„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.04.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#07-3/598/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-30
ბიუროს ნომერი 243

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუ 1. მე–8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო კომიტეტის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომას და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“. 2. მე–10 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ინფორმაციას ამ კანონის 81 მუხლსა და ამ მუხლის პირველ და მე-2–მე-4 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“. 3. მე–11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ფრაქციის გაუქმება თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა ექვსზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რასაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს და ქვეყნდება პარლამენტის ვებ–გვერდზე.“. 4. მე–14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. შეკითხვის უფლება ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან უპასუხონ დასმულ შეკითხვას.“. 5. მე–15 მუხლის მე–6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე–16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფრაქციას უფლება აქვს, გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი პარლამენტის ვებგვერდზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გამოუშვას საინფორმაციო 172 ბიულეტენი.“. 7. მე–19 მუხლის: ა) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფრაქციის სხდომათა პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“; ბ) მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გადაწყვიტოს საპარლამენტო უმრავლესობაში ან უმცირესობაში ფრაქციის გაერთიანების საკითხი;“. 8. 21–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი. ფრაქციის აპარატის თანამშრომლების რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ხოლო სახელფასო ფონდს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“. 9. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა“. 10. 22–ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 11. 23–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. საპარლამენტო უმრავლესობა 1. თუ საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია იძენს საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს. 2. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ საპარლამენტო ფრაქციებს და მათადამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, თუ მათში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს.“. 12. 24–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს. 3. საპარლამენტო უმცირესობის შექმნა შეუძლიათ საპარლამენტო ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, თუ მათში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.“. 13. 25–ე და 251 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის რეგისტრაცია 1. საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ. 173 2. რეგისტრაციისათვის უმრავლესობის ლიდერი, უმცირესობის ლიდერი ბიუროს წარუდგენენ განცხადებებს, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისად უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებისა და წევრების ვინაობა. 3. განცხადებას უნდა დაერთოს უმრავლესობის, უმცირესობის პოლიტიკური პლატფორმა და დებულება ხელმოწერილი უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერებისა და უმრავლესობაში, უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა თავმჯდომარეების მიერ. 4. საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის ჩამოყალიბებისა და რეგისტრაციის წესები განისაზღვრება ამ კანონის მე-7-9 მუხლების შესაბამისად. მუხლი 251. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატები 1. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები, რომლებიც იქმნება დადგენილი წესით. 2. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატების საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრება უმრავლესობაში, უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე. 3. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შიდაორგანიზაციული საკითხები და საქმიანობის წესი რეგულირდება მათი დებულებებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისი, 2012 წლის ___________ 174
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებამ, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა საპარლამენტო ფრაქციასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში აუცილებელი გახდა რიგი რედაქციული ხასიათის ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ფრაქციასთან დაკავშირებული რიგი საკითხების ახლებური რეგულირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს „საპარტამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში შემდეგი სახის ცვლილებებს: 1. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე, ინფორმაცია პარლამენტის წევრის ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ, ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ფრაქციის გაუქმების შესახებ, ასევე ფრაქციის თვალსაზრისი „პარლამენტის უწყებანის“ ნაცვლად გამოქვეყნდება პარლამენტის ვებ–გვერდზე, ვინაიდან, „პარლამენტის უწყებანი“ აღარ გამოიცემა. 2. კანონის მე–14 მუხლი, რომელიც არეგულირებს ფრაქციის მიერ შეკითხვის დასმის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხს, შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის ნორმასთან. 3. კანონპროექტის თანახმად, ფრაქციის სხდომათა პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 4. ფრაქციის აპარატის თანამშრომლების სახელფასო ფონდს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით, დაამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. კანონპროექტი ითვალისწინებს კანონიდან საპარლამენტო კოალიციასთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას, ვინაიდან არც დღეს მოქმედი პარლამენტის რეგლამენტი და არც პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საპარლამენტო კოალიციის შემქნას არ ითვალისწინებს. 175 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. 176 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში კანონპროექტის მონაწილეობა არ მიუღიათ არასახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი შეფასებები არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის საპროცედურო 177