„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.03.2012
ავტორი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/426/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-12
ბიუროს ნომერი 229

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული სასაქონლო ნომენკლატურის 2844 კოდით (ელემენტები ქიმიური რადიოაქტიური და იზოტოპები რადიოაქტიური (დაყოფადი ან აღმდგენელი ქიმიური ელემენტებისა ან იზოტოპების ჩათვლით) და მათი ნაერთები; ამ პროდუქტების შემცველი ნარევები და ნარჩენები) გათვალისწინებული პროდუქციის იმპორტი არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვას, როდესაც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო დიაგნოსტიკის ან/და სამედიცინო სამკურნალო მიზნით გამოყენებისათვის, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წინამდებარე კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს რადიოფარმპროდუქტების სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის საქართველოში იმპორტის გართულებული რეგულაცია. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით რადიოფარმპროდუქტები წარმოდგენენ, როგორც რადიაციულ ნივთიერებებს, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციას. ასეთ შემთხვევაში დღევანდელი რეგულირებით საჭიროა ერთდროულად ორი სახის ნებართვის აღება - ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის, რომელთა გამცემია სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანო. ასეთი რეგულირება თავისთავად წარმოადგენს დროში გაწელილ პროცესს და ითვალისწინებს გაუმართლებელ პროცედურებს. რადიოფარმპროდუქტების იმპორტი კი დაკავშირებულია სამედიცინო მიზნებით გამოყენებასთან და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია რადიოფარმპროდუქტების (ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხით გათვალისწინებული სასაქონლო ნომენკლატურის 2844 კოდით გათვალისწინებული პროდუქციის) სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის საქართველოში იმპორტის პროცედურების გამარტივება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მომზადებული კანონის პროექტით „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლს ემატება 21 პუნქტი, რომლის მიხედვითაც - ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული სასაქონლო ნომენკლატურის 2844 კოდით (ელემენტები ქიმიური რადიოაქტიური და იზოტოპები რადიოაქტიური (დაყოფადი ან აღმდგენელი ქიმიური ელემენტებისა ან იზოტოპების ჩათვლით) და მათი ნაერთები; ამ პროდუქტების შემცველი ნარევები და ნარჩენები) გათვალისწინებული 47 პროდუქციის იმპორტი არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 27-ე პუნქტით (ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი) გათვალისწინებულ ნებართვას, როდესაც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო დიაგნოსტიკის ან/და სამედიცინო სამკურნალო მიზნით გამოყენებისათვის, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში 48 კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ კანონპროექტი ზეპირი შეფასებით მოწონებული იქნა სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებისა და დარგის ექსპერტების მიერ. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია რესურსების სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნერივი ვ) კანონპროექტის ინიციატორი. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა 49