„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.10.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, ირაკლი შატაკიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#376/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-12
ბიუროს ნომერი 167

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 2120 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2120. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების),სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების (დასკვნის) გასაჩივრება“; ბ) პირველი ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 12 ნაწილები: 11. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 101 და 221 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) საჩივრდება სასამართლოში მხარისთვის კომისიის გადაწყვეტილების (დასკვნის) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში, რომელსაც სასამართლო იხილავს შესაბამისი საჩივრის წარდგენიდან 72 საათში. 12. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ დაწესებულებამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ან პენიტენციურმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში. გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის პირველი და 11 ნაწილებით გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი