„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ"
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 63 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-12
ბიუროს ნომერი 229
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა;
10. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია
ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავენ
რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი.“
2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი;“
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 384 მუხლი:
„მუხლი 384. ცალკეული სახის სანებართვო საქმიანობაზე ნებართვის
მოქმედების განსაკუთრებული წესი
რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის,
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის
მქონე პირის მიერ
სამედიცინო დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას, გაიცემა
მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა, 1
წლის ვადით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
42
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონპროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტი წარმოადგენს „ბირთვლი და რადიაციული უსაფრთხოების
შესახებ“ კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს.
წინამდებარე კანონპროექტის მიღების მიზეზს ასევე წარმოადგენს
რადიოფარმპროდუქტების სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის საქართველოში
იმპორტის გართულებული რეგულაცია. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით
რადიოფარმპროდუქტები წარმოდგენენ, როგორც რადიაციულ ნივთიერებებს, ასევე
ორმაგი
დანიშნულების
პროდუქციას.
ასეთ
შემთხვევაში
დღევანდელი
რეგულირებით საჭიროა ერთდროულად ორი სახის ნებართვის აღება, რომელთა
გამცემია სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანო. ასეთი რეგულირება თავისთავად
წარმოადგენს დროში გაწელილ პროცესს და ითვალისწინებს გაუმართლებელ
პროცედურებს.
რადიოფარმპროდუქტების
იმპორტი
კი
დაკავშირებულია
სამედიცინო მიზნებით გამოყენებასთან და პაციენტების ჯანმრთელობის
მდგომარეობასთან.
კანონპროექტით
შემოთავაზებული
რეგულირებით
სამედიცინო
დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას გაიცემა მხოლოდ ერთი
სახის ნებართვა და 1 წლის ვადით, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ
სუბიექტებს ნაკლები ბიუროკრატული ფორმალიზმით და გარკვეული ვადით
განახორციელოს კონკრეტული ქმედება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია რადიოფარმპროდუქტების
სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის საქართველოში იმპორტის პროცედურების
გამარტივება. კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულირებით სამედიცინო
დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას გაიცემა მხოლოდ ერთი
სახის ნებართვა და 1 წლის ვადით, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ
სუბიექტებს ნაკლები ბიუროკრატული ფორმალიზმით და გარკვეული ვადით
განახორციელოს კონკრეტული ქმედება.
კანონპროოექტის მიზანია ასევე „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ნებართვას დაქვემდებარებული
საქმიანობების ასახვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონის 24-ე მუხლში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
43
მომზადებული კანონის პროექტით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონს ემატება
შესაბამისი მუხლი, რომლის მიხედვითაც რადიოაქტიური
ნივთიერებების
სამედიცინო
მიზნით
გამოყენებისათვის,
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის
მქონე პირის მიერ
სამედიცინო დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას, გაიცემა
მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა, 1
წლის ვადით.
კანონპროექტით ასევე ხორციელდება 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით
გათვალისწინებული საქმიანობების ჩამონათვალის დახვეწა და ერთმანეთისაგან
გამიჯვნა, რის შედეგადაც ხდება მოქმედი კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტით
გათვალისწინებული რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ცალკე სანებართვო
საქმიანობად გამოტანა და მე-101 პუნქტად ჩამოყალიბება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი
განსაზღვრის წესს.
44
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამთავრობო და
არასამთავრობო დაწესებულებები.
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
დ.ბ)
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ
კანონპროექტი ზეპირი შეფასებით მოწონებული იქნა სხვადასხვა სამთავრობო
დაწესებულებებისა და დარგის ექსპერტების მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია
რესურსების სამინისტრო
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
ბუნერივი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა
45