„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.10.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, ირაკლი შატაკიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#376/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-12
ბიუროს ნომერი 167

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N31, 03.11.2009, მუხ.190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 191-ე მუხლის: ა) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას . ამ მუხლით დადგენილი წესით ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის ბრალდებულის რისკის ხარისხი, შერაცხადობის რომელთა თაობაზე შეფასებაც მოცემულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში.“; ბ) 21 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 – 23 ნაწილები: „22. ამ ,მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებაში მიეთითება, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება იმავე კანონით დადგენილი წესით. 23. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ინიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი