„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (376/3-XIმპ, 07.10.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-12
ბიუროს ნომერი 167
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N30, 27.07.2006, მუხ. 235) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილება
(დასკვნა) საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
2120 მუხლით დადგენილი წესით.“
2. 221 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2
ნაწილით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
სისხლის
პირის
განმხილველი
სასამართლო
უფლებამოსილია
იძულებითი
ფსიქიატრიული
მკურნალობა,
თუ
სამართლის
მიმართ
არსებობს
საქმის
გამოიყენოს
შემდეგი
ორი
საფუძველი:
ა) ფსიქიკური აშლილობის გამო პირს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების
მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია
სტაციონარში მოთავსების გარეშე;
ბ) ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა
პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
იძულებითი
ფსიქიატრიული
მკურნალობის
ჩატარების
მიზნით
პირი
სტაციონარში თავსდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული განჩინებით
განსაზღვრული ვადით. ამ ვადის ათვლა იწყება პირის სტაციონარში მოთავსების
მომენტიდან. პაციენტი შეიძლება განჩინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე
გაწერილ იქნეს სტაციონარიდან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ
აღმოიფხვრა ამავე მუხლის 11პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
4. ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია ვალდებულია პირის
სტაციონარში მოთავსების შემდეგ ყოველთვიურად
შეაფასოს იძულებითი
ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ ამ
მუხლის 11პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა. პაციენტის
მკურნალი ექიმი უფლებამოსილია მიმართოს ფსიქიატრიული დაწესებულების
სპეციალურ კომისიას ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოტანისათვის, თუ
პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა საჩივრდება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2120 მუხლით დადგენილი
წესით.“;
დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია მორიგი ან
ვადამდელი შეფასების შედეგად გამოიტანს დასკვნას, რომ ამ მუხლის 11 პუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლები აღმოიფხვრა, ფსიქიატრიული დაწესებულების
ადმინისტრაცია
ვალდებულია
დაუყოვნებლივ
გაწეროს
პაციენტი
სტაციონარიდან.
6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული განჩინებით განსაზღვრული ვადის
ამოწურვის
მომენტისთვის
აღმოფხვრილია
ამ
მუხლის
11
პუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლები და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლის
პირველ პუნქტში აღნიშნული კრიტერიუმები, პაციენტი გაწერილი უნდა იქნეს
სტაციონარიდან.“;
ე) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:
„9. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იძულებითი ფსიქიატრიული
მკურნალობის მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსების შემდგომ, სასამართლო 6
თვეში
ერთხელ
განიხილავს
და
აფასებს
იძულებითი
ფსიქიატრიული
მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ ამ მუხლის 11
პუნქტით
გათვალისწინებული
საფუძვლების
არსებობას,
საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2119 და 2120 მუხლებით დადგენილი
სტანდარტით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით,
ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ მიმართავს
სასამართლოს
და
აწვდის
სპეციალური
კომისიის
დასკვნას,
იძულებითი
ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ 221
მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შესახებ და
შესაბამის დოკუმენტაციას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დაევალოს 2026 წლის 1
ნოემბრამდე
სტაციონარში
იძულებითი
ფსიქიატრიული
მკურნალობის
შემდგომ,
ფსიქიატრიული
მოთავსების
ადმინისტრაციის
მიერ
სასამართლოსთვის
მიმართვისა
მიზნით,
პირის
დაწესებულების
და
შესაბამისი
დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ
კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი