„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
30.06.2026
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#356/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-08-31
ბიუროს ნომერი 155

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ “ ქვეპუნქტი: 3 „ზ3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურის − აღსრულების პოლიციელის უფლებამოსილებას უკავშირდება, საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, პირადი, აღსრულების ეროვნული ბიუროს პერსონალის და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით. გარდა ამისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები (ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, აგრეთვე რეზინის ხელკეტი და ელექტროშოკური მოწყობილობა). აღსრულების პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. ამასთან, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას აღსრულების პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღსრულების პოლიციელს გააჩნია მთელი რიგი უფლებამოსილებანი, რომელთა შორისაა პირადი და ნივთების გასინჯვა და პირის ადმინისტრაციული დაკავება. აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, აღსრულების პოლიცია ვალდებულია გაუწიოს მას სათანადო დახმარება ისეთ მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაში, როგორიცაა უძრავი ქონებიდან გამოსახლება (გამოყვანა); მშენებლობის შეჩერების და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულება; ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაცია. ამასთან, ჩამოთვლილ უფლებამოსილებათა განხორციელებისას შესაძლოა, საჭირო გახდეს ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამავე კანონის მოქმედება არ ვრცელდება, სხვებს შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე; ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეებზე, აგრეთვე, პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე. ამდენად, მნიშვნელოვანია აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (აღსრულების პოლიციელთა) შრომის ანაზღაურების სისტემის დაახლოება სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ანალოგიური ფუნქციების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემასთან და ამ გზით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოთა მოსამსახურეების თანაბარ პირობებში ჩაყენება. შესაბამისად, საჭიროა, აღნიშნული მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავდეს არა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს, არამედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, ასევე სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (აღსრულების პოლიციელთა) სტატუსი, ფუნქციები და საქმიანობის წესი თვისობრივად განსხვავდება სხვა საჯარო მოსამსახურეებისგან, რის გამოც საჭიროა, ცვლილება იქნეს შეტანილი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც საჯარო დაწესებულებათა მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედების ფარგლებს განსაზღვრავს და მიეთითოს, რომ, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის (დღეს – აღსრულების პოლიციის სამმართველოს) სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე და მათი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, თუ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ იქნება დადგენილი, ამავე კანონის მოქმედება არ გავრცელდება სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე (აღსრულების პოლიციელზე) და მათი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. ამასთანავე, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებასთან, მათ შორის, იმ მხრივ, რომ 2026 წლის 1 ნოემბრიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველო „აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად“ გარდაიქმნება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, გამოიცემა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის – აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესი. ამავე ნორმატიული აქტის საფუძველზე, აღსრულების პოლიციელები თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გარდა, მიიღებენ სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, თუ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება, სხვებს შორის, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე და მათი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2026 წლის 1 ნოემბრიდან, რაც დაკავშირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები საშუალოვადიან პერიოდში დაფინანსდება აღსრულების სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან და საქართველოს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის – აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესი. აღნიშნული მოსამსახურეები მიიღებენ წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის V კარიდან (საშემოსავლო და მოგების გადასახადები) გამომდინარე, წარმოადგენს ფიზიკური პირის დასაბეგრ შემოსავალს და ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით (20%-ის ოდენობით. ამასთანავე, ამ ეტაპზე, არ არის გამოკვეთილი ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ვრცელდება ამავე კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები). განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შემთხვევაში მოსამსახურეებს წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი ჯამურად მიეცემათ შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების კომპონენტის სახე შრომის ანაზღაურების თანხის ოდენობა (ლარი) თვეში 2026 წლის 2027 და ყოველი ბოლო 2 თვე მომდევნო წელი წოდებრივი სარგო 1 990.00 3 980.00 23 880.00 წელთა ნამსახურობის დანამატი 43,216.00 86 432.00 518,592.00 სულ 45,206.00 90 412.00 542,472.00 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის თანახმად (1.1 პუნქტი), საშემოსავლო გადასახადი, გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა, მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატიდან დაბეგრილი შემოსავლის სახით გაიზრდება შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის თანხის ოდენობა კომპონენტის სახე (ლარი) თვეში 2026 წლის 2027 და ყოველი ბოლო 2 თვე მომდევნო წელი წოდებრივი სარგო 398.00 796.00 4,776.00 წელთა ნამსახურობის დანამატი 8,643.20 17 286.40 103,718.40 სულ 9,041.20 18 082.40 108,494.40 აღსანიშნავია ისიც, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხელეებს – აღსრულების პოლიციელებს (გარდა აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსისა და მოადგილისა – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა), რომლებსაც დღეის მდგომარეობით განსაზღვრული აქვთ მოხელის კლასი, სარგებლობენ საკლასო დანამატის მიღების უფლებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი, რომლის თანახმად, აღნიშნული მოსამსახურეები ამ წესით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოსა და სახელფასო დანამატის გარდა, აგრეთვე მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს და წოდებრივ სარგოს, თუმცა, აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს, რადგან განსხვავებული იქნება მათი, როგორც მოხელის, სამართლებრივი სტატუსი (მაგალითად, აღარ მოხდება მათთვის მოხელის კლასის მინიჭება), ისე – შრომის ანაზღაურების სისტემაც, რომელიც მათზე გავრცელდება. არსებული მდგომარეობით, 74 აღსრულების პოლიციელიდან, საკლასო დანამატს (პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასი) იღებს 43 მოსამსახურე. იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე წოდებრივ სარგოს მიიღებს საკლასო დანამატის ნაცვლად, ხოლო განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 2026 წელს 43 მოსამსახურის (აღსრულების პოლიციელის) მიერ ყოველთვიურად მისაღები საკლასო დანამატის ჯამური ოდენობა თვეში შეადგენს დარიცხულ 2 752.00 ლარს, ხოლო 2027 და ყოველ მომდევნო წელს – 33 024.00 ლარს (2027 წლისა და მომდევნო წლების გაანგარიშება ეფუძნება 2026 წელს მოქმედ თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, რომლის მიხედვითაც გაანგარიშდება საკლასო დანამატი), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი საკლასო დანამატიდან დასაბეგრი შემოსავლის სახით შემცირდება შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიუღებელი საშემოსავლო კომპონენტის სახე გადასახადის ჯამური ოდენობა (ლარი) თვეში საკლასო დანამატი 2026 წლის 2027 და ყოველი ბოლო 2 თვე მომდევნო წელი 1 100.80 6 604.80 550.40 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2026 წელს გაიზრდება 16 981.60 ლარით (18 082.40 – 1 100.80) , ხოლო 2027 და ყოველ მომდევნო წელს – 101 889.60 ლარით (108 494.40 – 6 604.80). აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგან მათი ოდენობა დამოკიდებულია შესაბამის საანგარიშო პერიოდში მომუშავე იმ მოსამსახურეთა რაოდენობაზე, რომლებიც აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს. კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2026 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით, რომლითაც დამტკიცდება აღსრულების პოლიციელის წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურების დანამატის ოდენობა, აღნიშნული მოსამსახურეები (მიიღებენ სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურების დანამატს. ამდენად, კანონპროექტის გავლენა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება აღსრულების პოლიციელთა სპეციალურ წოდებაზე, ხოლო მეორე მხრივ, აღსრულების კონკრეტული პოლიციელის ნამსახურობის წელთა ხანგრძლივობაზე, თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივი სარგოს ოდენობებზე. აღსრულების პოლიციელთა (63 (საშტატო ნუსხით − 74) მოსამსახურე) არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, რომლებიც კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ ისარგებლებენ შესაბამისი წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურების დანამატის მიღების უფლებით: თანამდებობა სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე) რაოდენობა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა (ლარი) 1 6080 1 4000 განყოფილების უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) განყოფილების უფროსის მოადგილე (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ჯგუფის უფროსი აღსრულების (I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) პოლიციის აღსრულების პოლიციელი სამმართველო/ (II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) დეპარტამენტი აღსრულების პოლიციელი (II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) აღსრულების პოლიციელი (III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 3 3520 1 3200 8 (არსებული) (1 - ვაკანტური) 31 (არსებული) (3 - ვაკანტური) 3040 2880 2 1920 16 (არსებული) (7 - ვაკანტური) 1600 აღსრულების პოლიციელთა წოდებრივი სარგოს ოდენობა დიფერენცირებული იქნება შესაბამისი წოდებებისა და წელთა ნამსახურობის მიხედვით: იუსტიციის პოლკოვნიკი 2 წოდებრივი სარგო (ლარი) 70 იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი 5 60 300 3,600.00 იუსტიციის მაიორი 5 50 250 3,000.00 იუსტიციის კაპიტანი იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი იუსტიციის ლეიტენანტი იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი იუსტიციის ზემდეგი 24 40 960 11,520.00 - - - - 9 25 225 2,700.00 2 20 40 480.00 3 7 21 252 იუსტიციის უფროსი სერჟანტი 2 6 12 144.00 იუსტიციის სერჟანტი 2 5 10 120 იუსტიციის უმცროსი სერჟანტი 5 4 20 240.00 იუსტიციის რიგითი 4 3 12 144.00 სულ ჯამი 63 - 1,990.00 23,880.00 ნამსახურობის დანამატი სპეციალური წოდება აღსრულების რაოდენობა პოლიციელის წელთა 1 თვის ფონდი 140 გამოითვლება 1 წლის ფონდი 1,680.00 მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამის შესაბამისი პროცენტული ოდენობით (მაგალითად, თუ აღსრულების პოლიციელის, რომლის თანამდებობრივი სარგო არის 2880 ლარი, მისი წოდებრივი სარგო − 40 ლარი (შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ამ კომპონენტების ჯამი 2920 ლარია), ხოლო მისი სამუშაო სტაჟი 10 წელზე მეტია, მისი წელთა ნამსახურობის დანამატი შეადგენს 2920 ლარის 20%-ს − 584 ლარს): წელთა ნამსახურობა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და რაოდენობა წოდებრივი სარგოს ჯამის % 1-2 წელი 4 5 2-5 წელი 15 10 5-10 წელი 10 15 10 და მეტი წელი 28 20 აქედან გამომდინარე, შესაბამისი აღსრულების პოლიციელის, რომლის თანამდებობრივი სარგო არის 2880 ლარი, რეგულარულად (ყოველთვიურად) მისაღები ჯამური შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო (2880 ლარი), წოდებრივი სარგო (40 ლარი), წელთა ნამსახურობის დანამატი (584 ლარი)) იქნება 3504 ლარი. ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, აღსრულების პოლიციელთა წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის გასაცემად, არსებული მდგომარეობით, საჭირო იქნება შემდეგი ოდენობის თანხების გამოყოფა: შრომის ანაზღაურების კომპონენტის სახე შრომის ანაზღაურების თანხის ოდენობა (ლარი) თვეში 2026 წლის 2027 და ყოველი ბოლო 2 თვე მომდევნო წელი წოდებრივი სარგო 1 990.00 3 980.00 23 880 წელთა ნამსახურობის დანამატი 43,216.00 86 432.00 518,592.00 სულ 45,206.00 90,412.00 542,472.00 აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგან დამოკიდებულია შესაბამის საანგარიშო პერიოდში არსებულ აღსრულების პოლიციელთა სპეციალურ წოდებაზე, შრომით სტაჟსა და აღსრულების პოლიციელთა რაოდენობაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტით აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე (აღსრულების პოლიციელი) მიიღებს წოდებრივ სარგოს, თუმცა აღარ მიიღებს საკლასო დანამატს. 2026 წლის მდგომარეობით, შესაბამისი აღსრულების პოლიციელებიდან საკლასო დანამატს (პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასი) იღებს 43 მოსამსახურე. საკლასო დანამატის ოდენობა დიფერენცირებულია და განისაზღვრება მოხელის კლასის მქონე კონკრეტული მოსამსახურის სარგოს 1%-ით (პირველი კლასი – 15 მოსამსახურე), 2%-ით (მეორე კლასი – 6 მოსამსახურე), 3%-ით (მესამე კლასი – 18 მოსამსახურე), 4%-ით (მეოთხე კლასი – 3 მოსამსახურე) 2026 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსამსახურეები იღებენ შემდეგ საკლასო დანამატს: მოსამსახურეთა რაოდენობა 15 7 18 3 1 თვის საკლასო დანამატი 2026 წელს (ლარი) 372.80 403.20 1 617.60 358.40 მოხელის კლასი პირველი კლასი მეორე კლასი მესამე კლასი მეოთხე კლასი 2026 წელს 43 აღსრულების პოლიციელის მიერ ყოველთვიურად მისაღები საკლასო დანამატის ჯამური ოდენობა თვეში შეადგენს დარიცხულ 2 752.00 ლარს, ხოლო 2027 და ყოველ მომდევნო წელს წლიურად – 33 024.00 ლარს. აქედან გამომდინარე, საკლასო დანამატის ნაწილში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტიდან აღსრულების პოლიციელებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური ხარჯები შემცირდება თვეში 2 752.00 ლარით, ხოლო 2027 და ყოველ მომდევნო წელს, წლიურად – 33 024.00 ლარით. აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგანაც დამოკიდებულია კანონპროექტის ამოქმედების მომენტისათვის მომუშავე შესაბამის მოსამსახურეთა რაოდენობაზე. ამდენად, აღსრულების პოლიციელთა შრომის ანაზღაურებისათვის 2026 წელს დამატებით საჭირო იქნება 84 908.00 (90 412.00 – 5 504.00) ლარის გამოყოფა, ხოლო შემდგომ წლებში – დამატებით 509 448.00 (542 472.00 – 33 024.00) ლარის გამოყოფა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე – აღსრულების პოლიციელებზე, რომლებიც, თანამდებობრივი სარგოს, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გარდა, მიიღებენ სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. ამასთან, აღსრულების პოლიციელები აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს. კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.