„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
30.06.2026
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#356/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-08-31
ბიუროს ნომერი 155

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამხედრო ორგანოებიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური საქართველოს პრემიერ-მინისტრის დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.“. 2. მე-8 მუხლის: ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა), ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან ან ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, აგრეთვე ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად დაქვემდებარებისა), აგრეთვე მათი შინაგან სამართლებრივი საქმეთა, სტატუსისა იუსტიციის, და სამხედრო, ორგანიზაციული სახელმწიფო სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და დაცვის უშიშროების, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო წოდებით ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველო და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი), აგრეთვე მოსამართლედ ან მოსამართლის თანაშემწედ მუშაობა.“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის მიზნებისთვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობა.“. 4. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილი პირის მიერ ამ კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილი პირის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილი პირის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს.“. მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2026 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია, ერთი მხრივ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის შემუშავებით, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) პირველადი სტრუქტურული ერთეული – აღსრულების პოლიციის სამმართველო 2026 წლის 1 ნოემბრიდან „აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად“ გარდაიქმნება, ხოლო, მეორე მხრივ, აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა – აღსრულების პოლიციელთა სათანადო სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობით, მაშინ, როდესაც სხვა უწყებათა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, რომლებიც თვისობრივად მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, საამისოდ აუცილებელი წინაპირობების არსებობისას უზრუნველყოფილი არიან სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიით − სახელმწიფო კომპენსაციით. სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით არ სარგებლობენ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები – აღსრულების პოლიციელები, რაც მიზანშეუწონელია შემდეგ გარემოებათა გამო: აღსრულების პოლიციელის უფლებამოსილებას უკავშირდება ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, პირადი, აღსრულების ეროვნული ბიუროს პერსონალის და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით. გარდა ამისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები (ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, აგრეთვე რეზინის ხელკეტი და ელექტროშოკური მოწყობილობა). აღსრულების პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. ამასთან, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას აღსრულების ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან პოლიციელი არის დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღსრულების პოლიციელს გააჩნია მთელი რიგი უფლებამოსილებანი, რომელთა შორისაა პირადი და ნივთების გასინჯვა და პირის ადმინისტრაციული დაკავება. აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, აღსრულების პოლიცია ვალდებულია გაუწიოს მას სათანადო დახმარება ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაში, როგორიცაა უძრავი ქონებიდან გამოსახლება (გამოყვანა); მშენებლობის შეჩერების და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულება; ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაცია. ამასთან, ჩამოთვლილ უფლებამოსილებათა განხორციელებისას შესაძლოა, საჭირო გახდეს ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულება, თავისი არსით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს საქმიანობას უკავშირდება და დღის წესრიგში აყენებს საკითხს ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირთათვის შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ. ამ გარემოების დაწესებულებების გათვალისწინებით, მოსამსახურეთა თვისობრივად მსგავსი აღსრულების ეროვნული მსგავსად, ფუნქციების ბიუროს მქონე სხვა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – აღსრულების პოლიციელებს სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის დაგროვების შემდეგ უნდა გააჩნდეთ ადეკვატური სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობის უფლება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვალოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურიც. გარდა აღნიშნულისა, აღსრულების პოლიციელის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული ოდენობის მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ, ასევე, გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, აგრეთვე მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის, რომ სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის (დღეს – აღსრულების პოლიციის სამმართველოს) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, ანალოგიური სტატუსისა და ფუნქციების მქონე სხვა ორგანოების მოსამსახურეთა მსგავსად, უზრუნველყოფილ იქნენ სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიით − სახელმწიფო კომპენსაციით, ასევე, სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვალოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურიც, აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება იქნეს შეტანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები – აღსრულების პოლიციელები, ანალოგიური სტატუსისა და ფუნქციების მქონე სხვა ორგანოს მოსამსახურეების მსგავსად, სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის დაგროვების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნებიან სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიით − სახელმწიფო კომპენსაციით, რომლის ზღვრული ოდენობაც კანონით განისაზღვრება. ამასთან, სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვლებათ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე კანონით დადგენილი წესით ისარგებლებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით. ამასთან, სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვლებათ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურიც. გარდა ამისა, მითითებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული ოდენობით მიღების უფლებას მოიპოვებენ, ასევე, გარდაცვლილი მოსამსახურის შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, აგრეთვე მისი შრომისუუნარო მეუღლე, მშობლები და შვილები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2026 წლის 1 ნოემბრიდან, რაც დაკავშირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების წყაროა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – აღსრულების პოლიციელებს, სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის დაგროვების შემთხვევაში, წარმოეშობათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, ამ განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მისაღებია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რაც შეეხება აღსრულების პოლიციელთა მიერ მომავალში სახელმწიფო კომპენსაციის მიღებით მოსალოდნელ გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ამ მხრივ, კანონპროექტი საშუალოვადიან პერიოდში გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, ზემოაღნიშნულ მოსამსახურეებთან მიმართებით კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება კომპენსაციის დანიშვნის მომენტში არსებულ შესაბამის მოსამსახურეთა რაოდენობაზე, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალურ გასაცემ ოდენობაზე სახელმწიფო კომპენსაციის 65 წლის ასაკამდე დანიშვნის შემთხვევებზე და ამ კომპენსაციის გამოანგარიშებისათვის კანონით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2026-2029 წლებში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე აღსრულების ყველა პოლიციელი 65 წელზე ნაკლების იქნება (ასაკის მიღწევის გამო არ წარმოიშობა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ვალდებულება). უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, 2026 წლის ბოლო ორი თვის განმავლობაში, აღსრულების პოლიციელთაგან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის 20-წლიანი სტაჟი ექნება 7 მოსამსახურეს, 2027 წლისათვის შესაბამის სტაჟს დააგროვებს დამატებით 2 მოსამსახურე, 2028 წელს – დამატებით 2 მოსამსახურე, ხოლო 2029 წელს – დამატებით 1 მოსამსახურე. შესაბამისად, 2026 წელში კომპენსაციის მიღებისათვის სათანადო სტაჟი ექნება 7, 2027 წელს – 9, 2028 წლისათვის – 11 მოსამსახურეს, ხოლო 2029 წლისათვის – 12 მოსამსახურეს. აქ არ მოიაზრებიან ის აღსრულების პოლიციელები, რომლებიც შეიძლება აღსრულების ეროვნულ ბიუროს შესაბამის წლებში დაემატონ, რადგან, ამ ეტაპზე, მათი გათვალისწინება შეუძლებელია. სპეციალური წოდება იუსტიციის პოლკოვნიკი იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი იუსტიციის მაიორი იუსტიციის კაპიტანი იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი იუსტიციის ლეიტენანტი იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი იუსტიციის ზემდეგი იუსტიციის უფროსი სერჟანტი იუსტიციის სერჟანტი იუსტიციის უმცროსი სერჟანტი იუსტიციის რიგითი სულ წელთა ნამსახურობა მოსამსახურეთა რაოდენობა 2 5 5 24 9 2 3 2 2 5 4 63 მოსამსახურეთა რაოდენობა 1-2 წელი 4 2-5 წელი 15 5-10 წელი 10 10 და მეტი წელი 28 კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება საშუალოვადიან პერიოდში, გავლენას მოახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის (დღეს – აღსრულების პოლიციის სამმართველოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფინანსურ მდგომარეობაზე, ვინაიდან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სამსახურის გავლის შემდეგ მათ წარმოეშობათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. კომპენსაციის ოდენობა კანონით გათვალისწინებულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ საპენსიო ასაკის პერიოდში ყოფილი მოსამსახურეები მიიღებენ კომპენსაციას, სახელმწიფო პენსიის ნაცვლად. გარდა ამისა, სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს მუშაობის სტაჟში ჩაეთვლებათ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური, რაც გავლენას იქონიებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებაზე. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული ოდენობით მიღების უფლებით ისარგებლებენ, ასევე, გარდაცვლილი მოსამსახურის შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, აგრეთვე, მისი შრომისუუნარო მეუღლე, მშობლები და შვილები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. იქნა გამოყენებული კანონპროექტის