„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.02.2012
ავტორი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/405/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
ალტერნატიული წინადადება (1)
✓ 21 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ალტერნატიული წინადადება (2)
✓ 36 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-07
ბიუროს ნომერი 222

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdIdUlSilqnb JJdqJAil66llb bfl Td11l, aJqJFU3il6fl qtbJ 6n6AJ0fl1qtl Jd6[b aJ6bflq3[L JdnUtqt6flL Jdnild6[L qJFUilIllb ?tl,Jbtb ? o3l3t63cqo. 2012 $'3qo FiAn N 222 Lrjr16orSnqob JrSr'rSoL J6r'r0JOo,,Loj.:r'ro3nqoL to5o6t6o tr3r5o53qnlqo .:j$?o 03qoqXlob ?n$15ob ?nL,:bnd" 3s.$0dr6qolot RtB"l- qr L1o.qXt6 tc,y'o,toc J'4"016' 28 o3}Xt63.sqo - 2 3.16$o 2l - 24 or$263sqo Jt!,6,tatp bbpoAr$A &,La$nt) ,Jpt4r74o atnqn .{JBor6ol, XBqa}coD q43oLc qs bA,S}Rrio o5$6tr,q;cnL JeraoOCSo; tsJ6o6qfo to,y,orbor qc [XtXfot 3oao$3$o; tgo6sSto-l*8ox16$o Jt'rAoOC$o; tcaGxo 3ao-fonrcoJ J",anOC$P ,tlrSoO Ab i",AElar 4,Jr&?6J bJJ<,4,raal4'oJ Lr jsr4cn3gq'r'rL J,:16q;0n56oL dol<4m sq6n5L: brJ;<rro33qr.rL J,>r6qr365$oL ,jo8o$n$ndL; Rr LrJ'\6qba35$r'r 3r6;J6oXd?o q*$XrL- 5r'rt63t$o2qo rJOoL J6r'l0de ob 6;5toq3r Ls j,:16 or36q mL J,:16q s3356otr or;335qo3s<63 l5 ,l RrAoo) ard6rd0
საქართველოს მთავრობის წარდგინება
lD30̀で Ob b5Jb OmS3 mbδ lrsj16ol3Sqrob Jrt6q,s036glt V ltjr6or3gg<,rll 3r'r6bgo6g6crrl.t 67-X Ag\,ob Egll.:b$olr.:qr br3.:6er60qrgbq,o o6o6o)Oo3ot, $gbocn $.>60er6oqr696or lr.:j.:6orpq,ott 3;6cr6otl J6c'rgj6lr ,,1.r.:j.:6or3gq,r'rtt t o0oC6cr, bqr6rn60(,C0q,1'1 rj6tso 63q,oq,Xbot.r tsgr5s6ol-r 0gl,r.:b3b". )q6oB63q, 3.:6obi6(')gjgt3 ltrj.>6or33q,ob J.:6q,$X66ol-r ttr3o0oggg<.r er Jq'CEr6Uq, bbqm0X0t3 0r.r0bb963bq,rqr q.or6ots6pq,or Irsjs6or33q,olr ts6o0olr, as606orCq',o6obr qrr txngosqSt6o qDg3oLr 0o6ol.t$6olr 0o.:qr6oq,3 qr.r3oor qro0od3. V 3000oぃ 5obo6o ・ユ′ ̲2="餞 3 02.?o/2( "r':|/tq
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b806bΨ O bゝ db̀(D809マ (り も 80b8̀(Ilも Ob 2012 VЯ マOb 0 24 0ゝ 68● Ob bbQ0001, N3(DJ80Rb6 V XXXIX. Urj.>6o43q'ob JJ6o6ob J6(')CCOo ,,tr{l6o63q'ob .boboC6o, brJs6.a6aeCbq,o rCooo o3q'oq,CboL Bggrbob 83t$bgb., q,i bbJr6o3Cq,(,L 0orr36o6ob br6Jr6A3qr0bob J6oCCOo ,,e.q,(,tAodoL UrCJ6cr,3Cq,('ltr 6ors3r6r,r6ot.r t$3s6o6AACA()o o6.,OoJoo3oor gr6q66oq' Jrbo6.lrtro&lotC 0o0t 9636q,sqr qr,r6oB_ A6ob ACLrbCb" (6o3bl.r363b3q,o t$j$ror33q,oLr ts6oaotr, x)60r<oSq,oAobr er Irq3orq,36o q-oso3ou AoEobOF)o r.U6UArdC) L do6oo,rerq, A(,l$el600?(l oC6CU $JffiatebC6((to JJ6o6ol., J6(')ftloo. 2. Lr.r jJ6o63q'ol_r 36o6ob, 1.:60r6o4qx'rbolrs q.or t.rc6o.:q136o qoro3ol, LJAo6otrO6.,oA (c.g6ga.>d3) b\x'ra.>t3 AraatoCaCq'o go6rq,JACOCbc,l, 6Jo,Arq,oLfo6C6oo AoDA.breob reboa63q,o J)5o6ob J6<'ralgolr t$&rq'oo gr6)oJ6oo, 6(,ACq,oO gJ6CeAo6oU brCJ6o)3Cq,a r JJ6q,JAC6OL Ar6lrrboqBrgr<,. 3. Ao$ofubgqr oj63L g)6aoeaC5oq,o 6rEJr66Uq'CAoU J6(')CCOo. L.: js6or3Xq,r.rL J60aot6-Ao50L66o ln j.:t6o36qtrL 3ors3<6roloL ,1;5131qst6ooL 3316r,rlro Mi逼
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე/საპენსიო პაკეტზე (შემდგომში – პენსია) უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს ადმინისტრირების ორგანოს, პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს.“. 2. მე–4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება – პენსიის დანიშვნა–მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მოთხოვნა.“. 3. მე–4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) პენსია – საპენსიო ასაკის მქონე პირის ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა.“. 4. მე–4 მუხლის „დ“და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 5. მე–5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პენსიის დანიშვნა 1. პენსიის დანიშვნის საფუძველია: ა) ქალებისათვის – 60 წლის ასაკის მიღწევა; ბ) მამაკაცებისათვის – 65 წლის მიღწევა; 2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანიშვნის საფუძველი, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის დანიშვნის უფლება, მისივე არჩევით. 3. პენსიის დანიშვნის უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.“. 6. მე–6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. მე–7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. პენსიის ოდენობა და მისი დაფინანსების წყარო 1.პენსიის ოდენობა კანონისშესაბამისად: განისაზღვრება წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ა) 60–წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის; ბ) 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის. 2. პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.“. 8. მე–8 და მე–9 მუხლები ამოღებულ იქნეს. 9. მე–10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. პენსიის ადმინისტრირების ორგანო: 1. პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებაა. 2. კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია საქმიანობის წარმოებისას გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. 3.მაძიებელს/პენსიონერსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. ამასთან, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე.“. 10. მე–11 მუხლი და მე–13 მუხლის მე–2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. მე–14 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.“. 12. მე–14 მუხლის მე–3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 13. მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, ამ გარემოების დადგომიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“. 14. მე–16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებლის) განახლდება პენსიის შეჩერების თვიდან და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების თვიდან.“. 15. მე–16 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პენსიის შეჩერების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი (მხოლოდ ფულადი სარგებლის) განახლება მოხდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების თვიდან.“. 16. მე–17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. პენსიის შეწყვეტა 1. პენსია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა, შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) პენსიონერის გარდაცვალებისას; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოსგამამტყუნებელიგანაჩენისკანონიერძალაშიშესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება – პენსია შეწყდება პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პირადი განცხადებით; ზ) პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ; თ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ კანონიდან. 2. პენსიის შეწყვეტის წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპენტენტურ ორგანოს.“. 17. VIII თავი ამოღებულ იქნეს. 18. 22–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოპოვებული უფლებებისშენარჩუნება 1. საპენსიო ასაკის მქონე იმ პენსიონერებს, რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დახმარების“ მუხლებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის 2012 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობას, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდებათ შეჯამებულად „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით ამ კანონის მე–17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. 2. საპენსიო ასაკის მქონე იმ პენსიონერებს, რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დახმარების“ მუხლებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის 2012 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტისშესახებ“ კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობაზე, უწყდებათ ზემოაღნიშნული მუხლებით დაფინანსებული გასაცემლები და მათი „საპენსიო პაკეტი“ განისაზღვრება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით. 3. იმ პენსიონერებს, რომელთაც არ შესრულებიათ საპენსიო ასაკი და 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით იყვნენ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დახმარების“ მუხლებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის მიმღებნი (გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისებისა), შეუნარჩუნდებათ მოპოვებული ფულადი სარგებლის იმავე ოდენობით მიღების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „სოციალური პაკეტის“ სახით. 4. ამ მუხლის პირველი,მე‐2 და მე‐3 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დახმარების“ მუხლებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისებისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.“. 19. 23–ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 20. 25–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები საქართველოს მთავრობამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება.“. 21. 26–ე და 27–ე მუხლები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება – კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა– მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მოთხოვნა;“. 2. მე–12 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.’’. 3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს მესამედს.’’. 4. 152 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 152. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და მისიმოადგილის (მოადგილეების) კომპენსაციების გაანგარიშება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარესა და მისი მოადგილეს უფლებამოსილების შეწყვეტის განმავლობაში განსაზღვრული დროისათვის (მოადგილეების) ბოლო ერთი წლის თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.’’. 5. 23–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 23. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირება 1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებაა. 2. კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია საქმიანობის წარმოებისას გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებულისაშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. 3.მაძიებელს/კომპენსაციის მიმღებ პირს და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. ამასთან, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე.“. 6. 24–ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. 26–ე მუხლის მე–2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 30–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას – ამ გარემოების დადგომიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“. 9. 31–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. კომპენსაციის/სახელმწიფოაკადემიურისტიპენდიისშეწყვეტა 1.კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღების გარდაცვალებისას; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას; დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას ; ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ კანონის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება; ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება – კომპენსაციის შეჩერების დღიდან; ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას; ი) პირადი განცხადებით; კ) კომპენსაციის/სტიპენდიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ; ლ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ კანონიდან. 2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტის წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წამორებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.“. მუხლი 3. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N51, 31.12.2006, მუხ. 448) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კანონის მე-6 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. კანონს დაემტოს 121 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 121. სოციალური პაკეტი სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი სარგებელი და ჯანმრთელობის დაზღვევა) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, გაცემის წესი და პირობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.’’ 4. მე–17 მუხლს დაემატოს ,,ე1’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: უფლებამოსილია, მიმოწერისას და საქმიანობის წარმოებისას გამოიყენოს ,,ე1) შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. ამასთან, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე.’’. 5. 26-ე მუხლის მე–2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 4. 1. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2012 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. 2. ეს კანონი, გარდა მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებისა და მე–4 მუხლისა, ამოქმედდეს 2012 წლის პირველი სექტემბერიდან. 3. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან. 4. ამ კანონის მე–4 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე: `საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე~ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიზანი: კანოპროექტის მიზანი: ა) ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხანდაზმული მოსახლეობისათვის საპენსიო პაკეტის შექმნას,რომლითაც ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან როგორც ფულადი სახის გასაცემლებით, ასევე სამედიცინო დაზღვევით. ბ)სოციალური დაცვის საჭიროების მქონე მოსახლეობის ცალკეული ჯგუფებისათვის სოციალური პაკეტის შექმნა, რომლითაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ფულადი სოციალური სარგებლების და/ან სამედიცინო დაზღვევის მომსახურებით. გ)დღეს არსებული სხვადასხვა სარგებელის ერთიან სქემაში მოყვანა და მათი სისტემატიზაცია ერთიანი გასაცემლის სახით, რაც უპირველეს ყოვლისა გააუმჯობესებს როგორც მოქალაქეთათვის მისი ერთიან გასაცემლად მიღების ტექნიკურ მხარეს, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის კუთვნილ სარგებლებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს. ა.ბ) კანონპროექტის ძირითადი არსი:      2012 წლის 1 სექტემბრიდან დაგეგმილია ასაკით პენსიონერებისათვის როგორც ფულადი სახის პენსიის, ასევე არაფულადი სახის ჯანმრთელობის დაზღვევის გაცემა. შესაბამისად, შემოდის „საპენსიო პაკეტის“ ცნება, რაც გააერთიანებს პენსიონერებისათვის გასაცემ ყველა ფულად და ყველა არაფულად ბენეფიტს. პენსიის პაკეტის ოდენობა, არსებული ცვლილებით განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით. ყველა სხვა კატეგორიის პენსიონერს შეუნარჩუნდება ყველა ფულადი და არაფულადი შეღავათი და გაერთიანდება „სოციალური პაკეტის“ სახით. ამავე დროს ყველა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახს შეუნარჩუნდება ყველა შეღავათი და ეს ოჯახები მიიღებენ დამატებით ფულად დახმარებებს საარსებო შემწეობის სახით. ასევე შენარჩუნდება დევნილებისათვის განკუთვნილი შემწეობების გაცემა. მნიშვნელოვნად გამარტივდება პენსიის დანიშვნა/მიღების პროცედურები. პენსიის ადმინისტრირების პროცესში შესაძლებელი იქნება ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული შეტყობინების გამოყენება. გაუქმდება პენსიის დანიშვნის სავალდებულობა მოქალაქის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. პენსიონერს უფლება ექნება მიმართოს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ნებისმიერ ფილიალს.    ყველა პენსიონერს 67 წელს ზემოთ ექნება 140 ლარიანი „საპენსიო პაკეტი“, სადაც 15 ლარი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის სახით გაცემული, ხოლო 125 ლარი ფულადი სახით. 60–დან 67 წლამდე ქალებს და 65–დან 67 წლამდე მამაკაცებს დაენიშნებათ გაზრდილი ოდენობის „საპენსიო პაკეტი“, რომლის ოდენობა განისაზღვრება 125 ლარის ოდენობით; ამ თანხიდან 15 ლარი განკუთვნილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევისათვის, ხოლო 110 ლარი გაცემული იქნება ფულადი სახით. ამასთან, მათ ვისაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული ჰქონდათ 110 ლარზე ნაკლები ოდენობის ფულადი გასაცემელი, საპენსიო პაკეტის ფულადი ნაწილი შეევსებათ 110 ლარამდე. არსებული ცვლილებები მიღებულია საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, უკვე გათვლილია და დამატებითი ასიგნებების ზრდას არ მოითხოვს. არსებული ასიგნებები ფინანსთა სამინისტროს მიერ უკვე გათვალისწინებულია საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და შეადგენს 171 მლნ ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ახალი მიღებასთან ფინანსური დაკავშირებით ვალდებულებები, გათვალისწინებულია რომლისთვისაც სახელმწიფოსათვის საჭირო ხარჯები უკვე გათვალისწინებულია 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებით გაუმჯობესდება ასაკით პენსიონერთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა. ყველა ასაკით პენსიონერი დამატებით მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახადი და მისი ოდენობა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღია. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.