხის ოდენობა (ლარი) თვეში 2026 წლის 2027 და ყოველი ბოლო 2 თვე მომდევნო წელი წოდებრივი სარგო 1 990.00 3 980.00 23 880 წელთა ნამსახურობის დანამატი 43,216.00 86 432.00 518,592.00 სულ 45,206.00 90,412.00 542,472.00 აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგან დამოკიდებულია შესაბამის საანგარიშო პერიოდში არსებულ აღსრულების პოლიციელთა სპეციალურ წოდებაზე, შრომით სტაჟსა და აღსრულების პოლიციელთა რაოდენობაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტით აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე (აღსრულების პოლიციელი) მიიღებს წოდებრივ სარგოს, თუმცა აღარ მიიღებს საკლასო დანამატს. 2026 წლის მდგომარეობით, შესაბამისი აღსრულების პოლიციელებიდან საკლასო დანამატს (პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასი) იღებს 43 მოსამსახურე. საკლასო დანამატის ოდენობა დიფერენცირებულია და განისაზღვრება მოხელის კლასის მქონე კონკრეტული მოსამსახურის სარგოს 1%-ით (პირველი კლასი – 15 მოსამსახურე), 2%-ით (მეორე კლასი – 6 მოსამსახურე), 3%-ით (მესამე კლასი – 18 მოსამსახურე), 4%-ით (მეოთხე კლასი – 3 მოსამსახურე) 2026 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსამსახურეები იღებენ შემდეგ საკლასო დანამატს: მოსამსახურეთა რაოდენობა 15 7 18 3 1 თვის საკლასო დანამატი 2026 წელს (ლარი) 372.80 403.20 1 617.60 358.40 მოხელის კლასი პირველი კლასი მეორე კლასი მესამე კლასი მეოთხე კლასი 2026 წელს 43 აღსრულების პოლიციელის მიერ ყოველთვიურად მისაღები საკლასო დანამატის ჯამური ოდენობა თვეში შეადგენს დარიცხულ 2 752.00 ლარს, ხოლო 2027 და ყოველ მომდევნო წელს წლიურად – 33 024.00 ლარს. აქედან გამომდინარე, საკლასო დანამატის ნაწილში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტიდან აღსრულების პოლიციელებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური ხარჯები შემცირდება თვეში 2 752.00 ლარით, ხოლო 2027 და ყოველ მომდევნო წელს, წლიურად – 33 024.00 ლარით. აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგანაც დამოკიდებულია კანონპროექტის ამოქმედების მომენტისათვის მომუშავე შესაბამის მოსამსახურეთა რაოდენობაზე. ამდენად, აღსრულების პოლიციელთა შრომის ანაზღაურებისათვის 2026 წელს დამატებით საჭირო იქნება 84 908.00 (90 412.00 – 5 504.00) ლარის გამოყოფა, ხოლო შემდგომ წლებში – დამატებით 509 448.00 (542 472.00 – 33 024.00) ლარის გამოყოფა. რაც შეეხება აღსრულების პოლიციელთა მიერ მომავალში სახელმწიფო კომპენსაციის მიღებით მოსალოდნელ გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ამ მხრივ, კანონპროექტი საშუალოვადიან პერიოდში გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, ზემოაღნიშნულ მოსამსახურეებთან მიმართებით კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება კომპენსაციის დანიშვნის მომენტში არსებულ შესაბამის მოსამსახურეთა რაოდენობაზე, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალურ გასაცემ ოდენობაზე სახელმწიფო კომპენსაციის 65 წლის ასაკამდე დანიშვნის შემთხვევებზე და ამ კომპენსაციის გამოანგარიშებისათვის კანონით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2026-2029 წლებში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე აღსრულების ყველა პოლიციელი 65 წელზე ნაკლების იქნება (ასაკის მიღწევის გამო არ წარმოიშობა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ვალდებულება). უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, 2026 წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციელთაგან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის 20-წლიანი სტაჟი ექნება 7 მოსამსახურეს, 2027 წლისათვის შესაბამის სტაჟს დააგროვებს დამატებით 2 მოსამსახურე, 2028 წელს – დამატებით 2 მოსამსახურე, ხოლო 2029 წელს – დამატებით 1 მოსამსახურე. შესაბამისად, 2026 წელში კომპენსაციის მიღებისათვის სათანადო სტაჟი ექნება 7, 2027 წელს – 9, 2028 წლისათვის – 11 მოსამსახურეს, ხოლო 2029 წლისათვის – 12 მოსამსახურეს. აქ არ მოიაზრებიან ის აღსრულების პოლიციელები, რომლებიც შეიძლება აღსრულების ეროვნულ ბიუროს შესაბამის წლებში დაემატონ, რადგან, ამ ეტაპზე, მათი გათვალისწინება შეუძლებელია. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 10 000 ლარისა). ამასთან, განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო (მოქმედი რედაქციით – აღსრულების ეროვნული ბიურო), თუმცა პროექტით გათვალისწინებულ რედაქციაშიც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სტანდარტის შესაბამისად, იგულისხმება, რომ დაკრძალვის ხარჯებს შესაბამისი საჯარო დაწესებულება (ამ შემთხვევაში – აღსრულების ეროვნული ბიურო) აანაზღაურებს; ამასთანავე, კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია, რომ, თუ აღსრულების პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდა ან/და აღსრულების პოლიციელს ამ მოვალეობის შესრულებისას შესაძლებლობა შეეზღუდა, მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა. ამ შემთხვევაშიც, კანონპროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სტანდარტის შესაბამისად, აღნიშნული თანხის დიფერენცირება მოხდება ჯანმრთელობის დაზიანების მიხედვით, კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ფულადი თანხები გაიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან. მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევებსა და გარემოებებზე, აგრეთვე, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე – აღსრულების პოლიციელებზე, რომლებიც, თანამდებობრივი სარგოს, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გარდა, მიიღებენ სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. ამასთან, აღსრულების პოლიციელები აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს. კანონპროექტის მიღება საშუალოვადიან პერიოდში, გავლენას მოახდენს აღსრულების პოლიციელთაფინანსურ მდგომარეობაზე, ვინაიდან სამსახურის გავლის შემდეგ მათ წარმოეშობათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. კომპენსაციის ოდენობა კანონით გათვალისწინებულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ საპენსიო ასაკის პერიოდში აღსრულების ყოფილი პოლიციელები მიიღებენ კომპენსაციას, სახელმწიფო პენსიის ნაცვლად. გარდა ამისა, სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს მუშაობის სტაჟში ჩაეთვლებათ აღსრულების პოლიციელადსამსახური, რაც გავლენას იქონიებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებაზე. ამასთან, აღსრულების პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული ოდენობით მიღების უფლებით ისარგებლებენ, ასევე, გარდაცვლილი მოსამსახურის შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, აგრეთვე, მისი შრომისუუნარო მეუღლე, მშობლები და შვილები. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 10 000 ლარისა). ამასთან, განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო (მოქმედი რედაქციით – აღსრულების ეროვნული ბიურო), თუმცა პროექტით გათვალისწინებულ რედაქციაშიც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სტანდარტის შესაბამისად, იგულისხმება, რომ დაკრძალვის ხარჯებს შესაბამისი საჯარო დაწესებულება (ამ შემთხვევაში – აღსრულების ეროვნული ბიურო) აანაზღაურებს; ამასთანავე, კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია, რომ, თუ აღსრულების პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდა ან/და აღსრულების პოლიციელს ამ მოვალეობის შესრულებისას შესაძლებლობა შეეზღუდა, მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა. ამ შემთხვევაშიც, კანონპროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სტანდარტის შესაბამისად, აღნიშნული თანხის დიფერენცირება მოხდება ჯანმრთელობის დაზიანების მიხედვით, კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების აღსრულების ეროვნული პოლიციელის ბიუროს ჯანმრთელობის თავმჯდომარის დაზიანების ინდივიდუალური შემთხვევაში მას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, ხელშეკრულებას/შეთანხმებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.