„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.04.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#07-3/598/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-30
ბიუროს ნომერი 243

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N13-14, 8.04.1998, გვ. 201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–13 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობაში არჩევისა და ამ ორგანოებიდან პარლამენტის წევრის გამოსვლის წესები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.“. 2. მე–14 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა)სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საკითხები საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის გამო;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.“. 3. 24–ე მუხლის მე–2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 26–ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დახმარება პარლამენტის წევრის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობისას“; ბ) პირველი და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის წევრზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. გარდაცვლილი და დაღუპული პარლამენტის წევრი იკრძალება სახელმწიფოს ხარჯზე. 2. პარლამენტის წევრს, რომელიც აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ან დასახიჩრდა, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.“. 5. 27–ე მუხლის: 166 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის წევრს საპარლამენტო საქმიანობის განსახორციელებლად პარლამენტის შენობაში გამოეყოფა სამუშაო ფართი, მოწყობილობა, ავეჯი, ორგტექნიკა, კავშირგაბმულობის საშუალებები.“; ბ) მე–3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.“. 6. 28–ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. 32–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. ამომრჩევლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისას პარლამენტის წევრი, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თანამშრომლობს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა ორგანოებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებთან, სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან.“. 8. 34–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. პასუხისმგებლობა მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის ან საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლისათვის თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელმძღვანელთა მიერ პარლამენტის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან ამ საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი: „თავიVI1 გარდამავალი დებულებანი მუხლი 351. პარლამენტის წევრის მიერ კითხვით მიმართვის უფლება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებებს, მიიღოს და შეაფასოს პასუხი. კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.“ მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 167 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისი, 2012 წლის ___________ 168
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებამ. გარდა ამისა, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში აუცილებელი გახდა რიგი რედაქციული ხასიათის ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ფრაქციასთან დაკავშირებული რიგი საკითხების ახლებური რეგულირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში შემდეგი სახის ცვლილებებს: 1. კანონის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტი იცვლება რედაქციული თვალსაზრისით, ვინაიდან, „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ“ უკვე ძალადაკარგულია. 2. კანონის მე–14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი იხვეწება რედაქციული თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმასთან. 3. კანონპროექტი არეგულირებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელების მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს. 4. რედაქციული ხასიათის ცვლილება ხორციელდება 32–ე და 34–ე მუხლებში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე 169 კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში კანონპროექტის მონაწილეობა არ მიუღიათ არასახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას. 170 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი შეფასებები არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის საპროცედურო 171