„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი" (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-30
ბიუროს ნომერი 243
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
კარი I
ზოგადი დებულებანი
თავი I
საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საფუძვლები
მუხლი 1
1. საქართველოს პარლამენტი (შემდგომ - პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანო,
რომელიც
ახორციელებს
საკანონმდებლო
ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად
მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს
უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს კონსტიტუციით და სხვა
საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
(შემდგომ - რეგლამენტი) მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. პარლამეტი შედგება პროპორციელი სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული
სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის უფლებამოსილების
ვადაა 4 წელი.
3. პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ,
მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:
ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 6 თვის განმავლობაში თუ დათხოვნა არ
ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე.
ბ) პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული
უფლებამოსილების განხორციელებისას;
გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის
განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის
საფუძველზე.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს პარლამენტის უსაფრთხოებასა და შეუფერხებელ
საქმიანობას.
5. პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) მრავალპარტიულობა;
ბ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;
გ) საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა-გადაწყვეტა;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, რეგლამენტისა და სხვა
ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა, მათი შესრულების კონტროლი;
ე) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და
1
პატივისცემა;
ვ) საჯაროობა;
ზ) სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების ერთიანობა.
6. პარლამენტი
უფლებამოსილია
მიიღოს
საქართველოს
კონსტიტუცია,
კონსტიტუციური კანონი, კონსტიტუციური შეთანხმება, ორგანული კანონი, კანონი,
რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, მიმართვა, განცხადება და სხვა
გადაწყვეტილება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს
რეკომენდაციები.
7. პარლამენტი მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
8. პარლამენტი, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავის საქმიანობაში
ხელმძღვანელობენ
საქართველოს
კონსტიტუციით,
რეგლამენტითა
და
სხვა
ნორმატიული აქტებით.
9. რეგლამენტი კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტია, რომელიც
განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებათა განხორციელების წესს, პროცედურას,
პარლამენტის შინაგან სტრუქტურას და სავალდებულოა ყველა პარლამენტის
წევრისათვის, აგრეთვე განსაზღვრულ ფარგლებში – პარლამენტის კონტროლს
დაქვემდებარებული ყველა ორგანოსა და ორგანიზაციისათვის.
10. პარლამენტის წევრის, კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის (შემდგომ –
ფრაქცია), საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის (შემდგომ–უმრავლესობა,
უმცირესობა), საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების უფლება-მოვალეობები
განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული
აქტებით.
11. პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხს, რომელიც
მოწესრიგებული არ არის რეგლამენტით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, წყვეტს
პარლამენტი დადგენილებით.
12. კანონით გათვალისწინებული დასვენების (უქმე) დღეები არ იანგარიშება ამ
რეგლამენტით დადგენილი ვადების ათვლის დროსაც, გარდა საქართველოს
კონსტიტუციითა და კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა. თუ ამ
რეგლამენტში მითითებული ვადის ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს,
ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი სამუშაო დღე.
თავი II
პარლამენტის კონსტიტუციური პრეროგატივა
მუხლი 2
პარლამენტის
კონსტიტუციური
პრეროგატივა
არის
მხოლოდ
მისი
განსაკუთრებული
უფლებამოსილება
–
საქართველოს
კონსტიტუციისა
და
კანონმდებლობის საფუძველზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესითა და ფორმით
განახორციელოს
საქართველოს
ხალხის
მიერ
უმაღლესი
საკანონმდებლო
ხელისუფლების სახით მისთვის მინდობილი ინტერესები, საპარლამენტო კონტროლი
და უზრუნველყოს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა.
მუხლი 3
პარლამენტის პრეროგატივაა:
ა) საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა;
ბ) საკანონმდებლო საქმიანობა;
2
გ) ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
განსაზღვრა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ყოველწლიური მოხსენების
მოსმენა;
ე) საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის დადგენა;
ვ) მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის ან
უნდობლობის გამოცხადება;
ზ) საქართველოს მთავრობისათვის სამთავრობო პროგრამის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა და მისი მოსმენა;
თ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევა,
დანიშვნაზე, განთავისუფლებაზე თანხმობის მიცემა, განთავისუფლება, გადაყენება;
ი) პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი თანამდებობის
პირების, ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობის კონტროლი;
კ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება,
დენონსირება, გაუქმება;
ლ) სახელმწიფო საზღვრის სტატუსის დადგენა;
მ) სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცება;
ნ) ეროვნული უსაფრთხოების, ასევე სხვა კონცეფციის დამტკიცება;
ო) საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა
შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენებაზე თანხმობის მიცემა;
პ) ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და
გადაადგილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;
ჟ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, ზავის თაობაზე საქართველოს
პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;
რ) პარლამენტის შინაგანი სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და მუშაობის წესის
განსაზღვრა;
ს) პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა და ვადამდე შეწყვეტა;
ტ) რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევა,
განთავისუფლება, გადაყენება;
უ) საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრული წესით
პარლამენტის რიგგარეშე სესიების ან სხდომების ჩატარება;
ფ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა
თანამდებობიდან გადაყენება იმპიჩმენტის წესით;
ქ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი შესრულების საპარლამენტო
კონტროლი;
ღ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება;
ყ) სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების განსაზღვრა;
შ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;
ჩ) გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების წესების დადგენა,
გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან განთავისუფლების.
ც) საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით და რეგლამენტით
განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლებამოსილი თანამდებობის
პირების ანგარიშის მოსმენა;
ძ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა
3
წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებაზე ან მათ დათხოვნაზე
საქართველოს პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა;
წ) საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა დამტკიცება;
ჭ) საქართველოს
კონსტიტუციითა
და
სხვა
საკანონმდებლო
აქტებით
განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
პარლამენტის ადგილსამყოფელი, სხდომათა დარბაზი და რიტუალები
მუხლი 4
1. პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე.
2. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის
მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.
გადაწყვეტილებას პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ
პლენარული სხდომების კვირაში იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო რიგგარეშე
სესიის ან რიგგრაშე სხდომის დროს – საქართველოს პრეზიდენტი.
3. პარლამენტის სასახლის ფასადის წინ სესიის გახსნისას აღიმართება და სესიის
დახურვისას ჩამოიშვება სახელმწიფო დროშა. სხდომათა დარბაზში სესიის გახსნისას და
დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
მუხლი 5
1. სხდომის პრეზიდიუმის ცენტრში ადგილს იკავებს პარლამენტის თავმჯდომარე,
ხოლო ამ რეგლამენტის 129-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში – აგრეთვე მისი ერთ-ერთი მოადგილე.
2. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი საქართველოს
პრეზიდენტისათვის.
3. სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლა განსაკუთრებული
მნიშვნელობისაა და აცხადებს მანდატურთუხუცესი.
4. პარლამენტში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც
შეურაცხყოფს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და
პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის პატივსა და ღირსებას.
5. პრეზიდიუმის წინ მოწყობილია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.
6. სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრი იკავებს მისთვის განკუთვნილ
ადგილს.
7. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილები საქართველოს
მთავრობის
წევრების,
აღმასრულებელი
ხელისუფლების
სხვა
ორგანოების
ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისათვის, სხდომაზე მოწვეული საქართველოში
აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის, პარლამენტის
ოფიციალური და საპატიო სტუმრებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა
წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე სხდომაზე განსაზღვრული წესით დასწრების
მსურველი მოქალაქეებისათვის.
8. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა
იყოს საპროტოკოლო-საქმიანი.
9. პარლამენტის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ინახება საქართველოს
კონსტიტუციის დედანი და პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნი.
4
მუხლი 6
1. პარლამენტის მუშაობის გაცნობის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა
დარბაზში შეიძლება მიიწვიონ საზოგადოების წარმომადგენლები.
2. პარლამენტის თამჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის სასახლეში
შესაძლებელია ჩატარდეს ცალკეული ღონისძიებები, მათ შორის ექსკურსიები და
დაჯილდოების პროცედურები.
კარი II
პარლამენტის სუბიექტები და მათი უფლებამოსილებანი
თავი IV
პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრის სტატუსი
მუხლი 7
1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მის მიერ ფიცის
დადებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე.
2. პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლებამოსილება
ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან
გარდაცვლილად;
დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა
მასთან შეუთავსებელ საქმიანობას;
ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის
მუშაობაში;
ზ) გარდაიცვალა.
3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს,
გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პარლამენტი.
პარლამენტის
ეს
გადაწყვეტილება
შეიძლება
გასაჩივრდეს
საკონსტიტუციო
სასამართლოში.
4. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისას ან ვადამდე შეწყვეტისას
კენჭი ეყრება დადგენილებას შესაბამისად უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე
შეწყვეტის შესახებ. თუ ეს დადგენილება მიღებული არ იქნა, კენჭისყრის გარეშე
ფორმდება დადგენილება შესაბამისად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
არცნობის ან ვადამდე შეწყვეტის (ან არ შეწყვეტის) შესახებ.
5. საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობის
ან
ვადამდე
შეწყვეტის
შესახებ
პარლამენტის
გადაწყვეტილების
კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ
საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს,
აგრეთვე მოქალაქეს, რომლის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილება არ ცნო
ან ვადამდე შეწყვიტა პარლამენტმა.
მუხლი 8
5
1. თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ
მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის
შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ
დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.
2. თუ პარლამენტის წევრი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი აღნიშნული ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს
დოკუმენტურ მასალას, ჩამოართმევს მას ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის
დასკვნას.
3. თუ პარლამენტის წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან სასამართლომ
ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად, საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნული ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში
გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და
ამზადებს შესაბამის დასკვნას.
4. თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კანონიერ
ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ
წარუდგენს დასკვნას პარლამენტის ბიუროს.
5. პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი
განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ
გადასცემს მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი 15 დღის
ვადაში ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო
განცხადებას, და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის
წევრს უფლება აქვს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს
პარლამენტის თავმჯდომარისათვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი
უფლებამოსილების განხორციელება.
6. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე
შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. პარლამენტის წევრის გარდაცვალების
შემთხვევაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამოითხოვს ცნობას
პარლამენტის წევრის გარდაცვალების შესახებ და ცნობის მიღების თაობაზე
დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტი აღნიშნულ ინფორმაციას
მოახსენებს პარლამენტს მის უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იგი ფორმდება
პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.
7. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ
თანამდებობაზე პარლამენტის წევრის არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცების შემთხვევაში
იმავე დადგენილებაში აღინიშნება, რომ მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ამ
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.
8. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ
თანამდებობაზე პარლამენტის წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის, საქართველოს
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში (თუ მთავრობის წევრად
წარდგენილია პარლამენტის წევრი), პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ
თანამდებობაზე პარლამენტის წევრის არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცებისას, გარდა ამ
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და
დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
9. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, გარდა ამ
6
რეგლამენტის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რეგლამენტით
დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი, რომელიც ამზადებს დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს
საპარლამენტო განხილვისათვის. პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს რეგლამენტით
დადგენილი წესით.
10. ამ მუხლის პირველი, მე-2–მე-5 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე,
პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრისათვის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. დაუშვებელია დღის წესრიგით
გათვალისწინებულ
საკითხებზე
კენჭისყრა
პარლამენტის
წევრისათვის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
მუხლი 9
1. დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან
საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება. შეუთავსებლობის შემთხვევები
განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა
საკანონმდებლო აქტებით.
2. სამეწარმეო საქმიანობასთან პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობის
მოთხოვნები არ ხელყოფს პარლამენტის წევრის საქართველოს კონსტიტუციით
აღიარებულ საკუთრების უფლებას. იგი შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა
ქონებას.
3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს:
ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით
მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;
ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი
ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო
ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი;
გ) იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს
წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოში.
4. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო,
პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს
ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას.
5. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო,
სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებებში თანამდებობის პირის მიერ საკადრო,
დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების
უფლებამოსილებას.
6. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას,
ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პარტიულ ორგანიზაციებში.
7. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის
მომენტიდან შეწყვიტოს შეუთავსებელი სამსახური /საქმიანობა/ და 7 დღის ვადაში
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი
სამსახურის /საქმიანობის/ შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის
7
დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 10
1. პარლამენტის წევრი სრულიად საქართველოს წარმომადგენელია, სარგებლობს
თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის
შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი
პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით.
2. დაუშვებელია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის
გადაცემა.
3. ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თავისუფალი მანდატი პარლამენტის წევრს
არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული
პასუხისმგებლობისაგან.
მუხლი 11
პარლამენტის წევრს აქვს პარლამენტის წევრის მოწმობა და ატარებს სამკერდე
ნიშანს, რომელთა დებულებებს, ნიმუშებსა და აღწერილობას ამტკიცებს პარლამენტის
ბიურო.
მუხლი 12
1. პარლამენტის წევრი ვალდებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
შეავსოს და საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაცია.
2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების
შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოებიდან წარმოდგენილ ინფორმაციას
პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო
აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განსახილველად.
მუხლი 13
1. პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი,
რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს:
ა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კომიტეტში (კომიტეტის სამუშაო ჯგუფში),
ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, საგამოძიებო ან სხვა დროებით კომისიაში,
ინტერფრაქციულ ჯგუფში საქმიანობით;
ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, დასმულ საკითხებზე
რეაგირებით;
გ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან კანონმდებლობით გათვალისწინებული
ურთიერთობით.
2. პარლამენტის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და ეს რეგლამენტი;
ბ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით
დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;
გ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს
საკითხების
განხილვა-გადაწყვეტაში;
8
დ) ხელი შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და ამ რეგლამენტის
მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება
მოსთხოვოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს;
ე) იყოს პარლამენტის 1 კომიტეტის შემადგენლობაში, გარდა ამ რეგლამენტით
დადგენილი გამონაკლისისა;
ვ) დაესწროს პარლამენტის პლენარულ, კომიტეტის, ფრაქციის, საგამოძიებო ან სხვა
დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;
ზ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და
მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
თ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის სახელმწიფო საიდუმლოების
შემცველი ან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია;
ი) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის დადგენილი
ქცევის სტანდარტები;
3. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო
ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, ითვლება დამოუკიდბელ პარლამენტის
წევრად.
მუხლი 14
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
პარლამენტის წევრს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
მუხლი 15
1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი
უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული;
ბ) დადგენილი წესით მოსთხოვოს პარლამენტის აპარატს სათანადო ინფორმაცია და
ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) გაეცნოს პარლამენტისა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებში თავისი
გამოსვლის ტექსტს, აგრეთვე მიიღოს იმ გამოსვლის ტექსტი, რომელიც არ ქვეყნდება.
2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით:
ა) დასვას საკითხი განსახილველად;
ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის კომპეტენციას
მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს,
თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები;
დ) გააცნოს პარლამენტს მოქალაქეთა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
მქონე წერილები და მიმართვები;
ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს
გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული
წინადადებები და შენიშვნები პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განსახილველი
საკითხების თაობაზე;
ვ) მომხსენებლის ან სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიერ დასმულ საკითხზე ან
კითხვაზე პასუხის გაუცემლობის ან არასათანადო პასუხის გაცემის შემთხვევაში
გამოხატოს საკუთარი აზრი და დააზუსტოს კითხვა;
9
ზ) გამოთქვას აზრი პარლამენტის მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი
პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ,
რომლებსაც ირჩევს, ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი.
3. საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრს უფლება
აქვს:
ა) სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას
საკითხები საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის გამო;
ბ) კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს,
საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის
აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებებს, მიიღოს და
შეაფასოს პასუხები;
გ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი საქართველოს კანონებისა და სხვა
ნორმატიული აქტების შესრულების შემოწმების თაობაზე;
დ)
შეუფერხებლად
შევიდეს
ყველა
სახელმწიფო
ორგანიზაციაში,
კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა;
ე) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში.
4. პარლამენტის თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს
პარლამენტის წევრი მისი მოთხოვნით.
5.
პარლამენტის
წევრს
უფლება
აქვს
განახორციელოს
საქართველოს
კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული
სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 16
პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლება აქვს აირჩიოს ან
არჩეულ, დანიშნულ ან წარდგენილ იქნეს საპარლამენტო თანამდებობებზე (გარდა
პარლამენტის აპარატის უფროსისა), პარლამენტის კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა
დროებითი კომისიის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს ან
გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან).
მუხლი 17
1. პარლამენტის წევრს ამ მუხლით განსაზღვრული წესით შეიძლება მიენიჭოს
საქართველოს
ტერიტორიაზე
მოქმედ
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.
2. პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების
მინიჭების საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის კომიტეტს (მხოლოდ ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა
კომიტეტებს), დროებით საგამოძიებო კომისიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს
აუცილებელია შესაბამისად კომიტეტის, კომისიის საქმიანობის ან კონკრეტული
საკითხის შესასწავლად.
3. კომიტეტი, დროებითი საგამოძიებო კომისია მის შემადგენლობაში შემავალი
პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების
მინიჭების შესახებ წინადადებას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.
4. კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის წინადადება მოტივირებული
უნდა იყოს და შეიცავდეს პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში
აღნიშნული უფლების მინიჭების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად
10
კომიტეტის, კომისიის უფლებამოსილების ან კონკრეტული საკითხის შესწავლის ვადას.
5. პარლამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის
წევრისათვის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური
ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე და ამის შესახებ გამოსცემს
ბრძანებას.
6. პარლამენტის წევრმა, რომელსაც მიენიჭა ამ მუხლის პირველ პუნქტში
აღნიშნული უფლება, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
შესვლისას უნდა წარადგინოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება.
7.
თუ
პარლამენტის
წევრმა
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება გამოიყენა პირადი
ინტერესებისათვის,
პარლამენტის
თავმჯდომარე
უფლებამოსილია
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციის
საფუძველზე ჩამოართვას მას აღნიშნული უფლება.
8. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს შევიდეს საქართველოს
ტერიტორიაზე მოქმედ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში
სპეციალური ნებართვის გარეშე ან აუცილებლობის შემთხვევაში ეს უფლება გადასცეს
პარლამენტის წევრს.
მუხლი 18
1.
სახელმწიფო
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოები,
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ–
მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან
უზრუნველყონ
იგი
სამუშაო
ოთახით,
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
გადასაადგილებლად სატრანსპორტო საშუალებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, შესაძლებლობის
ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე აღმოუჩინონ დახმარება მაჟორიტარ
პარლამენტის
წევრს
უფლებამოსილების
განხორციელებასთან
დაკავშირებით.
პარლამენტის წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ამ პუნქტის შესაბამისად აღმოჩენილი
დახმარების შესახებ.
3. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და
ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით
ადგილებზე იქმნება მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიურო, რომლის ფუნქციები,
ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
4. ფრაქციების
წარდგინების
საფუძველზე,
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებით, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი,
როგორც წესი, მიემაგრება იმ საარჩევნო ოლქს, სადაც ის ცხოვრობს ან აქვს
ამომრჩევლებთან მჭიდრო ურთიერთობა. პროპორციული სისტემით არჩეული
პარლამენტის წევრის საქმიანობას საარჩევნო ოლქში პარლამენტი შესაძლებლობის
ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი საპარლამენტო წარმომადგენლობების
მეშვეობით.
5. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი
არიან პარლამენტის წევრს განცხადების საფუძველზე აღმოუჩინონ სხვა აუცილებელი
დახმარება.
11
მუხლი 19
1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო
ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას,
დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა
განთავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება
პარლამენტში შეაქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ამ წინადადების
საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის
ბიუროს. ბიუროს საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოეს პლენარულ
სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება
მიიღება დადგენილებით.
2. სესიათა შორის პერიოდში პარლამენტის წევრის დანაშაულზე წასწრების
შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილი წესით.
3. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია
მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
პარლამენტს.
4. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის
შესრულებისას
პარლამენტში ან
მის
გარეთ გამოთქმული
აზრებისა და
შეხედულებებისათვის.
5. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც
მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული
წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი
უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
6. პარლამენტის წევრი სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით, რომელიც მას
უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში უნარჩუნდება პასპორტში აღნიშნული
ვადის გასვლამდე.
7. ყოფილი პარლამენტის წევრის (რომელიც სრული საპარლამენტო ვადის
არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება არ შეწყვეტილა
საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“
ქვეპუნქტებით
განსაზღვრული საფუძვლებით) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია
მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრს. ყოფილი პარლამენტის წევრი ამ
უფლებით სარგებლობს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.
მუხლი 20
1. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ
თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს
პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის
საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.
2. მარეაბილიტირებელი საფუძვლებით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან
სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის
წევრს პარლამენტის დადგენილებით:
ა) თუ არ არის გასული იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც
12
არის იგი, აღუდგება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და მიეცემა სრული
კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) თუ გასულია იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ან თუ დათხოვნილია ის
პარლამენტი, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი
კომპენსაცია.
მუხლი 21
უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეუფერხებლად
განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ პარლამენტის
წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფა ემუქრება, პარლამენტის წევრის
განცხადებისა და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის, აგრეთვე მისი ოჯახის
წევრების უსაფრთხოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 22
1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა ჩაითვლება სპეციალობით
მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟში.
2. პარლამენტის წევრი სარგებლობს წელიწადში 45 კალენდარული დღის
შვებულებით, რაც, მისი სურვილის თანახმად, მიეცემა ზაფხულის ან ზამთრის
არდადეგების დროს მთლიანად ან 2 ნაწილად გაყოფით.
3. პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში მხოლოდ
ერთხელ შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება არა უმეტეს 3 თვისა. აღნიშნულ
შემთხვევაში შვებულების თაობაზე პარლამენტის წევრის მოტივირებული განცხადების
საფუძველზე, პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით გადაწყვეტილებას იღებს
პარლამენტის თავმჯდომარე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულების პერიოდში
პარლამენტის წევრს მიეცემა ხელფასისა და უფლებამოსილების განხორციელებასთან
დაკავშირებული სხვა ანაზღაურების 80%.
4. ყოფილ პარლამენტის წევრს ენიშნება პენსია და მიეცემა კომპენსაცია კანონით
დადგენილი წესით.
მუხლი 23
სავალდებულოა პარლამენტის ბიუჯეტიდან პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაზღვევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. პარლამენტის წევრი
ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს სამედიცინო და ნარკოლოგიური გამოკვლევა.
მუხლი 24
1. პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრება კანონით. პარლამენტის წევრს
ეძლევა მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა
ანაზღაურებაც.
2. ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის
დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც
პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.
3. პარლამენტის წევრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესს,
ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
4. პარლამენტის წევრის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო
13
უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი დადგენილი წესით.
მუხლი 25
1. პარლამენტის წევრზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას დაღუპულის
ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
2. გარდაცვლილი და დაღუპული პარლამენტის წევრი იკრძალება სახელმწიფოს
ხარჯზე.
3. პარლამენტის წევრს, რომელიც აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირად ან დასახიჩრდა, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 26
1. პარლამენტის წევრს საპარლამენტო საქმიანობის განსახორციელებლად
პარლამენტის შენობაში გამოეყოფა სამუშაო ფართობი, მოწყობილობა, ავეჯი,
ორგტექნიკა, კავშირგაბმულობის საშუალებები.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პარლამენტის
წევრს
გამოეყოფა
სამსახურებრივი
ავტომობილი
(საჭიროების
შემთხვევაში
ადაპტირებული ან სპეციალური), ექმნება შესაბამისი სამუშაო გარემო, ენიშნება
დამხმარე – თანაშემწე (თანმხლები).
3. პარლამენტის წევრის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის
ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.
მუხლი 27
უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ
ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში და რეზერვში მყოფი სამხედრო
მოსამსახურეებზე გაწვევის მოთხოვნა.
თავი V
პარლამენტის კომიტეტები
მუხლი 28
1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების, პარლამენტის გადაწყვეტილებათა
შესრულებისათვის
ხელის
შეწყობის,
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის
კონტროლის მიზნით პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის
კომიტეტებს.
2. პარლამენტისა და კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების
კონტროლის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა
მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო
ჯგუფების საქმიანობას უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი.
3. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში კანონით დადგენილი
წესით იქმნება ნდობის ჯგუფი. ნდობის ჯგუფის საქმიანობა და უფლებამოსილება
განისაზღვრება კანონით.
მუხლი 29
1. კომიტეტების
საქმიანობას
საერთო
კოორდინაციას
უწევს
პარლამენტის
14
თავმჯდომარე.
2. კომიტეტების უფლებამოსილება, მათი შექმნისა და საქმიანობის
განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და
საკანონმდებლო აქტებით.
წესი
სხვა
მუხლი 30
1. პარლამენტის კომიტეტებია:
ა) აგრარულ საკითხთა;
ბ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
გ) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის;
დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
ე) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;
ვ) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა;
ზ) ევროპასთან ინტეგრაციის;
თ) თავდაცვისა და უშიშროების;
ი) იურიდიულ საკითხთა;
კ) რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების;
ლ) საგარეო ურთიერთობათა;
მ) საპროცედურო საკითხთა და წესების;
ნ) საფინანსო-საბიუჯეტო;
ო) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა;
პ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.
2. პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიუროს, ფრაქციას, უმრავლესობას და
უმცირესობას უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით
დააყენონ ახალი კომიტეტის შექმნის ან კომიტეტის გაუქმების საკითხი. პარლამენტი
აღნიშნულ საკითხს წყვეტს ამ მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანის გზით,
რეგლამენტის მიღებისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 31
1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და
იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ
ფრაქციაში. კომიტეტებში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტებს განსაზღვრავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს
პარლამენტის ბიურო, ხოლო პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე განსაზღვრავს
დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.
2. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 პარლამენტის წევრით.
კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა მინიმალური
ოდენობის ორი მესამედი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომა
უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი.
პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში.
პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრიანების საკითხს განსაზღვრავს მისი
ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი დამატებითი
ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემთხვევებში პარლამენტის (ბიუროს)
მიერ
კომიტეტში
ფრაქციისათვის
კომიტეტის
წევრთა
პროპორციული
15
წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი
გადაწყვეტილებით ნიშნავს კომიტეტის წევრებს, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტის
ბიუროს (დროებით სამანდატო კომისიას). კვოტების ფრაქციათა მიერ გადანაწილება ან
სხვა ფრაქციიისათვის გაცვლა დაუშვებელია.
5. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე არ შეიძლება იყვნენ
კომიტეტის შემადგენლობაში.
6.
პარლამენტის
თავმჯდომარის
მოადგილეების,
უმრავლესობისა
და
უმცირესობის ლიდერების, საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეების კომიტეტის
შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.
7. თუ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში
ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე
წარუდგენს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.
მუხლი 32
1. კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ
ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, იმ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან
ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში (შემდგომში – პარლამენტის წევრთა
ექვსკაციანი ჯგუფი), კომიტეტის წევრთა მინიმალური ოდენობის ორი მესამედის
დანიშვნიდან 7 დღის ვადაში.
3. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ღიაა. თუ არჩევნებში
მონაწილეობას იღებს 1 ან 2 კანდიდატი, კენჭისყრა ტარდება ელექტრონული სისტემით
ერთდროულად (რიგითობით პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა
„მომხრე“ ღილაკით, რიგითობით მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით),
ხოლო თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა ტარდება
სახელობითი ბიულეტენებით.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში უფლებამოსილი
სუბიექტები არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის
გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან
წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
5. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება პარლამენტის
პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას
დასახელების რიგითობის მიხედვით.
6. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს
კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი
ახსნა-განმარტების გარეშე.
7. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად
ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
8. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, მაშინ ტარდება
ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ
დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა
დააგროვა, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო
რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.
16
9. თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ მიიღო
ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ 2 კანდიდატს
შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი,
რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის
ერთი მესამედისა. თუ მომდევნო ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი
კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით
მომდევნო კანდიდატურას. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას ტარდება
ხელახალი კენჭისყრა. ყოველი კენჭისყრის წინ კანდიდატი უფლებამოსილია მოხსნას
თავისი კანდიდატურა.
მუხლი 33
1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო
თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას სათანადო წერილობითი
დასაბუთებით მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, შესაბამისი კომიტეტის
სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი
მეხუთედი.
2. კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად
ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა,
ხოლო თავმჯდომარის მოადგილის –კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომიტეტის თავმჯდომარეს ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების
შეუსრულებლობისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა რეგლამენტით დადგენილი
წესით.
მუხლი 34
1. კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება
წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გააცნობს პარლამენტს. კომიტეტის
თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან.
2. პარლამენტი ცნობად იღებს კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, რაც
ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.
მუხლი 35
1. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც
პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი
14 დღის განმავლობაში, ამ რეგლამენტის 32-ე მუხლით გათვალისწინებული წესით
ირჩევს კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 14
დღეზე ნაკლები, საკითხი განიხილება მომდევნო მორიგი სესიის პირველივე სხდომაზე.
2. თუ ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა კომიტეტის თავმჯდომარის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში არ წარადგენს
კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის
თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის
თავმჯდომარე.
მუხლი 36
1. პარლამენტის წევრი, გარდა ამ რეგლამენტის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის
„ა“, „ბ“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა,
17
ვალდებულია გაერთიანდეს 1 კომიტეტში მაინც. თუ პარლამენტის წევრი არ არის
გაერთიანებული კომიტეტში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილებას, და არ მიეცემა კანონით დადგენილი გასამრჯელო.
2. კომიტეტის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის
შემადგენლობიდან. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება მის მიერ კომიტეტის
შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის ან ფრაქციის მიერ მისი
კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა შესაბამის პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება ან
აირჩევა, დაინიშნება ან დამტკიცდება კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ
თანამდებობაზე.
მუხლი 37
1. კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე
არჩევიდან 3 დღის ვადაში.
2. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და
ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს.
3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება
დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.
მუხლი 38
1. კომიტეტი თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია
კენჭისყრით,
სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობით
ირჩევს
კომიტეტის
თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და აცნობებს
პარლამენტის ბიუროს.
2.
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი
მოადგილის
კანდიდატურის
დასახელების უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის
ერთი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო
ერთი მოადგილისა – უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული
უმრავლესობაში.
3. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა
ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა დააგროვა,
ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო
რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი
მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ ტარდება
არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
4. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის
ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო
კანდიდატურას.
5. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 გამარჯვებულის
გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების
რაოდენობის მიხედვით გაიყვეს პირველი ან მეორე ადგილი.
6. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ
ხმას მიიღებს.
7. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი
რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების
მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტარდება ხელახალი
18
არჩევნები. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და
იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.
8. თუ დასახელებული კანდიდატურები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას,
შესაბამის სუბიეტებს უფლება აქვთ წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და
იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
9. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია
უმრავლესობის/უმცირესობის/ფრაქციის,
რომელიც
არ
არის
გაერთიანებული
უმრავლესობაში კვოტით და დატოვებს უმრავლესობას/უმცირესობას/ფრაქციას,
რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, შეუწყდება კომიტეტის
თავმდომარის მოადგილის უფლებამოსილება. ასეთ შემთხვევაში კომიტეტი 14 დღის
ვადაში ირჩევს ახალ მოადგილეს.
მუხლი 39
1. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;
ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;
გ) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების
ოქმებს;
დ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის კანდიდატურას;
ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;
ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას
წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის წერილობით ანგარიშს;
ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;
ბ) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებას.“;
3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ამ რეგლამენტით დადგენილი წესითა
და პირობებით ასრულებს მის მოვალეობას;
ბ) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებას.
მუხლი 40
კომიტეტის
თავმჯდომარის
გადადგომის,
გადაყენების,
მის
მიერ
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის
წევრის,
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
შემთხვევაში
კომიტეტის
თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველი
მოადგილის
არყოფნის
შემთხვევაში
კომიტეტის
თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 41
1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომიტეტის
მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და
19
მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე, მონაწილეობა
მიიღოს კომიტეტის სამუშაო ორგანოებში, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია.
2. კომიტეტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობის,
შრომის დისციპლინის დარღვევისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის
შემთხვევაში დაეკისრება რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და ეს
ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან პარლამენტს.
მუხლი 42
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის
ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების
პროექტებს;
ბ) მონაწილეობს პარლამენტში შესული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში,
ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების
პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს
პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;
გ) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს
მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს,
რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და
დასკვნებს გადასცემს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის
ბიუროსათვის წარსადგენად;
დ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
ე) აკონტროლებს
კანონების,
პარლამენტის
დადგენილებებისა
და
სხვა
გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას
წარუდგენს პარლამენტს;
ვ) ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
სახელმწიფო ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში
შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
ი) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ
სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომიტეტი წინასწარი გეგმით დამტკიცებული ან შესაბამისი პეტიციის
საფუძველზე შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების
შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს
პარლამენტს.
3. ამ რეგლამენტიდან გამომდინარე კომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი
განისაზღვრება კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
მუხლი 43
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები და
საქართველოს მთავრობის წევრები კომიტეტის მოთხოვნით ვალდებულნი არიან
კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები
და სხვა საჭირო მასალები. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი
ცნობების წარდგენის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.
20
მუხლი 44
საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის
პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა
მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს
კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს
გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა
მოუსმინოს კომიტეტმა.
მუხლი 45
1. კომიტეტი განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციითა და
კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნაზე თანხმობის
მიცემის საკითხებს. აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ
შორის ინფორმაციას მისი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და
პროფესიული ცოდნის შესახებ კომიტეტს აწვდის უფლებამოსილი პირი.
2. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი ამზადებს დასკვნას
საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციითა
და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე
თანხმობის მიცემის შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე
კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე,
რომლებსაც ირჩევს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი.
4. კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც გადასცემს
მას საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.
მუხლი 46
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს
განიხილავს შესაბამისი კომიტეტი.
2. კომიტეტები, მათ გამგებლობას მიკუთვნებული დარგების მიხედვით,
შეისწავლიან და აანალიზებენ კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებენ
ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზების
აღმოსაფხვრელად, ამზადებენ წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი
ცვლილების შეტანის შესახებ.
მუხლი 47
კომიტეტი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის,
კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა
შეიცავდეს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტი ვალდებულია
თავისი დასკვნა უახლოეს სხდომაზე წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც ეს
საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის
წესრიგში. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს შესაბამის დასკვნას, აფასებს
მას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
მუხლი 48
1. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო
მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების პერიოდულობას
21
განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ არანაკლებ თვეში 2 სხდომისა პარლამენტის სესიის
პერიოდში (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული გამართოს
სხდომა). კომიტეტის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს.
კომიტეტის მორიგი სხდომების ჩატარების დრო განისაზღვრება კომიტეტების
თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომიტეტი ვალდებულია
პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში
გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.
2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომიტეტის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომიტეტის სხდომას და
მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ამ
რეგლამენტის 284-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს
მონაწილეობა კომიტეტის საქმიანობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს
აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია
წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის
მიმართ კომიტეტის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის შემთხვევაში
შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს ხუთჯერ.
კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას,
შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.
5. კომიტეტის სხდომის მასალები ურიგდება და ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა
და თარიღის შესახებ ეცნობება კომიტეტის წევრებს სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
ინფორმაცია კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ სხდომამდე 2 დღით
ადრე განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.
6. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე
კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის
(უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა ამ რეგლამენტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას
გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი
ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის
სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის თარიღი
კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.
8. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე
თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან
საკითხის მოხსნის ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე
გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
9. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი ატარებს
დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
10. კომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ
პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.
11.
კომიტეტის
სხდომაზე
დასასწრებად
შეიძლება
მოწვეულ
იქნენ
საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება.
12. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი
22
წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის
შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.
13. კომიტეტი უფლებამოსილის ჩაატაროს გასვლითი სხდომა.
მუხლი 49
1. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კანონპროექტები, აგრეთვე კომიტეტის
კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.
2. კომიტეტი იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას. კომიტეტის
თავმჯდომარე
გამოსცემს
განკარგულებას
შიდასაკომიტეტო
ორგანიზაციულ
საკითხებზე.
3. კომიტეტის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს,
პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
მუხლი 50
პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან
შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომიტეტების
ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 51
1. კომიტეტების თავმჯდომარეები საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე
წარუდგენენ პარლამენტს გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშებს ყოველი წლის
შედეგების მიხედვით.
2. ანგარიში წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს,
რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის მას პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიუროს,
უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციასა და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს.
3. პარლამენტის ბიუროს ანგარიშების განხილვის საკითხი შეაქვს საშემოდგომო
სესიის პირველსავე პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლის
გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის
ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით 30 წუთამდე შეიძლება
გაგრძელდეს).
5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება
აქვთ ანგარიშის თაობაზე შეკითხვით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის
ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, ამასთანავე, მას
შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთისა. პარლამენტის წევრს
უფლება აქვს შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.
მომხსენებელი დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ცალ-ცალკე.
6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრები, იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც
არ არიან გაერთიანებულნი უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობის,
უმრავლესობის წარმომადგენლები ამავე თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ
თავიანთ პოზიციას წარდგენილი ანგარიშის თაობაზე. დამოუკიდებელ პარლამენტის
წევრთა საკოორდინაციო საბჭოსა და ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა
23
აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლისა – 15
წუთს.
7.
დამოუკიდებელ
პარლამენტის
წევრების,
ფრაქციის,
უმცირესობის,
უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი
სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის
მომხსენებელი.
8. პარლამენტი ცნობად იღებს კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს.
მუხლი 52
1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება პარლამენტის კომიტეტის
აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის
აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
2. კომიტეტის აპარატი:
ა) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების
შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების
მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;
ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და
კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას
კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით და პარლამენტის აპარატის უფროსთან
შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 53
1. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და
სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული
სპეციალისტები).
2. კომიტეტის აპარატის უფროსი:
ა) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ახორციელებს კომიტეტის აპარატის
საერთო ხელმძღვანელობას, კომიტეტის აპარატის მუშაკთა შორის ანაწილებს
ფუნქციებსა
და
დავალებებს,
პასუხისმგებელია
კომიტეტის
აპარატისათვის
დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებაზე, კოორდინაციას უწევს
კომიტეტის აპარატსა და პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის
ურთიერთობებს;
ბ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებული
გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
გ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის
დაცვას,
შეაქვს
წინადადებები
მათი
წახალისებისა
და
დისციპლინური
პასუხისმგებლობის შესახებ;
დ) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და
კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის აპარატის სპეციალისტები:
ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა
საკითხებზე; მონაწილეობენ კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
24
გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების
შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და
მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა
საქმიანობაში; ასრულებენ კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს;
ბ) აღნუსხავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას
გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს;
გ) ასრულებენ კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და
კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
თავი VI
დროებითი საგამოძიებო კომისია
მუხლი 54
1. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის შესაბამისად და ამ მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი
საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი
რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და
საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია:
ა) სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო
ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას,
სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა
ინტერესებს;
ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტების
არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ;
გ) რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მუხლი 55
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარე,
კომიტეტი, ფრაქცია ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი
უფლებამოსილია სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენოს
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. პარლამენტი აღნიშნული
წინადადების მიზანშეწონილობას კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა. თუ წინადადება მიღებულია, მაშინ კენჭისყრაზე დგება დროებითი
საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მასში მითითებული უნდა იყოს
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევი საკითხების წრე,
კომისიის უფლებამოსილების ვადა, წევრთა რაოდენობა და წევრობის კანდიდატების
წარდგენის ვადა.
3. დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის
შესასწავლად და უქმდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის
ამოწურვისთანავე.
25
4. დროებითი საგამოძიებო კომისია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია
პარლამენტის წინაშე.
5. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს
პარლამენტის ბიურო.
6. პარლამენტს შეუძლია დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების
ვადის გასვლამდე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება
დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის
შეწყვეტის ან კომისიის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.
მუხლი 56
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს
პარლამენტი. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას არა უმეტეს 3 თვის
ვადით. კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით
შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ
უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
2. კომისიის უფლებამოსილება იწყება მისი კომისიის პირველი საორგანიზაციო
სხდომის გამართვიდან.
3. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა
გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე, პარლამენტი უახლოეს
პლენარულ სხდომაზე მოისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს,
რომლის საფუძველზედაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ
შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისა და მისი შემადგენლობის
შეცვლის შესახებ;
გ) კომისიის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის შესახებ.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება
საკმარისად ჩაითვალოს განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
5. თუ შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე
ვერ მოხერხდა განსახილველ საკითხზე დასკვნის მომზადება, დროებითი საგამოძიებო
კომისიის მიერ მოპოვებული მასალა, შესაბამისი ანგარიშით, გადაეცემა ახალი მოწვევის
პარლამენტს, რომელიც ამ რეგლამენტის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი
წესით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ.
6. დაუშვებელია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაბამისი მოწვევის
პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე. პარლამენტის
უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით საგამოძიებო
კომისიას უწყდება უფლებამოსილება. აღნიშნულ დრომდე ისინი ვალდებულნი არიან
წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 57
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე
მუხლის მე-4–მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამავე
რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით. დროებითი საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას,
უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის
26
უფლებამოსილების ვადით.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის
შესახებ
განიხილავს
პარლამენტი
და
დადგენილებით
იღებს
შესაბამის
გადაწყვეტილებას.
მუხლი 58
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში
გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის
პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.
2. დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს
კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების მიღებისთანავე განსაზღვრავს საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
3. უმრავლესობის წარმომადგენლობა დროებით საგამოძიებო კომისიაში არ უნდა
აღემატებოდეს კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს.
4. ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტით
დადგენილ შემთხვევაში პარლამენტის წევრი, პარლამენტის ბიუროს მიერ
განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით დროებითი
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის წევრობის კანდიდატებს.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის მიერ
განსაზღვრული კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის ვადის გასვლიდან
პირველივე პლენარულ სხდომაზე პარლამენტს წარუდგენს კანდიდატთა სიას,
რომლებსაც ერთად ეყრება კენჭი. კომისიის წევრობის იმ კანდიდატს, რომლის მიმართაც
გამოითქვა აცილება, ცალკე ეყრება კენჭი. პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებებს
იღებს დადგენილებით.
6. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობაზე ერთი და იმავე კანდიდატის
წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
7. თუ დროებით საგამოძიებო კომისიაში დასახელებული კანდიდატების
რაოდენობა კომისიის წევრთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია, დამატებითი
კანდიდატების წარდგენის უფლება ეძლევა პარლამენტის წევრებს. თუ წარდგენილ
კანდიდატთა საერთო რაოდენობა ამ შემთხვევაშიც დადგენილზე ნაკლებია, ვაკანტური
ადგილები უქმდება.
8. თუ პარლამენტის წევრების მიერ კანდიდატების დასახელების შემდეგ
წარდგენილ კანდიდატთა საერთო რაოდენობა დროებითი საგამოძიებო კომისიის
წევრთა დადგენილ რაოდენობაზე მეტია, პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილ
კანდიდატებს შორის იმართება კენჭისყრა. ყოველ ასარჩევ კანდიდატს ცალკე ეყრება
კენჭი. კომისიის წევრად არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი,
რომელმაც მიიღო პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის
ხმები. თუ კენჭისყრის შედეგად კომისიის წევრთა რაოდენობა დადგენილზე ნაკლები
აღმოჩნდა, დარჩენილ კანდიდატებს შორის იმართება ხელახალი კენჭისყრა, რომელშიც
არჩეულად ჩაითვლებიან უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები.
9. თუ ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესით დროებითი
საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენლობა
კომისიის წევრთა დადგენილი რაოდენობის ნახევარზე მეტი აღმოჩნდა, უმრავლესობის
კვოტა მცირდება ამ
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპის
შესაბამისად.
10. ნებისმიერ პარლამენტის წევრს უფლება აქვს მოტივირებული აცილება მისცეს
27
ფრაქციის ან პარლამენტის წევრის მიერ წარდგენილ კანდიდატს. აცილების საკითხს
კენჭი ეყრება დაუყოვნებლივ. აცილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
11. ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, თუ პარლამენტმა უარყო მის მიერ
დასახელებული კანდიდატი, უფლება აქვს იმავე ან მომდევნო პლენარულ სხდომაზე
წარადგინოს ახალი კანდიდატი.
12. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა არჩევნები მთავრდება პარლამენტის
მიერ განსაზღვრული კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის ვადის გასვლიდან
არა უგვიანეს 10 დღისა, თუ პარლამენტის დადგენილებით სხვა ვადა არ არის
განსაზღვრული.
მუხლი 59
1. ფრაქციის მიერ წარდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი წყვეტს
კომისიაში თავის საქმიანობას მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის ან ფრაქციის მიერ
კომისიიდან გაწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი
კანდიდატი, რის შესახებაც კომისიის თავმჯდომარე უახლოეს პლენარულ სხდომაზე
აცნობებს პარლამენტს.
2. ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მიერ დასახელებული ახალი
კანდიდატი, თუ მის მიმართ არ გამოითქვა აცილება პარლამენტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრად ჩაითვლება
მისი ვინაობის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადების მომენტიდან, ხოლო
თუ მის მიმართ გამოთქმულ აცილებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა – კენჭისყრის
შედეგების გამოქვეყნების მომენტიდან.
მუხლი 60
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს პირადი განცხადებით
გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თავისი შემადგენლობიდან შეიძლება
გაიწვიოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ
მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, გადაამეტა თავის
უფლებამოსილებებს, აგრეთვე კომისიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევებში. კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა
ხმების არანაკლებ ორი მესამედით და აცნობებს პარლამენტს.
მუხლი 61
1. დროებით საგამოძიებო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის
მოადგილე, მდივანი, რომლებიც არიან კომისიის თანამდებობის პირები.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე:
ა) კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას წარუდგენს პარლამენტის პლენარულ
სხდომას;
ბ) კომისიის შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევიდან არა უგვიანეს 3
დღისა იწვევს კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას;
გ) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;
დ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ე) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;
28
ვ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს და მისი სხდომების ოქმებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით
ან კომისიის დავალებით;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადაყენების, გადადგომის ან მისი, როგორც
პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის
ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების ჩატარებას;
ბ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;
გ) თუ კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც ვერ ახორციელებს
თავმჯდომარის უფლებამოსილებას, დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობას;
დ)
ახორციელებს
კომისიის
დებულებით
მისთვის
მინიჭებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე
მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას
შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის
თანამდებობებზე, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადოს ამის თაობაზე.
მუხლი 62
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა ღია
კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით და ეს
ეცნობება პარლამენტის ბიუროს.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის
დასახელების უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრთა სამკაციან
ჯგუფს.
3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია,
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყოს უმრავლესობის წევრი.
4. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, ეწყობა ხელახალი
არჩევნები.
5. თუ არჩევნებში 2 ან მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და გამარჯვებული ვერ
გამოვლინდა, ეწყობა არჩევნების მეორე ტური, რომელშიც კენჭს უყრიან იმ 2 კანდიდატს,
რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი
კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით
მომდევნო კანდიდატს.
6. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 გამარჯვებულის
გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების
რაოდენობის მიხედვით გაიყვეს პირველი ან მეორე ადგილი. არჩევნების მეორე ტურში
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
7. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი
29
რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების
მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ეწყობა ხელახალი არჩევნები.
8. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე
ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.
9. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გადარჩევას კენჭი
ეყრება კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გადარჩევის შესახებ
გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა.
10. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის არჩევა და გადარჩევა ხორციელდება
კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისა და გადარჩევისათვის ამ რეგლამენტით
დადგენილი წესით.
მუხლი 63
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება
სავალდებულოა.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები,
თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან
კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით წარადგინონ საკითხის
გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
3. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით,
საქართველოს მთავარი პროკურორის ნებართვით, საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ადგილზე გაეცნოს სისხლის სამართლის
საქმეს, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის შესახებ არსებულ
მასალებს, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში მოიპოვება მის
მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე,
საქართველოს მთავარი პროკურორის დავალებით მომკვლევი, გამომძიებელი
ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის წევრებისათვის საქმის მასალების ადგილზე
გაცნობის შესაძლებლობა.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების
წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
6. განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით დროებით
საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი ორგანოს
წინაშე დააყენოს საკითხი, ხოლო არასახელმწიფო სტრუქტურებთან დადოს
ხელშეკრულება საკონტროლო-სარევიზიო ღონისძიებათა გატარების შესახებ.
7. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან
დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება
ჩამოართვას ნებისმიერ პირს, გარდა კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
8. არასრულწლოვნისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას უნდა ესწრებოდეს
მისი კანონიერი წარმომადგენელი. 16 წელს მიუღწეველ პირს განემარტება, რომ
აუცილებელია სწორი ახსნა-განმარტების მიცემა, მაგრამ მას არ აფრთხილებენ ახსნაგანმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მის მიცემაზე თავის არიდებისათვის და
შეგნებულად
ცრუ
ახსნა-განმარტების
მიცემისათვის
სისხლის
სამართლის
პასუხისმგებლობის შესახებ.
30
9. თუ პირი არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, მოწვეულ უნდა იქნეს
თარჯიმანი. ყრუ-მუნჯისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაში მოწვეულ
უნდა იქნეს ის პირი, რომელმაც იცის მისი სალაპარაკო ნიშნები. თუ თარჯიმანი ან ის
პირი, რომელმაც იცის ყრუ-მუნჯის სალაპარაკო ნიშნები, შეგნებულად არასწორად
თარგმნის, იგი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე
მუხლის შესაბამისად.
10. მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში, კომისიას ახსნა-განმარტების ჩამორთმევა
შეუძლია დაავალოს კომისიის არანაკლებ 3 წევრს, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც არ
უნდა იყოს უმრავლესობის წარმომადგენელი. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს
აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მის მიცემაზე თავის
არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა-განმარტების ტექსტში და
დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით.
11. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს განსახილველ საკითხზე
ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილი
კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის შესახებ დასვას საკითხი იმ სახელმწიფო ორგანოს
ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის
დარღვევა, ხოლო კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით შესაბამისი
ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას სისხლის სამართლის საქმის,
ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან
სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის
ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.
12. საკითხის განხილვის შედეგებისა და გატარებულ ღონისძიებათა შესახებ
დროებით საგამოძიებო კომისიას უნდა ეცნობოს არა უგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ
დადგენილ ვადაში.
მუხლი 64
დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან
გამომდინარე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას მის შემადგენლობაში
შემავალი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის
გარეშე შესვლის უფლების მინიჭების საკითხი.
მუხლი 65
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ჩატარების ადგილს და
პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 2 სხდომისა.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება
კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე
დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას ეწყობა ხელახალი კენჭისყრა, ხოლო
თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ჩაითვლება.
3. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით
შეიმუშავებს დასკვნებს, იღებს გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებსა და წარდგინებებს,
რომლებსაც წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, პლენარულ სხდომას.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი წინასწარ
31
ეცნობება კომისიის წევრებს. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება პარლამენტის
ინტერნეტ-გვერდზე. კომისიის სხდომის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გამოქვეყნდეს
პრესაში.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომას სათათბირო ხმის უფლებით
შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები.
6. კომისიის საჯარო სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი
წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
შესაძლებელია მოეწყოს კომისიის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი.
7. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია
მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ.
8. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის (მასალის),
მისი სხდომის ოქმის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, თუ ისინი შეიცავს სისხლის
სამართლის საქმის მასალებს, დაიშვება საქართველოს მტავარი პროკურორის
თანხმობით, ხოლო სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის
(მასალის) ან სხდომის ოქმის გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით.
9. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც
მონაწილეობენ კომისიის საქმიანობაში, ვალდებულნი არიან დაიცვან საპარლამენტო
გამოძიების საიდუმლოება.
მუხლი 66
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება
კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენისთვისაც პასუხისმგებელია კომისიის
მდივანი.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს გაეცნოს
კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას თავისი შენიშვნები.
3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს,
რომლებიც წარმოადგენს სახელმწიფო, სამხედრო ან კომერციულ საიდუმლოებას, იგი
ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და სარგებლობისათვის კანონით
დადგენილი წესები.
მუხლი 67
1. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ
დასკვნას
განიხილავს
საჯაროდ,
სავალდებულო
პირდაპირი
ტელერადიოტრანსლაციით, გარდა დასკვნაში არსებული იმ საკითხებისა, რომელთა საჯაროობა
შეზღუდულია კანონმდებლობით.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების
პროექტი ან დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად
წარედგინება პარლამენტის ბიუროს. ბიურო ვალდებულია საკითხი შეიტანოს უახლოესი
პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე წარმოადგენს მომხსენებელი, რომელსაც კომისია ირჩევს თავისი
შემადგენლობიდან.
4. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი
საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა, შეიძლება იყოს საჯარო
ან დახურული. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის დასკვნის განსახილველად
32
შეიძლება მოეწყოს დახურული სხდომა. დახურული სხდომის დაწყებისას სხდომის
თავმჯდომარე აფრთხილებს პარლამენტის წევრებსა და დახურულ სხდომაზე ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით დასწრების უფლების მქონე პირებს კომისიის,
მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების მონაცემების, სახელმწიფო ან სამხედრო
საიდუმლოების შემცველი ცნობების გახმაურებისათვის კანონით დადგენილი
პასუხისმგებლობის შესახებ.
5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის
დასკვნის (გადაწყვეტილების) განხილვა იწყება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის
მიერ არჩეული მომხსენებლის გამოსვლით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 30 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა 30
წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით).
6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება
აქვთ განსახილველ საკითხზე შეკითხვით მიმართონ მომხსენებელს. თითოეული
შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.
ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით.
პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს
მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელი პარლამენტის
წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს ცალ-ცალკე.
7. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ დროებითი საგამოძიებო
კომისიის განსხვავებული აზრის მქონე წევრთა სახელით სიტყვით გამოდის კომისიის ის
წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება
აქვს. მისი სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. კომისიის წევრის
გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ განსახილველ
საკითხზე შეკითხვით მიმართონ გამომსვლელს. თითოეული შეკითხვის ავტორს
შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 3 წუთით. შეკითხვების
დასრულების შემდეგ კომისიის წევრი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს
პასუხობს ცალ-ცალკე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგამოძიებო
კომისიის წევრის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ცალკეული
პარლამენტის წევრები. თითოეული მათგანის სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 5 წუთს. ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის მოხსენების
დამთავრებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის
სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა
თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის
მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა
სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, პარლამენტის წევრი
გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი
სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე
გამოსვლის უფლება. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში,
უფლება არა აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს სხვა
პარლამენტის წევრს.
9. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
იმ
ფრაქციების
წარმომადგენლები,
რომლებიც
არ
არიან
გაერთიანებული
უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენლები
ამავე თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას განსახილველ
საკითხთან დაკავშირებით. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ
33
უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლის
გამოსვლისა – 15 წუთს.
10. მომხსენებელი, დროებითი საგამოძიებო კომისიის განსხვავებული მოსაზრების
მქონე წევრი, ცალკეული პარლამენტის წევრი, ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის
წარმომადგენელი სიტყვას წარმოთქვამს სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ
განლაგებული ტრიბუნიდან.
11. ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების
დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.
12. მომხსენებლის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე
დასრულებულად
მიიჩნევს
დროებითი
საგამოძიებო
კომისიის
დასკვნის
(გადაწყვეტილების) განხილვას.
13. კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი
იღებს დადგენილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (გადაწყვეტილების)
თაობაზე. დადგენილების პროექტი განიხილება ამ რეგლამენტის 162-ე მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრული წესით.
14. პარლამენტის
გადაწყვეტილებით,
დროებითი
საგამოძიებო
კომისია
დასკვნასთან ერთად წარადგენს მის ხელთ არსებულ მასალებს. თუ დასკვნას ერთვის
სისხლის სამართლის საქმის მასალები, პარლამენტის საჯარო პლენარული სხდომის
მოსაწყობად აუცილებელია საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობა, ხოლო
სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების საჯარო პლენარულ
სხდომაზე წარდგენის წესი განისაზღვრება კანონით.
15. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დასვას
წინადადება იმპიჩმენტის წესით საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ
თანამდებობის პირთა გადაყენების საკითხის აღძვრისათვის პარლამენტის წევრთა
ხელმოწერების შეგროვების შესახებ.
მუხლი 68
დროებით საგამოძიებო კომისიას კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით
შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრების, კომისიის აპარატის
სპეციალისტებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.
მუხლი 69
1.
დროებითი საგამოძიებო კომისია სარგებლობს პარლამენტის დამხმარე
სტრუქტურების მომსახურებით.
2. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია გასწიოს ხარჯები, რომელთა
ოდენობას და გაცემის წესს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, პარლამენტისათვის
გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს
პარლამენტის ბიურო.
3. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია კონკრეტული დავალების
შესასრულებლად, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით
მოიწვიოს საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა
ორგანოთა, დაწესებულებათა და უწყებათა თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების
შემთხვევაში თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობისაგან და შესაბამის
სახელმწიფო ორგანოებში უნარჩუნდებათ ხელფასი და უნაზღაურდებათ სამივლინებო
ხარჯები.
34
თავი VII
სხვა დროებითი კომისია
მუხლი 70
სხვა დროებითი კომისია (შემდგომ – დროებითი კომისია) არის პარლამენტის
დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს
კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 71
1. დროებითი კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს
კონსტიტუცია, ეს რეგლამენტი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. დროებითი კომისია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის
წინაშე.
მუხლი 72
1. დროებითი კომისია იქმნება:
ა) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებით;
ბ) პეტიციის ან საჩივრის შესასწავლად, თუ საქმე შეეხება საერთო-სახელმწიფო
მნიშვნელობის პრობლემებს.
გ) საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემოწმების მიზნით.
2. დროებითი კომისიის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის
პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან განსაზღვრულ ვადაში,
ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წარმოადგინონ კომისიის მუშაობისათვის
აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
მუხლი 73
1. პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტი, ფრაქცია ან პარლამენტის
შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი უფლებამოსილია სათანადო წერილობითი
დასაბუთების წარდგენით დააყენოს დროებითი კომისიის შექმნის საკითხი. პარლამენტი
კენჭს უყრის აღნიშნული წინადადების მიზანშეწონილობას. თუ წინადადებას მხარს
დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი
შემადგენლობის ერთი მეოთხედისა, კენჭისყრაზე დგება დროებითი კომისიის შექმნის
შესახებ გადაწყვეტილების პროექტი.
2. გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტი იღებს
დადგენილებით, რომელშიც უნდა მიეთითოს დროებითი კომისიის გამოსაკვლევი
საკითხების წრე, დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა, დროებითი კომისიის
წევრთა რაოდენობა და წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადა.
3. დროებითი
კომისიის
შემადგენლობა
განისაზღვრება
ფრაქციებში
გაერთიანებული პარლამენტის წევრებისა და იმ პარლამენტის წევრების რაოდენობის
პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.
4. დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს კომისიის
შექმნის შესახებ დადგენილების მიღებისთანავე განსაზღვრავს საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
35
5. უმრავლესობის წარმომადგენლობა დროებით კომისიაში არ უნდა აღემატებოდეს
დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს.
6. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა და დამოუკიდებელი
პარლამენტის წევრები დროებითი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ დროებითი
კომისიის წევრობის კანდიდატებს.
7. დროებითი კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან არა უგვიანეს 3 დღისა
პარლამენტს წარუდგენს დროებითი კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას, რომლებსაც
ერთად ეყრება კენჭი. დროებითი კომისიის წევრობის იმ კანდიდატს, რომლის მიმართაც
გამოითქვა აცილება, ცალკე ეყრება კენჭი. პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებებს
იღებს დადგენილებით. დროებითი კომისიის წევრობაზე ერთი და იმავე კანდიდატის
წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
8. დროებითი კომისიის წევრთა არჩევნები მთავრდება დროებითი კომისიის
თავმჯდომარის არჩევიდან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ პარლამენტის დადგენილებით
სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
9. დროებითი კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი
არიან დროებითი კომისიის თანამდებობის პირები.
მუხლი 74
1. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა,
განსაზღვრავს პარლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიისა. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი კომისიის
უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 3 თვით. დაუშვებელია
დროებითი კომისიის შექმნა შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების
ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.
2. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა, გარდა ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადის გაგრძელების
შემთხვევისა, შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით,
პარლამენტის დადგენილებით. უფლებამოსილების ვადის გაგრძელება განისაზღვრება
ინიციატივის შესაბამისად, პარლამენტის დადგენილებით.
3. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ
შემთხვევაში შექმნილი დროებითი კომისია ვალდებულია პარლამენტს 3 თვეში ერთხელ
მაინც, ასევე კომისიის ვადის ამოწურვისას ან/და გაგრძელებისას წარუდგინოს მას
გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ იგი არ წარუდგენს ანგარიშს ან პარლამენტი
წარდგენილ ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, პარლამენტი დადგენილებით
იღებს გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შეცვლის
შესახებ.
4. კომისიის უფლებამოსილება იწყება მისი კომისიის პირველი საორგანიზაციო
სხდომის გამართვიდან.
5. დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების პროექტი ან
დასკვნა განსახილველი საკითხის შესახებ შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს ამ
საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6. თუ დროებითმა კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა
გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე, პარლამენტი უახლოეს
36
პლენარულ სხდომაზე მოისმენს დროებითი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის
ანგარიშს, რომლის საფუძველზედაც დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას
დროებითი
კომისიის
მუშაობის
შეფასების
შესახებ.
თუ
პარლამენტი
არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილ
გადაწყვეტილების პროექტს, დასკვნას ან გაწეული საქმიანობის ანგარიშს, იგი იღებს ამ
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.
7. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა
დროებითი კომისია ვალდებულია წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 75
დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე მიიღოს
მონაწილეობა დროებითი კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას
შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს დროებითი
კომისიის თანამდებობებზე, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადოს ამის თაობაზე.
მუხლი 76
1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს პირადი განცხადების საფუძველზე
გავიდეს დროებითი კომისიის შემადგენლობიდან.
2. დროებითი კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევის უფლება აქვს
პარლამენტის წევრთა გაერთიანებას, რომელმაც იგი წარადგინა.
3. დროებითმა კომისიამ თავისი შემადგენლობიდან შეიძლება გაიწვიოს წევრი, თუ
იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა
დროებითი კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა დროებითი კომისიის სხდომებს,
გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, აგრეთვე დროებითი კომისიის დებულებით
გათვალისწინებულ
სხვა
შემთხვევებში.
დროებითი
კომისია
აღნიშნულ
გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით,
რის შესახებაც ეცნობება პარლამენტს.
მუხლი 77
1. დროებითი კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4–
მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამავე რეგლამენტის 33-ე
მუხლით დადგენილი წესით. დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის
დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის
წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.
2. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:
ა) დროებითი კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას წარუდგენს პარლამენტის
პლენარულ სხდომას;
ბ) დროებითი კომისიის შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევიდან არა
უგვიანეს 3 დღისა იწვევს დროებითი კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას;
გ) წარმოადგენს დროებით კომისიას პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და
შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;
დ) იწვევს და წარმართავს დროებითი კომისიის სხდომებს;
ე) კოორდინაციას უწევს დროებითი კომისიის წევრების საქმიანობას;
ვ) ხელს აწერს დროებითი კომისიის გადაწყვეტილებებს და მისი სხდომების ოქმებს;
ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
37
მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 78
1. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ახორციელებს დროებითი
კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ან დროებითი
კომისიის დავალებით; დროებითი კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადაყენების,
გადადგომის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში დროებითი კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე
ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.
2. დროებითი კომისიის მდივანი ორგანიზებას უწევს დროებითი კომისიის
სხდომების ჩატარებას, განაგებს დროებითი კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს
დროებითი კომისიის სხდომების ოქმებს და ახორციელებს დროებითი კომისიის
დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 79
1. დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის
თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის
დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და დროებითი კომისიის
მდივნის არჩევა და გადარჩევა ხორციელდება დროებითი საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევისა და გადარჩევისათვის ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 80
1. დროებითი კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს დროებითი
კომისია, მაგრამ თვეში არანაკლებ 2 სხდომისა.
2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დროებითი
კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. დროებითი კომისიის სხდომა საჯაროა. დახურული სხდომა შეიძლება
გაიმართოს დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით. დროებითი კომისიის სხდომაზე
წევრთა დასწრება სავალდებულოა. სხდომის თარიღი და დღის წესრიგი დროებითი
კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება.
4. დროებითი კომისიის საჯარო სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის
წევრები სათათბირო ხმის უფლებით, ის პირები, რომელთა მონაწილეობას თავის
მუშაობაში საჭიროდ ჩათვლის დროებითი კომისია, აგრეთვე დადგენილი წესით
აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები. დროებითი
კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია სხდომა გადაიცეს პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით.
5. პრესაში ინფორმაციას დროებითი კომისიის სხდომის შესახებ, როგორც წესი,
აქვეყნებს პარლამენტის პრესცენტრი.
მუხლი 81
1. დროებითი კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება დროებითი
კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენისთვისაც პასუხისმგებელია დროებითი
38
კომისიის მდივანი.
2. დროებითი კომისიის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს გაეცნოს დროებითი
კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას თავისი შენიშვნები.
3. თუ დროებითი კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს, რომლებიც
წარმოადგენს სახელმწიფო, სამხედრო ან კომერციულ საიდუმლოებას, იგი ვალდებულია
დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და სარგებლობისათვის კანონით დადგენილი
წესები.
მუხლი 82
1. დროებითი კომისია განსახილველი საკითხის შესახებ შეიმუშავებს დასკვნებს,
იღებს გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებსა და წარდგინებებს, რომლებსაც წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს ან/და პარლამენტის პლენარულ სხდომას.
2. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების
უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფისას ეწყობა ხელახალი კენჭისყრა, ხოლო თუ
გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ჩაითვლება.
მუხლი 83
1. დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების პროექტი ან
დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შესატანად
წარედგინება პარლამენტის ბიუროს. ბიურო ვალდებულია საკითხი შეიტანოს უახლოესი
პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
2. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი
კომისიის გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა, შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული.
3. დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
წარმოადგენს მომხსენებელი, რომელსაც დროებითი კომისია ირჩევს თავისი
შემადგენლობიდან.
4. დროებითი კომისიის დასკვნა (გადაწყვეტილება) პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტის 66-ე მუხლის მე-5–მე-13 პუნქტებით დადგენილი
წესით.
მუხლი 84
1. დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას
ახორციელებს პარლამენტის აპარატი.
2. დროებით კომისიას თავისი საქმიანობისათვის შეუძლია გამოიყენოს
პარლამენტის დამხმარე სტრუქტურები, რისთვისაც მიმართავს პარლამენტის აპარატის
უფროსს.
3. დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები
ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობას
ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.
თავი VIII
საპარლამენტო ფრაქცია
მუხლი 85
1. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესები და მისი უფლებამოსილება
39
განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული
აქტებით.
2. ფრაქცია არის პარლამენტში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო
პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე პარლამენტის წევრთა
ნებაყოფლობითი გაერთიანება.
3. ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან
მხოლოდ ერთი ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია,
უფლება არა აქვს იყოს სხვა ფრაქციის წევრი.
მუხლი 86
1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 6 პარლამენტის წევრს, რომელთა
უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა.
2. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
3. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი პარლამენტის წევრი წერილობითი
განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.
4. ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით
დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
5. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის
ვადაში წერილობით ატყობინებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
6. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ
დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც 3 დღის ვადაში წერილობით
ატყობინებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
აღნიშნულ ფაქტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.
7. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
მიიღოს ახალი წევრი ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
8. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში
წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის
აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. თუ ფრაქციაში დარჩა 6-ზე ნაკლები
პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციის
გაუქმების შესახებ უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.
9. ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის,
გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების,
აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ 3
დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტს.
10. ინფორმაციას ამ მუხლის მე-3-მე-9 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების
შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს და
ქვეყნდება ვებ გვერდზე.
11. აკრძალულია ფრაქციის შექმნა პირადი, პროფესიული, ადგილობრივი,
რეგიონული ან რელიგიური ნიშნით.
მუხლი 87
1. ფრაქციის შექმნის მსურველი პარლამენტის წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის
40
პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.
2. ფრაქციის წესდებით რეგულირდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები
საქართველოს კონსტიტუციის, ამ რეგლამენტისა და სხვა საკანონმდებლო აქტების
შესაბამისად.
3. ფრაქციის წესდებაში უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის
შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი,
ფრაქციის ხელმძღვანელი
ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის
წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მისი სტრუქტურა და
სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე წესდების
ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროცედურა.
4. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 6
პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების
მომენტიდან.
5. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა.
6. პარლამენტის წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუს იძენს რეგისტრაციის
მომენტიდან.
მუხლი 88
1. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის
თავმჯდომარეს.
2. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ფრაქციის თავმჯდომარე
ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს
განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი
თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის
ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს
დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი
სამანდატო კომისია. თუ დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პირველსავე
სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ითვლება
დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი
ეთქვა,
უფლება
აქვს
დროებითი
სამანდატო
კომისიის
გადაწყვეტილების
მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
3. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის
თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც
აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა
ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური
პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის
შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს უახლოეს
სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო კომიტეტის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა
მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება
პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტის უახლოეს პლენარულ
სხდომას და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებ გვერდზე.
4. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და
87-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება
41
რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
5. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული
დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რასაც
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე
აცნობებს პარლამენტს.
მუხლი 89
1. ფრაქცია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობს კომიტეტების,
საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიებისა და საპარლამენტო დელეგაციების
საქმიანობაში.
2. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა პარლამენტის ორგანოებში
განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის
პროპორციულად.
3. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი პარლამენტის ორგანოებში წყვეტს
საქმიანობას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის
ან ფრაქციის მიერ ამ ორგანოებიდან მისი გამოწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება
აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატი, რის შესახებაც პარლამენტის შესაბამისი ორგანოს
ხელმძღვანელი აცნობებს პარლამენტს.
4. ფრაქციათა გაუქმების, შეერთების ან ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის
შემთხვევაში მათი პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს გადაანაწილებს
პარლამენტის ბიურო. თუ ფრაქცია არ ეთანხმება პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებას, საკითხი წყდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
5. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი
ვალდებულია, თვითონ განსაზღვროს პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან თავისი
წევრების გამოყვანის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის
ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი
ფრაქციის წევრის გამოყვანის საკითხს წყვეტს შესაბამისი ორგანო.
6. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შეცვლის შემთხვევაში
პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს
წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
მუხლი 90
ამ რეგლამენტის 86–ე მუხლის მე–7 პუნქტით, 87-ეს პირველი პუნქტით და 88-ე
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ფრაქცია
ახორციელებს შექმნის მომენტიდან.
მუხლი 91
ფრაქციის ამოცანებია:
ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო
ორგანოში ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) მონაწილეობა მიიღოს პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობის
სრულყოფაში, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურ
გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, აგრეთვე მათ მიერ ამ რეგლამენტის
მოთხოვნათა შესრულებასა და საპარლამენტო ქცევის ნორმების დაცვას;
42
გ) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი პარლამენტის უმთავრესი ფუნქციის –
კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას.
მუხლი 92
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, ფრაქციას აქვს
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
2. ფრაქციას უფლება აქვს შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობის
ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან უპასუხონ შეკითხვას.
3. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის
პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა
მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს
ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს
გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა
მოუსმინოს ფრაქციამ.
4. ფრაქციას უფლება აქვს კომიტეტისა და პარლამენტის პლენარულ სხდომებზე ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით გამოთქვას თავისი მოსაზრება პარლამენტის მიერ
ასარჩევი კანდიდატურების შესახებ ან იმ კანდიდატურების თაობაზე, რომელთა
დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, აგრეთვე
მონაწილეობა მიიღოს
კამათში, მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა და განახორციელოს
საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
5. ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში,
უფლება აქვს ერთი სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს ოცდაათწუთიანი
გამოსვლით. აღნიშნული საკითხი ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხების განხილვის
დასრულების შემდეგ, გარდა კენჭისყრის პროცედურისა; პარლამენტი ვალდებულია
დაუყოვნებლივ მოუსმინოს მას.
6. პარლამენტის აპარატი ვალდებულია ფრაქციის მოთხოვნით პარლამენტის
წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.
მუხლი 93
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.
2. ფრაქციის სხდომათა პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
3. პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილ კანონპროექტთან
დაკავშირებით ფრაქცია განხილვის შემდეგ ნიშნავს გამომსვლელს, რომელიც
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას.
4. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის
გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს საჯარო ან დახურული სხდომა.
5. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:
ა) გადაწყვიტოს უმრავლესობაში ან უმცირესობაში ფრაქციის გაერთიანების
საკითხი;
ბ) ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები.
გ) მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი
საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;
დ) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;
ე) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;
ვ) წარადგინოს კანდიდატები პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევით
43
თანამდებობაზე;
ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
გამოყენების წესი;
თ) შეიმუშაოს ფრაქციის აპარატის შრომის ანაზღაურებისა და ფრაქციისათვის
გამოყოფილი სამივლინებო თანხების ხარჯვის წესი და წარუდგინოს უფლებამოსილ
სუბიექტს დასამტკიცებლად;
ი) ისარგებლოს ამ რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
6. ფრაქციის თანამდებობის პირები არიან: ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის
მოადგილე და მდივანი. მათი უფლებამოსილება და არჩევის, გადაყენების, გადარჩევის
და გადადგომის წესები განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და შესაბამისი ფრაქციის
წესდებით.
მუხლი 94
1. ფრაქციის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ;
გ) თანამდებობრივად შედის პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში;
დ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;
ე) ახორციელებს ფრაქციის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით
ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებას და საჭიროების
შემთხვევაში, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებული წესით ასრულებს ფრაქციის
თავმჯდომარის მოვალეობას.
3. ფრაქციის მდივანი ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის
დავალებებს,
ხელმძღვანელობს
ფრაქციის
შიდაორგანიზაციულ
საქმიანობას,
ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის
ხელმძღვანელი პირი.
მუხლი 95
1. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება სათანადო პირობები
და გამოიყოფა შესაბამისი თანხა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. სხდომათა დარბაზში ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო
პარლამენტის შენობაში – სამუშაო ფართობი.
3. ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი. ფრაქციის აპარატის
თანამშრომელთა
სახელფასო
ფონდს,
რომელიც
განისაზღვრება
ფრაქციის
წარმომადგენლობის პროპორციულად, ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
თავი IX
უმრავლესობა და უმცირესობა
მუხლი 96
1. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა
აღემატება პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია იძენს
44
უმრავლესობის სტატუსს.
2.
უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ
პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, თუ
გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის
წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს.
3. უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას უმცირესობა.
4. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა
აღემატება
უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის
ნახევარს, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს.
5. უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ
პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, თუ
გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის
გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.
მუხლი 97
1. უმრავლესობა და უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს
მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისათვის უმრავლესობის ლიდერი და
უმცირესობის ლიდერი პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ განცხადებებს, რომლებშიც
უნდა აღინიშნოს შესაბამისად უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებისა და მათი
წევრების ვინაობა. განცხადებას უნდა დაერთოს უმრავლესობისა და უმცირესობის
პოლიტიკური პლატფორმები და დებულებები, ხელმოწერილი შესაბამისად
უმრავლესობის ლიდერისა და უმცირესობის ლიდერის და უმრავლესობასა და
უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა თავმჯდომარეების მიერ.
2. უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობებში განხორციელებული
ცვლილებებისა და პოლიტიკურ პლატფორმებსა და დებულებებში შესწორებების
შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის ბიუროს.
3. ინფორმაცია უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაციის შესახებ ეცნობება
პარლამენტს და ქვეყნდება პარლამენტის ვებ გვერდზე.
მუხლი 98
1. უმრავლესობისა და უმცირესობის თანამდებობის პირები არიან:
ა) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები;
ბ) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები;
გ) უმრავლესობისა და უმცირესობის მდივნები.
2. უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობებში ცვლილებების შეტანის
წესი, თანამდებობის პირთა არჩევისა და გადარჩევის წესი, წევრთა უფლებამოსილება და
სტრუქტურა განისაზღვრება უმრავლესობისა და უმცირესობის დებულებებით.
მუხლი 99
უმრავლესობას და უმცირესობას უფლება აქვთ ერთი სესიის განმავლობაში
ოთხჯერ
ისარგებლონ
ოცდაათწუთიანი
გამოსვლით.
აღნიშნული
საკითხი
უმრავლესობასა და უმცირესობას შეუძლიათ დააყენონ საკითხების განხილვის
დასრულების შემდეგ, გარდა კენჭისყრის პროცედურისა; პარლამენტი ვალდებულია
დაუყოვნებლივ მოუსმინოს მათ.
მუხლი 100
45
უმრავლესობისა და უმცირესობის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები,
რომლებიც იქმნება ფრაქციის აპარატის შექმნისათვის დადგენილი წესით. აპარატების
საშტატო ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრება უმრავლესობასა და უმცირესობაში
გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.
თავი X
ინტერფრაქციული ჯგუფი
მუხლი 101
1. პარლამენტში კანონპროექტის ან სხვა საკითხის განხილვისას წარმოშობილ
აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება –
შეჯერების მიზნით ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, პარლამენტის
თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი.
2. ინტერფრაქციული ჯგუფი უფლებამოსილია კანონპროექტის ან სხვა საკითხის
თაობაზე საკუთარი მოსაზრებებით ან წინადადებით მიმართოს პარლამენტის
თავმჯდომარეს, პარლამენტის ბიუროს.
3. ინტერფრაქციულ ჯგუფს სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით,
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოეყოს საქმიანობისათვის
აუცილებელი ხარჯები.
კარი III
პარლამენტის თანამდებობის პირები
თავი XI
პარლამენტის თანამდებობის პირები
მუხლი 102
1. პარლამენტის თანამდებობის პირები არიან:
ა) პარლამენტის თავმჯდომარე;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
გ) კომიტეტის თავმჯდომარე;
დ) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები;
ე) ფრაქციის თავმჯდომარე;
ვ) საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები;
ზ) კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეთა მოადგილეები;
თ) პარლამენტის აპარატის უფროსი.
2. პარლამენტის წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე, გარდა
ფრაქციაში და დროებით კომისიაში დაკავებული თანამდებობებისა.
3. პარლამენტის თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
კოორდინაციას უწევენ პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობას.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
თანამდებობის
პირი
არჩეული
იქნება
სხვა
საპარლამენტო
შეუთავსებელ
თანამდებობაზე,
პარლამენტის
იმავე
დადგენილებით
მას
თანამდებობრივი
უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება სხვა თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით.
46
თავი XII
პარლამენტის თავმჯდომარე
მუხლი 103
1. პარლამენტი პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული
კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს.
2. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატურის
დასახელების უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის
გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან
ჯგუფს.
3. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების წერილობითი
განცხადება წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც
ადგენს შესაბამის კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.
კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს სიას და თანხმობას
ითხოვს კანდიდატებისაგან, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე.
4. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა.
5. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის პარლამენტის თავმჯდომარეობის
კანდიდატს ეძლევა 20 წუთი და შესაბამისი დრო, უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რის
შემდეგაც იწყება კამათი, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით
განხილვისათვის დადგენილი წესით.
6. პარლამენტის
თავმჯდომარის
თანამდებობაზე
არჩეულად
ჩაითვლება
კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტი.
მუხლი 104
1. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდა 1 კანდიდატი და
იგი არ იქნა არჩეული, ტარდება ხელახალი არჩევნები.
2. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდა 2 კანდიდატი და
მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც
ხმების მეტი რაოდენობა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ
მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.
3. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდა 2-ზე მეტი
კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება
არჩევნების მომდევნო ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა
მიიღეს. თუ მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს,
რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ
შემთხვევაშიც ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ
მომდევნო ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად
კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
4. კენჭისყრისას ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ტარდება ხელახალი
კენჭისყრა.
5. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ყოველი კენჭისყრის წინ შეუძლია
47
მოხსნას თავისი კანდიდატურა.
მუხლი 105
პარლამენტის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო
ურთიერთობებში;
ბ) პარლამენტის შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
გ) უძღვება პარლამენტის მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს
პარლამენტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას;
დ) თავმჯდომარეობს პარლამენტის პლენარულ სხდომებს, იწვევს და
თავმჯდომარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ
უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს;
ე) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილეების საქმიანობის სფეროებს, აძლევს
მათ ცალკეულ დავალებას;
ვ) ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების
საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის მიმართვებს;
ზ) საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტის 169-ე მუხლით
განსაზღვრულ შემთხვევებში ხელს აწერს კანონპროექტებს და აქვეყნებს კანონებს;
თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ
აქტებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;
კ) საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
განსაზღვრული ვადით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას;
ლ) ამ რეგლამენტით დადგენილ შემთხვევაში პარლამენტში აყენებს საგამოძიებო ან
სხვა დროებითი კომისიების შექმნის საკითხს;
მ) იღებს ზომებს პარლამენტისა და ცალკეული პარლამენტის წევრის
უსაფრთხოებისა და მათი ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად;
ნ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის აპარატისა და სხვა დამხმარე
სტრუქტურების საქმიანობას;
ო) ამტკიცებს პარლამენტის აპარატის დებულებას და სტრუქტურას, აპარატის
საშტატო განრიგს, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობას;
პ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის
მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში
შემავალი დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელებს;
ჟ) ნიშნავს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს;
რ) განსაზღვრავს პარლამენტის ბიუჯეტს და პარლამენტს წარუდგენს
დასამტკიცებლად;
ს) ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის და სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკს;
ტ) პარლამენტის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისათვის ქმნის ხაზინადართა
საბჭოს, ამტკიცებს ხაზინადართა საბჭოს დებულებას და პარლამენტის ბიუროსთან
შეთანხმებით ნიშნავს ხაზინადართა საბჭოს წევრებს;
უ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ცალკეული პარლამენტის წევრისა
და საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხებს;
ფ)
ამ
რეგლამენტით
დადგენილი
წესით
წყვეტს
დისციპლინური
48
პასუხისმგებლობის საკითხებს;
ქ)ამტკიცებს პარლამენტის შენობა-ნაგებობებში და მიმდებარე ტერიტორიაზე
უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს;
ღ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს
წინადადებას რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის შესახებ;
ყ) ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში წარადგენს
კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს;
შ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის კანდიდატურას;
ჩ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს კონტროლის პალატის
თავმჯდომარეობის კანდიდატს;
ც) ამტკიცებს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას;
ძ) პარლამენტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ
შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში;
წ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს,
რომლებსაც არა აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ
სხდომაზე დასწრების სურვილის მქონე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს;
ჭ) ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის ჩატარებისა და მასობრივი
ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს;
ხ) პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ბრძანებით ანიჭებს
საქართველოს
ტერიტორიაზე
მოქმედ
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებას;
ჯ) ბრძანებით ადგენს საქართველოს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის
აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების
ანაზღაურების წესს;
ჰ) პარლამენტის აპარატის მოსამსახურეთათვის აწესებს ზეგანაკვეთური მუშაობისა
და განსაკუთრებული საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის და სხვა
დანამატებს;
ჰ1) გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის
უზრუნველსაყოფად ქმნის და ამ რეგლამენტის 282-ე მუხლის შესაბამისად
ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭოს;
ჰ2) გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს
საბჭოს წევრებს.
ჰ3) განსაზღვრავს პარლამეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაქღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანოს
შორის
სამუშაო/საკონსულტაციო
ჯგუფის
შემადგენლობას.
ჰ4) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მათთვის
მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 106
1. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების
გარეშე, საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი
ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
2. პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საჯარო განცხადების
გაკეთების მომენტიდან.
49
მუხლი 107
1. პარლამენტის
თავმჯდომარე
პარლამენტმა
შეიძლება
გადააყენოს
თანამდებობიდან. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის
წინაშე შეიძლება წერილობით დააყენოს პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ერთმა მესამედმა.
2. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა წერილობით უნდა იყოს
მოტივირებული.
3. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს
პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე
წარუდგენს პარლამენტს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ პარლამენტი
დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების
საკითხის განხილვის დაწყების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების
შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს სესიაზე საკითხის განხილვის დაწყებიდან
15 დღის ვადაში.
5. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 1 თვეზე ნაკლები, პარლამენტის
თავმჯდომარის გადაყენების საკითხი განიხილება პარლამენტის მომდევნო სესიაზე.
6. აკრძალულია პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და სხდომაზე პარლამენტის
თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარება.
7. პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია
გაიარა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა და
წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობამ.
8. თუ პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის
გადაყენების შესახებ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და დაუშვებელია იმავე სესიაზე
აღნიშნული საკითხის განხილვა.
მუხლი 108
პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
პარლამენტი 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს ახალ პარლამენტის
თავმჯდომარეს, ხოლო თუ საკითხის განხილვის პერიოდში პარლამენტის პლენარული
სხდომები არ მიმდინარეობს ან თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე
ნაკლები, საკითხი განიხილება რიგგარეშე სხდომაზე ან სესიაზე.
მუხლი 109
1.
პარლამენტის
თავმჯდომარის
მიერ
საქართველოს
კონსტიტუციით
განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების,
პარლამენტის
თავმჯდომარის
მიერ
უფლებამოსილების
განხორციელების
შეუძლებლობის ან თანამდებობიდან მისი გადაყენების ან გადადგომის გამო
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას
ასრულებენ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული
შემდეგი წესებით:
ა) თუ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევაში პარლამენტის
თავმჯდომარე ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, ამ პერიოდში
პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს ერთ50
ერთ მოადგილეს, რასაც პარლამენტი ადასტურებს დადგენილებით;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობისას პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით
ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე;
გ) თუ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან,
პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით ასრულებს მისი ერთ-ერთი
მოადგილე, თუ პარლამენტმა სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო;
დ) თუ პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეუძლია, თავის მოადგილეს დაავალოს
თავის უფლებამოსილებათა განხორციელება, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის
შესრულებას პარლამენტი დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში
პარლამენტის
თავმჯდომარის
მოვალეობის
შემსრულებლის
კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ ფრაქციას, რომელიც არ არის
გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, აგრეთვე უმრავლესობასა და
უმცირესობას.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებზე პარლამენტმა პირველსავე კენჭისყრისას ვერ მიიღო გადაწყვეტილება,
განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის სხვა მოადგილის კანდიდატურა და
ჩატარდება კენჭისყრა.
4. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის
(დადასტურების) საკითხი წყდება პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
გადაწყვეტილებების მიღებამდე პარლამენტის სხდომას (სხდომებს) ხელმძღვანელობს
პარლამენტის თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.
მუხლი 110
1. პარლამენტის წევრი, რომელიც იყო წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე,
უზრუნველყოფილია იმავე შრომითი ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო
ფართობი, სამდივნო, კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკური საშუალებები),
რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
2. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ახალი მოწვევის პარლამენტის
უფლებამოსილების
ვადით
ემსახურება
სამსახურებრივი
მანქანა
და
უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები
ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
4. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე არ ვრცელდება პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე საკითხის განხილვისას ამ რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვები.
თავი XIII
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები
მუხლი 111
1. პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, თავის წევრთაგან, საკუთარი
უფლებამოსილების
ვადით,
ფარული
კენჭისყრით,
სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის,
პირველ მოადგილეს:
51
ა) თითო მოადგილე აირჩევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ
პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული
წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ამ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის
წარდგინებით;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის
დასახელების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არა უმეტეს 3 კანდიდატურის
დასახელების უფლება აქვს უმრავლესობას;
დ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არა უმეტეს 3 კანდიდატურის
დასახელების უფლება აქვთ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ იმ
საარჩევნო სუბიექტების მიერ შექმნილ იმ ფრაქციებს, რომლებიც გაერთიანებული არ
არიან უმრავლესობაში.
2. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურების დასახელების
შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს,
რომელსაც რეგლამენტით დადგენილი წესით საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი
პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების
საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს
(პარლამენტის წევრებს) უფლება აქვთ წარადგინონ ახალი კანდიდატი. თუ ვერც მან
მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ორივე კანდიდატს ერთად ეყრება კენჭი და არჩეულად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. თუ ორივე
კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება პირველად
წარდგენილი კანდიდატი.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სუბიექტებს უფლება აქვთ ნებისმიერ
დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილეები. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის
თაობაზე წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც აღნიშნულის შესახებ
აცნობებს პარლამენტის ბიუროსა და პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს. ამ ფაქტის ცნობად მიღებისთანავე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეუწყდება უფლებამოსილება, რაც ფორმდება
საოქმო ჩანაწერით.
5. გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის
შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეული პარლამენტის წევრები და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის
წევრები იღებენ ხმათა უმრავლესობით,
რასაც ადასტურებენ პარლამენტის
თავმჯდომარისათვის წარდგენილ განცხადებაზე ხელის მოწერით.
მუხლი 112
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეუძლია ამ რეგლამენტის 106-ე
მუხლით დადგენილი წესით გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.
მუხლი 113
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გადადგომის, თანამდებობიდან
გადაყენების ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი, როგორც წესი, არა უგვიანეს 15 დღისა ირჩევს
52
პარლამენტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს. თუ სესიის დამთავრებამდე
დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, საკითხი განიხილება მომდევნო სესიის პირველსავე
სხდომაზე.
თავი XIV
პარლამენტის ბიურო
მუხლი 114
პარლამენტის საქმიანობის ორგანიზების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარის,
მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით
იქმნება პარლამენტის ბიურო.
მუხლი 115
პარლამენტის ბიურო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით:
ა) შეიმუშავებს და პარლამენტს
დასამტკიცებლად წარუდგენს ორკვირიანი
ციკლისა და სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტებს.
უფლებამოსილია საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის
წესრიგის პროექტში, თუ დარღვეული არ არის ამ რეგლამენტით განსაზღვრული
საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი;
ბ) შეიმუშავებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს
შეკითხვების განხილვისა და პოლიტიკური დებატებისათვის, ასევე სამთავრობო
საათისათვის განკუთვნილი სხდომის დანიშვნის შესახებ;
გ) განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასატანი კანონპროექტების
შესახებ დასკვნებს, კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების
დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს;
დ) განიხილავს საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების,
საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევის თაობაზე
შესაბამისი კომიტეტების დასკვნებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნას,
რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს;
ე) ამტკიცებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა
დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში;
ვ) ამტკიცებს კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების
დებულებებს;
ზ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების, უმრავლესობისა და
უმცირესობის რეგისტრაციის საკითხებს;
თ) უზრუნველყოფს
სხვა
სახელმწიფოში
წარგზავნილი
საპარლამენტო
დელეგაციებისა და პარლამენტის წევრების ანგარიშების მოსმენას პარლამენტის ბიუროს
სხდომაზე ან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე;
ი) ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს მიერ მიღებულ
წინადადებებს (რეკომენდაციებს).
კ) იღებს გადაწყვეტილებებს პარლამენტის მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ
საკითხებზე;
ლ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
53
მუხლი 116
1. პარლამენტის ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება პარლამენტის თავმჯდომარე
ან მისი დავალებით – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
2. პარლამენტის ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება როგორც წესი
ყოველ ორშაბათს, 15 საათზე, ხოლო არასასესიო პერიოდში – საჭიროებისამებრ.
3. პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს პარლამენტის ბიუროს
რიგგარეშე სხდომა საკუთარი ინიციატივით ან კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის ან
უმცირესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4. პარლამენტის ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის
ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებებს იღებს
სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის
გახსნისათვის (უფლებამოსილებისათვის) დადგენილი კვორუმის ნახევრისა.
5. პარლამენტის ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. ბიუროს სხდომა
შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს
დაუჭერს ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ბიუროს დახურულ
სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული პირი.
6. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა.
საპატიო მიზეზით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში
კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ,
ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა
მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
7. პარლამენტის ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება
დაესწრონ საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები,
უმრავლესობისა
და
უმცირესობის
ლიდერები,
ინტერფრაქციული
ჯგუფის
ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი.
8.
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნებს
შეუძლიათ პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენონ საკითხი და მონაწილეობა მიიღონ
მის განხილვაში სათათბირო ხმის უფლებით, ასევე მოითხოვონ დღის წესრიგში
საკითხის დამატება.
მუხლი 117
1. პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პარლამენტს
ეცნობება უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
2. პარლამენტს შეუძლია პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებები გააუქმოს ან
ცვლილებები
შეიტანოს
მათში
პლენარულ
სხდომაზე
დამსწრეთა
ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი
მეხუთედისა.
3. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით.
პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმის ამონაწერები ეგზავნება ფრაქციებს, კომიტეტებს,
უმრავლესობას, უმცირესობას, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებს, აგრეთვე
პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა და საფინანსო დეპარტამენტებს.
კარი IV
პარლამენტის სესიები
54
თავი XV
ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება და პირველი სხდომა
მუხლი 118
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის
გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში. ახალარჩეული პარლამენტის პირველი
სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება,
თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს)
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას.
2. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას
ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტი. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის
მიერ გაცემული დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის
აპარატი. სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო
ფურცელზე ხელის მოწერით.
3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის საქართველოს
პრეზიდენტი. სხდომას ესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
4. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს ასაკით უხუცეს პარლამენტის წევრს,
რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომას.
5. სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იქნენ სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები,
საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და
საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
მუხლი 119
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტში არჩეულ
პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით,
პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა:
ა) პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით,
რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.
დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას,
დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან
ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია პარლამენტის
პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე წყვეტს
საქმიანობას და შემდგომ შეიძლება შეიქმნას ყოველი ერთი სესიის ვადით, თუ
პარლამენტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ფუნქციების შესრულებას;
ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია 17 წევრის შემადგენლობით,
რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.
2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობის
დაკონპლექტებისთანავე პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას უწყდება
უფლებამოსილება.
55
მუხლი 120
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს
არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს
პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას
(საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის,
შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის
გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი
საქმიანობის შესახებ).
2. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის პირველ
პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც
დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას დროებითი სამანდატო
კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.
3. პარლამენტის დადგენილებაში პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის
თაობაზე არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება:
ა)
გასაჩივრებულია
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში
ან
საქართველოს უზენაეს სასამართლოში;
ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული
პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის დროებითი სამანდატო
კომისიის, ხოლო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შექმნის შემდეგ – ამ
კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტი განიხილავს უახლოეს პლენარულ
სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი პარლამენტის წევრად არჩეულად
გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული
პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი
სამანდატო კომისია ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც
ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნულ დასკვნას პარლამენტი განიხილავს უახლოეს
პლენარულ სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
5. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ
პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა,
იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან
უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
6. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო
პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია,
პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო
სხდომას იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის
განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის
წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც
საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ
პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
7. პარლამენტის
სრული
შემადგენლობის
არანაკლებ
ორი
მესამედის
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების
ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი
ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად
56
აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური
წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის
ინტერესების, მოქალაქეთა უფლება-თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების
დაცვის სამსახურში“. ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ
„ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს, რის შემდეგაც სრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
8. პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც გადაიდო ან რომელიც
პარლამენტის წევრად აირჩიეს მეორე ტურში ან პარლამენტის გამოკლებული წევრის
ნაცვლად, ფიცის ტექსტს კითხულობს და ხელმოწერით ადასტურებს უფლებამოსილების
ცნობისთანავე.
მუხლი 121
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის წევრები
პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და
დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნის თაობაზე.
2. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პლენარულ სხდომას
აწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ
სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.
3.
ფრაქციების
შექმნისთანავე
პარლამენტის
აპარატის
საორგანიზაციო
დეპარტამენტი
შეიმუშავებს
კომიტეტებში
ფრაქციათა
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს პარლამენტის დროებით სამანდატო
კომისიას. დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას
დასამტკიცებლად
წარუდგენს
კომიტეტებში
ფრაქციათა
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტებს. გადაწყვეტილებას კვოტების შესახებ პარლამენტი იღებს
დადგენილებით.
4. თუ ფრაქციის შექმნისას იგი იძენს საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს, მის
რეგისტრაციას ახორციელებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია.
მუხლი 122
1. ახალარჩეული პარლამენტი საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;
ბ) ქმნის კომიტეტებს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს მათ
თავმჯდომარეებს;
გ) ამ რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში განიხილავს საქართველოს
მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე კენჭისყრისას შესაძლებელია
გამოყენებულ იქნეს კენჭისყრის ელექტრონული სისტემა.
თავი XVI
პარლამენტის სასესიო მუშაობის წესი
მუხლი 123
1. პარლამენტი იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე.
2. მორიგ სესიაზე პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და
საშემოდგომო სესიებზე. საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და
იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის
57
პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს. პარლამენტის სესია იხსნება
და დახურულად ცხადდება პლენარულ სხდომაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში –
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
3. პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის
პერიოდში.
4. პარლამენტის მორიგი სესია არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას. რიგგარეშე
სესია მოიწვევა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი 124
1. პარლამენტის სესია იგეგმება ორკვირიანი ციკლით. პირველი კვირა, გარდა
ახალარჩეული პარლამენტის სხდომების პირველი კვირისა, ეთმობა პლენარულ
სხდომებს და კომიტეტების მუშაობას, ხოლო მეორე კვირა ეთმობა ამომრჩევლებთან
შეხვედრას და კომიტეტების მუშაობას.
2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი
მდგომარეობისა, იმართება როგორც წესი პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათს და
პარასკევს 12 საათიდან 19 საათამდე; 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება.
3. მორიგი სესიის პლენარული სამუშაო ციკლის მსვლელობისას პლენარული
სხდომები, როგორც წესი, არ იმართება კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე)
დღეებში.
4. საჭიროების შემთხვევაში, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, პარლამენტს ცვლილება შეაქვს
თავისი მუშაობის განრიგში.
5. საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი,
პარლამენტის პლენარული სხდომები არ ტარდება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა
მორიგი სესიის პლენარულ სამუშაო ციკლს, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ
სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის
შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით. სხვა შემთხვევაში
პლენარული სხდომა მოიწვევა და ტარდება რიგგარეშე სხდომისათვის ამ რეგლამენტის
125-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. ახალი პარლამენტის არჩევნების დღის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტის
მორიგი სესიები არ ტარდება, ხოლო რიგგარეშე სესია ან სხდომა იმართება მხოლოდ
საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით, 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და 76-ე მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებულ საკითხებზე.
7. დასვენების (უქმე) დღეებში პარლამენტის პლენარული სხდომის გამართვის
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო.
მუხლი 125
1. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის პარლამენტის
შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, ან მთავრობის წარდგინებით
პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის
მიმდინარეობისას რიგგარეშე სხდომას.
2. პარლამენტის თავმჯდომარე ან/და პარლამენტის შემადგენლობის ერთი
მეოთხედი წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის
58
თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 24 საათში. წერილობით მოთხოვნას
რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ
საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევისას – სესიაზე განსახილველ
სავარაუდო საკითხთა ნუსხა.
3. რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი
მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში
პარლამენტი უფლებამოსილია მომდევნო 48 საათში შეუდგეს მუშაობას.
4. საქართველოს მთავრობა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის
მოწვევის თაობაზე წარდგინებას საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს წარდგინების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
5. საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას ან სხდომას მოიწვევს
გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში
დაუყოვნებლივ, რაც პარლამენტის წევრს პირადად უნდა ეცნობოს.
6. რიგგარეშე სესიის მოწვევისას დღის წესრიგი განისაზღვრება ამ რეგლამენტის
XVII თავით დადგენილი წესით. რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული
დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
7. რიგგარეშე სესიასა და სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 124-ე მუხლის მე2–მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
8. რიგგარეშე სესია ან სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არა
უგვიანეს 1 დღისა. პარლამენტს მორიგი სესიის დღის წესრიგში შეუძლია შეიტანოს ის
საკითხი (საკითხები), რომლის (რომელთა) განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე
სესიაზე.
9. პარლამენტი იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის გამოცხადებიდან 48 საათში. პარლამენტის წევრები ვალდებულნი არიან
პერსონალური შეტყობინების გარეშე გამოცხადდნენ სხდომაზე.
კარი V
პარლამენტის პლენარული სხდომა
თავი XVII
პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი
მუხლი 126
1. პარლამენტის ბიურო ადგენს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი
კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხას.
2. პარლამენტის ბიურო განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების
ნუსხის საფუძველზე ადგენს პარლამენტის სასესიო კვირის პლენარული სხდომების
დღის წესრიგის პროექტს.
3. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის პლენარული სხდომის
დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული ამ
რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები.
მუხლი 127
1. პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს,
რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. სხდომის
თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით
შესაძლებელია
მოხდეს
საკითხების
59
თანამიმდევრობის შეცვლა ან ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან
საკითხებზე საერთო კამათის გამართვა.
2. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით შეიძლება
მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება დამტკიცებული დღის წესრიგის ფარგლებში
საკითხების თანმიმდევრობის შეცვლის ან საკითხის რიგგარეშე განხილვის შესახებ.
ამასთან, პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით, დამსწრეთა
ხმების უმრავლესობის თანხმობით, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება
განხილულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის გამართვის თაობაზე.
3. პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია დასვას საკითხი პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილების შეტანის ან დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხის (გარდა კანონპროექტებისა) რიგგარეშე განხილვისა და
კენჭისყრის შესახებ;
4. პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგთან დაკავშირებით
პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრს ეძლევათ სამწუთიანი სიტყვა. დროის
გაგრძელების საკითხი არ განიხილება.
5. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, ფრაქცია, უმცირესობა და
უმრავლესობა მოითხოვენ პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში
საკითხის შეტანას, სხდომის თავმჯდომარე განმარტავს დღის წესრიგში საკითხის
შეუტანლობის მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება.
გადაწყვეტილება დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის შეტანის თაობაზე მიიღება
კამათის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის
სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
მუხლი 128
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, როგორც წესი, რიგგარეშე განიხილება
საქართველოს მთავრობის მიერ შემოტანილი კანონპროექტები და მიმართვები მისივე
მოთხოვნის საფუძველზე.
თავი XVIII
პარლამენტის პლენარული სხდომის წარმართვა
მუხლი 129
1. პარლამენტის პლენარულ სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის
თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა
პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთერთ მოადგილეს.
2. სხდომის თავმჯდომარე:
ა) აუწყებს პარლამენტს სხდომის გახსნასა და დამთავრებას;
ბ) უძღვება საკითხების განხილვას;
გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას;
დ) ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ;
ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს;
ზ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ჩამოართმევს
გამომსვლელს, მისცემს გაფრთხილებას, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს პარლამენტის
წევრს ან მოწვეულ სტუმარს;
60
თ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეწყვეტს სხდომას ან
აცხადებს შესვენებას;
ი) კანონპროექტის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭს უყრის საკითხს
კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შემთანხმებელი კომისიის შექმნის ან
საკონსულტაციო შეხვედრის შესახებ;
კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების
შემთხვევაში ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და
ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას;
ლ) ახორციელებს ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული
წესით მონაწილეობა მიიღოს საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე თავისი
უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება
გამოსვლის დამთავრებისთანავე.
4. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს კომენტარი გაუკეთოს პარლამენტის
წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს ამ მიზნით, შეაფასოს პარლამენტის წევრის
გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ კითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა პარლამენტის წევრი არღვევს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.
მუხლი 130
1. პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება
პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
2. დილის სხდომის გახსნის წინ და კენჭისყრების წინ ტარდება პარლამენტის
წევრთა რეგისტრაცია.
3. რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს საჭიროების
შემთხვევაში
ადასტურებს
მანდატურთუხუცესი,
რომელიც
პირადად
არის
პასუხისმგებელი თავის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის.
4. თუ რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის ინფორმაცია ეჭვს იწვევს,
უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული
უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს უფლება
აქვთ მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრაციაში გატარებულ
პირთა
სიის
ამოკითხვით.
ხელახალი
რეგისტრაციის
ჩატარების
შესახებ
გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების
რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს.
5. თუ პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას რეგისტრაციის შედეგების
მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება პარლამენტის წევრთა საკმარისი
რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის
განმავლობაში ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა
პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში
სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში არ
აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, იმავე პროცედურით
რეგისტრაცია იმართება საღამოს სხდომაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის
თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.
6. პარლამენტის ყოველი დილის სხდომის გახსნისა და კენჭისყრის წინ
პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შემდეგ, მანდატურთუხუცესი აღრიცხავს
პარლამენტის წევრთა დასწრებას. საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის,
ფრაქციათა ხელმძღვანელები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოადგილეები,
61
რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი
წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. პარლამენტის წევრი, რომელიც
არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში, უმცირესობაში, ფრაქციაში,
მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს
წერილობით მანდატურთუხუცესს.
7. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირები არ
მიაწვდიან მანდატურთუხუცესს ინფორმაციას, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა
არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.
8. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა ჩაეთვლება გაცდენილად, თუ იგი არ
გაივლის რეგისტრაციას დილის სხდომის განმავლობაში, ხოლო კენჭისყრების დღეებში –
დილის სხდომის განმავლობაში ან კენჭისყრების წინ.
9. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად
არ
ჩაეთვლება,
თუ
საპარლამენტო
უმრავლესობა,
უმცირესობა,
ფრაქცია,
დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი, პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს
აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის
მიღებაზე. აღნიშნულის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის
თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
10. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის
საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი
მივლინება. აღნიშნული მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს
კომიტეტის თავმჯდომარე (მოადგილე) – კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში,
ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე (მოადგილე) – პლენარული სხდომის გაცდენის
შემთხვევაში.
მუხლი 131
1. პარლამენტის პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა,
მიმდინარეობს საჯაროდ. საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი
წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს.
2. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტელე-რადიოტრანსლაციით.
3. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს
მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს
მთავრობის საპარლამენტო მდივანი და საქართველოს სახალხო დამცველი
უფლებამოსილნი არიან საკუთარი ინიციატივით დაესწრონ პარლამენტის პლენარულ
სხდომებს.
4. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს პლენარულ სხდომებზე მოიწვიოს
საზოგადოებრიობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები, რომლებიც სხდომათა
დარბაზში მათთვის განკუთვნილ ადგილებს იკავებენ.
5. ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს,
საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ
დააყენონ პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად
გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
62
შემადგენლობის ერთი მესამედისა.
6. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის
თავმჯდომარე.
7. დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი
ჩაიკეტება.
8. პარლამენტის პლენარული სხდომის დროს პარლამენტის წევრები და მოწვეული
პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საპარლამენტო ეთიკის ნორმები.
მუხლი 132
1. სხდომის თავმჯდომარე ჩაქუჩის ორი დარტყმით დამსწრეთ აცნობებს
პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებას, ხოლო სამი დარტყმით – სხდომის
დამთავრებას. ყოველი სხვა პროცედურის დაწყება და დამთავრება ერთი დარტყმით
აღინიშნება. სხდომის თავმჯდომარეს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვაში ეხმარება
პარლამენტის მანდატურის სამსახური.
2. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტის წევრების
გარდა, სხდომათა დარბაზში მოძრაობის უფლება აქვთ მხოლოდ მანდატურს,
პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს, რომლებიც განმასხვავებელ სამკერდე
ნიშნებს ატარებენ. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სხდომათა
დარბაზში შესვლის უფლება აქვს განსახილველ საკითხზე კომიტეტის აპარატის
პასუხისმგებელ მუშაკს.
თავი XIX
პოლიტიკური დებატები
მუხლი 133
1. ფრაქციას, უმრავლესობასა და უმცირესობას უფლება აქვთ მოითხოვონ
პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნა. პოლიტიკური დებატების დღე, როგორც წესი,
პლენარული სამუშაო ციკლის განმავლობაში ინიშნება ერთხელ. გადაწყვეტილება
პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ მიიღება დამსწრეთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი
მესამედისა.
2. პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას
ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის
თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10
წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5
წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის
ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის
გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი
დროის გაზრდა დაუშვებელია. გამომსვლელთა თანმიმდევრობას განსაზღვრავს
პარლამენტის ბიურო.
3. პოლიტიკური დებატების ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს
ისარგებლოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებული დროის ლიმიტით და
განხილული საკითხი დააყენოს კენჭისყრაზე.
თავი XX
განცხადებები
63
მუხლი 134
1. სასესიო კვირის ყოველ ოთხშაბათს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ,
პარლამენტის წევრებს ამ თავით დადგენილი წესით
ეთმობათ 30 წუთი
განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,
გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 30
წუთისა. ცალკეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 5 წუთს და მათთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.
2. პარლამენტის წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე განცხადებებისათვის
პირადად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და
წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. პარლამენტის წევრს ასევე უფლება აქვს პირადად
ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. განმცხადებელთა
თანამიმდევრობა განისაზღვრება გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით.
განმცხადებელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის
თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, პარლამენტის წევრი გამომსვლელთა
სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის
მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს განცხადებით გამოსვლის უფლება.
პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში, უფლება არა აქვს მისი
გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს პარლამენტის სხვა წევრს.
3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისათვის სხდომის სამდივნოს
განცხადებისათვის არ მიმართავს არც ერთი პარლამენტის წევრი, პლენარულ სხდომაზე
პარლამენტის წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის
თავმჯდომარე აუწყებს პლენარულ სხდომას.
4. ცალკეულ შემთხვევებში სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს სასესიო კვირის
სხვა დღეს პარლამენტის წევრებს გამოუყოს დრო განცხადებებისათვის. ასეთ
შემთხვევაში განცხადებისათვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო განცხადებების საერთო ხანგრძლივობა – 30 წუთს.
ამასთანავე, პარლამენტის წევრს უფლება აქვს განცხადებით გამოვიდეს მხოლოდ
ერთხელ.
თავი XXI
ხმის მიცემა და დათვლა
მუხლი 135
1. კენჭისყრა ყველა განხილულ საკითხზე, გარდა, საკადრო და ამ რეგლამენტით
გათვალისწინებული სხვა გამონაკლისი საკითხებისა, ეწყობა, როგორც წესი სასესიო
კვირის ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათიდან 19 საათამდე. კენჭისყრის პროცედურის
დაწყებამდე პარლამენტის წევრთა გამოსვლები დაუშვებელია. პლენარული სხდომის
თავმჯდომარეს უფლება აქვს მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხთან დაკავშირებით
გააკეთოს განცხადება, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
2. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ მოწმდება კვორუმი. თუ პლენარულ
სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა,
სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის ჩატარების დროს.
3. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში
ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
64
4. კენჭისყრის პროცედურისას ერთწუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ
კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე. ამასთან, უმცირესობას, უმრავლესობას უფლება
აქვთ ოთხჯერ ისარგებლონ პროცედურულ საკითხზე ერთწუთიანი გამოსვლით,
ფრაქციას, რომელიც არ შედის უმრავლესობაში, უმცირესობაში – ორჯერ,
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს– ერთხელ.
მუხლი 136
1. პარლამენტის წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის
უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა.
2. თუ პარლამენტის წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა
აქვს ამ საკითხზე ხმა მისცეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
მუხლი 137
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა და სიის
ამოკითხვა, კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა, სახელობითი
ბიულეტენებით – სახელობითი კენჭისყრა) ან ფარული (ბიულეტენებით, კენჭისყრის
ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გვარების აღუნიშნავად).
2. კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა კონსტიტუციითა და კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ფარული კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს
კენჭისყრის ფორმას.
4. ფრაქციას უფლება აქვს კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ მოითხოვოს
მხოლოდ ერთი შესვენება არა უმეტეს 5 წუთისა.
5. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას იკრძალება პარლამენტის წევრის მიერ
სხდომათა დარბაზის დატოვება.
მუხლი 138
1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას ხმის დამთვლელი
კომისია ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ადგენს კენჭისყრის ადგილსა
და ბიულეტენის ფორმას. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.
2. ბიულეტენების შევსებისას პარლამენტის წევრი გადახაზავს მისთვის
არასასურველი კანდიდატის გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის გვარს,
რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გვარია შეტანილი, მისთვის
ხმის მიცემა გამოიხატება გვარის შემოხაზვით, ხოლო მიუცემლობა – მისი გადახაზვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით შევსებული
ბიულეტენი ბათილად ითვლება.
4. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის მიერ პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი
ბარათის სიგნალის მიუღებლობის შემთხვევაში მისი ხმა მიცემულად ჩაითვლება, თუ ეს
დადასტურდება კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე. თუ დადასტურდა, რომ
განცხადება კენჭისყრის შედეგების გაყალბების მიზნით არის გაკეთებული, ეს გავლენას
არ ახდენს კენჭისყრის შედეგებზე. თუ შედეგების გამოცხადების შემდეგ დადასტურდა,
რომ ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის
სიგნალი ან სხვისი ბარათია გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია, ტარდება ხელახალი
კენჭისყრა.
5. თუ ღია კენჭისყრის შედეგები ეჭვს იწვევს, პლენარული სხდომის
თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, ფრაქციის, უმრავლესობის,
65
უმცირესობის მოთხოვნით შეიძლება დაისვას სახელობითი კენჭისყრის ჩატარების
საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით,
მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
6. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების შემთხვევაში ფრაქციის, უმცირესობის,
უმრავლესობის მოთხოვნით შესაძლებელია ამოკითხულ იქნეს კენჭისყრის მონაცემები.
7. სათანადოდ მოტივირებული განცხადება კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ
დაყენების თაობაზე დაუყოვნებლივ წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს,
რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს მანდატურთუხუცესს. მანდატურთუხუცესი
შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ
აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა
იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის
საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე
სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის,
ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ
გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში
შესაბამის პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს, ფრაქციას, უმრავლესობას,
უმცირესობას იმავე დღეს უფლება არა აქვთ მოითხოვონ სხვა კენჭისყრის შედეგების
გადამოწმება.
8. კენჭისყრების მიმდინარეობისას რეგისტრაციის მონაცემთა ცვლილების
შემთხვევაში, პარლამენტის წევრის მოთხოვნის საფუძველზე, რეგისტრაციის მონაცემთა
ცვლილების შესახებ ინფორმაციას პარლამენტს წარუდგენს მანდატურთუხუცესი.
9. ყველა კენჭისყრის შედეგს პარლამენტს აცნობებს პლენარული სხდომის
თავმჯდომარე და განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.
10. ხმის მისაცემი ბარათის დაკარვის შესახებ პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ
აცნობებს პარლამენტის აპარატს. ასეტ შემთხვევაშიპარლამენტის წევრს გადაეცემა ხმის
მისაცემი დროებითი ბარათი.
კარი VI
საკანონმდებლო პროცესი
თავი XXII
კანონპროექტის მომზადება და პარლამენტში წარდგენა
მუხლი 139
საკანონმდებლო პროცესი არის კანონპროექტის მომზადებისა და მიღების ერთიანი
პროცედურა, რომელიც გულისხმობს: საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე
სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებას, პარლამენტში წარდგენას, პარლამენტის
მიერ კანონპროექტის
განხილვას, მიღებას, საქართველოს პრეზიდენტისათვის
ხელმოსაწერად გადაცემას, პრეზიდენტის უფლებას – შენიშვნებით დაუბრუნოს
პარლამენტს მიღებული კანონპროექტი, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შენიშვნებით
დაბრუნებული კანონპროექტის განხილვას, მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის
მიერ ხელის მოწერას და კანონის გამოქვეყნებას.
მუხლი 140
პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით
განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს:
წარდგენილი
კანონპროექტი
66
ა)
კანონპროექტი
გადაეცემა
პარლამენტის
აპარატის
საორგანიზაციო
დეპარტამენტს;
ბ) პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი კანონპროეტს გადასცემს
პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს
ამ რეგლამენტის 144-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნების
მოსამზადებლად. რის შემდეგაც კანონპროექტი იურიდიული დეპარტამენტის და
საბიუჯეტო ოფისის დასკვნებთან ერთად საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ
გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია ბიუროს
დაწყებამდე არა უგვიანეს 72 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი
კანონპროექტი გადაეცემა ბიუროს მომდევნო სხდომას;
გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას
კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს
გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას,
უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე
საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის
მარეგულირებელი კანონპროექტი ასევე გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს;
დ) წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს მიღებიდან 3 კვირის ვადაში განიხილავს
კომიტეტის სხდომაზე;
ე) წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ
კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით, პირველი მოსმენით განხილვამდე არა უგვიანეს 1
კვირისა გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისათვის
პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
ვ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების
შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენისას
გათვალისწინებული შენიშვნების ასახვისათვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის მოსამზადებლად;
ზ) პირველი მოსმენით მიღებიდან 2 კვირის ვადაში წამყვანი კომიტეტი
კანონპროექტს განიხილავს კომიტეტის სხდომაზე, მუხლების, თავების ან/და კარების
მიხედვით;
თ) კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ შესაბამისი
დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს
უახლოეს სხდომას მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
ი) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების
შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისათვის
მოსამზადებლად;
კ) მეორე მოსმენით მიღებიდან 5 დღის ვადაში წამყვანი კომიტეტი მეორე
მოსმენისას გაზიარებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში და გადასცემს მას
პარლამენტის ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის პლენარული
სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
ლ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის დასრულების
შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი, რომლის თავფურცელი
ვიზირებულია კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის
თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის),
კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, პარლამენტის აპარატის იურიდიული
დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის
67
შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების
უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ,
დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად;
მ) კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებიდან 7 დღის ვადაში გადაეცემა
საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად და კანონის გამოსაქვეყნებლად.
მუხლი 141
1. საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე
სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებით და პარლამენტში წარდგენით.
2. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, საკანონმდებლო
ინიციატივის უფლება აქვთ: მთავრობას, პარლამენტის წევრს, კომიტეტს, ფრაქციას,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით
ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.
3. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი, პარლამენტს
წარუდგინოს კანონპროექტი სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ.
4. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს
სახელმწიფო ბიუჯეტის და მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტები.
5. მხოლოდ პარლამენტის წევრი, კომიტეტი, ფრაქცია არის უფლებამოსილი,
პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილებების ან/და
დამატებების შეტანის შესახებ.
6. კანონპროექტი, რომლის ავტორია საქართველოს მთავრობა, ასევე,
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, არ შეიძლება საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარადგინოს პარლამენტის წევრმა.
7. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტს შეუძლია დაუკვეთოს
კანონპროექტი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ
შორის, უცხო ქვეყნის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტებსა და სპეციალისტთა
ჯგუფს (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს).
მუხლი 142
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა კანონპროექტი
შეიძლება წარადგინოს როგორც დამოუკიდებელი კანონპროექტის სახით, ისე კანონში
ცვლილების შეტანის ან კანონის გაუქმების სახით.
2. კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის წარდგენა, განხილვა და
მიღება ხდება შესაბამისი კანონის წარდგენის, განხილვისა და მიღებისათვის ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. კანონი უქმდება კანონით, რომელიც მიიღება ხმათა იმავე რაოდენობითა და იმავე
წესით, რომლითაც მიღებული იყო შესაბამისი კანონი.
მუხლი 143
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტი კანონპროექტს
ამზადებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა
შესაბამისად.
2. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
68
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
მასში აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) კანონპროექტის ავტორი;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
3. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:
ა) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, მისი არსებობის შემთხვევაში;
ბ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის
დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას
უნდა დაერთოს შესაბამისი ცვლილების პროექტები და წარდგენილი უნდა იქნეს
ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით, ხოლო იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე
მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ასევე ერთი
საკანონმდებლო აქტით.
5. კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა
დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის
თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
6. საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა
დაერთოს მთავრობის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის
თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
მუხლი 144
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული
69
და პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტი გადაეცემა პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს
წარდგენილ კანონპროექტებს.
2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული
კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი პარლამენტის
აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტში რეგისტრაციის თარიღი.
3. პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ ამ რეგლამენტის
140-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილ
კანონპროექტს უნდა ერთვოდეს პარლამენტის აპარატის იურიდიული და
საორგანიზაციო დეპარტამენტების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი,
რომელშიც მითითებულია:
ა) კანონპროექტის დასახელება;
ბ) კანონპროექტის ინიციატორი;
გ) კანონპროექტის ავტორი;
დ) კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის თარიღი;
ე) წამყვანი კომიტეტი;
ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი;
ზ) კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო
თარიღი;
თ) სხვა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთვოდეს კანონპროექტს;
4. პარლამენტის ბიურო გადაწყვეტილებას იღებს კანონპროექტის განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებში
აღნიშნული საკითხების თაობაზე.
5. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი
კანონპროექტის შესაბამისობას ამ რეგლამენტის 143-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ –„ვ“
ქვეპუნქტებსა და მე-3-მე-6 პუნქტებთან, ხოლო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი - ამ
რეგლამენტის 143-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან. თუ წარდგენილი
კანონპროექტი არ შეესაბამება ამ რეგლამენტის 143-ე მუხლის ზემოაღნიშნული
პუნქტების მოთხოვნებს, პარლამენტის ბიურო პარლამენტის აპარატის იურიდიული
დეპარტამენტის და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოტივირებული დასკვნების
საფუძველზე უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად კანონპროექტი დაუბრუნოს
მის ინიციატორს.
6. თუ კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი
პარლამენტის ბიუროსათვის, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს, კომიტეტის,
ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს
პარლამენტის
თავმჯდომარისაგან
განმარტება
კანონპროექტის
ბიუროსათვის
წარუდგენლობის თაობაზე. თუ გამოვლინდება ერთი სუბიექტის მიერ კანონპროექტის
ორჯერ ან მეტჯერ წარუდგენლობის ფაქტი, ბიუროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია
დადგეს შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
7. თუ საქართველოს მთავრობა მოითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას,
კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ვადებს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო
ან პარლამენტის თავმჯდომარე და გადასცემს მას წამყვან კომიტეტს.
8. თუ დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა კანონპროექტის საპარლამენტო
განხილვისათვის მომზადება, მისი განხილვისათვის დადგენილ ვადას საჭიროების
შემთხვევაში გააგრძელებს პარლამენტის ბიურო.
70
9. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის
ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად
გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის
აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, ასევე საქართველოს მთავრობას, მოთხოვნის
შემთხვევაში – დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, და განთავსდება პარლამენტის
ინტერნეტ-გვერდზე.
10. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის
ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 14 დღისა
კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტი, საქართველოს მთავრობა, ასევე დამოუკიდებელი
პარლამენტის წევრები წამყვან კომიტეტს გადასცემს თავის შენიშვნებს კანონპროექტთან
დაკავშირებით. თუ ზემოაღნიშნული სუბიეტები ამ ვადაში არ წარმოადგენს შენიშვნებს
პარლამენტში განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტი ჩაითვლება
მათ მიერ მოწონებულად.
11. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს სათანადო მოტივირებით
გამოითხოვოს იგი პირველი მოსმენით მიღებამდე.
12. ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი და განხილვის პროცესში მყოფი
კანონპროექტები უარყოფილად ითვლება, რის შესახებაც წამყვანი კომიტეტი აცნობებს
პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
13. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის
თანხმობის
შემდეგ,
ხოლო
მომავალ
საფინანსო
წელთან
დაკავშირებული
ზემოაღნიშნული კანონპროექტები – მთავრობის მიერ პარლამენტთან შეთანხმებული
სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში.
მუხლი 145
1. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის
ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიუროს სხდომაზე წარდგენილ
კანონპროექტს
უნდა
ერთვოდეს
პარლამენტის
აპარატის
საორგანიზაციო
დეპარტამენტის ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე და პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა.
2. იურიდიული დეპარტამენტი დასკვნას აკეთებს შემდეგ საკითხებთან
დაკავშირებით:
ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს
კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;
ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;
გ) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს მიერ
საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს;
დ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტებისა ნუსხა;
ე) შეესაბამება თუ არა კანონპროექტი ევროპის კავშირის კანონმდებლობას.
მუხლი 146
71
1. ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტები შექმნიდან არა უგვიანეს 6 თვის
ვადაში ადგენენ წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ
კანონპროექტთა
ნუსხას
(წამყვანი
კომიტეტების
მიხედვით), რომლებზედაც
მიზანშეწონილად ან მიზანშეუწონლად მიაჩნიათ განხილვის პროცედურის გაგრძელება,
და მას განსახილველად წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ბიუროს ეს საკითხი
გადაწყვეტილების მისაღებად შეაქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
2. თუ კანონპროექტის ინიციატორი იყო საქართველოს მთავრობა, წამყვან
კომიტეტზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის შედგენისას
სავალდებულოა ინიციატორის თანხმობა.
3. თუ კანონპროექტის ინიციატორი იყო ყოფილი პარლამენტის წევრი,
საპარლამენტო ფრაქცია, კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების
თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროექტის ინიციატორად ჩაითვლება
შესაბამისი წამყვანი კომიტეტი. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი პლენარულ
სხდომაზე უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს წამყვანი კომიტეტი.
4. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის
გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე.
5. იმ კანონპროექტებზე, რომლებიც პარლამენტის მიერ მიღებული იყო პირველი
ან/და მეორე მოსმენით, პარლამენტი ცალკე დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას
მათი განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეუწონლობის თაობაზე.
6. ის კანონპროექტები, რომლებზედაც პლენარული სხდომა არ მიიღებს
განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის
თაობაზე გადაწყვეტილებას, ავტომატურად გათხოვილად ჩაითვლება.
მუხლი 147
1.
საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების
არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტში წარდგენილი, დადგენილი წესით
გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების ან კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.
საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს
მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში
რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ
პირებს.
3. საკანონმდებლო წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს კანონპროექტის ანდა
მოსამზადებელი
კანონპროექტის
ძირითადი
პრინციპების
ან
კონკრეტული
წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების
ავტორისეულ დასაბუთებას, ავტორის ხელმოწერას და მისამართს.
4. საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის
თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით,
რომელიც მას განიხილავს
20 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო
წინადადების განხილვის ვადა ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გააგრძელოს
პარლამენტის თავმჯდომარემ არა უმეტეს 10 დღით. კომიტეტში საკანონმდებლო
წინადადება განიხილება ამ რეგლამენტის 150-ე–151-ე მუხლების შესაბამისად.
საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული
72
გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად.
5. კომიტეტი თავის გადაწყვეტილებას აცნობებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს
სხდომას.
6. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა
კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით,
განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და ამ რეგლამენტით დადგენილი
წესით გადასცემს ბიუროს.
7. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და
წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი
წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.
8. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი
საკომიტეტო განხილვამდე.
9. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო
ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი.
თავი XXIII
კომიტეტში კანონპროექტის განხილვა
მუხლი 149
1. პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი
წესით განიხილება კომიტეტებში. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული წამყვანი
კომიტეტი კანონპროექტის განხილვისათვის აწყობს კომიტეტის სხდომას ამ
კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი, მეორე და მესამე
მოსმენით განხილვისათვის.
2. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის
ბიუროს გადაწყვეტილებით განისაზღვრება ამ კანონპროექტის განხილვისას წამყვანი
კომიტეტი, რომელიც უძღვება პარლამენტში მისი განხილვის პროცედურებს და
პასუხისმგებელია მათი დაცვისათვის.
მუხლი 150
1. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის
ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 14 დღისა
სხვა კომიტეტები წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან
დაკავშირებით. თუ კომიტეტი ამ ვადაში არ წარმოადგენს შენიშვნებს, ითვლება, რომ
საკითხი შეთანხმებულია მასთან.
2. წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 კვირის ვადაში იწვევს
კომიტეტის სხდომას. წამყვანი კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ,
რაც ბიუროს მიერ განსაზღვრული ის კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა
ერთვოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წამყვან
კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.
3. კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე განიხილება მუხლობრივად. საჭიროების
შემთხვევაში კენჭი ეყრება შენიშვნებს.
4. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ
იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად,
73
არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კანონპროექტის არასაკმარისად
მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას.
5. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა. თუ კანონპროექტის განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების
მიღებიდან 1 თვის ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს
თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, ინიციატორი უფლებამოსილია
ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.
6. თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კომიტეტის
სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, კომიტეტის თავმჯდომარის
მოტივირებული წინადადების საფუძველზე პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია
განსაზღვროს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ ამ ვადაშიც
წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას
კანონპროექტთან დაკავშირებით, ინიციატორი უფლებამოსილია ბიუროს წინაშე დასვას
წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული
სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი. ბიურო ვალდებულია კანონპროექტი
შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ ინიციატორი ბიუროს
წინაშე არ დასვამს კანონპროექტის შემდგომი განხილვის საკითხს, იგი ითვლება
პარლამენტიდან გამოთხოვილად, რის შესახებაც პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო
დეპარტამენტი აწვდის ინფორმაციას ბიუროს.
7. კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება
კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი
არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი.
8. კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არ აბრკოლებს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას.
9. კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო
მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით,
წერილობითი ფორმით ეგზავნება
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო
დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის
აპარატის უფროსის მიერ.
10. პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთვოდეს
წამყვანი კომიტეტის დასკვნა, ასევე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის,
უმცირესობის, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მიერ
წარმოდგენილი დასკვნები, ასევე მათი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების
მდგომარეობის
ამსახველი
ფურცელი,
რომელიც
მზადდება
კანონპროექტის
ინიციატორთან შეთანხმებით.
მუხლი 151
1. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო
მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე.
2. კომიტეტის სხდომები როგორც წესი იმართება პლენარული სხდომების კვირის
სამშაბათს და ხუთშაბათს, ასევე, ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში. კომიტეტის
74
სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.
კომიტეტის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტი ამავე ვადაში ურიგდება
კომიტეტის წევრებს. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია
სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.
3. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით,
სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. ღია კენჭისყრის დროს
ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს
განსახილველად წარადგენს ინიციატორი პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის
ინიციატივით
წარდგენილ
კანონპროექტს
–
მთავრობის
უფლებამოსილი
წარმომადგენელი, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს –
ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ან ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული
წარმომადგენელი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების
მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მათ მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ
კანონპროექტს – კანონპროექტზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული
წარმომადგენელი.
5. კომიტეტი ვალდებულია საქართველოს მთავრობის მიერ შემოტანილი
კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს
სხდომაზე.
6. კომიტეტის
სხდომაზე
დასასწრებად
შეიძლება
მოწვეულ
იქნენ
საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება.
7. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი
კანონპროექტის განხილვის დროს, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს წერილობითი
შენიშვნები, რომლებსაც აცნობებს შესაბამის კომიტეტს, კომიტეტის სხდომაზე
აღნიშნული კანონპროექტის განხილვისას შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს
ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.
8.
ლობისტური
საქმიანობის
შესახებ
დავალების
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის საჯარო სხდომაზე
დასწრების უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით პარლამენტში რეგისტრირებულ
ლობისტს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მას შეიძლება მიეცეს სიტყვის უფლება.
9. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი
წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის
შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.
მუხლი 152
1. ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა შეიძლება ძირითადი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ
გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში, მაგრამ ძირითადი კანონპროექტის
პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღისა. ალტერნატიული
კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ძირითადი კანონპროექტის
განხილვისას წამყვან კომიტეტს. ალტერნატიული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის
სხდომაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად.
75
2. ალტერნატიული კანონპროექტი არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ძირითადი
კანონპროექტისაგან.
3. წამყვანი კომიტეტი, ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით,
იღებს გადაწყვეტილებას პირველი მოსმენისათვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის
თაობაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, პირველი მოსმენისათვის პარლამენტის
პლენარულ სხდომას წარედგინება ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტები.
პარლამენტი დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან
უარყოფის საკითხს.
4. დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი
გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული
წინადადების წარდგენა.
5. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების
წარდგენის უფლება აქვს კომიტეტს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას,
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს.
6. ალტერნატიული წინადადება კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე
წერილობითი ფორმით წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კანონპროექტის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად
წამყვანი კომიტეტის სხდომამდე, ან კანონპროექტის მეორე მოსმენით პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 საათისა. ალტერნატიული
წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო
დეპარტამენტს. ალტერნატიული წინადადება ზეპირი ფორმით შეიძლება წარდგენილი
იქნეს შესაბამისი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით
განხილვისათვის მოსამზადებლად წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განხილვისას და იგი
ფორმდება კომიტეტის სხდომის ოქმით. კომიტეტის სხდომაზე ალტერნატიული
წინადადებების აღრიცხვას უზრუნველყოფს ამ კომიტეტის აპარატი.
7. კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ითვლება,
თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული
წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან პარლამენტის პლენარული სხდომა
კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული
წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს.
თავი XXIV
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა და მიღება
მუხლი 153
1. პარლამენტი წამყვანი კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტს განიხილავს
სამი მოსმენით, გარდა გამარტივებული წესით კანონპროექტის მიღებისა.
2. კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და
ძირითადი დებულებები.
3. კანონპროექტის მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი
განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების
მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების),
მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის ფორმის შესახებ
გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის
თავმჯდომარე.
76
4. კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული
ცვლილებების შეტანა.
მუხლი 154
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მისი
პირველი მოსმენით განხილვით, გარდა ამ რეგლამენტის გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით
განხილვა იწყება
კანონპროექტის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული
წარმომადგენლის გამოსვლით.
3. პარლამენტში
საქართველოს
მთავრობის
ინიციატივით
შემოტანილ
კანონპროექტზე შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
მომხსენებლად (თანამომხსენებლად) გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის
მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ იქნება მომხსენებლად
(თანამომხსენებლად) დანიშნული სხვა უფლებამოსილი წარმომადგენელი. ფრაქციის ან
კომიტეტის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისად
ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ან ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული
წარმომადგენელი, პარლამენტის წევრის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე –
ინიციატორი
პარლამენტის
წევრი,
აფხაზეთისა
და
აჭარის
უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ შემოტანილ კანონპროექტებზე – მათ მიერ
დანიშნული
შესაბამისი
უმაღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანოს
წევრი.
ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის აღნიშნულ
კანონპროექტზე ბიუროს მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შემოტანილ კანონპროექტზე მომხსენებლად
დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრის,
კომიტეტის ან ფრაქციის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის
გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის
ხანგრძლივობა 30 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით).
5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი
სხვა საკითხებთან ერთად სხდომას შეახსენებს, თუ კანონპროექტის პლენარულ
სხდომაზე განხილვამდე გამოთქმული რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა
გათვალისწინებული, რომელი - არა და რატომ.
6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება
აქვთ კანონპროექტის თაობაზე შეკითხვით მიმართონ მომხსენებელს. თითოეული
შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, ამასთან,
მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს
უფლება აქვს შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.
შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს ერთობლივად უპასუხოს
ყველა დასმულ შეკითხვას. მისი პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.
7. მომხსენებლის
გამოსვლის
დასრულების
შემდეგ
სიტყვით
გამოდის
თანამომხსენებელი, რომლის სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.
თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება
77
აქვთ კანონპროექტის თაობაზე შეკითხვით მიმართონ თანამომხსენებელს. თითოეული
შეკითხვის ავტორს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 1 წუთით.
შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს ერთობლივად
უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას. მისი პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
8. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები, თუ წამყვანი კომიტეტის
წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის
გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის
გამოსვლა – 5 წუთს.
9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების
დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ცალკეული პარლამენტის წევრები, რომელთა
სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამისათვის პარლამენტის
წევრები მომხსენებლის მოხსენების დამთავრებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა
სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს.
ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე
გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა
სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.
ამასთან, პარლამენტის წევრი გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ
ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და თავისი
გამოსვლის დროისათვის ესწრება სხდომას, უფლება აქვს მისი გამოსვლისათვის
განკუთვნილი დრო დაუთმოს სხვა პარლამენტის წევრს. თუ პარლამენტის წევრი
სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე
გამოსვლის უფლება.
10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი
უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენლები
ამავე თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი
კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე. ფრაქციის
წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან
უმრავლესობის წარმომადგენლის გამოსვლა – 15 წუთს.
11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობის,
უმრავლესობის წარმომადგენელი სიტყვას წარმოთქვამს სხდომათა დარბაზში
პრეზიდიუმის წინ განლაგებული ტრიბუნიდან.
12. ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების
დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.
13. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე
გამოთქმული შენიშვნა მიღებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი ან
კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს პარლამენტი.
14. ამ მუხლით დადგენილი გამოსვლების ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს
გამომსვლელის მოთხოვნის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,
დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით.
15. გამომსვლელები, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან საქართველოს
სახელმწიფო ენაზე.
მუხლი 155
78
1. კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის
საფუძველზე პარლამენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა)
კანონპროექტის
(ალტერნატიული
კანონპროექტებიდან
ერთ-ერთის
საფუძვლად) პირველი მოსმენით მიღების შესახებ;
ბ) გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის
შემუშავების შესახებ.
2. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს
საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით მისი მიღებისათვის დადგენილ
ხმათა საჭირო რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება
კანონპროექტის უარყოფის შესახებ. პირველი მოსმენით განხილვისას უარყოფილი
კანონპროექტის პარლამენტის იმავე სესიაზე განმეორებით გატანა დასაშვებია, თუ იგი
არსებითად გადამუშავდა, რაზედაც დასკვნას წარადგენს პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტი.
მუხლი 156
1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული
შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად
გადაეცემა წამყვან კომიტეტს, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან
2 კვირის ვადაში განიხილავს მას. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში კომიტეტი ვერ
მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, იგი შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტის
თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებით. წამყვან კომიტეტში კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი
ვადების დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განიხილოს
აღნიშნული
ფაქტი
და
დასვას
შესაბამისი
კომიტეტის
თავმჯდომარის
პასუხისმგებლობის საკითხი.
2. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გაზიარებული
შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით
მიღებიდან 3 კვირის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის
შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით
წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის. ამასთანავე,
კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის
უფროსის მიერ.
3. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მეორე მოსმენით წარდგენილ
კანონპროექტს უნდა ერთვოდეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას
კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში გათვალისწინების
მდგომარეობის ამსახველი ფურცელი, წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები, ასევე ალტერნატიული წინადადებები,
რომლებიც წარედგინა წამყვან კომიტეტს.
4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება
მომხსენებლის გამოსვლით, რომელიც კანონპროექტს სხდომას გააცნობს ამ რეგლამენტის
153-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
პარლამენტის წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტის 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის
საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად (შესაბამის ქვეპუნქტთან,
პუნქტთან (ნაწილთან), მუხლთან, თავთან ან/და კართან დაკავშირებით) შეკითხვისა და
დაზუსტებისათვის
გამოვიდეს
მხოლოდ
ერთხელ.
თითოეული
შეკითხვის
79
ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას
შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. ცალკეულ
შემთხვევებში კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე პარლამენტის წევრის მოთხოვნის
საფუძველზე სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს შეკითხვისათვის დამატებით
გამოყოს 2 წუთი, ხოლო დაზუსტებისათვის – 1 წუთი. საჭიროების შემთხვევაში სხდომის
თავმჯდომარეს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების შეწყვეტის შესახებ.
5. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს ერთობლივად
უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 20 წუთს.
6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის
თანამომხსენებელი, რომლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10
წუთს. პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ კანონპროექტის თაობაზე შეკითხვით
მიმართონ თანამომხსენებელს. თითოეული შეკითხვის ავტორს შეუძლია გამოვიდეს
მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 1 წუთით. შეკითხვების დასრულების შემდეგ
თანამომხსენებელს უფლება აქვს ერთობლივად უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას.
მისი პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
7. მომხსენებლისა და თანამომხსენებლის გამოსვლების დასრულების შემდეგ
სიტყვით გამოდის ის პარლამენტის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის,
უმცირესობის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ
იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის
გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. ალტერნატიული წინადადების ავტორს
პარლამენტის წევრებმა 1-წუთიან რეჟიმში შეიძლება დაუსვან შეკითხვა მხოლოდ
ერთხელ. ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას უფლება აქვს ერთჯერ ისარგებლოს 1წუთიანი გამოსვლით პროცედურულ საკითხზე.
8. ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების
დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების
წარმომადგენლები,
თუ
წამყვანი
კომიტეტის
წარმომადგენელი
არ
არის
თანამომხსენებელი. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა
აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა – 5 წუთს.
9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების
დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან დამოუკიდებელი წევრები. მათი სიტყვის
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. პარლამენტის წევრები მომხსენებლის
მოხსენების დამთავრებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება
სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის
წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში
ჩაწერის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია
გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, პარლამენტის წევრი
გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს,
რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და თავისი გამოსვლის დროისათვის
ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს
სხვა პარლამენტის წევრს. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის
სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.
10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი
უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლები
ამავე თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი
80
კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს
10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლის გამოსვლა – 15 წუთს.
11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობის,
უმრავლესობის წარმომადგენელი სიტყვას წარმოთქვამს სხდომათა დარბაზში
პრეზიდიუმის წინ მდებარე ტრიბუნიდან.
12. ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების
დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.
13. დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ცალკეული მუხლების
გამოკლებით. ისინი შეიძლება შემოტანილი იქნეს მესამე მოსმენისას.
14. მეორე მოსმენისას კანონპროექტს კენჭი ეყრება ერთიანად. ალტერნატიულ
წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი.
15. კანონპროექტის მეორე მოსმენის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის
საფუძველზე პარლამენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ;
ბ) დამატებითი
დამუშავებისათვის
კანონპროექტის
წამყვან
კომიტეტში
დაბრუნების შესახებ.
16. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს
მისი მიღებისათვის კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილ ხმათა საჭირო
რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის
მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
17. თუ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი
სასესიო პერიოდში ერთი თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, კანონპროექტი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე
უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც ერთი სესიის განმავლობაში მეორე
მოსმენით კენჭისყრების შედეგად 3-ჯერ ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას.
აღნიშნულის შესახებ პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ ეცნობება პარლამენტს
და ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით.
მუხლი 157
1. კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი სხდომაზე
განიხილავს
მას
პლენარულ
სხდომაზე
კანონპროექტის
მესამე
მოსმენით
განხილვისათვის მოსამზადებლად. კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტი
კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი
მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის
წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული
უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.
2. მესამე მოსმენისათვის პარლამენტის წევრებს ურიგდება კანონპროექტის
რედაქტირებული ვარიანტი, რომელშიც ასახულია კანონპროექტის მეორე მოსმენისას
გამოთქმული და გაზიარებული შენიშვნები. მესამე მოსმენისას კანონპროექტში
შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.
3. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მესამე მოსმენით წარდგენილ
კანონპროექტს უნდა ერთვოდეს წამყვანი კომიტეტის მიერ მომზადებული, მეორე
მოსმენით
კენჭისყრის
საფუძველზე
გაზიარებული
შენიშვნების
პროექტში
გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი, ასევე წამყვანი კომიტეტისა და
81
პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები.
4. მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც
პარლამენტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ რედაქციული
შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისათვის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით
შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.
5. გამოსვლების
დასრულების
შემდეგ
დასკვნითი
სიტყვით
გამოდის
მომხსენებელი. მომხსენებლის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე
დასრულებულად მიიჩნევს კანონპროექტის განხილვას და პარლამენტის წევრებს
აცნობებს მისი მესამე მოსმენით კენჭისყრის თარიღს.
6. მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისათვის გადადებული მუხლები
კენჭისყრაზე ცალკე დგება. შეიძლება კანონპროექტის მიღება ამ მუხლების გარეშეც, თუ
ისინი კანონპროექტის პრინციპულ დებულებებს არ წარმოადგენს და თუ ისინი, მათი
შემდგომი გადაწყვეტის მიზნით, გარდამავალ დებულებებში აისახება.
7. მესამე მოსმენით კენჭისყრის წინ სავალდებულოა კანონპროექტის საბოლოო
რედაქტირებული ვარიანტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარიგება მესამე
მოსმენისას გამოთქმული, გათვალისწინებული შენიშვნების ასახვით. აღნიშნული
ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტის თაობაზე
მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი
მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, ასევე
პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის
შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის
სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის
შემსრულებლის) მიერ.
8. მესამე მოსმენის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს
მთლიანად ეყრება კენჭი.
9. კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს
კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო
რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება
კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
10. თუ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი
სასესიო პერიოდში ერთი თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, კანონპროექტი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე
უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრის
შედეგად ერთი სესიის განმავლობაში 3-ჯერ ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას.
აღნიშნულის შესახებ პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ ეცნობება პარლამენტს
და ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით.
11. დაუშვებელია მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტში რაიმე
შესწორების შეტანა.
მუხლი 158
1. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას, აუცილებლობის
შემთხვევაში მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მოტივირებული წინადადების
საფუძველზე, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს დადგენილებით გადაწყვეტილება მესამე
მოსმენიდან კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის
დაბრუნების შესახებ.
82
2. მეორე და მესამე მოსმენებისას უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი იხილავს
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით მისი წარდგენის შემთხვევაში.
მუხლი 159
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის (ან სხვა აქტის პროექტის)
განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის ან/და თანამომხსენებლის
არყოფნის შემთხვევაში კანონპროექტი (ან სხვა აქტის პროექტი) იხსნება პლენარული
სხდომის იმ კვირის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის
დღის წესრიგში.
მუხლი 160
1. პარლამენტმა კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული
წესით.
2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე
მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პარლამენტის სხდომების 1 კვირის განმავლობაში.
პარლამენტის სხდომის 1 დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით განხილვა და
მიღება დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.
3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის
წინადადების საფუძველზე. თუ პარლამენტის ბიურო არ მიიღებს გადაწყვეტილებას
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, აღნიშნულ საკითხს იხილავს
და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის სხდომა.
4. პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის სხდომის მიერ კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ
რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის
სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს)
თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.
5. დაუშვებელია დაჩქარებული წესით საქართველოს კონსტიტუციისა და
კონსტიტუციური კანონის განხილვა და მიღება.
6. დაჩქარებული წესით კანონპროექტი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ იგი
ითვალისწინებს მხოლოდ ცვლილების შეტანას კანონში.
7. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია დაჩქარებული წესით
განხილვის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ
რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. დაჩქარებული წესით
კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა ხდება კანონპროექტის
განხილვისა და კენჭისყრისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
8. დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებისას კენჭისყრა შესაძლებელია
ჩატარდეს მისი შესაბამისი მოსმენით განხილვის დამთავრების შემდეგ, იმავე დღეს.
ამასთანავე, პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭს უყრის მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება მისი საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი.
აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტის
თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის
შემთხვევაში
–
მისი
მოვალეობის
შემსრულებლის),
კომიტეტის
აპარატის
პასუხისმგებელი პირის, ასევე პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის
უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და
იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის
83
შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ.
მუხლი 161
უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან
უმცირესობაში, დამოუკიდებელ პარლამენტის პარლამენტის წევრს, უფლება აქვს
ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევის დღის პირველ
ნახევარში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს კანონის ან დადგენილების
პროექტის ან პარლამენტის სხვა აქტის განსახილველად განსაზღვრული დროის
გამოყოფა. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი ამ რეგლამენტით
გათვალისწინებული წესით შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის
წესრიგში. ამ პუნქტში მითითებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის
განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 162
1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება
და კომიტეტებში განიხილება კანონპროექტის წარდგენისა და კომიტეტში
განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. პარლამენტის დადგენილების პროექტი, განიხილება ერთი მოსმენით,
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი
წესით.
3. ნორმატიული ხასიათის მქონე დადგენილების პროექტი, პარლამენტის
გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხილულ იქნეს 2 მოსმენით. პირველი მოსმენით
დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ, კენჭისყრის საფუძველზე პარლამენტი
იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მიღების ან უარყოფის შესახებ:
4. დადგენილების პროექტთან დაკავშირებული ყოველი წინადადება უნდა
წარედგინოს წამყვან კომიტეტს. თუ წამყვანი კომიტეტი უარყოფს პროექტთან
დაკავშირებულ
წინადადებას,
პარლამენტი
მას,
ინიციატორის
მოთხოვნით,
დადგენილების პროექტთან ერთად განიხილავს. ახალი წინადადების დაყენება და
განხილვა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.
5. მეორე მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ, კენჭისყრის
საფუძველზე პარლამენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას წარმოდგენილი
პროექტის მთლიანად მიღების ან უარყოფის შესახებ:
6. პარლამენტის რეზოლუცია, დეკლარაცია, განცხადება და მიმართვა განიხილება
და მიიღება დადგენილების განხილვისა და მიღებისათვის ამ რეგლამენტით
განსაზღვრული წესით.
7. პარლამენტის დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, განცხადება და
მიმართვა, ასევე კანონი და რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება და
შეთანხმება განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.
მუხლი 163
1. კანონის, პარლამენტის რეგლამენტის ან დადგენილების პროექტი მიღებულად
ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა,
მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ
საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
84
3. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას საქართველოს
პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს
დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი
მეოთხედი.
4. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.
5. პარლამენტის
რეზოლუცია,
დეკლარაცია,
განცხადება,
მიმართვა
ან
რეკომენდაცია მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე
დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის
ერთი მესამედისა.
6. პარლამენტის თანხმობა, როგორც წესი, მიიღება დადგენილებით.
7. პარლამენტის დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ
დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
8. კანონის ან დადგენილების პროექტის ან პარლამენტის სხვა აქტის მიღების
თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
მუხლი 164
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას დგება
სხდომის ოქმი და სტენოგრამა. პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი, საიდუმლო
საკითხების გამოკლებით, შეიძლება განთავსდეს პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.
2. პარლამენტის დახურული პლენარული სხდომის ოქმისა და სტენოგრამის
გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილ
წარმომადგენელს,
აგრეთვე
სახელმწიფო
ორგანოთა
იმ
წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული სხდომის მუშაობაში.
თავი XXV
კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა და მიღება
მუხლი 165
1. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ კანონპროექტი,
აგრეთვე იმ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეეხება
საქართველოს კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური
ხასიათის
ცვლილებას,
პარლამენტის
სხდომაზე
განიხილება
და
მიიღება
გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 154-ე მუხლით დადგენილი
წესით.
2. დაუშვებელია გამარტივებული წესით საქართველოს კონსტიტუციისა და
კონსტიტუციური კანონის განხილვა და მიღება.
3. კანონპროექტის (გარდა საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის
შესახებ კანონპროექტისა) გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის
წინადადების საფუძველზე. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს
პარლამენტის სხდომა.
4. პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის სხდომის მიერ კანონპროექტის
გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ
85
რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის
სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს
თავიანთ
შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.
5. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია გამარტივებული წესით
განხილვის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ
რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები.
თავი XXVI
საქართველოს კანონისა და პარლამენტის სხვა აქტების
გამოქვეყნება და ამოქმედება
მუხლი 166
პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში (ამ ვადაში არ
ითვლება დასვენების (უქმე) დღე), კანონპროექტის ინიციატორის ან მისი
უფლებამოსილი წარმომადგენლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის
შემთხვევაში
–
მისი
მოვალეობის
შემსრულებლის),
კომიტეტის
აპარატის
პასუხისმგებელი პირის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის
(მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული
დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში –
მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ ვიზირებისა და პარლამენტის თავმჯდომარის
მიერ მიმართვაზე ხელის მოწერის შემდეგ გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 167
1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით,
10 დღის ვადაში ხელს აწერს კანონპროექტს და აქვეყნებს კანონს.
2. კანონი ოფიციალურად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ
გვერდზე“ და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ
არის განსაზღვრული.
თავი XXVII
საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებით
დაბრუნებული კანონპროექტის განხილვა
მუხლი 168
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია კანონპროექტს დადგენილ ვადაში
ხელი არ მოაწეროს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს იგი პარლამენტს.
2. მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ
კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს 15 დღის ვადაში. პრეზიდენტის მოტივირებული
შენიშვნები ჩამოყალიბებული უნდა იყოს კანონპროექტის სახით.
3. თუ პარლამენტი მთლიანად მიიღებს შენიშვნებს, კანონპროექტი 5 დღის ვადაში
გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს
და კანონს აქვეყნებს 7 დღეში.
4. თუ პარლამენტი მთლიანად არ მიიღებს შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონპროექტის
პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ორგანული კანონის
პროექტი მიღებულად ჩაითველაბა, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად
86
ჩაითველა, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ
სამი მეოთხედი.
5. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას
ხელს აწერს და 5 დღეში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე“ აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
6. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
კანონპროექტი კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, იგი
უარყოფილად ითვლება და პარლამენტს შეუძლია მომდევნო მორიგ სესიაზე,
საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ დაუბრუნდეს დადგენილი წესით
მის განხილვას.
მუხლი 169
1. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით
უბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გასულია ამ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა,
შენიშვნებს განიხილავს ახალი მოწვევის პარლამენტი.
2. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით
უბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გამოცხადებულია საპარლამენტო არდადეგები ან
საპარლამენტო არდადეგებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, შენიშვნების
განსახილველად დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესია.
თავი XXVIII
საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან
ნაწილობრივი გადასინჯვა
მუხლი 170
სათანადო ხელმოწერით (ხელმოწერებით) დადასტურებული საქართველოს
კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის
პარლამენტისათვის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.
მუხლი 171
პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარდგენილი
კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის
თაობაზე ხელმოწერების ნამდვილობას 1 კვირის ვადაში ამოწმებს საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
მუხლი 172
1. ამომრჩეველთა ინიციატივით კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი
გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით
საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა მიერ იქმნება საინიციატივო
ჯგუფი არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით.
2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით
რეგისტრაციაში გატარების თაობაზე. განცხადებას უნდა ერთვოდეს კონსტიტუციის
ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი და საინიციატივო
ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და
87
საკონტაქტო ტელეფონი. ამ მასალებს ბიურო 3 დღის ვადაში გადასცემს საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტს.
3. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი რეგისტრაციაში გატარების
თაობაზე განცხადებით მიმართვიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს
სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე.
რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების
მოთხოვნათა დარღვევა.
4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს რეგისტრაციაში გატარების თაობაზე
განცხადება გამოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე.
5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან
უფლებამოსილია დაიწყოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის
შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება.
6. ხელმოწერების შესაგროვებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50
ამომრჩევლისა. ისინი პირადად აღნიშნავენ შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს,
მისამართს, პირად ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ყოველ ასეთ ფურცელს
ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი. მისი
ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში ან თვითმმართველი ერთეულის
რწმუნებულის მიერ იმ დასახლებაში სადაც სანოტარო ბიურო არ არის.
7. შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო
მოწმობის მიღებიდან 4 თვის ვადაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც 3
დღეში გადასცემს მათ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
8. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების
მიღებიდან 1 თვის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს
წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია
ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს
კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის
პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე.
9. ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც:
ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ ფორმას
ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული
და დამოწმებული;
ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მონაცემებს;
გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ
ამას წერილობით დაადასტურებს ამომრჩეველი.
10. ხელმოწერების გაყალბებისათვის პასუხს აგებს ხელმოწერების შეგროვებაზე
პასუხისმგებელი პირი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 200000-ზე
ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა
ინიციატივით კონსტიტუციის ზოგადი ან
ნაწილობრივი
გადასინჯვის
შესახებ
კანონპროექტის
წარდგენის
უფლების
განხორციელება უარყოფილად ითვლება.
12. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის
წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს 5 დღის
ვადაში მიმართოს მიმართოს საერთო სასამართლოს სისტემაში არსებულ პირველი
ინსტანციის სასამართლოს.
13. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საპროცედურო საკითხთა
88
და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა, 200000 ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი
კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი
წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც ამ მასალებს წარუდგენს პარლამენტს
პლენარული სხდომების უახლოეს კვირაში განსახილველად, ხოლო ამომრჩეველთა
ხელმოწერები გადაეცემა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
14. პარლამენტი ცნობად იღებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნას ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ და 15 დღის ვადაში
„საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნეს
ვებ-გვერდზე“
საყოველთაო-სახალხო
განხილვისათვის აქვეყნებს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის
შესახებ კანონპროექტს.
მუხლი 173
1. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის
საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტი იღებს
გადაწყვეტილებას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის
თაობაზე.
2. საყოველთაო-სახალხო
განხილვის
საორგანიზაციო
კომისიის
წევრთა
რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.
3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ
პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ იმ
ფრაქციის (ფრაქციების) წარმომადგენლები, რომელიც არ არის გაერთიანებული
უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები.
4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში პარლამენტის
წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა არ არის სავალდებულო, თუ მისი
დაკომპლექტება შეუძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 1 თვის ვადაში
განიხილავს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ
კანონპროექტთან დაკავშირებულ მასალებს.
6. პარლამენტი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ
კანონპროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.
7. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტზე
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად გამოდის იმ კომიტეტის
წარმომადგენელი, რომელსაც წამყვან კომიტეტად განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.
8. პარლამენტი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ
კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის განხილვისათვის ამ რეგლამენტით
დადგენილი წესით.
თავი XXIX
ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
მუხლი 174
1. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის
უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს
მოქალაქეთა მიერ იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.
2. საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით
მიმართავს პარლამენტის ბიუროს. განცხადებას უნდა დაერთოს კანონპროექტი და
89
საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი; დაბადების წელი,
თვე და რიცხვი; მისამართი; პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონი. ეს მასალები
ბიუროს უახლოესი სხდომიდან 2 დღის ვადაში გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტს.
3. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საინიციატივო ჯგუფის
რეგისტრაციაში გატარების თაობაზე ბიუროს მიერ მასალების გადაცემიდან 5 დღის
ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან რეგისტრაციაზე
ეუბნება მოტივირებულ უარს. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა.
4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე
გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადება.
5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან
უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება.
6. ხელმოწერების შესაგროვებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50
ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორეზე პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს შემდეგ
მონაცემებს: სახელს, გვარს; დაბადების წელს, თვესა და რიცხვს; მისამართს; პირად
ნომერსა და ხელმოწერის თარიღს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი.
თითოეულ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს საინიციატივო ჯგუფის ერთერთი წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორეზე და პასუხს აგებს
ხელმოწერების გაყალბებისათვის. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო
ბიუროში ან თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ იმ დასახლებაში სადაც
სანოტარო ბიურო არ არის.
7. შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო
მოწმობის მიღებიდან 45 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც 2
დღის ვადაში გადასცემს მათ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
8. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების
მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ამოწმებს
ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს
სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა
დარღვევით, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა აღმოჩნდა 30 000-ზე
ნაკლები, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნის
საფუძველზე ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს კანონპროექტის პარლამენტში
განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, კანონპროექტის წარდგენის უფლების
განხორციელება უარყოფილად ითვლება.
9. ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც:
ა) შესრულებულია ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ ფორმას
ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული
ან დამოწმებული;
ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მონაცემებს;
გ) შესრულებულია მოტყუებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას წერილობით
დაადასტურებს ამომრჩეველი.
10. კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო
ჯგუფს უფლება აქვს 5 დღის ვადაში მიმართოს საერთო სასამართლოს სისტემაში
არსებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს.
11. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საპროცედურო
90
საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი კანონპროექტი
წარედგინება პარლამენტის ბიუროს, ხოლო ამომრჩეველთა ხელმოწერები გადაეცემა
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
12. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტზე
პარლამენტში მომხსენებლად გამოდის იმ კომიტეტის წარმომადგენელი, რომელიც
წამყვან კომიტეტად განისაზღვრება პარლამენტის ბიუროს მიერ. ამომრჩევლის
ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ
შეიძლება იყოს მთავრობის წევრი, ასევე მთავრობის ან პრეზიდენტის წარმომადგენელი.
13. კანონპროექტი განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის ამ რეგლამენტით
დადგენილი წესით.
თავი XXX
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების
პროექტების განხილვა და მიღება
მუხლი 175
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების
(საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“,
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“,
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“)
პროექტების მომზადების, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს
კონსტიტუციის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ
რეგლამენტის შესაბამისად.
მუხლი 176
1. პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული
კანონების პროექტებს განხილვამდე აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“
ვებ-გვერდზე საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის, თუ ეს პროექტები ეხება გერბის
და დროშის აღწერილობას, ან ჰიმნის ტექსტსა და მუსიკას.
2. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების
პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტი
იღებს გადაწყვეტილებას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის
შექმნის თაობაზე.
3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა
რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.
4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს
სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების გამოქვეყნებიდან
1 თვის ვადაში განიხილავს ამ პროექტებთან დაკავშირებულ მასალებს.
მუხლი 177
1. პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული
კანონების პროექტების განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. პლენარულ სხდომაზე აღნიშნული ორგანული კანონების პროექტების
91
განხილვის დაწყებამდე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია
პარლამენტს აცნობს საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს.
3. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების
პროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი
მოსმენით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით დადგენილი წესით.
თავი XXXI
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და მიღება
მუხლი 178
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება
ხდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.
2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და
მიმართულებების შეთანხმების მიზნით საქართველოს მთავრობა საქართველოს
საბიუჯეტო
კოდექსის
შესაბამისად
მომზადებულ
ინფორმაციას
ძირითადი
მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი
მიმართულებების შესახებ პარლამენტს წარუდგენს 1 ივნისამდე.
3.
ძირითადი
მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა
და
საქართველოს
სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვასა და
შეთანხმებას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და
მიიღოს
საჭირო
ინფორმაცია
საქართველოს
მთავრობიდან,
საქართველოს
სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა
დაწესებულებებიდან.
4. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები, როგორც წესი, თავიანთი სფეროების
მიხედვით განიხილავენ ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და
საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და ამზადებენ
შესაბამის დასკვნებს, რომლებიც არა უგვიანეს 18 ივნისისა ეგზავნება საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან
(შენიშვნებთან) ერთად უგზავნის საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 20 ივნისისა.
მუხლი 179
1. საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით და სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და
მიმართულებების დოკუმენტს.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობა წარადგენს მოხსენებას
მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 180
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების
და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიღებიდან 2 დღის ვადაში,
92
კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლებთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს
მთავრობის მოხსენებისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
დოკუმენტის განხილვის გრაფიკის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის
ბიურო.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, საქართველოს მთავრობის მოხსენება
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა
და მიმართულებების დოკუმენტი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის
განხილვის გრაფიკი მისი დამტკიცების მომდევნო დღეს ეგზავნება კომიტეტებს,
ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს,
პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ
ბანკს და საქართველოს კონტროლის პალატას. საქართველოს მთავრობას ეგზავნება
მხოლოდ განხილვის გრაფიკი.
3. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე
საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს დასკვნას
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული
შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე,
ასევე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს
ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.
4. დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტს, საქართველოს მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს
განიხილავენ კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა. ისინი ამზადებენ
შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
შესაძლებელია პარლამენტის კომიტეტებმა მოამზადონ ერთობლივი დასკვნა.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
დოკუმენტის დადგენილი წესით განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უფლებამოსილია
აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია
საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან,
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან. საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კვირაში ერთხელ წარუდგენს
ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვისა და შეთანხმების
მიმდინარეობის შესახებ.
6. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა
და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის
მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი
მოადგილე და ესწრება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ან მისი
წარმომადგენელი.
93
7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება
სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი. საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ
საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ
პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ წარუდგენს საქართველოს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
8.
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი
სხვა
კომიტეტების,
ფრაქციების,
უმრავლესობის, უმცირესობის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის,
ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა
დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 20 ოქტომბრისა.
9. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის შესახებ შესაბამის დასკვნებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ
გადაცემიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა, უგზავნის
საქართველოს მთავრობას.
10. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის
თითოეული გვერდი ვიზირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის
მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და
მიმართულებების
დოკუმენტის
გადამუშავებულ
ვარიანტებს
განსახილველად
წარუდგენს საქართველოს პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა. პროექტს უნდა
ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ,
თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
11. გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი და ქვეყნის
ძირითადი
მონაცემებისა
და
მიმართულებების
დოკუმენტი
საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს,
უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს , პარლამენტის
აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და
საქართველოს კონტროლის პალატას.
12. წინადადებები (შენიშვნები), რომელთა გათვალისწინებაზედაც მთავრობამ
თანხმობა განაცხადა, გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტში.
მუხლი 181
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, ერთი მოსმენით.
2. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონის პროექტს, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის
შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს წარადგენს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
ან
საქართველოს
მთავრობის
რომელიმე
წევრი(წევრები) პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით.
3. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომამდე 1 დღით ადრე
საქართველოს კონტროლის პალატა პარლამენტს წარუდგენს დასკვნას გადამუშავებული
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული
შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე,
ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას
94
გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების
შესახებ.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
დოკუმენტის წარდგენისას საქართველოს მთავრობის წევრის (წევრების) გამოსვლა არ
უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია პარლამენტის
მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენების შემდეგ სიტყვით არა უმეტეს
30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის თანამომხსენებელი – საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის წარმომადგენელი.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ სიტყვით არა უმეტეს 20
წუთის ხანგრძლივობისა გამოდიან:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს
დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი
პარამეტრების შესახებ;
ბ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს
დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით
გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და
კანონიერების თაობაზე;
გ) საქართველოს პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც
წარმოადგენენ ამ კომიტეტების დასკვნებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა
და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის თაობაზე.
6. გამოსვლების დასრულების შემდეგ იმართება კამათი, რომელიც მიმდინარეობს
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი
წესით.
7. კამათის დამთავრების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონის პროექტის განხილვაში აცხადებს შესვენებას.
მუხლი 182
პარლამენტი ამ რეგლამენტის 181-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ
განიხილავს ამ რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის
დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ
პარლამენტი მოხსენების თაობაზე
ისმენს საქართველოს კონტროლის პალატის
მოხსენებას.
მუხლი 183
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენების
გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 14 ნოემბრისა, დამოუკიდებელი
პარლამენტის წევრები, კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა თავიანთ
დასკვნებსა და წინადადებებს (შენიშვნებს) წარუდგენენ საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან)
ერთად იმავე დღეს უგზავნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.
2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიღებულ დასკვნებსა და
წინადადებებს (შენიშვნებს) 1 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, უგზავნის
საქართველოს მთავრობას.
95
მუხლი 184
1. საქართველოს მთავრობა ამ რეგლამენტის 182-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე და ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასკვნებისა და წინადადებების
(შენიშვნების) გადაცემის შემდეგ, არა უგვიანეს 30 ნოემბრისა საქართველოს პარლამენტს
გადასცემს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი
ვიზირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადებისათვის
პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს ამ რეგლამენტის 180-ე მუხლის მე-10 პუნქტით
განსაზღვრულ და პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების
გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მომდევნო
დღეს ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ
პარლამენტის წევრებს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს
კონტროლის პალატას.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე
განიხილავს მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის გადაცემიდან
არა უადრეს 5 დღისა. პროექტის განხილვა გრძელდება მთავრობის წევრის (წევრების)
მოხსენებით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს.
3. კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლებს,
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ კანონპროექტის პირველი
მოსმენით განხილვისას შეკითხვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან
შეკითხვები მომხსენებელს ან გამოვიდნენ სიტყვით.
4. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის
ხანგრძლივობისა გამოდის მთავრობის წევრი (წევრები). მას უფლება აქვს შესთავაზოს
პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიღება.
5. საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს იღებს
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს
საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა.
6. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში
ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ
შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს
პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას
დაეთანხმება მომხსენებელი.
7. თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტს არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა, შესაძლებელია სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და
საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით
გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს
31 დეკემბრისა.
8. თუ მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე პარლამენტი ვერ მიიღებს
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, ხარჯები დაიფარება წინა წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის მიხედვით.
9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით. ისინი
ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
96
10. დასაგეგმი წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო
ადგილობრივი
თვითმმართველობებიდან
და
ავტონომიური
რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოოდ დაზუსტებული
ვარიანტის მომზადებას და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის
სახით წარდგენას.
თავი XXXII
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვა და მიღება
მუხლი 185
1. საქართველოს მთავრობიდან მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიღებიდან 2 დღის ვადაში
პარლამენტის ბიურო განიხილავს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის
მიერ წარმოდგენილ პროექტის განხილვის გრაფიკს და დასამტკიცებლად წარუდგენს
პარლამენტის თავმჯდომარეს.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის
პროექტი, ასევე ამ პროექტის განხილვის გრაფიკი ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს,
უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთებს, პარლამენტის
აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და
საქართველოს კონტროლის პალატას. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ
განხილვის გრაფიკი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2
დღით ადრე საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს
დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის
პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის თაობაზე, ხოლო საქართველოს
ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.
3. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, რომლებმაც განიხილეს
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი,
ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. შესაძლებელია კომიტეტების მიერ ერთობლივი
დასკვნის მომზადება.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის
პროექტის დადგენილი წესით განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც პარლამენტის
თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას პროექტის განხილვისა და შეთანხმების
მიმდინარეობის თაობაზე.
5. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის
მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი
მოადგილე და ესწრება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ან მისი
წარმომადგენელი, ხოლო ფრაქციებში, უმრავლესობაში ან უმცირესობაში განხილვების
დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის
შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი
მოადგილე.
97
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის
პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის
ჯგუფი. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის
პროექტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ
საკითხებზე საკუთარ დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში
ამ
პროგრამებისათვის
გასათვალისწინებელი
თანხების
შესახებ
წარუდგენს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
7. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს
ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს პარლამენტის
აპარატის
იურიდიული
დეპარტამენტის,
ასევე
კომიტეტების,
ფრაქციების,
უმრავლესობის, უმცირესობის დასკვნებს, რომლებმაც განიხილეს სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, წარუდგენს
პარლამენტის თავმჯდომარეს დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.
8. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენიდან 7 დღის ვადაში
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარე
შესაბამის
დასკვნებს
უგზავნის
საქართველოს მთავრობას.
9. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ კანონის გადამუშავებულ პროექტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია
პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს
საქართველოს პარლამენტს დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) მიღებიდან
არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი
წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების
მდგომარეობის მითითებით.
10. წინადადებები (შენიშვნები), რომელთა გათვალისწინებაზედაც საქართველოს
მთავრობამ თანხმობა განაცხადა, გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტში.
11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის
გადამუშავებული პროექტი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან 1 დღის
ვადაში
ეგზავნება
კომიტეტებს,
ფრაქციებს,
უმრავლესობას,
უმცირესობას,
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ
დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს კონტროლის
პალატას.
მუხლი 186
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს
საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის
მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერმინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი.
საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს საქართველოს კონტროლის პალატის,
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.
პროექტის განხილვა იწყება უფლებამოსილი პირის მოხსენებით. მისი მოხსენების
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია
პარლამენტის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენების შემდეგ
98
სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის თანამომხსენებელი –
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის
პროექტის თაობაზე სიტყვით არა უმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობისა გამოდიან:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (ვიცე0პრეზიდენტი), რომელიც
წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
გადამუშავებული კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების თაობაზე;
ბ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (მოადგილე), რომელიც
წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
გადამუშავებული კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული
შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე;
გ) კომიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ ამ კომიტეტების
დასკვნებს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე.
3. კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლებს,
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ კანონპროექტის პირველი
მოსმენით განხილვისას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები
მომხსენებელს ან გამოვიდნენ სიტყვით.
4. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის
ხანგრძლივობისა გამოდის საქართველოს უფელბამოსილი პირი. მას უფლება აქვს
შესთავაზოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონის პროექტის მიღება.
5. საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ კანონის პროექტს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი
მოსმენით.
6. თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან
საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი
კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.
7.
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი
ქვეყნდება დადგენილი წესით. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
თავი XXXIII
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება.
პარლამენტის კონტროლი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე
მუხლი 187
1. პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს
საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა
კომიტეტები ბიუჯეტის შესრულების კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ
შესაბამისი სფეროების მიხედვით.
2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით.
3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
99
მიმდინარეობას
ყოველკვარტალურად
განიხილავენ
კომიტეტები,
რომლებიც
უფლებამოსილნი არიან ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი
ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან. საკომიტეტო
განხილვას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. აუცილებლობის
შემთხვევაში შედეგები მოხსენდება პარლამენტს და შეიძლება პარლამენტის განხილვის
საგანიც გახდეს.
მუხლი 188
1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობა პარლამენტს
დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 თვისა.
პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს რეგლამენტით
დადგენილი წესის შესაბამისად უგზავნის საქართველოს კონტროლის პალატასა და
ეროვნულ ბანკს.
2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავენ:
ა) კომიტეტები, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით;
ბ) ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა და დამოუკიდებელი პარლამენტის
წევრები.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტი განიხილავს
წარდგენიდან არა უგვიანეს 90 დღისა.
4. საქართველოს კონტროლის პალატა მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 45-ე დღისა პარლამენტს წარუდგენს
მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის
თაობაზე.
5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების ასლებს მათი წარმდგენიდან 3 დღის
განმავლობაში გადასცემს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს,
ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ
კონტროლის პალატის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკს და უგზავნის კომიტეტებს,
ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, საქართველოს კონტროლის პალატასა და
ეროვნულ ბანკს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სხვა კომიტეტები 3 კვირის
განმავლობაში, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით განიხილავენ ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშს, კონტროლის პალატის მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის თაობაზე და ამზადებენ შესაბამის
დასკვნებს.
6. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და
უმცირესობის დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის, სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების, კომიტეტების, ფრაქციების,
უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის
შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის
ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე. მთავრობის ანგარიში სახელმწიფო
100
ბიუჯეტის შესრულების შესახებ მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და
სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების
მოცულობებს და ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს
შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში. პარლამენტი არა უგვიანეს 15 ივნისისა იღებს
დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების ან
დაუმტკიცებლობის
მუხლი 189
პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს მთავრობის მიერ სახელმწიფო
ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება საქართველოს კონტროლის პალატის
მეშვეობით. შესახებ.
თავი XXXIV
კონცეფციის დამტკიცება
მუხლი 190
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს
პარლამენტში წარდგენილი კონცეფცია გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს
სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის განხილვის პროცედურის
დაწყების შესახებ და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს. პარლამენტის ბიუროს მიერ
გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტი კონცეფციას განსახილველად გადასცემს წამყვან
კომიტეტს, სხვა კომიტეტს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობასა, დამოუკიდებელ
პარლამენტის წევრებს და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს.
2. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი
პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტი
კონცეფციებთან დაკავშირებით მოტივირებულ დასკვნებს არა უგვიანეს 10 დღისა
წარუდგენენ წამყვან კომიტეტს, რომელიც კონცეფციას და მასთან დაკავშირებულ
დასკვნებს გადასცემს ბიუროს კონცეფციის პლენარული სხდომის დღის წესრიგში
შესატანად.
3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონცეფცია განიხილება კანონპროექტის
პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
4. პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კონცეფციას.
5. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს კონცეფციას, საკითხი არა უგვიანეს 48
საათისა იხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების,
ფრაქციების ხელმძღვანელების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა და
კონცეფციის ინიციატორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ
შეხვედრაზე, რის შემდეგაც საკითხი კვლავ განიხილება პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე.
6. თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით არ
დაამტკიცებს კონცეფციას, კონცეფციის ინიციატორი არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს
წარუდგენს კონცეფციის შესწორებულ ვარიანტს, რომელიც განიხილება ამ მუხლით
დადგენილი წესით.
თავი XXXV
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის
101
დამტკიცების წესი
მუხლი 191
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტის
საქართველოს
პარლამენტში
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემდეგ პარლამენტის ბიურო ამ
რეგლამენტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ და ამ კანონპროექტს აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად გადასცემს წამყვან კომიტეტს სხვა
კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის
წევრებს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და საქართველოს
მთავრობას.
3. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში კომიტეტები,
ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრები,
პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი და საქართველოს მთავრობა
წამყვან კომიტეტს წარუდგენენ თავიანთ შენიშვნებს „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან
დაკავშირებით.
4. წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 კვირის
ვადაში იწვევს კომიტეტის სხდომას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განსახილველად. კომიტეტის
მიერ მიღებული დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.
5. წამყვანი კომიტეტი უფლებამოსილია დასკვნასთან ერთად საქართველოს
პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილების
პროექტი შემუშავდება საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
კონსტიტუციასთან
დაკავშირებით
წარდგენილი
შენიშვნების გათვალისწინებით.
მუხლი 192
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს საქართველოს
პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების
გზით.
102
2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით.
3. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტს, მიიღება დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული
შენიშვნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
მუხლი 193
1. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად
გაითვალისწინებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მისთვის დადგენილების გადაცემიდან ერთი თვის
ვადაში საქართველოს პარლამენტს განმეორებით წარუდგენს საქართველოს ორგანული
კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. პარლამენტის
ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში
კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ.
2. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად არ
გაითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას
შემთანხმებელ კომისიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7
წევრის (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარის) კანდიდატურის წარდგენის
შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული
დადგენილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაეცემა
საქართველოს
პარლამენტს.
პარლამენტის
თავმჯდომარე
ფრაქციებთან,
უმრავლესობასთან, უმცირესობასთან კონსულტაციის შედეგად ერთი კვირის ვადაში
პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დადგენილების პროექტს შემთანხმებელი კომისიის
შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაში იქნება 14 წევრი – აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე) და
საქართველოს პარლამენტის 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე).
პარლამენტის ბიურო დადგენილების პროექტს ითვალისწინებს პარლამენტის უახლოესი
სხდომის დღის წესრიგის პროექტში. დადგენილების პროექტი პარლამენტის სხდომაზე
განიხილება და მიიღება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 194
1. შემთანხმებელი კომისია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების გათვალისწინებით ერთი თვის ვადაში
103
შეიმუშავებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და წარუდგენს საქართველოს
პარლამენტს. შეთანხმებული ტექსტის შემუშავების დროს შემთანხმებელი კომისია ცალცალკე განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას დადგენილებაში მოცემულ თითოეულ
შენიშვნასთან დაკავშირებით. შემთანხმებელი კომისია არ არის შეზღუდული
დადგენილებაში მოცემული შენიშვნებით, ამასთანავე, შემთანხმებელი კომისიის მიერ
შემუშავებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
დადგენილების ძირითად პრინციპებს.
2. შემთანხმებელი კომისია საქმიანობს, როგორც კოლეგიური ორგანო. კომისიის
სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია
გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის სხდომებს
თავმჯდომარეობენ თანათავმჯდომარეები. მათ მიერ სხდომის წარმართვის რიგითობის
საკითხს
წყვეტს
კომისია.
კომისიის
გადაწყვეტილებით
შესაძლებელია
თანათავმჯდომარეების მიერ სხდომების ერთობლივად წარმართვა.
3. შემთანხმებელი კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება
შეუძლიათ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში, ასევე
საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს.
4. შემთანხმებელი კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის მიხედვით მის
ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს
პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატები.
მუხლი 195
1. საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ რეგლამენტის 190-ე მუხლის შესაბამისად
შემთანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებს
გადასცემს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის
აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და საქართველოს მთავრობას, რომლებიც ბიუროს
ერთი კვირის ვადაში წარუდგენენ დასკვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებთან
დაკავშირებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს
სხდომაზე
იღებს
გადაწყვეტილებას
წარმოდგენილი
„აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში
გათვალისწინების შესახებ.
2. საქართველოს პარლამენტი ერთი მოსმენით განიხილავს „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის
104
შეთანხმებულ ტექსტებს და იღებს დადგენილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტების
საფუძვლად მიღების და მათი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოსთვის გადაცემის შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 3 დღის ვადაში
ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. დადგენილებასთან
ერთად უმაღლეს საბჭოს გადაეცემა შემთანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი დადგენილების მიღებიდან 3
კვირის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს და
კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს
და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
4. საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ ითვალისწინებს პარლამენტის
უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად.
მუხლი 196
1. ამ თავით გათვალისწინებული წესით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუცია და პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში და
დადგენილი წესით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
2. საქართველოს პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს
საქართველოს ორგანულ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის
დამტკიცების თაობაზე“ ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს
ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის
დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
3. თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, პარლამენტი
15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს, რომელთა
მისაღებად საჭიროა ხმათა იგივე რაოდენობა, რაც საქართველოს ორგანული კანონის
პროექტისთვის არის დადგენილი. თუ პარლამენტი არ მიიღებს პრეზიდენტის
შენიშვნებს, კენჭი ეყრება საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პირვანდელ
რედაქციას, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის
სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.
4. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს სრულად გაიზიარებს, პარლამენტი 5
დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უგზავნის
საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს. აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესი
საბჭო
საქართველოს
პრეზიდენტის
შენიშვნათა
105
გათვალისწინებით 15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციას, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის ორი
მესამედით. თუ პრეზიდენტის შენიშვნები სრულად იქნება გაზიარებული, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 5 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტის საბოლოო რედაქციებს. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს
სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის
პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად
გათვალისწინების შესახებ. პარლამენტის მიერ მიღებული „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი 5 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად
და გამოსაქვეყნებლად. საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში ხელს აწერს და
აქვეყნებს საქართველოს ორგანულ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“.
5. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს
პრეზიდენტის შენიშვნებს სრულად არ გაიზიარებს, ამ თავით დადგენილი წესით იქმნება
შემთანხმებელი კომისია, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტის
191-ე–192-ე მუხლებით.
მუხლი 197
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განიხილება და
მიიღება ამ თავით დადგენილი წესით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია ძალადაკარგულად
გამოცხადდება მისი მიღებისათვის გათვალისწინებული წესით. „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის ძალადაკარგულად გამოცხადების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განიხილება და მიიღება ამ თავით
დადგენილი წესით.
კარი VII
პარლამენტის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან, მთავრობასთან,
ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა ტერიტორიული ერთეულების
ორგანოებთან. საქართველოს კონტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო
აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევა (დანიშვნაზე თანხმობის
მიცემა)
თავი XXXVI
პარლამენტის ურთიერთობა პრეზიდენტთან
მუხლი 198
პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ
დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის
ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ
106
იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს
პარლამენტის ბიურო. საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, შეიზლება
გაიმართოს პოლიტიკური დებატები. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს
რეზოლუცია.
თავი XXXVII
პარლამენტის ურთიერთობა მთავრობასთან
მუხლი 199
1.
პარლამენტი
უფლებამოსილია
ნდობა
გამოუცხადოს
მთავრობის
შემადგენლობას. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე
მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი
მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
2. პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი
მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 5 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტს
წარუდგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო საქრთველოს პრეზიდენტი
მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის
არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ
პრემი-მინისტრის კანდიდატურას.
3. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა
კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას
ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს
სამთავრობო პროგრამა.
4. კომიტეტები და ფრაქციები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ მთავრობის
შემადგენლობის წარდგენიდან 4 დღის ვადაში, დარგობრივი სპეციალიზაციის
მიხედვით განიხილავენ მას, ასევე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო
პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ
პარლამენტის ბიუროს.
5. პარლამენტის ბიურო კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე,
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 5
დღის ვადაში განიხილავს
მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო
პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და იღებს დასკვნას, რომელიც
წარედგინება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და პარლამენტს.
6. პარლამენტის ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს პარლამენტი კანონპროექტის
პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ
სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო
პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
7. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის მხარდაჭერა.
8. თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო მთავრობის შემადგენლობის
პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის
თავდაპირველად წარდგენილი ან განახლებული შემადგენლობის ნდობის გამოცხადების
საკითხს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად პრეზიდენტი ნიშნავს საარჩევნო
სუბიექტებთან და საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების თარიღს და ხვდება
საამისოდ უფლებამოსილ პირებს.
9. თუ არ იქნება წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ან მთავრობის
შემადგენლობას ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ
107
ვადაში პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს, პარლამენტის სიითი შემადგენლობის
არანაკლებ ორი მეხუთედი 5 დღის ვადაში პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატად წამოაყენებს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი
მეხუთედის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. თუ პარლამენტის წევრთა სხვადასხვა
შემადგენლობა ორ კანდიდატურას წარადგენს, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატად წამოაყენებს იმ კანდიდატურას, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტის
წევრა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში - ერთ-ერთ
წარდგენილ კანდიდატურას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის წევრთა
შერჩევა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება ამ მუხლის მე3-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. თუ პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს
მთავრობის შემადგენლობას, საქართველოს პრეზიდენტი სამი დღის ვადაში დაითხოვს
პარლამენტს და დანიშვნავს რიგგარეშე არჩევნებს.
11. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში
პრეზიდენტი დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის
ვადაში მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე,
პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.
12. თუ მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს
ან არასასესიო კვირას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან
სხდომა.
მუხლი 200
1. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საპარლამენტო
უმრავლესობა, ხოლო თუ საპრალამენტო უმრავლესობა შექმნილი არ არის - ის
საპარლამენტო
ფრაქცია,
რომელშიც
ყველაზე
მეტი
პარლამენტის
წევრია
გაერთიანებული, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატურას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს 7 დღის
ვადაში.
2. მთავრობის წევრთა შერჩევა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის
გამოცხადება ხდება ამ რეგლამენტის 199-ე მუხლის მე-3-მე-10 პუნქტებით დადგენილი
წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის
შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
მუხლი 201
1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.
უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის მოთხოვნის უფლება აქვთ
უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული
უმრავლესობაში ან უმცირესობაში, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა ექვსკაციან
ჯგუფს. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის მოთხოვნის უფლების მქონე
სუბიექტები მიმართავენ პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პლენარული
სხდომების უახლოესი კვირის დღის წესრიგში. თუ უნდობლობის გამოცხადების
საკითხის აღძვრას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი
108
მეხუთედისა, კენჭი ეყრება მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ
დადგენილების პროექტს, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით.
2. თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას უნდობლობის გამოცხადების
საკითხის აღძვრის თაობაზე, პარლამენტის იმავე წევრთა მიერ უნდობლობის
გამოცხადების საკითხის აღძვრის შესახებ პარლამენტისთვის მიმართვა კენჭისყრიდან 6
თვის განმავლობაში დაუშვებელია.
3. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შემდეგ პარლამენტის სიითი
შემადგენლობის არა ნაკლებ ორი მეხუთედი ასახელებს პრემიერ-მინისტრის
კანდიდატურას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არა უადრეს 20 და
არა უგვიანეს 25 დღისა პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის სიითი შემადგენლობის
არა ნაკლებ ორი მეხუთედის მიერ დასახელებული პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის
პრეზიდენტისათვის წარდგენას. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით დასახელდა
პრემიერ-მინისტრის ორი კანდიდატურა, კენჭი ეყრება ორივე კანდიდატურას.
პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარედგინება თუ მას მხარს დაუჭერს
პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ამ პუნქტით დადგენილი წესით
პრემიერ-მინისტრის
კანდიდატურის
წარუდგენლობა
ნიშნავს
უნდობლობის
გამოცხადების პროცედურის შეწყვეტას.
4.
პრეზიდენტი
უფლებამოსილია
პრემიერ-მინისტრის
კანდიდატურის
წარდგენიდან 5 დღის ვადაში წამოაყენოს წარდგენილი პრემიერ-მინისტრის
კანდიდატურა ან უარი განაცხადოს ამ კანდიდატურის წამოყენებაზე. თუ პრეზიდენტი
წამოაყენებს პარლამენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, მთავრობის ახალი
შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება ამ რეგლამენტის 199-ე მუხლის მე-2მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.
5. თუ პრეზიდენტი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
უარს განაცხადებს პარლამენტის მიერ მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის
კანდიდატურის წამოყენებაზე, პარლამენტი კანდიდატურის წარდგენიდან არა უადრეს
15 და არა უგვიანეს 20 დღისა კენჭს უყრის პრეზიდენტისათვის პრემიერ-მინისტრის
იმავე კანდიდატურის წარდგენას. თუ წარდგენას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი
შემადგენლობის სამი მეხუთედი, პრეზიდენტი ვალდებულია 3 დღის ვადაში წამოაყენოს
მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. მთავრობის ახალი
შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება ამ რეგლამენტის 199-ე მუხლის მე-2მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. პარლამენტის მიერ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით დადგენილი წესით
მთავრობის
ახალი
შემადგენლობისთვის
ნდობის
გამოცხადება
ჩაითვლება
მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად, რაც იწვევს მისი უფლებამოსილების
შეწყვეტას. ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრთა დანიშვნა ხდება ამ
რეგლამენტის 199-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით.
7. პარლამენტის მიერ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით დადგენილი წესით
მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში
პრეზიდენტი უფლებამოსილია 3 დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს
რიგგარეშე არჩევნები.
მუხლი 202
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დასვას მთავრობისადმი ნდობის საკითხი
პარლამენტში განსახილველ მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე.
109
2. პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობისადმი ნდობის საკითხის დასმის შესახებ
მოტივირებული წინადადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს.
3. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრის მიერ დასმული მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის პროცედურის
დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და დაუყოვნებლივ უგზავნის
პრემიერ-მინისტრის მოტივირებულ წინადადებას განსახილველად წამყვან კომიტეტს,
სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობასა და დამოუკიდებელ
პარლამენტის წევრებს.
4. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა ბიუროს მიერ საკითხის
განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს
7 დღისა განიხილავენ პრემიერ-მინისტრის მიერ დასმულ მთავრობისადმი ნდობის
საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენენ წამყვან კომიტეტს.
5. პარლამენტის ბიურო წამყვანი კომიტეტის, სხვა კომიტეტების, ფრაქციების,
უმრავლესობის, უმცირესობისა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების მიერ
წარმოდგენილი
დასკვნების
განხილვის
შემდეგ
იღებს
გადაწყვეტილებას
მთავრობისადმი ნდობის საკითხის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის
დღის წესრიგში შეტანის თაობაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხზე
მომხსენებლად გამოდის პრემიერ-მინისტრი.
6. მთავრობისადმი ნდობის საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ
რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენისათვის დადგენილი წესით.
7. პარლამენტი კანონპროექტს კენჭს უყრის ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული საკითხის დასმიდან 14 დღის ვადაში. კანონპროექტი მიიღება ერთი
მოსმენით, ამ რეგლამენტის 163-ე მუხლით შესაბამისი კანონპროექტის მისაღებად
განსაზღვრული კვორუმით.
8. თუ კანონპროექტი არ იქნება მიღებული, ეს ჩაითვლება ამ რეგლამენტის 201-ე
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილებად უნდობლობის
გამოცხადების საკითხის აღძვრის თაობაზე და გაგრძელდება ამ რეგლამედნტის 201-ე
მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.
9. თუ პარლამენტი ამ რეგლამედნტის 201-ე მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით
დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადებში უნდობლობას არ გამოუცხადებს
მთავრობას, კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.
10.
თუ მთავრობისადმი ნდობის საკითხის დასმა ემთხვევა საპარლამენტო
არდადეგებს ან არასასესიო კვირას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა
რიგგარეშე სესია ან სხდომა.
მუხლი 203
1. პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ერთხელ,
საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს
ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
2. პარლამენტს უფლება აქვს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო
პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის რიგგარეშე წარდგენა.
პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ
გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე,
პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის წევრთა ერთი მეოთხედისა, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და
დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.
110
3. პრემიერ-მინისტრი შესაბამის ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს სათანადო
მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში.
მუხლი 204
1. პარლამენტი უფლებამოსილია, კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის
საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, მიიღოს
გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის წევრის მოწვევის,
განსახილველი საკითხისა და პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის თარიღის შესახებ,
რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.
2. მთავრობის წევრის მოხსენება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება
სამთავრობო საათისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
3. მთავრობის წევრის მოხსენებისა და ინფორმაციის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა
შეიძლება მიიღოს დადგენილება ან რეზოლუცია.
4. საქართველოს მთავრობის წევრი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია
დაესწროს კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას, პასუხი
გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წერილობით წარმოადგინოს გაწეული
საქმიანობის ანგარიში.
5. მოთხოვნა, წერილობითი ფორმით, შესაბამის სხდომამდე 10 დღით ადრე
წარედგინება მთავრობის წევრს. კომიტეტი, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისია
მოთხოვნის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით.
მუხლი 205
1. მთავრობის წევრს მოთხოვნისთანავე მოუსმენს პარლამენტი, კომიტეტი ან
კომისია.
2. მთავრობის წევრი ვალდებულია პარლამენტისადმი მიმართვამდე არა უგვიანეს
3 დღისა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები,
რომლებზედაც მას აქვს პარლამენტისადმი მიმართვის სურვილი. პარლამენტის
თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის მეშვეობით
უზრუნველყოფს მთავრობის წევრის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის
დაუყოვნებლივ დაგზავნას ფრაქციებისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის,
ასევე დამოუკიდებელი პარლამენტის წევრთათვის.
3. მთავრობის წევრის მიმართვა პლენარულ სხდომაზე არ უნდა აღემატებოდეს 20
წუთს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გააგრძელოს სხდომის
თავმჯდომარემ 10 წუთით.
4. მთავრობის წევრის მიმართვის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს
შეუძლიათ მთავრობის წევრს დაუსვან შეკითხვები მხოლოდ მის მიერ წინასწარ
წარდგენილ საკითხებზე. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ
უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს
არა უმეტეს
1 წუთით.
შეკითხვების დასრულების შემდეგ მთავრობის წევრი
პარლამენტის წევრთა შეკითხვებს ერთობლივად პასუხობს.
5. შეკითხვებზე პასუხის გაცემის დასრულების შემდეგ ამ რეგლამენტის 133-ე
მუხლის შესაბამისად შეიძლება გაიმართოს პოლიტიკური დებატები.
მუხლი 206
111
1. პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას ცალკეული მთავრობის წევრის
თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
2. საკითხის დასმის უფლება აქვთ ფრაქციას, დამოუკიდებებლ პარლამენტის
წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. საკითხის დასმის შესახებ განცხადება წერილობითი ფორმით
წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც
დაუყოვნებლივ იწყებს შესაბამის პროცედურებს. პარლამენტი საკითხის კენჭისყრაზე
დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა. თუ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, საკითხი მაშინვე დგება
კენჭისყრაზე.
3. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მთავრობის იმავე
წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შემდეგი 3 თვის
განმავლობაში დაუშვებელია.
თავი XXXVIII
პარლამენტის ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა
ტერიტორიული ერთეულების ორგანოებთან
მუხლი 207
1. პარლამენტი, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით
ამტკიცებს დასახლების ან დასახლებათა ერთობლიობის თვითმმართველი ერთეული
სტატუსს, იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაქუმების
შესახებ, ასევე, თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების
შეცვლის შესახებ.
2. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვთ გაეცნოს ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობას, მოითხოვონ ინფორმაცია საფინანსოსაბიუჯეტო,
სამეურნეო,
სოციალური,
კულტურულ-საგანმანათლებლო
და
კანონიერების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საქართველოს
მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლება-თავისუფლებათა დაცვის სფეროებში საქმიანობის
შესახებ.
3. ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოები
ვალდებულნი
არიან
მოთხოვნიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ
ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე
დგება მოხსენება შესაბამისი წინადადებებით, რომელიც შეიძლება პარლამენტის
განხილვის საგანიც გახდეს.
მუხლი 208
1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების
საფუძველზე,
პარლამენტს
მიმართავს
გადაწყვეტილებით
ადგილობრივი
თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი
ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან მათი დათხოვნის შესახებ.
2. საქართველოს პრეზიდენტის მიმართვასთან დაკავშირებით პარლამენტი იღებს
დადგენილებას.
112
მუხლი 209
1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების
საფუძველზე, პარლამენტს მიმართავს გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შესახებ.
2. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვასთან
დაკავშირებით თანხმობას იღებს დადგენილებით.
მუხლი 210
1. საქართველოს პარლამენტსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის
მიზნით საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
უმაღლესი
საბჭოების
წარმომადგენლებისაგან,
საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, იქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო.
2. ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში შედიან საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
საბჭოების თავმჯდომარეების მიერ დანიშნული სამ–სამი წევრი.
3. ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის
თავმჯდომარე ან მისი დავალებით მისი ერთ–ერთი მოადგილე.
4. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ
მაინც.
საქართველოს კონტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო
აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევა
(დანიშვნაზე თანხმობის მიცემა)
თავი XXXIX
მუხლი 211
1.პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი
ორგანოს – საბჭოს წევრებს.
2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის
შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს გადადგომამდე არა უგვიანეს 2 თვისა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი
თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება განცხადებაში მითითებული თარიღიდან.
მუხლი 212
1.
პარლამენტი
პარლამენტის
თავმჯდომარის
წარდგინებით,
სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს კონტროლის
პალატის თავმჯდომარეს. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.
2. კონტროლის პალატის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში პარლამენტი
ცნობად იღებს მის გადადგომას, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო
ჩანაწერით. კონტროლის პალატის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების
პარლამენტში წარდგენის დღიდან.
მუხლი 213
113
1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს
საქართველოს სახალხო დამცველს. მისი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ
საქართველოს პრეზიდენტს, ფრაქციას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა
ექვსკაციან ჯგუფს.
2. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს
კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო დამცველად
არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
3. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს
მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა.
4. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ
მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ
კანდიდატურებს ერთად ეყრება კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მიიღებს მეტ
ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. ხმათა
თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება
გამარჯვებულის გამოვლენამდე.
5. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო,
კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა ტარდება ხელახალი არჩევნები.
6. არჩევნების ერთ ციკლში ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება
ორჯერ.
7. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში,
მისი უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული მდგომარეობის დადგენის
მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პარლამენტს.
მუხლი 214
1. პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტით, 10 წლის
ვადით ირჩევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის
წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, დამოუკიდებელ
პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.
3. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს
კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრად არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და
იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.
5. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს
ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ
ნახევრისა.
6. თუ არჩევნებში მონაწილეობდა 3 კანდიდატი და რომელიმე მათგანმა ვერ
მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია,
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია
პარლამენტს იგივე კანდიდატურა წარუდგინოს კენჭისყრიდან 10 დღის შემდეგ.
7. თუ პირველი კენჭისყრა ტარდება პარლამენტის სესიის ბოლო დღეს ან დარჩენილ
ვადებში შეუძლებელია კანდიდატის არჩევა, ხელახალი კენჭისყრა ეწყობა მომდევნო
სესიის პირველსავე სხდომაზე.
8. თუ არჩევნებში მონაწილეობდა 3-ზე მეტი კანდიდატი და მოსამართლეთა
საჭირო რაოდენობა ვერ აირჩა, ეწყობა ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭი
114
ეყრება იმ 3 კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა
მიიღეს.
მუხლი 215
1. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, არანაკლებ 10 წლის ვადით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს.
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების კანდიდატურების
წარდგენისა და შესაბამისი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ პარლამენტის ბიურო ამ
კანდიდატურებს წარუდგენს პარლამენტს.
3. შესაბამისი კომიტეტი დასკვნას ამზადებს სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირებისათვის ამ რეგლამენტის 45-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულმა
კანდიდატებმა ვერ მიიღო საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით
გათვალისწინებული ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტს წარედგინება ახალი
კანდიდატურა.
5. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და
იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.
მუხლი 216
1. პარლამენტი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიაში ირჩევს 2 წევრს.
2. თითო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ:
ა) უმრავლესობას;
ბ) უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციას;
გ) დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს.
3. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე
დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის
ერთი მესამედისა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი
კანდიდატებიდან თუ საჭირო ხმების რაოდენობა ორზე მეტმა კანდიდატმა მიიღო,
არჩეულად ჩაითვლება ყველაზე მეტი ხმის მქონე ორი კანდიდატი. თუ ორმა
კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, კენჭი ეყრება ამ ორ კანდიდატს და
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
5. თუ კანდიდატი ვერ აირჩა, ხელახალი არჩევნები ან არჩევნების მეორე ტური
ტარდება ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.
6. პარლამენტის მიერ არჩეული კომისიის წევრები როტაციის წესით შეცვლას
ექვემდებარებიან კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 217
1. საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სამჭოში
წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული პარლამენტის 3 წევრი და
საქართველოს პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც
თანამდებობრივად
შედის
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
შემადგენლობაში. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს 3 წევრიდან ერთი წევრი არჩეულ უნდა იქნეს იმ ფრაქციიდან
115
(ფრაქციებიდან), რომელიც (რომლებიც) არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთაგან.
2. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა თანამდებობის პირთა არჩევა ხდება კომიტეტის თავმჯდომარის
არჩევისათვის დადგენილი წესით, თუ ამ რეგლამენტით ან სხვა ნორმატიული აქტებით
განსხვავებული წესები არ არის დადგენილი.
მუხლი 218
საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, ასევე საქართველოს
კონსტიტუციით ან/და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან
დანიშვნაზე თანხმობის მიცემის, განთავისუფლების, განთავისუფლებაზე თანხმობის
მიცემის,
გადადგომის
საკითხების
პარლამენტის
მიერ
განხილვამდე
მათ
კანდიდატურებს, წარდგენიდან 1 კვირის ვადაში, განიხილავს შესაბამისი პროფილის
კომიტეტი. კანდიდატების განხილვა პარლამენტის ბიურომ შეიძლება დაავალოს ასევე
სხვა კომიტეტსაც (კომიტეტებსაც). შესაბამისი პროფილის კომიტეტი (კომიტეტები)
განხილვის შედეგად ამ რეგლამენტის 45-ე მუხლის შესაბამისად ამზადებს დასკვნას და
წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც მის საფუძველზე იღებს დასკვნას და
წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.
კარი VIII
საქართველოს პარლამენტის საკონტროლო ფუნქციები
თავი XL
საპარლამენტო კონტროლის ფორმები
მუხლი 219
1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა
დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს
ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა
შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და
თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს
კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის
თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა
შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.
2. პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს შეკითხვით
მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას,
მთავრობის წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან დასმულ შეკითხვას უპასუხონ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შეკითხვებზე პასუხობენ ყოველი თვის
პლენარული სხდომის ბოლო პარასკევს სამთავრობო საათის დროს. შეკითხვა შეიძლება
იყოს წერილობითი ან ზეპირი. შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარედგინება
პარლამენტის პლენარულ სხდომას.
3. პასუხს ხელს აწერენ მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი სუბიექტები ან შესაბამის
ორგანოთა ხელმძღვანელი პირები.
4. თანამდებობის პირს უფლება აქვს კითხვასა და შეკითხვას პასუხი არ გასცეს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებას
116
შეიცავს.
5. პარლამენტის წევრს, პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება
აქვს ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს საკუთარი კითხვა ან შეკითხვა.
მუხლი 220
1. ზეპირი შეკითხვა შეიძლება დაისვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაგრამ
სამთავრობო საათამდე არა უგვიანეს 14 დღისა. წერილობითი შეკითხვა შეიძლება
წარდგენილ იქნეს სამთავრობო საათის დღემდე არა უგვიანეს 11 დღისა.
2. წერილობითი შეკითხვის ტექსტი ბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც მას
აღრიცხავს და გასცემს წერილობითი შეკითხვის მიღების დამადასტურებელ ცნობას.
3. ზეპირ შეკითხვას 4 დღის ვადაში წერილობით აფორმებს პარლამენტის აპარატი
და ხელმოწერით ადასტურებს შეკითხვის ავტორი, რის შემდეგაც აპარატი შეკითხვას
აღრიცხავს და გასცემს მისი მიღების დამადასტურებელ ცნობას.
4. წერილობით შეკითხვას და წერილობით გაფორმებულ ზეპირ შეკითხვას
პარლამენტის აპარატი ადრესატს გადასცემს არა უგვიანეს 1 დღისა.
5. შეკითხვის ავტორისა და შეკითხვის ადრესატის შეთანხმებით შეკითხვაზე
პასუხის გაცემის ვადამ შეიძლება გადაიწიოს მომდევნო სამთავრობო საათამდე.
6. ის შეკითხვა, რომელსაც პასუხი არ გაეცემა ამ მუხლით დადგენილ ვადაში და
დადგენილი წესით, ავტომატურად დაისმება უახლოეს სამთავრობო საათზე.
მუხლი 221
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეკითხვაზე პასუხისათვის დროს
განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე შესაბამის თანამდებობის პირთან შეთანხმებით.
2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ცალკეული საკითხის დაზუსტებისათვის
მომხსენებელს მიმართოს ერთხელ, არა უმეტეს 3 წუთისა. მომხსენებლის საბოლოო
პასუხის გაცემის შემდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოსვლები მთავრდება.
მუხლი 222
სამთავრობო საათზე მოსმენილი საკითხები შეიძლება გახდეს საპარლამენტო
განხილვის საგანი, რისთვისაც გადაწყვეტილების პროექტის მოსამზადებლად შეიძლება
შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის
საკითხების
ინიციატორთა არანაკლებ თითო წარმომადგენელი.
მუხლი 223
პარლამენტის პლენარული სხდომა, ბიურო, კომიტეტი უფლებამოსილნი არიან
ცალკეული აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების
პროექტის შემუშავების მიზნით, პარლამენტის წევრთაგან დანიშნონ მომხსენებელი ან
მომხსენებელთა ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ
მომხსენებელს. მომხსენებელი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს,
განსაზღვრავს მასში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას,
პასუხისმგებელია მის დამუშავებაზე და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაზე.
პარლამენტის პლენარული სხდომის მიერ დანიშნულ მომხსენებელს უფლება აქვს
ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია
(მათ შორის, კონფიდენციალური) და ნებისმიერ საკითხზე ახსნა-განმარტება.
მომხსენებელი გადაწყვეტილების პროექტს განსახილველად წარუდგენს პარლამენტის
ბიუროს ან კომიტეტის სხდომას.
117
მუხლი 224
კომიტეტები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები მათ კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების
შედეგად საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ
ფაქტებზე შეიმუშავებენ და მთავრობას, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა
ორგანოებს უგზავნიან რეკომენდაციებს, რომელთა განხილვის შედეგები ან მიღებული
ზომები არა უგვიანეს 1 თვისა ან წინასწარ დადგენილ ვადაში ეცნობება შესაბამის
კომიტეტს, კომისიას.
თავი XLI
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი ორგანოების თანამდებობის
პირთა საქმიანობის კონტროლი, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა, თანამდებობიდან
გადაყენება, გადადგომა და განთავისუფლება
მუხლი 225
1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი
წესით კონტროლს უწევს საქართველოს კონტროლის პალატისა და ეროვნული ბანკის
უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის
წარდგენის დროს საქართველოს კონტროლის პალატა წელიწადში ორჯერ წარადგენს
მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ, არა
უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა – თავისი საქმიანობის ანგარიშს.
პარლამენტი ანგარიშის განხილვის შემდეგ იღებს შესაბამის დადგენილებას.
3. საქართველოს კონტროლის პალატა თავისი საქმიანობის გეგმის შედგენისას
ითვალისწინებს კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების
წინადადებებს.
4. საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის
შემთხვევაში – ვალდებულია შესაბამის კომიტეტებსა და დროებით საგამოძიებო
კომისიებს გადასცეს რევიზიისა და შემოწმების მასალები.
5. პარლამენტისა და დროებითი საგამოძიებო კომისიების მიმართვის საფუძველზე
საქართველოს კონტროლის პალატა ატარებს არაგეგმურ რევიზიასა და შემოწმებას.
6. საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობას ყოველწლიურად ამოწმებს
პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი კომისია. აღნიშნულ კომისიას ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტი ქმნის არა უგვიანეს 1 დეკემბრისა.
მუხლი 226
1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი
წესით კონტროლს უწევს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეროვნული ბანკის
უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას.
2. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე, არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა
საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი
118
წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
პროექტს.
3. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
პროექტს, როგორც წესი, განიხილავენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო ან/და
ეკონომიკური პროფილის კომიტეტები და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. კომიტეტი
უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო
ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკიდან, საქართველოს მთავრობიდან,
საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების
სხვა დაწესებულებებიდან.
4. საქართველოს პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს
განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით
დადგენილი წესით.
5. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილებით
ამტკიცებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 4 თვისა
საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს
ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების
შესახებ. პარლამენტი ამ ანგარიშს ამტკიცებს დადგენილებით.
7. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში
პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საქმიანობის გაუმჯობესების
ღონისძიებათა
შესახებ,
გამოვლენილი
ხარვეზების
აღმოფხვრის
მიზნით
რეკომენდაციებს აძლევს ეროვნულ ბანკს ან აყენებს შესაბამისი თანამდებობის პირის
პასუხისმგებლობის საკითხს.
8. პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისა-მებრ
მოსთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია ფულად-საკრედიტო და
სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე პარლამენტის
დადგენილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ეროვნული ბანკი ვალდებულია
პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს ინფორმაცია პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე.
მუხლი 227
1. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, წელიწადში
ერთხელ, კალენდარული წლის მარტში, აგრეთვე წელიწადში ერთხელ სპეციალურ
მოხსენებას, რომლის განხილვის საფუძველზედაც პარლამენტი იღებს დადგენილებას ან
რეზოლუციას.
2. თუ სახალხო დამცველი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულებს თავის
მოვალეობას ან დაიკავებს სახალხო დამცველის სტატუსთან შეუთავსებელ
თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ თანამდებობას, საქართველოს სახალხო დამცველს
უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით,
რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების
უმრავლესობით.
მუხლი 228
პარლამენტის მიერ არჩეული პირი და ის თანამდებობის პირი, რომლის
119
დანიშვნაზედაც თანხმობა მისცა პარლამენტმა, მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია
დაესწროს პარლამენტის, კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის,
უმრავლესობის, უმცირესობის სხდომებს, დადგენილ ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი
დოკუმენტები, დასკვნები, სხვა მასალები და განმარტება მისცეს განსახილველ საკითხზე.
ამ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე მოუსმენს პარლამენტი, კომიტეტი ან კომისია.
მუხლი 229
1. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ
მესამედს.
2. წარდგინება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ბრალდებას საქართველოს
კონსტიტუციის დარღვევის ან ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებზე.
საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
3. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა
პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან
კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი ამ დასკვნას პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად
გამოცხადდეს.
4. დასკვნის განხილვაში პარლამენტის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს
პრეზიდენტი რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც არის
აღძრული, ხოლო დასკვნის განხილვაზე პრეზიდენტის დასწრების შეუძლებლობის
შემთხვევაში – მისი წარმომადგენელი.
მუხლი 230
1. პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წარდგენიდან არა
უგვიანეს 15 დღისა განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით
თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული დასკვნის
განხილვის შემდეგ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს
გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან
გადაყენების საკითხის კენჭისყრაზე დასმის შესახებ.
3. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით გადაყენებულად ჩაითვლება, თუ
ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ
ორი მესამედი.
4. თუ პარლამენტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღო
გადაწყვეტილება პრეიზდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
შესახებ, იმავე საკითხზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
5. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს
პრეზიდენტს.
6. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ან ომის დროს დაუშვებელია საქართველოს
პრეზიდენტისათვის
წაყენებული
ბრალდების
პარლამენტში
განხილვა
და
გადაწყვეტილების მიღება.
მუხლი 231
თუ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, ამ გადაწყვეტილებიდან 45 დღის
120
განმავლობაში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
დადგენილი წესით ტარდება რიგგარეშე არჩევნები, რომელთა ჩატარებასაც
უზრუნველყოფს პარლამენტი.
მუხლი 232
1. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის
სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ბრალდების გამო იმპიჩმენტის
წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების,
კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების
გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ერთ მესამედს. წარდგინება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ბრალდებას
შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან
ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებზე. წარდგინება დასკვნისათვის
გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა
საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების
არსებობა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლებამოსილია
თანამდებობიდან გადააყენოს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი თანამდებობის
პირები.
3. თანამდებობის პირი იმპიჩმენტის წესით გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ
გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
4. თუ პარლამენტმა ამ რეგლამენტის 230-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ
ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება პრეიზდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან
გადაყენების შესახებ, იმავე საკითხზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
5. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის
თანამდებობის პირს.
6. ამ რეგლამენტის 201-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების
მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით
თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა.
თავი XLII
პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ
მიღებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლი
მუხლი 233
პარლამენტი კონტროლს უწევს მთავრობის, მინისტრისა და აღმასრულებელი
ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების
საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას,
შეისწავლის და აანალიზებს ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობას,
ეფექტიანობას, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ
აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ასევე ნორმატიული აქტის სრულფასოვნად
ამოქმედების ხელის შემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს. პარლამენტი
საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს
პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით,
ნორმატიულ აქტში სათანადო შესწორებების შეტანის რეკომენდაციით (დავალებით).
121
მუხლი 234
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მის სფეროში
მოქმედი პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების
მდგომარეობას.
2. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რეგულარულად ისმენს შესაბამისი
კომიტეტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებისგან
ინფორმაციას მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის
შესახებ.
3. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია სესიის სამუშაო გეგმის საფუძველზე,
პარლამენტის სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში შეიტანოს იმ
ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც პარლამენტმა
უნდა მოისმინოს ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტს წარუდგენს ის
კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შესაბამისი ნორმატიული აქტის
მომზადებაზე.
4. კომიტეტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების
მოხსენება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი ნორმატიული აქტის აღსრულების
მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა
და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო საკანონმდებლო შესწორებების შესახებ, ასევე
ნორმატიული აქტის სრულფასოვნად ამოქმედების ხელის შემშლელი ობიექტური და
სუბიექტური ფაქტორების ანალიზს.
5. კომიტეტის ინფორმაციის მოსმენის შემდეგ შეიძლება მოხსენებით გამოვიდნენ
ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.
6. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო
მოსმენის შემდეგ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას,
რომელშიც შეიძლება აისახოს პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის
აღსრულებასთან დაკავშირებით, ნორმატიულ აქტში შესწორებების შეტანის დავალება
შესაბამისი კომიტეტისათვის ან დაისვას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი
დაწესებულების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
მუხლი 235
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს თავის სფეროში
მოქმედი სამინისტროს, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა
სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და
აანალიზებს ამ აქტების გამოყენების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს
რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას. რეკომენდაციების
განხილვის ან მიღებული ზომების შესახებ უნდა ეცნობოს კომიტეტს არა უგვიანეს 1
თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.
2. კომიტეტი კონტროლს უწევს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების
გარდამავალი დებულებებით კომიტეტის სფეროში შემავალი აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულებას
დადგენილ ვადაში.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დავალებების შესასრულებლად ვადა არ
არის განსაზღვრული, მაშინ ვადას შესაბამის უწყებას კომიტეტი უდგენს. ვადა შეიძლება
გაგრძელდეს კომიტეტისა და შესაბამისი უწყების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,
მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველი ვადის ნახევარს.
122
თავი XLIII
პარლამენტის მიერ სხვა დამოუკიდებელ ორგანოთა მიერ წარმოდგენილი ანგარიშების
განხილვა
მუხლი 236
1. პარლამენტისათვის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარდგენილ ანგარიშს
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი წარუდგენს პარლამენტის
ბიუროს უახლოეს სხდომას.
2. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას
წარმოდგენილი ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს
წამყვან კომიტეტს და ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ვადებს.
3. ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს
მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან
კომიტეტს და სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობასა და უმცირესობას.
4. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა ბიუროს მიერ
განსაზღვრულ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს ანგარიშთან
დაკავშირებით.
5. წამყვანი კომიტეტი ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში იწვევს კომიტეტის
სხდომას, წარმოდგენილ ანგარიშთან ერთად განიხილავს კომიტეტების, ფრაქციების,
უმრავლესობისა და უმცირესობის შენიშვნებს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს განსახილველად.
6. პარლამენტისათვის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარდგენილი ანგარიშის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა, თუ შესაბამისი კანონით
გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ორგანოს დაკომპლექტებაში საქართველოს
პარლამენტის მონაწილეობა.
7. თუ კანონით გათვალისწინებული არ არის დამოუკიდებელი ორგანოს
დაკომპლექტებაში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა, დამოუკიდებელი
ორგანოს მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიში პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე
წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
8. დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობის საკითხი აღინიშნება წამყვანი
კომიტეტის დასკვნაში.
9. დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტის 154-ე მუხლით დადგენილი წესით.
10. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად,
როგორც წესი, გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული მომხსენებელი.
11. ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი ცნობად იღებს
წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.
მუხლი 237
1. პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკი –
საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი ვალდებულია პარლამენტს
ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 აპრილისა წარუდგინოს თავისი საქმიანობის წლიური
123
ანგარიში.
2. კონტროლის პალატა წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშო წლის
მომდევნო წლის 1 ივნისისა თავისი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს,
რომელიც მისი განხილვის შემდეგ იღებს შესაბამის დადგენილებას. ანგარიში ქვეყნდება
პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშს და საქართველოს
კონტროლის პალატის წლიურ ანგარიშს შესაბამისი კომიტეტების მიერ აღნიშნული
ანგარიშების თაობაზე დასკვნების მომზადების შემდეგ, მაგრამ ანგარიშის წარდგენის
დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, განიხილავს პარლამენტი და იღებს სათანადო
გადაწყვეტილებას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი
გამოდის
თანამომხსენებლად
და
წარმოადგენს
პარლამენტის
გადაწყვეტილების პროექტს.
კარი VIX
პარლამენტის ურთიერთობა ამომრჩევლებთან
თავი XLIV
პეტიცია
მუხლი 238
1. პეტიცია არის პირთა ჯგუფის წერილობითი მიმართვა, რომელიც შეეხება
სახელმწიფოებრივ და საერთო პრობლემებიდან გამომდინარე საკითხებს.
2. პეტიციები იწერება და შეიტანება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და
აღირიცხება სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში. პეტიციის ჩაბარებისა და
რეგისტრაციის ნომრის შესახებ ეცნობება მის ავტორს.
3. პეტიცია შესასწავლად და განსახილველად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს ან
დროებით კომისიას. კომიტეტი ან კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას უშუალოდ ან
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო არდადეგებზე – უახლოეს სამუშაო კვირაში;
ბ) პეტიციას გადაუგზავნის შესაბამის სამინისტროს, უწყებას;
გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.
4. გადაწყვეტილება 1 კვირის განმავლობაში ეცნობება პეტიციის ავტორს.
მუხლი 239
1. სამინისტრო, უწყება 1 თვის განმავლობაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და
შესაბამისად კომიტეტს ან დროებით კომისიას. შესაბამისი კომიტეტის ან კომისიის
თანხმობით ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვით. თუ სამინისტრო ან უწყება დაწესებულ
ვადაში პასუხს არ აცნობებს ავტორს, პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვისათვის საჭიროა
პარლამენტის ბიუროს წარედგინოს შესაბამისი კომიტეტის ან დროებითი კომისიის
დასკვნა, რომელსაც ერთვის პეტიციის სრული ტექსტი.
3. საკითხის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას, რეზოლუციას
ან სხვა გადაწყვეტილებას.
თავი XLV
პარლამენტის ურთიერთობა მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან
124
მუხლი 240
1. პლენარული სხდომების კვირის მომდევნო კვირის სამშაბათი, ოთხშაბათი და
ხუთშაბათი განკუთვნილია პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის.
შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი.
2. პარლამენტის წევრი ამომრჩევლებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ
ინფორმაციას აწვდის შესაბამის კომიტეტს (კომიტეტებს).
3. კომიტეტი 3 თვეში ერთხელ მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს და რეაგირების
შედეგებს აცნობებს პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება
პარლამენტის ვებ-გვერდზე.
მუხლი 241
1. პარლამენტის მუშაობის მოქალაქეთათვის უკეთ გაცნობის, მათ საჩივრებსა და
განცხადებებზე
ოპერატიული
რეაგირების
მიზნით
პარლამენტის
აპარატში
ფუნქციონირებს მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები.
2. მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირისა.
მუხლი 242
პარლამენტის წევრები, სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები
ვალდებულნი არიან განიხილონ განცხადება-საჩივრები და მათზე მოახდინონ სათანადო
რეაგირება. პასუხი 1 თვის განმავლობაში ეცნობება ავტორებს.
მუხლი 243
კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის მიერ საკითხის შესწავლისა
და მოსმენის შედეგად მიღებული დასკვნა ან რეკომენდაცია შესაძლებელია წარედგინოს
პარლამენტს ან მის ბიუროს, ან რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს.
შესაბამისი ორგანო 1 თვის განმავლობაში აცნობებს კომიტეტს, საგამოძიებო ან სხვა
დროებით კომისიას რეაგირების შედეგს, რის შესახებაც შეიძლება ეცნობოს პარლამენტს
ან ბიუროს. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი მოსმენილ საკითხებზე იღებს
დადგენილებას ან რეზოლუციას. ასეთივე წესით მიიღება გადაწყვეტილება იმ
შემთხვევაშიც, როდესაც კომიტეტს შესწავლის შედეგებზე დასკვნა ან რეკომენდაცია
გადაუგზავნელად შეაქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
კარი X
პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობანი. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და
შეთანხმებების რატიფიცირება,
დენონსირება, გაუქმება
თავი XLVI
პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობანი
მუხლი 244
1.
საგარეო
ურთიერთობებში
საქართველოს
პარლამენტის
უმაღლესი
წარმომადგენელია პარლამენტის თავმჯდომარე.
2. პარლამენტის თავმჯდომარე სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული
125
მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს ვიზიტის
თაობაზე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 14
დღისა. საჭიროების შემთხვევაში ეს ანგარიში შეიძლება წარედგინოს პლენარულ
სხდომასაც.
მუხლი 245
1. პარლამენტი უფლებამოსილია სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან და
საერთაშორისო
საპარლამენტთაშორისო
და
სხვა
ორგანიზაციებთან
დადოს
შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ.
2. ოფიციალურ საპარლამენტო დელეგაციებს, როგორც წესი, ხელმღვანელობს
პარლამენტის თავმჯდომარე ან მისივე დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე ან
პარლამენტის წევრი.
მუხლი 246
დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში
ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს ვიზიტის
დამთავრებიდან არა უგვიანეს 14 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით ანგარიში
შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.
მუხლი 247
1. სხდომათა დარბაზში სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის შემოსვლას
და მის პერსონალურ შემადგენლობას პარლამენტს აცნობებს პლენარული სხდომის
თავმჯდომარე ან მისივე დავალებით – პარლამენტის მანდატური.
2. პარლამენტის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი (პარლამენტის
წევრი) წარმოთქვამს მისასალმებელ სიტყვას, რომელშიც აღნიშნავს სხვა სახელმწიფოს
ოფიციალური დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლის მიზნებს და ამოცანებს,
საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობების
მდგომარეობას, წარმოაჩენს პარლამენტის პოზიციას.
3. სხვა სახელმწიფოთა პარლამენტების ხელმძღვანელთა, სახელმწიფოთა და
მთავრობის მეთაურთა, დელეგაციების ხელმძღვანელთა სურვილით და პარლამენტის
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ისინი სიტყვით გამოვიდნენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
4. პარლამენტი უფლებამოსილია პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების
უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს ოფიციალური
დელეგაციის მიერ დასმული საკითხების საპარლამენტო განხილვის შესახებ. ამავე
გადაწყვეტილებით პარლამენტი უფლებამოსილია ნება დართოს სხვა სახელმწიფოს
ოფიციალურ დელეგაციას ან მის ცალკეულ წევრს, დაესწროს საპარლამენტო განხილვას.
5. პარლამენტი განიხილავს საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ასამბლეის
რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი რეალიზაციის შესახებ. აღნიშნულ
რეკომენდაციებს წინასწარ განიხილავს შესაბამისი კომიტეტი და სათანადო დასკვნებს
რეკომენდაციებთან ერთად განსახილველად წარუდგენს პარლამენტს. საერთაშორისო
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება
კანონპროექტების მომზადებისას.
126
მუხლი 248
პარლამენტის თავმჯდომარის, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი
ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის ინიციატივით უახლოეს
პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა შეიძლება მიიღოს რეზოლუცია ან სხვა
გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დეეგაციის ვიზიტის შედეგების
შესახებ.
თავი XLVII
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები.
მეგობრობის ჯგუფები
მუხლი 249
1. საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული
ურთიერთობის დამყარების მიზნით, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
გათვალისწინებით განისაზღვრება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების
შემადგენლობა.
2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს
დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის
დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტის ბიუროს წარუდგენს გაწეული
საქმიანობის ანგარიშს. ბიუროს გადაწყვეტილებით ანგარიში შეიძლება გახდეს
პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი. ანგარიშის მოსმენის დროს
თანამომხსენებელია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. პლენარულ სხდომაზე
ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლებელია დელეგაციის შემადგენლობაში
ცვლილება შევიდეს.
მუხლი 250
1. სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობის
დამყარების მიზნით პარლამენტში დადგენილებით იქმნება მეგობრობის ჯგუფები.
2. მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობას დადგენილებით ამტკიცებს
პარლამენტი.
3. მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას უწევს საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტი, რომელიც გაწეული საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად
წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
4. ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და
იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს
ვიზიტის თაობაზე ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს. დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის,
კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული
სხდომის განხილვის საგანი გახდეს.
თავი XLVIII
საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების
რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება
მუხლი 251
127
1. საქართველოს პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების
რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ მიმართავს საქართველოს
მთავრობა, ხოლო იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების თაობაზე,
რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის
კავშირში საქართველოს შესვლას, სამხედრო ხასიათისა, ეხება სახელმწიფოს
ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას, აგრეთვე იმ
შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება (შეთანხმება) დადებულია საქართველოს
პრეზიდენტის მიერ - საქართველოს პრეზიდენტი, რაც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის
კონტრასიგნაციას.
2.
რატიფიცირების,
დენონსირების
ან
გაუქმებისათვის
წარმოდგენილ
საერთაშორისო ხელშეკრულებას (შეთანხმებას) უნდა ერთვოდეს ოფიციალური ტექსტის
დადგენილი წესით დამოწმებული ასლი და დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს:
ა) მისი რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების მიზანშეწონილობის
დასაბუთებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის განსაზღვრას;
გ) შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური და სხვა შედეგების შეფასებას.
დ)საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) საქართველოს პრეზიდენტის
მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, შესაბამის აქტს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის
თაობაზე.
3. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) შინაარსიდან გამომდინარე,
პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს საერთაშორისო ხელშეკრულების
(შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის მოსამზადებლად და
აღნიშნულ კომიტეტს დასკვნისათვის გადაუგზავნის თანდართულ მასალებს.
4. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ხელშეკრულების
(შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის მომზადებაში
მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვა კომიტეტებმაც.
5. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების
ან გაუქმებისათვის მომზადებას წამყვან კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თუ იგი არ წარმოადგენს წამყვან კომიტეტს.
6. წამყვანმა კომიტეტმა ან/და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შეიძლება სხვა
სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საერთაშორისო ხელშეკრულების
(შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების მომზადებასთან
დაკავშირებული ინფორმაცია. ის საერთაშორისო ხელშეკრულება (შეთანხმება),
რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, წინასწარ თანხმდება საფინანსოსაბიუჯეტო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებთან.
7. საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებით პარლამენტი
ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ახდენს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო
საფინანსო ორგანიზაციებთან ან სხვა სახელმწიფოთა ორგანოებთან სახელმწიფო
საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების
გაცემასთან
დაკავშირებით
დადებულ
ხელშეკრულებათა
(შეთანხმებათა)
რატიფიცირებას.
8. წამყვანმა კომიტეტმა ან/და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საერთაშორისო
ხელშეკრულებასთან (შეთანხმებასთან) დაკავშირებული ყველა ინფორმაცია უნდა
წარუდგინოს პარლამენტს.
9.
კომიტეტში
საერთაშორისო
ხელშეკრულებასთან
(შეთანხმებასთან)
დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოებს საქართველოს პრეზიდენტის ან
128
საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირის აუცილებელი მონაწილეობით,
რომელსაც საკომიტეტო განხილვის თაობაზე ეცნობება არა უგვიანეს 48 საათისა. მისი
არმონაწილეობა ხელს ვერ შეუშლის საკითხის განხილვას, თუ კომიტეტი აუცილებლად
არ მიიჩნევს საკითხის განხილვას მხოლოდ მისი მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში
საკითხის განხილვა გადაიდება კომიტეტის მომდევნო სხდომამდე.
10. წამყვანი კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციას რატიფიცირების
ან რატიფიცირების უარყოფის შესახებ, წინადადებას – აუცილებლად მოხდეს
რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება ან დათქმა, ასევე მასთან დაკავშირებით,
პარლამენტის მიერ მისაღებ რეკომენდაციებს.
11. თუ წამყვანი კომიტეტი მიიჩნევს, რომ რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება
აუცილებლად უნდა მოხდეს დათქმით, იგი უნდა შეუთანხმდეს საქართველოს
პრეზიდენტს ან საქართველოს მთავრობას. თუ პრეზიდენტი ან საქართველოს მთავრობა
თანხმობას განაცხადებს, საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირება,
დენონსირება ან გაუქმება მოხდება შესაბამისი დათქმით, ხოლო თუ იგი წინააღმდეგი
იქნება, საკითხს კვლავ განიხილავს წამყვანი კომიტეტი თავის უახლოეს სხდომაზე. თუ
პრეზიდენტი კვლავ აუცილებლად მიიჩნევს დათქმას, საკითხის განხილვა მოხდება
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დათქმით.
12. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულების
(შეთანხმების) რატიფიცირებასთან, დენონსირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით
მოხსენებით წარსდგება საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობის მიერ
უფლებამოსილი პირი. თანამომხსენებლად შეიძლება გამოვიდნენ პარლამენტის მიერ
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრული წამყვანი კომიტეტისა და
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები.
13. რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის წარდგენილ საერთაშორისო
ხელშეკრულებას (შეთანხმებას) პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით და სრული
შემადგენლობის უმრავლესობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
14. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული არ იქნა გადაწყვეტილება საერთაშორისო
ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების შესახებ
ითვლება, რომ მან ვერ გაიარა შესაბამისი პროცედურა და იგი ხელახლა განსახილველად
უბრუნდება წამყვან კომიტეტს. წამყვანი კომიტეტი 1 თვით ვადაში წყვეტს
საერთაშორისო
ხელშეკრულების
(შეთანხმების)
პარლამენტის
პლენარული
სხდომისთვის ხელახლა წარდგენის საკითხს.
15. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო
ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის
განხილვის გადადების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს
გადაწყვეტილებას
საერთაშორისო
ხელშეკრულებასთან
(შეთანხმებასთან)
დაკავშირებული შესაბამისი საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, ასეთი
გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, დასაბუთებული და მიღებულ იქნეს
დადგენილებით.
მუხლი 252
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მიხედვით, იმ საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დენონსირებას, რომლებიც რატიფიცირებულია
პარლამენტის მიერ ან რომლებთან შეერთებაც მოხდა პარლამენტის გადაწყვეტილებით,
129
პარლამენტი ახდენს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან ერთად წინასწარ
განიხილავს დენონსირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას
(შეთანხმებას) და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, რომლებიც დადებული და
ხელმოწერილია საქართველოს მთავრობის სახელით, ასევე არასარატიფიკაციო
ხელშეკრულებებს, რომლებთან შეერთებაც მოხდა მთავრობის სახელით, პარლამენტი
საქართველოს
მთავრობის
წარდგინებით
აუქმებს
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით.
4. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირება, დენონსირება ან
გაუქმება მუხლობრივად არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული
ხორციელდება დათქმით.
5. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების
ან გაუქმების საკითხის საპარლამენტო განხილვას უნდა ესწრებოდნენ საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ხელმძღვანელები და სხვა შესაბამისი თანამდებობის პირები.
მუხლი 253
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო ვალდებულნი არიან ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და
შეთანხმებების დადების შესახებ, რომლებიც რატიფიცირებას არ საჭიროებს პარლამენტს
აცნობონ მათი დადებიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად
იღებს (ცნობად მიღება გულისხმობს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას პარლამენტის
ბიუროს უახლოესი სხდომისათვის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღებას, რომ
აღნიშნული ინფორმაცია ცნობად მიიღო) ან იგი შეიძლება პარლამენტის განხილვის
საგანი გახდეს.
მუხლი 254
საერთაშორისო ხელშეკრულებასთან (შეთანხმებასთან) საქართველოს შეერთების
შესახებ პარლამენტში საკითხის შემოტანის შემთხვევაში, საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან ერთად ამზადებს დასკვნას ამ თავით დადგენილი
წესით და საკითხს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განსახილველად. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობით.
კარი XI
განსაკუთრებული პროცედურები
თავი XLIX
საქართველოს პარლამენტის, მასთან არსებული ორგანიზაციების,საქართველოს
კონტროლის პალატისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტის
ფორმირება
მუხლი 255
1. საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და
საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას პარლამენტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო
130
წლის დაწყებამდე, არა უგვიანეს 15 ივნისისა.
2. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა
და კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის
პროექტი ფორმირდება შესაბამისი კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოსა და
პარლამენტის აპარატის წინადადებების საფუძველზე და დასამტკიცებლად წარედგინება
პარლამენტს. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტში ხარჯების ორგანიზაციული
კლასიფიკაციის მეორე თანრიგის კოდით (0101) წარდგენილი პარამეტრის შემცირება
შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის განხილვისას სავალდებულოა შესაბამისი პროექტის
დარიგება.
3. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის განკუთვნილი მიმდინარე
ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით
შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს
გადაწყვეტილებას
სახელმწიფო
ბიუჯეტში
პარლამენტისათვის
გამოყოფილი
საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე. თუ სახსრების მოცულობა არ აღემატება
პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 15%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტში
პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო სხვა შემთხვევაში –
პარლამენტი დადგენილებით.
4. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე
გადაწყვეტილებას პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის
წარდგინების საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.
5. პარლამენტში შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდი საბიუჯეტო ასიგნებათა
ფარგლებში, რომელშიც აისახება ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
პარლამენტის წევრის ხელფასიდან დაკავებული თანხა. პარლამენტის წევრს უფლება
აქვს ფონდის სასარგებლოდ უარი განაცხადოს ხელფასზე. ფონდში ასახული თანხების
განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი
ინიციატივით ან ხაზინადართა საბჭოს წინადადების საფუძველზე. მიღებული
გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე აწვდის
პარლამენტის ბიუროს.
მუხლი 256
1. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტების ფორმირებას უზრუნველყოფს და
მათ საქართველოს მთავრობას გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
2. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები პარლამენტში 1 მარტამდე
წარადგენენ მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს ბიუჯეტის
ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.
8. წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს პარლამენტის აპარატის
საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნით განიხილავს
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი
3
კვირის
განმავლობაში
და
სათანადო
გადაწყვეტილებას
წარუდგენს
პარლამენტის
თავმჯდომარეს.
პარლამენტის
თავმჯდომარე საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს შესაბამისი გადაწყვეტილებით
უგზავნის საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 აპრილისა.
131
მუხლი 257
1. საქართველოს კონტროლის პალატის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს
მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი.
2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს
1 აპრილამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის
ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.
3. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში იხილავს
წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც
განსახილველად გადაეცემა საქართველოს პარლამენტს არა უგვიანეს 1 მაისისა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონტროლის პალატის ბიუჯეტის
განხილვისას სავალდებულოა შესაბამისი პროექტის დარიგება.
4. საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კონტროლის პალატის
ბიუჯეტის განხილვის შემდეგ იგი 15 ივნისამდე წარედგინება საქართველოს მთავრობას
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.
5. საქართველოს კონტროლის პალატის ხარჯების ზღვრული მოცულობის
დამტკიცებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი არ უნდა იყოს გასულ
საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები; ამასთანავე, საქართველოს
კონტროლის პალატის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო
სახსრებთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წინასწარი
თანხმობით.
მუხლი 258
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვას
დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
მისივე
წარდგინებით,
მუხლი 259
პარლამენტში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში
აკონტროლებს პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამისი კომიტეტის, აგრეთვე ამ მიზნით
შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით. ხაზინადართა საბჭო არის პარლამენტის
თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. პარლამენტის თავმჯდომარე განსაზღვრავს საბჭოს
წევრთა რაოდენობას და პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით პარლამენტის
წევრთაგან ნიშნავს მათ. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი
განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
თავი XLX
საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ომისა და ზავის,
სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების საკითხთა განხილვა
მუხლი 260
1. საქართველოს
პრეზიდენტი
48
საათის
განმავლობაში
პარლამენტს
დასამტკიცებლად წარუდგენს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ასევე
საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებულ
გადაწყვეტილებებს. მათ დაუყოვნებლივ ეყრება კენჭი წინასწარი საკომიტეტო
განხილვისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე.
132
2. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს მოტივირებული
ინფორმაცია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, ასევე
საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კონსტიტუციის 46-ე
მუხლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის
აუცილებლობის შესახებ.
3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს პარლამენტის მუშაობა გრძელდება ამ
მდგომარეობის დამთავრებამდე, პარლამენტის ბიუროს მიერ შემუშავებული გეგმის
მიხედვით.
4. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განიხილება პარლამენტის საგანგებო სხდომაზე,
ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, შემდეგი გამონაკლისების გათვალისწინებით:
ა) ძირითად მომხსენებლად გამოდის საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ
საგანგებოდ უფლებამოსილი პირი;
ბ) თანამომხსენებლად გამოდიან კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლები
10-10 წუთით;
გ) კამათი არ მიმდინარეობს;
დ) დასკვნითი სიტყვით გამოდის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ
საგანგებოდ უფლებამოსილი პირი.
5. თანხმობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწერს
ხელს და აქვეყნებს პარლამენტის დადგენილებას საომარი ან საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
6. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ დაეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის
გადაწყვეტილებას, საკითხი არა უგვიანეს 24 საათისა იხილება პარლამენტის
თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების,
დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა ჯგუფებისა და საქართველოს პრეზიდენტის ან
მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც
საქართველოს პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას თანხმობის მისაღებად
საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანის თაობაზე. თუ თანხმობა კვლავ არ
იქნება მიღებული, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხი
გადაწყვეტილად არ ჩაითვლება და საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს
აღნიშნულის თაობაზე კვლავ მიმართოს პარლამენტს თანხმობაზე უარის თქმიდან 48
საათის განმავლობაში.
მუხლი 261
1. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით
გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის
აუცილებლობის
შესახებ
პარლამენტი
ამტკიცებს
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით.
2. თუ ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ემთხვევა
საარჩევნო პერიოდს, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ
გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს საქართველოს
პარლამენტი.
მუხლი 262
1. პარლამენტის დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების
133
ამოქმედებიდან ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე პრეზიდენტის მიერ
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის დამტკიცების ანდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაგრძელების
საკითხს წყვეტს პარლამენტი (დათხოვნილი) ამ რეგლამენტის 260-ე მუხლის პირველი,
მე-2–მე-5 პუნქტებითა და 261-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტი
არ შეიკრიბა 5 დღის განმავლობაში ან არ დაამტკიცა (არ გააგრძელა) საგანგებო
მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება, მაშინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უქმდება. საომარი
მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, თუ პარლამენტი შეკრებიდან 48 საათში არ დაამტკიცებს
საომარი მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის
ბრძანებულებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგანგებო ან
საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს ამ
მდგომარეობის ვადა, რომლის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს
პარლამენტი ამ მუხლითა და 260-ე–261-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მუხლი 263
1. პარლამენტი თანხმობას აძლევს საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო
მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო
ძალების გამოყენების თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაში
შედის, თუ მას პარლამენტი დაეთანხმება. პარლამენტი თანხმობის მიცემის ან მასზე
უარის თქმის საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების შემოტანიდან არა
უგვიანეს 24 საათისა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წინასწარი
განხილვის შემდეგ, რომლის მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ სხვა კომიტეტის
წარმომადგენლებმაც, ან შეთანხმებით შეიძლება გაიმართოს გაერთიანებული
საკომიტეტო მოსმენა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ დაეთანხმება საქართველოს
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საკითხი არა უგვიანეს 24 საათისა იხილება
პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების
ხელმძღვანელების და საქართველოს პრეზიდენტის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის
მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი იღებს
შესაბამის გადაწყვეტილებას თანხმობის მისაღებად საკითხის პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე კვლავ გატანის თაობაზე. თუ თანხმობა კვლავ არ იქნება მიღებული, საგანგებო
მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო
ძალების გამოყენების საკითხი გადაწყვეტილად არ ჩაითვლება და საქართველოს
პრეზიდენტს უფლება არა აქვს აღნიშნულის თაობაზე კვლავ მიმართოს პარლამენტს
თანხმობაზე უარის თქმიდან 48 საათის განმავლობაში. ამასთან, საქართველოს
პრეზიდენტს უფლება აქვს შესაბამისი წინადადებით პარლამენტს მიმართოს არა უმეტეს
ორჯერ.
2. საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს
გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და
გადაადგილების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაში შედის,
თუ მას პარლამენტი დაეთანხმება. პარლამენტი თანხმობის მიცემის ან მასზე უარის
თქმის საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების შემოტანიდან არა უგვიანეს 24
საათისა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წინასწარი განხილვის
შემდეგ, რომლის მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ სხვა კომიტეტის
134
წარმომადგენლებმაც, ან შეთანხმებით შეიძლება გაიმართოს გაერთიანებული
საკომიტეტო მოსმენა. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს
პრეზიდენტი უფლებამოსილია ხელახლა მიმართოს პარლამენტს თანხმობის მისაღებად,
თანხმობაზე უარის თქმიდან 48 საათის შემდეგ. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტს
უფლება აქვს შესაბამისი წინადადებით პარლამენტს მიმართოს არა უმეტეს ორჯერ.
მუხლი 264
1. საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილება ომის გამოცხადების ან სათანადო
პირობების არსებობისას ზავის დადების შესახებ პარლამენტში დასამტკიცებლად შეაქვს
ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა.
2. პარლამენტი არა უგვიანეს 24 საათისა, წინასწარი საკომიტეტო მოსმენის გარეშე
განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ომის გამოცხადების ან
ზავის დადების შესახებ და იმავე სხდომაზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით
იღებს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მიღებული დადებითი
გადაწყვეტილება, საკითხი არა უგვიანეს 24 საათისა იხილება პარლამენტის
თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების
და საქართველოს პრეზიდენტის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ
შეხვედრაზე, რის შემდეგაც პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას საკითხის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ გატანის თაობაზე. თუ დადებითი
გადაწყვეტილება კვლავ არ იქნება მიღებული, საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა
აქვს აღნიშნულის თაობაზე კვლავ მიმართოს პარლამენტს თანხმობაზე უარის თქმიდან
48 საათის განმავლობაში. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს შესაბამისი
წინადადებით პარლამენტს მიმართოს არა უმეტეს ორჯერ.
მუხლი 265
1. ეროვნული უშიშროების საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს
სამხედრო ძალთა რაოდენობას. საკითხი განსახილველად გადაეცემა შესაბამის
კომიტეტს, რომელიც არა უგვიანეს 10 დღისა პარლამენტს წარუდგენს მოტივირებულ
დასკვნას.
2. პარლამენტი კომიტეტის დასკვნის საპარლამენტო განხილვის შემდეგ, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სამხედრო ძალთა რაოდენობას.
3. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს სამხედრო ძალთა რაოდენობას,
დადგენილებით შეიძლება შეიქმნას შემთანხმებელი კომისია, რომელიც არა უგვიანეს 10
დღისა წარადგენს გადაწყვეტილების საბოლოო ვარიანტს, რომელსაც ამტკიცებს
პარლამენტი.
4. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი
მოსმენით, ამ რეგლამენტის 154-ე მუხლით დადგენილი წესით.
თავი XLXI
საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელისა
და კონსტიტუციური წარდგინების შეტანა
მუხლი 266
პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს
საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს
135
პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის,
კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ
საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ.
მუხლის 267
კონსტიტუციურ წარდგინებაზე ხელმოწერათა დამოწმება ხდება სანოტარო წესით
ან შემდეგნაირად: თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის
აღძვრისათვის წარდგინების შედგენის შემდეგ პარლამენტის წევრი, ფრაქცია აკეთებს
განცხადებას ხელმოწერათა შესრულების ადგილთან დაკავშირებით და საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტში შესაბამისი წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში
კომიტეტის თავმჯდომარე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას.
მუხლი 268
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრთა მიერ კანონმდებლობით
დადგენილი წესით კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების
შეტანის შემდეგ მასზე ხელმომწერ პარლამენტის წევრთა მიერ უარის თქმა
კონსტიტუციურ სარჩელზე ან წარდგინებაზე არ იწვევს მის განხილვაზე უარის თქმას და
საქმის წარმოების შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმის არსებით განხილვამდე
მასზე უარს არ იტყვის კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შემტანი ყველა
პარლამენტის წევრი.
მუხლი 269
1. პარლამენტის
შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს შეუძლია
საკონსტიტუციო
სასამართლოში
შეიტანოს
კონსტიტუციური
სარჩელი
კონსტიტუციური
შეთანხმების,
საქართველოს
კანონების,
ამ
რეგლამენტის,
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ნორმატიული
აქტების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე შესაბამისი ორგანოების
მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის
შესახებ.
2. პარლამენტს დადგენილების საფუძველზე შეუძლია საკონსტიტუციო
სასამართლოში შეიტანოს წარდგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან,
კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
3. პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს შეუძლია
კონსტიტუციური სარჩელი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“
საქართველოს კონტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე.
4. პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს შეუძლია
საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი მოქალაქეთა
პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის, არჩევნების ან რეფერენდუმის
მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების
(რეფერენდუმის)
კონსტიტუციურობის
შესახებ,
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების
ცნობის
ან
ვადამდე
შეწყვეტის
შესახებ
პარლამენტის
გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ.
136
5. პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედის კონსტიტუციური
სარჩელის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს
კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლების დარღვევა.
6. კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერათა დამოწმება ხდება ამ რეგლამენტის 269ე მუხლის შესაბამისად.
7. ამ მუხლის 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის
დადგენილება მიიღება საერთო წესით, ხოლო წარდგინება საკონსტიტუციო
სასამართლოს ეგზავნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ან სხდომის
თავმჯდომარის ხელმოწერით.
თავი XLXII
რეფერენდუმი
მუხლი 270
1. პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მეხუთედს სათანადო დასაბუთების
საფუძველზე, შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული წერილობითი ფორმით
შეუძლია პარლამენტში დასვას საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით
განსაზღვრულ საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი, რომელიც
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 20
დღისა.
2. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს მიმართვას
რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ, რომელიც წარედგინება საქართველოს
პრეზიდენტს.
3. თუ პარლამენტმა ვერ გადაწყვიტა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის
საკითხი, იგი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოცემულ
საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა აღარ შედგება.
მუხლი 271
თუ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, საქართველოს
მთავრობის ან 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმზე გაიტანს იმავე საკითხს,
რომელიც წარდგენილია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად, იგი
სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნება.
კარი XII
პარლამენტის აპარატი და პარლამენტთან არსებული დაწესებულებები
თავი XLXIII
პარლამენტის აპარატი
მუხლი 272
1. პარლამენტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის
მიზნით იქმნება პარლამენტის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის
წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და მის შესაბამისად აპარატის დებულებით.
2. პარლამენტის აპარატის ფუნქციაა პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის
137
თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, კომიტეტების,
ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის, საგამოძიებო და სხვა დროებითი
კომისიების
საქმიანობის
ორგანიზაციული,
იურიდიული,
დოკუმენტური,
საინფორმაციო, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური და სოციალურ-საყოფაცხოვრებო
მომსახურება.
მუხლი 273
აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პარლამენტის პლენარული სხდომების მომზადება;
ბ) პარლამენტის, მისი ბიუროს, კომიტეტების, ფრაქციების, საგამოძიებო და სხვა
დროებითი კომისიების სამართლებრივი, საფინანსო, მატერიალურ–ტექნიკური და სხვა
საკითხების გადაწყვეტა;
გ) პარლამენტის წევრების უზრუნველყოფა პლენარული სხდომების დღის
წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტებით;
დ) პარლამენტის პლენარულ სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების
განხილვისას გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა;
ე) პარლამენტის წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის
შეწყობა;
ვ) პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების,
კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დავალებების შესრულება;
ზ) პარლამენტის ხელმძღვანელობისა და პარლამენტის წევრებისათვის
საინფორმაციო–საცნობარო და სხვა მასალების მომზადება, პარლამენტის მიერ
მიღებული აქტების კრებულის გამოცემა;
თ) სესიებს შორის პერიოდში საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება და
პარლამენტის წევრებისათვის მიწოდება;
ი) პარლამენტის პლენარული სხდომის და პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმების
და სტენოგრამების წარმოება;
კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პარლამენტის, კომიტეტების,
ფრაქციების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დოკუმენტების გამოქვეყნება
და გაშუქება;
ლ) პარლამენტში უცხო ქვეყნების დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო,
პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიღების
ორგანიზაციულ–ტექნიკური უზრუნველყოფა;
მ) პარლამენტის თავმჯდომარის, ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციებისა და
პარლამენტის წევრების საზღვარგარეთ გამზავრების ორგანიზება;
ნ) პარლამენტში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოგა და მოქალაქეთა
მიღების ორგანიზება;
ო) პარლამენტისა და აპარატის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა;
პარლამენტის ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჰვის აღრიცხვა
და ანალიზი.
პ) პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო რიცხოვნობის
უზრუნველყოფა, პარლამენტის აპარატში საკადრო პოლიტიკის გატარების მეთოდურ–
პრაქტიკული ორგანიზება, მართვა, კოორდინირება და კონტროლი, საიდუმლო
საქმისწარმოების წარმართვა;
138
ჟ) პარლამენტში თანამედროვე ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შექმნის, მისი
გამართულად მუშაობისა და განვითარების უზრუნვეყოფა, აპარატის საქმიანობის
ავტომატიზება და კომპიუტერული მომსახურება;
რ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში პარლამენტის
წარმომადგენლობა;
ს) პარლამენტის შენობაში პარლამენტის პლენარული და კომიტეტების სხდომების
მიმდინარეობისას დარბაზში წესრიგის დაცვა;
ტ) პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და პარლამენტისა და მისი
აპარატის საქმიანობის საფინანსო უზრუნველყოფა და დაგეგმვა;
უ) საზოგადოების ინფორმირება პარლამენტის მისიის, საქმიანობისა და
პერსონალის შესახებ;
ფ) პარლამენტის ვებპორტალის მართვა, განვითარება და ტექნიკური
უზრუნველყოფა;
ქ) პარლამენტის წევრების, პარლამენტის სტრუქტურების საქმიანობის საკვლევ–
საკონსულტაციო და საინფორმაციო–საცნობარო მომსახურება;
ღ) კანონმდებლობით პარლამენტის გამგებლობას მიკუთვნებული სხვა საკითხების
გადაწყვეტისათვის ხელის შეწყობა.
მუხლი 274
1. პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობს პარლამენტის აპარატის უფროსი.
2. პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. პარლამენტის აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.
4. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობის დაშვებისა და
რაოდენობის საკითხს წყვეტს პარლამენტის თავმჯდომარე.
5. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტებისა და სამსახურების
ხელმძღვანელებს, პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 275
1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული საკოორდინაციო
ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, სამსახურები და კომიტეტების აპარატები,
რომელთა შემადგენლობას, თანახმად დამტკიცებული საშტატო განრიგისა, შესაბამისი
დეპარტამენტისა თუ სამსახურის უფროსის და კომიტეტის თავმჯდომარის
წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.
2. კომიტეტის აპარატის უფროსსა და სპეციალისტებს კომიტეტის თავმჯდომარის
წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტის
აპარატის უფროსი მოწვეულ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან აფორმებს ვადიან
შრომით ხელშეკრულებებს.
4. დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტის აპარატის
უფროსი მოწვეულ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან აფორმებს ვადიან შრომით
ხელშეკრულებას.
139
5. ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით
დადგენილი წესით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და
ათავისუფლებს
პარლამენტის
აპარატის
უფროსი
ფრაქციის
თავმჯდომარის
წარდგინებით.
6. ფრაქციის აპარატის საშტატო ერთეულთა რაოდენობა, ფრაქციისათვის
პარლამენტის შენობაში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის
უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში
გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
მუხლი 276
1. პარლამენტის აპარატის მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლებამოვალეობები
განისაზღვრება
კანონმდებლობით,
შესაბამისი
სტრუქტურული
საკოორდინაციო ერთეულის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით.
2. პარლამენტის აპარატისა და მისი სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების
დებულებებს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
3. პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს
ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
4. პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს
შესაბამისი სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულის უფროსთან შეთანხმებით
ამტკიცებს პარლამენტის აპარატის უფროსი.
5. პარლამენტის აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა.
პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
6. პარლამენტის აპარატის უფროსი კომიტეტების მოსაზრებების გათვალისწინებით
განსაზღვრავს აპარატის სტრუქტურას, შტატებს, მუშაკთა შრომის ანაზღაურებას,
სამუშაო პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.
მუხლი 277
1. პარლამენტის, კომიტეტების, ფრაქციების, დამოუკიდებელი პარლამენტის
წევრისა და პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის
სხვა ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტთან იქმნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.
2. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის
წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
პარლამენტის აპარატის უფროსი.
4. საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება
შესაბამისი დებულებით, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის
წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 278
1. ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის,
ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, ამომრჩევლებთან და ადგილობრივი
140
თვითმმართველობის ორგანოებთან
პარლამენტის ურთიერთობის და შესაბამის
ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ
პარლამენტის წევრთა საქმიანობის კოორდინირების მიზნით
შეიძლება შეიქმნას
საქართველოს
პარლამენტის
წარმომადგენლობა
(შემდგომში–პარლამენტის
წარმომადგენლობა), რომელიც არ წარმოადგენს პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ
ერთეულს.
2. გადაწყვეტილებას პარლამენტის წარმომადგენლობის შექმნის და გაუქმების
შესახებ პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. პარლამენტის წარმომადგენლობის დებულებას, საშტატო განრიგს და შრომის
ანაზღაურების პირობებს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
4. პარლამენტის წარმომადგენლობის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის
წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
5. პარლამენტის წარმომადგენლობის თანამშრომლებს საქართველოს შრომის
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე
ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი პარლამენტის
წარმომადგენლობის უფროსის წარდგინებით.
მუხლი 279
1. სავალდებულოა პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეთა სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაზღვევა.
2. პარლამენტის აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა, ასევე პარლამენტთან
არსებული დაწესებულებების მოსამსახურეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
დაზღვევის საკითხებზე გადაწყვეტილებას, ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით, იღებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
თავი XLXIV
პარლამენტთან არსებული დაწესებულებები
მუხლი 280
1. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა – საქართველოს საბიბლიოთეკო
სისტემის მთავარი ბიბლიოთეკა არის პარლამენტის ბიბლიოთეკა, რომლის საქმიანობა
რეგულირდება „ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა
კანონებითა და შესაბამისი დებულებით.
2. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო განრიგს და შრომის
ანაზღაურების პირობებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის წარდგინებით
ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 281
1. სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების
მიზნით პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.
141
2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებანი და სტრუქტურა, აგრეთვე
საბჭოს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო გერბის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და შესაბამისი დებულებით, რომელსაც
დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.
3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საშტატო განრიგს და მომსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის
წარდგინებით,
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტთან
შეთანხმებით,
ამტკიცებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 282
გენდერული
თანასწორობის
საბჭოს
თავმჯდომარეობს
პარლამენტის
თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე. გენდერული
თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს
შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამდივნო.
კარი XIII
პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისათვის
თავი XLXV
რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტის წევრისა
და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა
მუხლი 283
რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტის წევრის მიმართ დაწესებულია
ზემოქმედების შემდეგი ფორმები:
ა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა;
ბ) გაფრთხილება;
გ) სხდომათა დარბაზის დატოვება;
დ) ხელფასის დაკავება.
მუხლი 284
1. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტის წევრს სიტყვას
ჩამოართმევს, თუ იგი:
ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;
ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე;
გ) სიტყვა მიეცა პროცედურულ საკითხებზე და თავის გამოსვლაში შეეხო სხვა
საკითხებს;
დ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას
გაუგრძელეს.
2. გაფრთხილება გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;
ბ) სიტყვით გამოდის უმიკროფონოდ;
გ) ჩაიდენს მოქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით განსაზღვრული წესით
142
წარმართული სხდომის შეფერხებას.
3. სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის
მიმართ, რომელიც:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგ
აგრძელებს იგივე ქმედებას;
ბ) სხდომათა დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;
გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს პარლამენტის
წევრებს.
4. პარლამენტის წევრი, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვების
მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს სხდომათა დარბაზი. წინააღმდეგ
შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც მანდატური
აღასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას.
5. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვების
მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითება სანქციის გამოყენების დღის ხელფასი და
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა
ანაზღაურება.
6. თუ კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ
პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია
მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, აღნიშნულ პირს დაუკავდება თანხა
ხელფასის 20 % ოდენობით. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და
ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის
დასაკავებლად.
7. თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც ევალება პლენარულ სხდომაზე
კანონპროექტის წარდგენა (მომხსენებელია ან თანამომხსენებელი), კანონპროექტის
წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება პლენარულ სხდომათა დარბაზში,
მას დაუკავდება იმ დღის ხელფასი. პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზში
კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტზე, სხდომის თავმჯდომარის განცხადების
საფუძველზე, ფორმდება საოქმო ჩანაწერი, რომელსაც მანდატურთუხუცესი 24 საათის
განმავლობაში უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის
დეპარტამენტს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასის დასაკავებლად.
8. თუ პარლამენტის წევრი, რომელიც გაწევრიანებულია ორ კომიტეტში,
კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ დაესწრება
კომიტეტების სხდომას, ხოლო ერთ კომიტეტში გაწევრიანებული პარლამენტის წევრი
კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება
კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 25%. პარლამენტის წევრს სხდომა
არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი წინასწარ შეატყობინებს
კომიტეტის თავმჯდომარეს სხდომის შესაძლო გაცდენის საპატიო მიზეზის შესახებ ან
კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-5 და მე-7
პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით. პარლამენტის წევრის კომიტეტის სხდომაზე
დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, კომიტეტის თავმჯდომარის მიერ
აღირიცხება და ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი
თვის ხელფასის დასაკავებლად.
9. თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო
მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას ერთზე მეტი
გაცდენილი თითოეული სხდომისათვის დაუკავდება ხელფასის 10%. პარლამენტის
წევრის პლენარულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება
143
საოქმო ჩანაწერით და კალენდარული თვის ბოლო პლენარულ სხდომაზე ცხადდება
სხდომის თავმჯდომარის მიერ. მომდევნო თვის 10 რიცხვამდე მანდატურის სამსახური
საოქმო ჩანაწერების საფუძველზე ადგენს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით
გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო
უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.
10. თუ კომიტეტის თავმჯდომარე თავისი მიზეზით კალენდარული თვის
განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება
თანხა ხელფასის 50% ოდენობით. პარლამენტის ბიურო განიხილავს კომიტეტის
სხდომის არჩატარების მიზეზს და იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით პლენარულ
სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.
11. ამ მუხლის მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
პარლამენტის წევრისათვის დაკავებული ხელფასის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს
პარლამენტის წევრის ხელფასის 50%-ს.
12. კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტის სხდომების გამცდენი
პარლამენტის წევრების სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების
რაოდენობისა და თარიღის მითითებით. კომიტეტის სხდომების გამცდენი პარლამენტის
წევრების სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც
მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას და
განთავსებას პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.
13. ყოველი სესიის ბოლოს პარლამენტის მანდატურის სამსახური ადგენს
პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას ფრაქციების
მითითებით, თითოეული მათგანის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების
რაოდენობისა და თარიღის აღნიშვნით. პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით
გამცდენ პარლამენტის წევრთა სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას და განთავსებას პარლამენტის
ინტერნეტ-გვერდზე.
მუხლი 285
1. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც გამოიყენეს ამ რეგლამენტის 286-ე
მუხლის მე-6-მე-10 პუნქტებით დაწესებული ზემოქმედების ფორმები, უფლება აქვს
წერილობით შეიტანოს დასაბუთებული პროტესტი პარლამენტის მომდევნო
პლენარული სხდომის დაწყებამდე. პროტესტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს
პარლამენტის თავმჯდომარეს.
2. პარლამენტის წევრის მიმართ ზემოქმედების რომელიმე ფორმის გამოყენების
შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ კამათის საგნად აქციონ
წესრიგისაკენ მოწოდების საკითხი.
მუხლი 286
დაუშვებელია პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ან დადგენილების პროექტის,
სხვა სამართლებრივი აქტის, ოქმის და პარლამენტის სხვა დოკუმენტების გადაკეთება ან
გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. აღნიშნული ქმედების განხორციელება იწვევს
კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
თავი XLXVI
რეგლამენტის დარღვევისათვის სხვა სახელმწიფო
144
თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა
მუხლი 287
1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა კანონით და ამ რეგლამენტით
დადგენილი წესით ეკისრება საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტის მიერ
არჩეულ, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებათ პარლამენტის
საქმიანობაში მონაწილეობა.
2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი
დარღვევებისათვის:
ა) მოწვეულია საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;
ბ) არღვევს პარლამენტის წევრის შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ
პროცედურას;
გ) არ ცხადდება საპარლამენტო მოსმენაზე;
დ) პარლამენტს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;
ე) არ ასრულებს პარლამენტის დადგენილებებსა და რეკომენდაციებს;
ვ) დაბრკოლებებს უქმნის პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტითა და
კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა განხორციელებაში.
3. ყოველ ასეთ შემთხვევაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
იხილავს რეგლამენტის დარღვევის ფაქტს და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის
გადასცემს პარლამენტის ბიუროს.
მუხლი 288
1. ამ რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტი მიმართავს რეაგირების შემდეგ
ფორმებს:
ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული
თანამდებობის პირების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული
სათანადო რეაგირების ზომების გასატარებლად;
ბ) წარდგინებით მიმართავს სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელებს მათ
დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესახებ.
2. პარლამენტის პლენარული სხდომის სტუმარი ვალდებულია წესრიგი დაიცვას
სხდომის დროს. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის პარლამენტს ან
პარლამენტის წევრს სახელმწიფო ფუნქციების განხორციელებაში. კენჭისყრისას მან თავი
უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის
დამრღვევ სტუმრებს პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება
დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი.
თავი XLXVII
პარლამენტის დაცვის უზრუნველყოფა
მუხლი 289
1. კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტისა და პარლამენტის წევრთა
დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
2. შესაბამისი კომიტეტი პარლამენტის დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს
პარლამენტის შენობა-ნაგებობებში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის
145
რეჟიმს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით შესაბამისი კომიტეტი შეისწავლის და
განიხილავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას პარლამენტის
დაცვის უზრუნველყოფის ნაწილში.
4. პარლამენტის სასახლეში დაუშვებელია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის
წევრისათვის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ტარება. ამ წესიდან გამონაკლისი
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და პარლამენტის შენობა-ნაგებობებში
და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით.
5. საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის მიერ არჩეულ, დანიშნულ,
დამტკიცებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირს, რომლის
დანიშვნაზედაც
პარლამენტმა
თანხმობა
მისცა,
პარლამენტის
შენობაში
გადასაადგილებლად ეძლევა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა პარლამენტის
თავმჯდომარის ხელმოწერით დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად.
კარი XIV
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი XLXVIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 290
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ
იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით
განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:
ა) საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 6 თვის განმავლობაში;
ბ) პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული
უფლებამოსილების განხორციელებისას;
გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის
განმავლობაში.
მუხლი 291
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტის წევრი უფლებამოსილია
კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს
მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის
აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებებს, მიიღოს და
შეაფასოს პასუხები;
მუხლი 292
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე საქართველოს პრეზიდენტი
პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი
მეოთხედის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით სესიებს შორის პერიოდში იწვევს
146
პარლამენტის რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე
სხდომას.
2. პარლამენტის თავმჯდომარე ან/და პარლამენტის შემადგენლობის ერთი
მეოთხედი წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის
თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 24 საათში. წერილობით მოთხოვნას
რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ
საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევისას – სესიაზე განსახილველ
სავარაუდო საკითხთა ნუსხა.
3. რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი
მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში
პარლამენტი უფლებამოსილია მომდევნო 48 საათში შეუდგეს მუშაობას.
4. საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას ან სხდომას მოიწვევს
გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში
დაუყოვნებლივ, რაც პარლამენტის წევრს პირადად უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე
არა უგვიანეს 24 საათისა.
5. რიგგარეშე სესიის მოწვევისას დღის წესრიგი განისაზღვრება ამ რეგლამენტის
XVII თავით დადგენილი წესით. რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული
დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
6. რიგგარეშე სესიასა და სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 124-ე მუხლის მე2–მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
7. რიგგარეშე სესია ან სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არა
უგვიანეს 1 დღისა. პარლამენტს მორიგი სესიის დღის წესრიგში შეუძლია შეიტანოს ის
საკითხი (საკითხები), რომლის (რომელთა) განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე
სესიაზე.
8. პარლამენტი იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის გამოცხადებიდან 48 საათში. პარლამენტის წევრები ვალდებულნი არიან
პერსონალური შეტყობინების გარეშე გამოცხადდნენ სხდომაზე.
მუხლი 293
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე საქართველოს კონსტიტუციის 67-ე
მუხლის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს
პრეზიდენტს – მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მთავრობას, პარლამენტის
წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.
მუხლი 294
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე თუ საქართველოს პრეზიდენტი და
საქართველოს
მთავრობა
მოითხოვს
კანონპროექტის
რიგგარეშე
განხილვას,
კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ვადებს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო
ან პარლამენტის თავმჯდომარე და გადასცემს მას წამყვან კომიტეტს.
მუხლი 295
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე თუ კანონპროექტის ინიციატორი იყო
147
საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს მთავრობა, წამყვან კომიტეტზე ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის შედგენისას სავალდებულოა
ინიციატორის თანხმობა.
მუხლი 296
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე
კომიტეტი ვალდებულია
საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის მიერ შემოტანილი კანონპროექტი, რომლის
რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს სხდომაზე.
მუხლი 297
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტში საქართველოს
პრეზიდენტის ან მთავრობის ინიციატივით შემოტანილ კანონპროექტზე შესაბამისად
საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი მომხსენებლად
(თანამომხსენებლად) გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის ან
მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ იქნება
მომხსენებლად
(თანამომხსენებლად)
დანიშნული
სხვა
უფლებამოსილი
წარმომადგენელი. ფრაქციის ან კომიტეტის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე
მომხსენებლად გამოდის შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ან
ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, პარლამენტის წევრის მიერ
შემოტანილ კანონპროექტზე – ინიციატორი პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ შემოტანილ კანონპროექტებზე – მათ
მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.
ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის აღნიშნულ
კანონპროექტზე
ბიუროს
მიერ
განსაზღვრული
წამყვანი
კომიტეტის
წარმომადგენელი.საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის ინიციატივით შემოტანილ
კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის
წევრი. პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე
თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილი
წარმომადგენელი.
მუხლი 298
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე კონსტიტუციური კანონის პროექტი
მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ორი მესამედისა.
მუხლი 299
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე თუ პარლამენტი მთლიანად არ
მიიღებს შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას.
კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ორგანული კანონის
ან კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი
შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.
148
მუხლი 300
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე სათანადო ხელმოწერით
(ხელმოწერებით) დადასტურებული საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან
ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის
უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტს, არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.
მუხლი 301
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე საქართველოს პრეზიდენტი
პარლამენტს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ
კანონპროექტს წარუდგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით
დადგენილი პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესის
შესაბამისად.
მუხლი 302
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე საქართველოს მთავრობა საქართველოს
პრეზიდენტთან შეთანხმებით, არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული თანდართული მასალებით და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობა წარადგენს მოხსენებას მიმდინარე
წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 303
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე საქართველოს პარლამენტში
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს
საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილებები ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს
პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას
დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე პარლამენტი
ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. პარლამენტის
მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის დადგენილ ვადაში მიუღებლობის
შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს დეკრეტით ამტკიცებს პრეზიდენტი.
მუხლი 304
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტი უფლებამოსილია ნდობა
149
გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას.
2. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან
უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში, ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ
შეარჩევს
პრემიერ-მინისტრის
კანდიდატურას,
ხოლო
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატი პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში შეარჩევს მთავრობის წევრთა
კანდიდატურებს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად პრეზიდენტი ნიშნავს ფრაქციებთან
კონსულტაციების თარიღს და ხვდება ფრაქციათა თავმჯდომარეებს ან ფრაქციების მიერ
საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირებს. ამ პუნქტის პირველი წინადადებით
გათვალისწინებული პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში პრეზიდენტი
პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად.
3. კომიტეტები და ფრაქციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის
შემადგენლობის წარდგენიდან 4 დღის ვადაში, დარგობრივი სპეციალიზაციის
მიხედვით განიხილავენ მას, ასევე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო
პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ
პარლამენტის ბიუროს.
4. პარლამენტის ბიურო კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე,
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 5 დღის
ვადაში განიხილავს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის
ნდობის გამოცხადების საკითხს და იღებს დასკვნას, რომელიც წარედგინება
პრეზიდენტსა და პარლამენტს.
5. პარლამენტის ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს პარლამენტი კანონპროექტის
პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ
სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო
პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 6. პარლამენტის ნდობის მისაღებად
საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
7. პარლამენტი უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს მთავრობის
შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას
ცალკეული მთავრობის წევრის აცილების საკითხი.
8. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცალკეული მთავრობის წევრის აცილების
შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში დაუშვებელია
აცილებული პირის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობის
განთავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად.
9. თუ მთავრობის შემადგენლობამ და
სამთავრობო პროგრამამ ვერ მიიღო
პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში წარადგენს
მთავრობის იმავე ან ახალ შემადგენლობას. ამ შემთხვევაში პარლამენტი ახორციელებს ამ
მუხლის მე-2–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს.
10. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ
ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, 5 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს
პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს
პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში, ნიშნავს მთავრობის
წევრებს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს
და ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
11. თუ მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს
ან არასასესიო კვირას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან
სხდომა.
150
მუხლი 305
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტის მიერ მთავრობის
შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ
მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5
წევრით განახლების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში
წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტი
მთავრობის შემადგენლობას ნდობას უცხადებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 306
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე
საქართველოს ელჩის ან სხვა
დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო კანდიდატურის პარლამენტისათვის
წარდგენიდან 1 კვირის ვადაში განიხილავს შესაბამისი კომიტეტი.
2. კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიურო განიხილავს
საქართველოს ელჩის ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს და
იღებს დასკვნას, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.
3. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს დადგენილებით აძლევს თანხმობას
საქართველოს ელჩის ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე.
4. თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ მიიღებს თანხმობას საქართველოს ელჩის ან
სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე, იგი უფლებამოსილია ხელახლა
წარადგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა
შეიძლება ორჯერ.
მუხლი 307
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტი უფლებამოსილია
უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის
მოთხოვნის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის
გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან
ჯგუფს. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის მოთხოვნის უფლების მქონე
სუბიექტები მიმართავენ პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პლენარული
სხდომების უახლოესი კვირის დღის წესრიგში. თუ უნდობლობის გამოცხადების
საკითხის აღძვრას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ
ერთი მესამედისა, კენჭი ეყრება მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ
დადგენილების პროექტს, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობით.
2. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, უნდობლობის
საკითხის დასმა შემდეგი 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
3. მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს
პრეზიდენტი
გადააყენებს მთავრობას ან არ გაიზიარებს პარლამენტის
გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტი უნდობლობის გამოცხადებიდან არა უადრეს 90 და
არა უგვიანეს 100 დღისა კვლავ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, პრეზიდენტი
151
გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
გარემოებების არსებობისას უნდობლობის გამოცხადების შესახებ განმეორებითი
კენჭისყრა უნდა ჩატარდეს ამ გარემოებების აღმოფხვრიდან 15 დღის ვადაში.
4. პარლამენტი უფლებამოსილია დადგენილებით აღძრას მთავრობისათვის
უპირობო უნდობლობის გამოცხადების საკითხი. თუ დადგენილების მიღებიდან არა
უადრეს 15 და არა უგვიანეს 20 დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი
მეხუთედით გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, საქართველოს პრეზიდენტი
გადააყენებს მთავრობას.
5. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, უნდობლობის
საკითხის დასმა შემდეგი 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით მთავრობის გადაყენების
შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს მთავრობის მომდევნო
შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრად დანიშნოს იგივე პირი ან წარადგინოს პრემიერმინისტრის იგივე კანდიდატურა.
7. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დასვას მთავრობისადმი ნდობის საკითხი
პარლამენტში განსახილველ სახელმწიფო ბიუჯეტის, საგადასახადო კოდექსისა და
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
კანონპროექტებზე. პარლამენტი მთავრობას ნდობას უცხადებს სრული შემადგენლობის
უმრავლესობით. თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს
პრეზიდენტი 1 კვირის განმავლობაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს
და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
8. პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობისადმი ნდობის საკითხის დასმის შესახებ
მოტივირებული წინადადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს.
9. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრის მიერ დასმული მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის პროცედურის
დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) და დაუყოვნებლივ
უგზავნის პრემიერ-მინისტრის მოტივირებულ წინადადებას განსახილველად წამყვან
კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობასა და
უმცირესობას.
10. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა ბიუროს მიერ
საკითხის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან
არა უგვიანეს 5 დღისა განიხილავენ პრემიერ-მინისტრის მიერ დასმულ მთავრობისადმი
ნდობის საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს).
11. პარლამენტის ბიურო წამყვანი კომიტეტის (კომიტეტების), სხვა კომიტეტების,
ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარმოდგენილი დასკვნების
განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას მთავრობისადმი ნდობის საკითხის
პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.
12. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხზე მომხსენებლად გამოდის
პრემიერ-მინისტრი.
13. მთავრობისადმი ნდობის საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ
რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენისათვის დადგენილი წესით.
14. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარის
ინიციატივით კენჭისყრაზე
დგება დადგენილება მთავრობისადმი ნდობის
გამოცხადების თაობაზე. კენჭისყრა უნდა ჩატარდეს საკითხის დასმიდან 15 დღის
152
ვადაში. ამ ვადაში კენჭისყრის ჩაუტარებლობა ნიშნავს მთავრობისათვის ნდობის
გამოცხადებას.
15. პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებისას შესაბამისი
კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.
16. თუ მთავრობისადმი ნდობის საკითხის დასმა ემთხვევა საპარლამენტო
არდადეგებს ან არასასესიო კვირას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა
რიგგარეშე სესია ან სხდომა.
17. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას
დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან
გადაყენების საკითხის აღძვრა.
მუხლი 308
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე საქართველოს პრეზიდენტი
პარლამენტს წარუდგენს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან
ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის
შეჩერების ან მათი დათხოვნის შესახებ. საქართველოს
პრეზიდენტის
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარლამენტი იღებს დადგენილებას.
მუხლი 309
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტის წევრი უფლებამოსილია
კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს
მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოს
ხელმძღვანელს,
სახელმწიფო
დაწესებულებას და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ
წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც
კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში
წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან
შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.
2. პასუხს ხელს აწერენ მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი სუბიექტები ან შესაბამის
ორგანოთა ხელმძღვანელი პირები.
3. თანამდებობის პირს უფლება აქვს კითხვასა და შეკითხვას პასუხი არ გასცეს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებას
შეიცავს.
4. პარლამენტის წევრს, პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება
აქვს ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს საკუთარი კითხვა ან შეკითხვა.
მუხლი 310
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტი უფლებამოსილია
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის წინაშე
დასვას ცალკეული მთავრობის წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
2. საკითხის დასმის უფლება აქვთ ფრაქციას, დამოუკიდებელ პარლამენტის
წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. საკითხის დასმის შესახებ განცხადება წერილობითი ფორმით
წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც
153
დაუყოვნებლივ იწყებს შესაბამის პროცედურებს. პარლამენტი საკითხის კენჭისყრაზე
დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა. თუ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, საკითხი მაშინვე დგება
კენჭისყრაზე.
3. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მთავრობის იმავე
წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შემდეგი 3 თვის
განმავლობაში დაუშვებელია.
4. თუ პრემიერ-მინისტრი არ გაათავისუფლებს მთავრობის წევრს, ასეთ
შემთხვევაში იგი 2 კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს თავის მოტივირებულ
გადაწყვეტილებას.
მუხლი 311
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე საქართველოს პრეზიდენტის
იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
2. წარდგინება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ბრალდებას საქართველოს
კონსტიტუციის დარღვევის ან ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებზე.
საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა შესაბამისად საქართველოს საკონსტიტუციო ან
უზენაეს სასამართლოს.
3. თუ თავისი დასკვნით უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა საქართველოს
პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან
საკონსტიტუციო სასამართლომ – საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი
ამ დასკვნას პლენარულ სხდომაზე განიხილავს. პარლამენტის გადაწყვეტილებით,
პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს.
4. დასკვნის განხილვაში პარლამენტის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს ის
თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
საკითხიც არის აღძრული, ხოლო დასკვნის განხილვაზე ამ პირის დასწრების
შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი წარმომადგენელი.
მუხლი 312
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე საქართველოს უზენაესი ან
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ
პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას
იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების
საკითხის კენჭისყრაზე დასმის შესახებ.
2. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით გადაყენებულად ჩაითვლება, თუ
ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ
ორი მესამედი.
3. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის
განხილვის დაწყების დღიდან 30 დღის განმავლობაში.
4. თუ პარლამენტმა გადაწყვეტილება არ მიიღო, საკითხი მოხსნილად ითვლება და
მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წაყენება.
5. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს
154
პრეზიდენტს.
6. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ან ომის დროს დაუშვებელია საქართველოს
პრეზიდენტისათვის
წაყენებული
ბრალდების
პარლამენტში
განხილვა
და
გადაწყვეტილების მიღება.
მუხლი 313
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე თუ პარლამენტმა მიიღო
გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შესახებ, ამ გადაწყვეტილებიდან 45 დღის განმავლობაში საქართველოს ორგანული
კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით ტარდება ვადამდელი
არჩევნები, რომელთა ჩატარებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი.
მუხლი 314
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე საქართველოს კონსტიტუციის
დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის
კონკრეტული ბრალდების გამო იმპიჩმენტის წესით საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, კონტროლის პალატის
თავმჯდომარის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენების საკითხის აღძვრის
უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
წარდგინება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ბრალდებას შესაბამისი თანამდებობის პირის
მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან ჩადენილი დანაშაულის
შემადგენლობის ნიშნებზე. წარდგინება დასკვნისათვის გადაეცემა საქართველოს
საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოს.
2. თუ საკონსტიტუციო ან უზენაესმა სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა
საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების
არსებობა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლებამოსილია
თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველ
პუნქტში ჩამოთვლილი თანამდებობის პირები.
3. თანამდებობის პირი იმპიჩმენტის წესით გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ
გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
4. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის
განხილვის დაწყების დღიდან 30 დღის განმავლობაში.
5. თუ პარლამენტმა გადაწყვეტილება არ მიიღო, საკითხი მოხსნილად ითვლება და
მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წაყენება.
6. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის
თანამდებობის პირს.
7. ამ რეგლამენტის 201-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების
მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით
თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა.
მუხლი 315
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს
რატიფიცირების,
დენონსირებისა
და
155
გაუქმებისათვის პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი.
2.
რატიფიცირების,
დენონსირების
ან
გაუქმებისათვის
წარმოდგენილ
საერთაშორისო ხელშეკრულებას (შეთანხმებას) უნდა ერთვოდეს ოფიციალური ტექსტის
დადგენილი წესით დამოწმებული ასლი და დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს:
ა) მისი რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების მიზანშეწონილობის
დასაბუთებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის განსაზღვრას;
გ) შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური და სხვა შედეგების შეფასებას.
3. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) შინაარსიდან გამომდინარე,
პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს საერთაშორისო ხელშეკრულების
(შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის მოსამზადებლად და
აღნიშნულ კომიტეტს დასკვნისათვის გადაუგზავნის თანდართულ მასალებს.
4. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ხელშეკრულების
(შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის მომზადებაში
მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვა კომიტეტებმაც.
5. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების
ან გაუქმებისათვის მომზადებას წამყვან კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თუ იგი არ წარმოადგენს წამყვან კომიტეტს.
6. წამყვანმა კომიტეტმა ან/და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შეიძლება სხვა
სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საერთაშორისო ხელშეკრულების
(შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების მომზადებასთან
დაკავშირებული ინფორმაცია. ის საერთაშორისო ხელშეკრულება (შეთანხმება),
რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, წინასწარ თანხმდება საფინანსოსაბიუჯეტო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებთან.
7. საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებით პარლამენტი
ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ახდენს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო
საფინანსო ორგანიზაციებთან ან სხვა სახელმწიფოთა ორგანოებთან სახელმწიფო
საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების
გაცემასთან
დაკავშირებით
დადებულ
ხელშეკრულებათა
(შეთანხმებათა)
რატიფიცირებას.
8. წამყვანმა კომიტეტმა ან/და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საერთაშორისო
ხელშეკრულებასთან (შეთანხმებასთან) დაკავშირებული ყველა ინფორმაცია უნდა
წარუდგინოს პარლამენტს.
9.
კომიტეტში
საერთაშორისო
ხელშეკრულებასთან
(შეთანხმებასთან)
დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოებს საქართველოს პრეზიდენტის ან მის
მიერ უფლებამოსილი პირის აუცილებელი მონაწილეობით, რომელსაც საკომიტეტო
განხილვის თაობაზე ეცნობება არა უგვიანეს 48 საათისა. მისი არმონაწილეობა ხელს ვერ
შეუშლის საკითხის განხილვას, თუ კომიტეტი აუცილებლად არ მიიჩნევს საკითხის
განხილვას მხოლოდ მისი მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში საკითხის განხილვა
გადაიდება კომიტეტის მომდევნო სხდომამდე.
10. წამყვანი კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციას რატიფიცირების
ან რატიფიცირების უარყოფის შესახებ, წინადადებას – აუცილებლად მოხდეს
რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება ან დათქმა, ასევე მასთან დაკავშირებით,
პარლამენტის მიერ მისაღებ რეკომენდაციებს.
11. თუ წამყვანი კომიტეტი მიიჩნევს, რომ რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება
აუცილებლად უნდა მოხდეს დათქმით, იგი უნდა შეუთანხმდეს საქართველოს
156
პრეზიდენტს.
თუ
პრეზიდენტი
თანხმობას
განაცხადებს,
საერთაშორისო
ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება მოხდება
შესაბამისი დათქმით, ხოლო თუ იგი წინააღმდეგი იქნება, საკითხს კვლავ განიხილავს
წამყვანი კომიტეტი თავის უახლოეს სხდომაზე. თუ პრეზიდენტი კვლავ აუცილებლად
მიიჩნევს დათქმას, საკითხის განხილვა მოხდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
დათქმით.
12. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულების
(შეთანხმების) რატიფიცირებასთან, დენონსირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით
მოხსენებით წარსდგება საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი პირი.
თანამომხსენებლად შეიძლება გამოვიდნენ პარლამენტის მიერ განსახილველ საკითხთან
დაკავშირებით განსაზღვრული წამყვანი კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეები.
13. რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის წარდგენილ საერთაშორისო
ხელშეკრულებას (შეთანხმებას) პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით და სრული
შემადგენლობის უმრავლესობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
14. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული არ იქნა გადაწყვეტილება საერთაშორისო
ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების შესახებ
ითვლება, რომ მან ვერ გაიარა შესაბამისი პროცედურა და იგი ხელახლა განსახილველად
უბრუნდება წამყვან კომიტეტს.
15. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო
ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის
განხილვის გადადების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს
გადაწყვეტილებას
საერთაშორისო
ხელშეკრულებასთან
(შეთანხმებასთან)
დაკავშირებული შესაბამისი საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, ასეთი
გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, დასაბუთებული და მიღებულ იქნეს
დადგენილებით.
მუხლი 316
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე საქართველოს კონსტიტუციის 65-ე
მუხლის მიხედვით, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების
დენონსირებას, რომლებიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ ან რომლებთან
შეერთებაც მოხდა პარლამენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტი ახდენს სრული
შემადგენლობის უმრავლესობით.
2. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან ერთად წინასწარ
განიხილავს დენონსირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას
(შეთანხმებას) და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, რომლებიც დადებული და
ხელმოწერილია საქართველოს მთავრობის სახელით, ასევე არასარატიფიკაციო
ხელშეკრულებებს, რომლებთან შეერთებაც მოხდა მთავრობის სახელით, პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით აუქმებს სრული შემადგენლობის
უმრავლესობით.
4. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირება, დენონსირება ან
გაუქმება მუხლობრივად არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული
ხორციელდება დათქმით.
157
5. საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) რატიფიცირების, დენონსირების
ან გაუქმების საკითხის საპარლამენტო განხილვას უნდა ესწრებოდნენ საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ხელმძღვანელები და სხვა შესაბამისი თანამდებობის პირები.
მუხლი 317
1. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
ანგარიშს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის
დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად უგზავნის
საქართველოს კონტროლის პალატასა და ეროვნულ ბანკს.
2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავენ:
ა) კომიტეტები, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით;
ბ) ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა და პარლამენტის წევრები.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტი განიხილავს
წარდგენიდან არა უგვიანეს 60 დღისა.
4. საქართველოს კონტროლის პალატა მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს
მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის
თაობაზე.
5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების ასლებს მათი წარმდგენიდან 3 დღის
განმავლობაში გადასცემს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს,
ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, ცალკეულ პარლამენტის წევრებს. საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ კონტროლის
პალატის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკს და უგზავნის კომიტეტებს, ფრაქციებს,
უმრავლესობას, უმცირესობას, საქართველოს კონტროლის პალატასა და ეროვნულ ბანკს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სხვა კომიტეტები 2 კვირის განმავლობაში, როგორც
წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით განიხილავენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს,
კონტროლის პალატის მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ
მთავრობის ანგარიშის თაობაზე და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს.
6. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და
უმცირესობის დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის, სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების, კომიტეტების, ფრაქციების,
უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის
შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის
ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე. მთავრობის ანგარიში სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების შესახებ მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და
სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების
მოცულობებს და ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს
158
შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში. პარლამენტი არა უგვიანეს 15 ივნისისა იღებს
დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების ან
დაუმტკიცებლობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის
დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის
პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს 1 თვის განმავლობაში აცნობებს თავის
დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
7. თუ პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ
დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, საქართველოს
პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს 1
თვის განმავლობაში აცნობებს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
მუხლი 318
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტი უფლებამოსილია
გააკონტროლოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის
კანონიერება. კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის, მომხსენებლის
მიერ მთავრობის, სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო
ორგანოს საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას სახელმწიფო
ბიუჯეტის სახსრების არაკანონიერი ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში
აღნიშნული სუბიექტები პარლამენტს წარუდგენენ გადაწყვეტილების პროექტს
შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს
პრეზიდენტისადმი მიმართვის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ
მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედისა. საბიუჯეტო სახსრების არაკანონიერი ხარჯვის
დადასტურების შემთხვევაში პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 319
2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე თუ საქართველოს პრეზიდენტი
საკუთარი ინიციატივით ან 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმზე გაიტანს
იმავე საკითხს, რომელიც წარდგენილია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განსახილველად, იგი სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნება.
თავი XLXIX
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 320
ამ რეგლამენტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2004 წლის
17 თებერვლის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.
მუხლი 321
1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, მე-15
მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, 125-ე მუხლისა, 141-ე მუხლის მე-2 პუნქტისა,
144-ე მუხლის მე-7 პუნქტისა, 146-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 151-ე მუხლის მე-5 პუნქტისა,
163-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 168-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 170-ე მუხლისა, 179-ე
159
მუხლის პირველი პუნქტისა, 184-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებისა, 188-ე-189-ე
მუხლებისა, 199-ე-მე-200 მუხლებისა, 206-ე მუხლისა, 208-ე-209-ე მუხლებისა, 219-ე
მუხლის პირველი და მე-3-მე-5 პუნქტებისა, 229-ე-232-ე მუხლებისა, 251-ე-252-ე
მუხლებისა და 271-ე მუხლისა, ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.
2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი „ბ“
ქვეპუნქტი, 125-ე მუხლი, 141-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 144-ე მუხლის მე-7 პუნქტი, 146-ე
მუხლის მე-2 პუნქტი, 151-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 163-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 168-ე
მუხლის მე-4 პუნქტი, 170-ე მუხლი, 179-ე მუხლის პირველი პუნქტი, 184-ე მუხლის მე-6
და მე-8 პუნქტები, 188-ე-189-ე მუხლები, 199-ე-მე-200 მუხლები, 206-ე მუხლი, 208-ე-209ე მუხლები, 219-ე მუხლის პირველი და მე-3-მე-5 პუნქტები, 229-ე-232-ე მუხლები, 251-ე252-ე მუხლები და 271-ე მუხლი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების
მომენტიდან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით ბაქრაძე
თბილისი, 2012 წლის ________________
160
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამეტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება განაპირობა
შემდეგმა გარემოებებმა: დღეს მოქმედი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
მიღების შემდგომ (2004 წლის 17 თებერვალი) რეგლამენტის აღსრულების, ასევე,
პარლამენტის საქმიანობის პროცესში გამოვლინდა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც
დახვეწას ან ახლებურ დარეგულირებას საჭიროებენ. გარდა ამისა, საქართველოს
კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაში 2004 წლის 17 თებერვლის
შემდგომ განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული გარკვეული საკითხები ახლებურად
დაარეგულირა. ზემოანიშნულმა გარემოებებმა საჭირო გახადა ახალი საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანია განსაზღვროს პარლამენტის
უფლებამოსილებათა განხორციელების წესი, პროცედურა, შინაგანი სტრუქტურა და
პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი შედგება XIV კარისაგან.
I კარი ადგენს რეგლამენტის პროექტის ზოგად დებულებებს. მასში
განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საფუძვლები, პარლამენტის
კონსტიტუციური პრეროგატივა, პარლამენტის ადგილსამყოფელთან, სხდომათა
დარბაზსა და რიტუალებთან დაკავშირებული საკითხები. პარლამენტის რეგლამენტის
აღნიშნული ნაწილში ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ის
ცვლილებები,
რომლებიც
ითვალისწინებენ
საქართველოს
პარლამენტის
ადგილსამყოფელის და პარლამენტის წევრთა რაოდენობის შეცვლასთან დაკავშირებულ
საკითხებს.
II კარი აწესრიგებს პარლამენტის სუბიექტებთან და მათ უფლებამოსილებებთან
დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, პარლამენტის წევრის სტატუსთან, პარლამენტის
კომიტეტებთან, დროებით საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებთან, საპარლამენტო
ფრაქციებთან, უმცირესობასა და უმრავლესობასთან და ინტერფრაქციულ ჯგუფთან
დაკავშირებულ საკითხებს. მოცემულ თავში ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში,
მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, ასევე,
რიგი ნორმები ჩამოყალიბებულია ახლებურად პარლამენტის საქმიანობის პროცესში
გამოვლენილი საკითხებიდან გამომდინარე.
161
III კარი არეგულირებს პარლამენტის თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ
საკითებს. რეგლამენტის პროექტის მოცემული ნაწილი ითვალისწინებს პარლამენტის
თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევასთან და
უფლებამოსილებებთან, ასევე, პარლამენტის ბიუროსთან დაკავშირებულ საკითხებს.
IV კარი აწესრიგებს პარლამენტის სესიებთან, მათ შორის ახალარჩეული
პარლამენტის პირველ შეკრებასთან და პირველ სხდომასთან, ასევე, პარლამენტის
სასესიო
მუშაობის
წესთან
დაკავშირებულ
საკითხებს.
მოცემული
კარით
გათვალისწინებული რეგლამენტის პროექტის 124–ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის
სესია დაიგეგმება ორკვირიანი ციკლით. პირველი კვირა, გარდა ახალარჩეული
პარლამენტის სხდომების პირველი კვირისა, დაეთმობა პლენარულ სხდომებს და
კომიტეტების მუშაობას, ხოლო მეორე კვირა დაეთმობა კომიტეტების მუშაობას და
ამომრჩევლებთან შეხვედრას. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა
საგანგებო და საომარი მდგომარეობისა, გაიმართება როგორც წესი პლენარული
სხდომების კვირის ოთხშაბათს და პარასკევს 12 საათიდან 19 საათამდე, ხოლო 15
საათიდან 16 საათამდე გამოცხადდება შესვენება.
V კარი აწესრიგებს პარლამენტის პლენარულ სხდომასთან დაკავშირებულ
საკითხებს. აღნიშნულ კარში დეტალურადაა გაწერილი პარლამენტის პლენარული
სხდომის დღის წესრიგის შედგენასთან, პარლამენტის პლენარული სხდომის
წარმართვასთან, პოლიტიკურ დებატებთან, განცხადებებთან, ხმის მიცემასა და
დათვლასთან დაკაშირებული საკითხები.
VI კარი არეგულირებს საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.
მოცემული თავით მოწესრიგებულია კანონპროქტის მომზადებასა და პარლამენტში
წარდგენასთან, კომიტეტსა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის
განხილვასთან, კანონპროექტის მიღებასთან (მათ შორის გამარტივებული წესით
მიღებასთან), საქართველოს კანონისა და პარლამენტის სხვა აქტების გამოქვეყნებასა და
ამოქმედებასთან,
საქართველოს
პრეზიდენტის
შენიშვნებით
დაბრუნებული
კანონპროექტის განხილვასთან, საქართველოს კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ
გადასინჯვასთან,
ამომრჩეველთა
მიერ
საკანონომდებლო
ინიციატივის
განხორციელებასთან, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული
კანონების პროექტების განხილვასა და მიღებასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის განხილვასა და მიღებასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანის
შესახებ კანონის პროექტის განხილვასა და მიღებასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის განხილვასა და დამტკიცებასთან, სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულებაზე პარლამენტის კონტროლთან, კონცეფციის დამტკიცებასთან,
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
კონსტიტუციის
დამტკიცების
წესთან
დაკავშირებულ საკითხებს. მოცემულ თავთან დაკავშირებით განსაკუთრებით უნდა
აღინიშნოს, რომ რეგლამენტის პროექტით შენარჩუნებულია კანონპროექტის
პარლამენტის კომიტეტში და პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენით განხილვის
პროცედურა. ამასთან, რეგლამენტის პროექტში გათვალისწინებულია საქართველოს
კონსტიტუციაში საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლების მქონე
სუბიექტების, ასევე საკანონმდებლო პროცესის კუთხით განხორციელებული
ცვლილებები.
VII კარი არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტთან, მთავრობასთან,
ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების
ორგანოებთან
პარლამენტის
ურთიერთობასთან,
აგრეთვე,
საქართველოს
კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ
162
თანამდებობის პირთა არჩევასთან (დანიშვნაზე თანხმობის მიცემასთან) დაკავშირებულ
საკითხებს.
VII კარი ადგენს საქართველოს პარლამენტის საკონტროლო ფუნქციებთან
დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის საპარლამენტო კონტროლის ფორმებს.
IX კარი აწესრიგებს პარლამენტის ამომრჩევლებთან ურთიერთობის საკითხებს.
მოცემულ კარში დარეგულირებულია პეტიციასთან, როგორც პირთა ჯგუფის
პარლამენტისადმი მიმართვასთან, იურიდიულ პირებთან და მოქალაქეებთან
პარლამენტის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები. დღეს მოქმედი
პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნის მსგავსად, ახალი რეგლამენტის პროექტითაც,
პარლამენტის პარლამენტის წევრი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ მაინც წარსდგეს
ამომრჩეველთა წინაშე ინფორმაციით თავისი და პარლამენტის საქმიანობის შესახებ.
X კარით რეგულირდება პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობებთან
დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული კარი აწესრიგებს ოფიციალურ და
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებთან,
მეგობრობის
ჯგუფებთან
დაკავშირებულ საკითხებს, ამავე დროს, რეგლამენტირებულია საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების
პროცედურა.
XI კარით რეგულირდება პარლამენტის განსაკუთრებული პროცედურები. კერძოდ,
მოცემული თავი აწესრიგებს საქართველოს პარლამენტის, მასთან არსებული
ორგანიზაციების, საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიის ბიუჯეტის ფორმირების საკითხებს, საგანგებო და საომარი
მდგომარეობის გამოცხადების, ომისა და ზავის, სამხედრო ძალთა რაოდენობის
დამტკიცების საკითხთა განხილვის წესს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
კონსტიტუციური სარჩელისა და კონსტიტუციური წარდგინების შეტანის წესს,
პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედით რეფერენდუმის
დანიშვნის მოთხოვნის საკითხს.
XII კარი არეგულირებს პარლამენტის აპარატის და პარლამენტთან არსებულ
დაწესებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს. რეგლამენტის პროექტის მიხედვით,
პარლამენტის საქმიანობის ორგანიზაციულ–ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით
იქმნება პარლამენტის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი
განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტითა და მის შესაბამისად – აპარატის
დებულებით. რაც შეეხება პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებს, რეგლამენტის
პროექტი ასეთებად განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ჰერალდიკის
სახელმწიფო საბჭოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს.
XIII კარი ადგენს პასუხისმგებლობას რეგლამენტის დარღვევისათვის. რეგლამენტის
დარღვევისათვის პარლამენტის წევრის მიმართ განსაზღვრულია პასუხისმგებლობის
ისეთი ფორმები, როგორიცაა პარლამენტის პლნეარულ სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა,
გაფრთხილება, სხდომათა დარბაზის დატოვება და ხელფასის დაკავება. რეგლამენტის
პროექტით დადგენილია რეგლამენტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა როგორც
პარლამენტის წევრისა და პარლამენტის თანამდებობის პირისათვის, ისე, სხვა
სახელმწიფო თანამდებობის პირებისათვის. მოცემული თავი ასევე არეგულირებს
პარლამენტის დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს.
XIV კარი ადგენს გარდამავალ და დასკვნით დებულებებს. პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2012 წლის მორიგი
საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღე. ამასთან,
საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წლის 15 ოქტომბერს განხორციელებული
163
ცვლილებების შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის რიგი ნორმები შესაბამისობაში
მოვიდა საქართველოს კონსტიტუციასთან, რის გამოც აღნიშნული ნორმები,
კონსტიტუციის ცვლილებების ამოქმედების ვადის შესაბამისად, ძალაში შევა 2013 წლის
ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ
ფიცის დადების მომენტიდან.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
რეგლამენტის პროექტის მიღება არ საჭიროებს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
რეგლამენტის პროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება
რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ხელფასის დაკავებას, როგორც
რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობის ერთ–ერთ
ფორმას. მოცემულ საკითხს არეგულირებს რეგლამენტის პროექტის 286–ე მუხლი.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
რეგლამენტის პროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა
სახის გადასახდელს.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
164
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
რეგლამენტის პროექტი არ
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში
რეგლამენტის პროექტის მომზადება მონაწილეობა
დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებმა.
მიიღეს
ეროვნულ-
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ
ასეთი შეფასებები არ არსებობს.
დ.გ) რეგლამენტის პროექტის ავტორი
რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი
დ.დ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი
რეგლამენტის
პროექტის
ინიციატორია
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
საქართველოს
პარლამენტის
165