„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კ. ანჯაფარიძე, ზ. კუკავა, პ. კუბლაშვილი.
ნომერი
#07-3/608/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qtFUilblll, ?0LJbCb a,mLo. 2012 $xqo c.,jao N 2aa o;1.>rvro3nqoL ;oEr.r5oL JrvronJ$o ,'boJo16o36qcr-b -t-:ptl^1: bo;r5o63gXlqo oj$?o [3qnqn]nb $lr5nll o'oo]ot3" (07-]608; 04 052012) oX6oqoXq t.r3ootrors 3o&$X$o 5 - 8 o36olro 293'r1ro-lo35olm )*,t6n678! I'b*aA''ni) r&"5"1, x3qAfr"'.' e{Jipl$ Ro o56c66rynL js€.6c0p; qr lmgo.qX6 ls,yro'to's ,re6co.,; qJ JIqOIdot le6a6"; aC6SoAc,CaoLr xsS.rqxlot, !sr5ad'o'Cq,r'int ${$pb q".r1rJ",,6"1," qr 3.r3;slrrrt trl,yrortot 3o&fu$o b.,J;r6or3nqrT b Jor6gr0n5$oL bol<6r'r ;q5n5L: Lr;lo6or31;qrT b Jor6q;0n56olr -,)il6o ;r'r3o$3$nlbs e,rln$tr.[" s.oa"0o?qo tJ J<6on j$oL 6oEb,q3'> b;;lrr6or331gob J;r6qs366$oL ;\ " ors3Sypr, 0or6oL Jor63Xqo 0r'r'>p6oq'3 IJ p; ttJr<6q1065$r'1 316sJ3o1d?o 3ob1oq, 3rlr3rt6o.:5o
წერილი
l,J.,Jd'UIECsP [lU ;J6sRJ005t50l, S0860 1j+6roBCq,('ll) Jr6,q,rAC6OoL rirdq)oL lxl66s6ot.>6cm q.o9Jr6,OraCE)ol, Uts(6(.llrl, jrqbq5o6 gorgr6 L3o.r6xrdgU Crql6$ere'r Co,C6, ItrjnrE&qxru 3ofu!3g6cnb 67-C ag\'d cnr6rMJe g.>ffo6oqr6g6c6 brCrf)o)3Cq'('l1., J.:r1qr.:63fuob $6fu0ob: 3. .>Earg,>r6odol_r, t. 3g3r3rUr q.o.: J. 3gQrA3oq,oU 0qt6 b.:3rtu66q6\a c)6(,0.,101'3. $gtxror A<rft.>pgogq, 3.:6r,r6oU Jtr,sdOU -bCrt6oBCqx* trl6ogor l$3.>6er60q-oC0q,o !COAo o3e,cryCooL ho66dr ol:cbltg" . 6oDo3or, tgOoo )q6ots6gq, 3re,r6ob Jr6<,rgl6b 6oU63o 0glrbr6olro 6L3q,3qrrbs. q'$t6on:. ' fifo<,q' J$o3oLOCAoo, JibrbCd, r6x)grtiofo .u3oJs' JtBJg) 0 J€q'C moq,lqoq"
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. 2. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად შექმნას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი გარანტიები; ბ) დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, სატრანზიტო გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე გაძევების ფორმებსა და პროცედურას, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.“. 3. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;“. 4. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) მოქალაქეობის არმქონე პირი – პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად;“. 1 5. მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია;“. 6. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა 3 წლის ვადით.“. 7. მე–20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. მუდმივი ბინადრობის ნებართვა 1.საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს: ა) უცხოელს, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი; ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას; გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამებ საქართველოს ინტერესებს. დ) პირს, რომლის მიმართაც რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიამ ან კომისიის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქონებრივი რესტიტუციის, ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების დაბრუნების ან ქონებრივი ზიანის კომპენსაციის შესახებ. ე) პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ვ) უცხოელს, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით ფლობს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას; ზ) უცხოელს, რომელიც საქართველოში განახორციელებს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელის ოჯახის წევრებზეც. ამ პუნქტის მიზნებისთვის ოჯახის წევრებად ჩაითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები (შვილობილები) ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირები. ოჯახის სხვა წევრებზე (მშობელი, შვილიშვილი, მშვილებელი) მუდმივი ბინადრობის ნებართვა შესაძლოა გაიცეს დამატებით 10 000 ლარის ინვესტირების შემთხვევაში. 3.საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლოა განისაზღვროს უცხოელებზე ამ მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის დამატებითი პირობები, საქმისწარმოების განსხვავებული წესი და 2 ვადები.“. 8. 21-ე მუხლი ამოღებულ იქნას. 9. 25-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: „კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას მუდმვი ბინადრობის მოწმობა მოპოვებული ჰქონდა სპეციალური პირობების საფუძველზე; ლ) თუ აღარ არსებობს ამ კანონის მე–20 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლები.“. 10. 25-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პირს საქართველოში ყოფნის ვადა შეუწყდება, თუ მის მიმართ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე.“. 11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი: „თავი IV1 მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა მუხლი 261. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი 1. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ განცხადებას დაინტერესებული პირები წარუდგენენ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უფლებამოსილ ორგანოს (შემდგომში — უფლებამოსილი ორგანო). მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უფლებამოსილი ორგანო განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებების დადგენის მიზნით, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს განმცხადებელი მოიწვიოს გასაუბრებაზე. 3. საქმის განსახილველად საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს სხვა ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება. 4. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა ჩაეთვლება საპატიოდ. 5. პირებზე, რომლებსაც საქართველოში დაუდგინდათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა, თუ: ა) 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან; ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით. 6. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის 3 შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა განისაზღვრება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით, რაც არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. 7. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 262. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები 1. განმცხადებელს შესაძლოა უარი ეთქვას მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე შემდეგი საფუძვლებით: ა) თუ დაუდგინდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ფაქტი; ბ) თუ მან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად წარმოადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია, სტატუსის დასადგენად მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ; გ) თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ; დ) თუ შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება; ე) თუ მის მიმართ არსებობს მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები. 2. პირს შეუწყდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, თუ: ა) მიიღო ან დაუდგინდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები; გ) მიენიჭა/დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციის ხელშემკვრელი რომელიმე სახელმწიფოს მიერ. მუხლი 263. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობს ამ კანონის V თავით დადგენილი უფლებებითა და მოვალეობებით.“. 12. 42–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. უცხოელთა დაბეგვრა საქართველოში მცხოვრები უცხოელები იბეგრებიან ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.”. 13. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4 „მუხლი 53. საქართველოდან გაძევება 1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნას საქართველოდან, თუ: ა) იგი უკანონოდ შემოვიდა საქართველოში; ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი; გ) მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; დ) მისი გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში კანონიერად მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის; ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მოიპოვა ყალბი ან ძალის არმქონე საბუთების წარდგენით; ზ) მას ერთი ან რამდენიმე განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა — სასჯელის მოხდის შემდეგ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება პირებზე, მათთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. 3. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოდან შეიძლება გაძევებული იქნას მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, ამ კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“. 14. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ფლობდნენ მუდმივ ბინადრობის ნებართვას/მოწმობას (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები) „მოქლაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლამდე, ჩაითვლებიან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებად ამ კანონის IV1 თავით დადგენილი წარმოების ჩატარების გარეშე.“. მუხლი 2. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N15, 16.05.2006, მუხ. 97) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც სხვა სახელმწიფოში ცნობილ იქნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, ვრცელდება ამ თავით გათვალისწინებული დებულებები.“. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით მუხლი 3. „საქართველოს გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის 5 უწყებანი, N19-20, 30.07.96, გვ. 39) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად (შემდგომ — დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“. მუხლი 4. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N50, 31.12.2009, მუხ. 398) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს კანონი ადგენს არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესს, პირობებსა და პროცედურებს, აგრეთვე აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მიმღებ ოჯახს შორის.“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომლებსაც სურთ არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა, ასევე საქართველოს მოქალაქეზე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, ექვემდებარებიან შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას.“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. დედობილი/მამობილი დედობილი/მამობილი შეიძლება იყოს სრულწლოვანი პირი — საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, გარდა: ა) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ; ბ) იმ პირისა, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები და მოვალეობები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო; 6 გ) იმ პირისა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (სამინისტროს მიერ დამტკიცებული დაავადებათა სიის მიხედვით) არ შეუძლია ბავშვის აღზრდა; დ) იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) მინდობით აღსაზრდელის მშობლისა, აგრეთვე მეურვისა/მზრუნველისა, რომლებსაც აკისრიათ ამ ბავშვის რჩენის ვალდებულება; ვ) იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი.“. 4. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებსაც სურთ, შვილად აიყვანონ ბავშვი, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადს წარუდგენენ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, რომელიც იწყებს მშვილებელი ოჯახის/პირის შეფასებას.“. 5. მე-17 პუნქტის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრის ფარგლებში.“. 6. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.“. 7. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქემ, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომლებსაც სურთ ბავშვის მინდობით აღზრდა (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდა), უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“. მუხლი 5. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამხედრო მოსამსახურე − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის 7 მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას; “. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე.“. მუხლი 6. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 221 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ზოგადი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქის ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის ზოგადი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის 1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. 2. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან 8 განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. 3. საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. 4. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის 1 არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსის 221-ე, 338-ე, 339-ე ან 339 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. 5. საზღვარგარეთ ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც საქართველოსთვის ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, ამ კოდექსის 221-ე, 338-ე, 339-ე 1 ან 339 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.“. 2. მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლის-სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება იყვნენ ექსტრადირებულნი სხვა სახელმწიფოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა ხორციელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით (რომის სტატუტით) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“. მუხლი 8. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოში მცხოვრებ უცხოელად ამ კანონის თანახმად ჩაითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.“. 9 2. III1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „თავი III საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ 3. 201 მუხლის: ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „1 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომ — სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომ — სამგზავრო დოკუმენტი) არის მათი პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.“. 4. 202 მუხლის 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „72. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობების ნაცვლად წარადგენენ ბინადრობის მოწმობებს.“. 5. 204 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სამგზავრო პასპორტი გაიცემა 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე ნაკლები, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.“. 6. 204 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი: „13. საქართველოში სტატუსის მქონე იმ მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც ფლობდნენ მუდმივ ბინადრობის მოწმობას „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლამდე, სამგზავრო პასპორტის მოქმედების ვადაა 5 წელი.“. მუხლი 9. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 10 „მუხლი 5. საქართველო მოქალაქეებს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განხორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.“. მუხლი 10. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 390) პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;“. მუხლი 11. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ, ვებგვერდი, 28/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე–4 მუხლის მე–2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;“. 2. მე–11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“; ბ) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სხვა სახელმწიფოში გაცემული საბუთების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 3. 22–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. დაბადების რეგისტრაციის პირობები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საზღვარგარეთ დაბადებული შვილის, ასევე საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციას.”. 11 4. 42–ე მუხლის მე –3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით შეიძლება განხორციელდეს ნაშვილების დაბადების ახალი რეგისტრაცია შეცვლილი მონაცემებით.“. 5. კანონის 57–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პასუხის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 1 თვეს, თუ ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვე იმყოფება ან მსჯავრდებული მეუღლე სასჯელს იხდის საქართველოში. ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვის სხვა სახელმწიფოში ან მსჯავრდებული მეუღლის სხვა სახელმწიფოს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევაში აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.“. 6. 60–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 60. განქორწინების რეგისტრაციის ვადა 1. ამ კანონის 56–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე, თუ ამ ვადაში განქორწინებაზე უარს არ განაცხადებს განცხადების წარმდგენი მეუღლე, ხოლო ერთობლივი განცხადების წარდგენისას – ერთ-ერთი მეუღლე მაინც. 2. ქმედუუნაროდ ცნობილ ან არანაკლებ 3 წლის ვადით მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 57–ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხის მიღებიდან ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში პასუხის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“. 7. 62–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა ამ კანონის 85–ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული დაბადების რეგისტრაციისა), უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი.“. 8. 66–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 66. გვარის კანონიერად აღიარება 1. პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნას კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი და სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. 2. გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლისა პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ 12 დოკუმენტებს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს.”. 9. 68–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელისა და გვარის შეცვლა, გვარის კანონიერად აღიარება, ასევე გვარის დადგენა დაუშვებელია, თუ პირი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.“. 10. 70–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია სავალდებულოა ამ კანონით დადგენილი წესით.“. 11. 78–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) გვარის კანონიერად აღიარება;“. 12. 83–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 83. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგულია ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; ბ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ მომხდარა. 2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული დაბადების და მამობის დადგენის სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია, შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვანი შვილის მიმართ.“. 13. 85–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნით, რომლის მიმართაც ეს აქტი რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, ხოლო თუ აღნიშნული პირი გარდაცვლილია – ნებისმიერი პირის მოთხოვნით.“. 14. 90–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საზღვარგარეთ მომხდარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, მისი არასრულწლოვანი შვილის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე 13 პირისა და საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიმართ.“. მუხლი 12. “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონში (სსმ, ვებგვერდი 010100000.05.001.016497) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: დიასპორული 08.12.2011 წ., 1. მე–5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებს შესაძლებელია დაერთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა ან დაბადების მოწმობის შემცვლელი დოკუმენტი, ასევე იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დახასიათება-შუამდგომლობა, რომლის წევრიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი.“. 2. მე–5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–4 პუნქტი: „4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი შეიძლება წარდგენილ იქნას ამ პუნქტის მოთხოვნის დაუცველად, თუ იგი შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.“. 3. მე–6 მუხლის: ა) მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქმის მასალებს გადაუგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის.“; ბ) მე–8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსთვის დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში ითვლება, რომ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით არ არსებობს პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.“. 14 4. მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსთვის დასკვნის წარუდგენლობა წარმოადგენს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს და სააგენტო განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.“. 5. მე–6 მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი აკმაყოფილებს ამ კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტით და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები, სააგენტო პირს ანიჭებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსს და მოთხოვნის შემთხვევაში მასზე გასცემს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას.“. 6. მე–9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობების დაუკმაყოფილებლობა ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ კანონის მე–6 მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსთვის დასკვნის წარუდგენლობა.“. მუხლი 13. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 15
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2011 წლის დეკემბერში საქართველო შეუერთდა მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციას. აღნიშნული კონვენცია ითვალისწინებს მოქალაქეობის არმქონე პირის დეფინიციას, განსაზღვრავს მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობის სტანდარტებს, რომელთა დადგენა სავალდებულოა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებისთვის. კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია აღნიშნულ კონვენციასთან საქართველოს შეერთებით. წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, მათ შორის კანონში გამოყენებულ ტერმინთა ურთიერთშესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. ასევე, კანონპროექტის მომზადების ერთ–ერთი მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხელახალი რეგისტრაციის (ე.წ. „ინლენდ რეგისტრაცია“) შემოღების შემდეგ პრაქტიკაში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა უფლებების რეალიზებისთვის ხელახალი რეგისტრაცია ესაჭიროება საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნების არასრულწლოვან მოქალაქეეებს, რომელთა ერთ–ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის, საქართვლოში ხელახალი რეგისტრაცია დაიშვება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მფლობელის მიმართ. კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა ასევე გამოწვეულია “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონში არსებული რამდენიე ტექნიკური ხასიათის შეცდომის გასწორების აუცილებლობით, ასევე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების საკითხზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ დასკვნის წარუდგენლობის შედეგების განსაზღვრის და აღნიშნულის გათვალისწინებით სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის დამატებითი საფუძვლის დადგენის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების რეგლამენტაცია. კერძოდ, მოქალაქეობის არმქონე პირის დეფინიციის, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭების პროცედურის პრინციპების, სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის, სტატუსის შეწყვეტის საფუძვლების და 16 მოქალაქეობის არმქონე პირის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა, სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ ზოგადი განათლების უფლებით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებითა და სახელმწიფო პენსიით სარგებლობის შესაძლებლობის შექმნა მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს რამოდენიმე საკანონმდებლო აქტში მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური ცვლილების განხორციელება, რაც განპირობებულია ზემოაღნიშნულ კონვენციასთან შეერთებით. კანონპროექტის მიზანია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემური საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზნია აგრეთვე უცხოური ინვესტიციების განხორციელების ხელშემწყობი გარემოს შექმნა. კანონპროექტი ასევე იზნად ისახავს “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონში არსებული ტექნიკური ხასიათის შეცდომების გასწორებას, რაც უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის დასაკმაყოფილებელი აუცილებელი პირობების ჩამონათვალის ნათლად განსაზღვრას. ასევე მიზნად ისახავს განისაზღვრის ის სამართლებრივი შედეგები, რაც მოჰყვება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების საკითხზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ დასკვნის წარუდგენლობას, რაც კანონის მოქმედი რედაქციით არ არის გათვალისწინებული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს რამოდენიმე საკანონმდებლო აქტში. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული ცვლილება ადგენს მოქალაქეობის არმქონე პირის დეფინიციას, რომელიც სრულად შეესაბამება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციით დადგენილ განმარტებას. მოქალაქეობის არმქონე პირის დეფინიციის განსაზღვრამ გამოიწვია უცხოელის განმარტების ცვლილებაც. შემოთავაზებული პროექტით, უცხოელად მიიჩნევა პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ არის პირი, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონეს სტატუსი. შესაბამისად, ამ უკანასკნელებზე არ გავრცელდება კანონით განსაზღვრული დებულებები უცხოელთა შესახებ. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ დადგენილი იქნება სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ: ა) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები სტატუსის დადგენის პროცედურის გავლის გარეშე ჩაითვლებიან საქართველოში მოქალაქეობის 17 არმქონე პირის სტატუსის მქონეებად. აღნიშნულ კატეგორიას შეადგენენ პირები, რომლებიც: 1. 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან 2. საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით. ამ პირებს შეუნარჩუნდებათ ამ კანონის მიღებამდე არსებული სამართლებრივი რეჟიმი — საქართველოში ცხოვრება მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე. ბ) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ პირობებს, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ გაივლიან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურას, თუმცა ეს პირებიც ჩადგებიან იმავე სამართლებრივ რეჟიმში, რაც ამ კანონის ამოქმედებამდე გავრცელდებოდა მათ მიმართ – მიეცემათ მუდმივი ბინადობის მოწმობა სპეციალური პირობების საფუძველზე. გ) ყველა სხვა პირს, რომელთაც საქართველოში დაუდგინდებათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, მიეცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა 3 წლის ვადით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სტატუსის დადგენაზე უარის თქმისა და სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებს. კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეობის არმქონე პირი უფლებრივი მდგომარეობის საკითხში გათანაბრებულია უცხოელებთან. კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოში უკანონოდ შემოსვლა და საქართველოში უცხოელის შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის ამოწურვა არ შეიძლება გახდეს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის საქართველოში დადგენით დაინტერესებული პირის გაძევების საფუძველი სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უცხოელებს რომლებიც საქართველოში საკუთრების უფლებით ფლობს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას და განახორციელებენ არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას უფლება ექნებათ მიიღონ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ამავდროულად, ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობა გავრცელდება ასევე უცხოელის ოჯახის წევრებზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები (შვილობილები) ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირები). ოჯახის სხვა წევრებზე (მშობელი, შვილიშვილი, მშვილებელი) მუდმივი ბინადრობის ნებართვა შესაძლოა გაიცეს დამატებით 10 000 ლარის ინვესტირების შემთხვევაში. საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული საფუძვლებით მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლოა დადგინდეს დამატებითი პირობები, საქმისწარმოების განსხვავებული წესი და ვადები. მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციის 23-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქეობის არმქონე პირები მოქალაქეების მსგავს მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდნენ სახელმწიფო დახმარებებთან დაკავშირებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი კი, სახელმწიფო ჯანდაცვის 18 პროგრამებით სარგებლობის (რაც სახელმწიფო დახმარებად უნდა იქნას მოაზრებული, კონვენციის მიზნებისათვის) შესაძლებლობას მხოლოდ მოქალაქეთათვის ითვალისწინებს. ამიტომ, საჭიროა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ეს ნორმა კონვენციასთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი, რასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი რედაქცია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებს ადგენს, ხშირ შემთხვევაში გათვალისწინებულია მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებაც ისარგებლონ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით. თუმცა საჭირო იყო აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაც, რათა სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობა დამოკიდებული არ იყოს მთავრობის დადგენილებაზე. კონვენციის შესაბამისად, საჭიროა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება გავრცელდეს ისევე, როგორც მოქალაქეებზე. შესაბამისად, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება შესაბამისი ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ პენსიის მიღების უფლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე გავრცელდება. საქართველოში მუდმივად ცხოვრების მოთხოვნა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებზეც არის დაწესებული. შესაბამისად, მიზანშეწონილია ასეთი შეზღუდვა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებსაც დაუწესდეთ. დღემდე, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი არ არსებობდა. პირთა ერთადერთი კატეგორია, რომლებიც მოქალაქეობის არქონის გამო გარკვეულ სამართლებრივ რეჟიმში ექცეოდნენ, იყვნენ პირები, რომელბიც არ იყვნენ არცერთი ქვეყნის მოქალაქეები და რომლებზე გაცემული იყო მუდმივი ბინადრობის ნებართვა/მოწმობა. ასეთი პირები მოიხსენიებოდნენ, როგორც „საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები“. კონვენციასთან შეერთებისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურის შემუშავების შემდეგ კი წარმოიშობა მოქალაქეობის არმქონე პირთა ცალკე კატეგორიად გამოყოფის საჭიროება. ამ კატეგორიაში უნდა იქნენ მოაზრებული ის პირებიც, რომლებიც დღეს „საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებად“ იწოდებიან. შესაბამისად, მომავალში მიზანშეუწონელია ტერმინის „საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი“ გამოყენება, რასაც ემსახურება წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში. აღნიშნული ტერმინი შეიცვლება ტერმინით „საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი“. წარმოდგენილი კანონპროექტით, ფართოვდება უცხოელებზე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლები. წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში 19 წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, აღმოიფხვრება კანონის მოქმედ რედაქციაში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზები, ურთიერთშესაბამისობაში იქნება მოყვანილი კანონში გამოყენებული ტერმინები და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება აგრეთვე საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვანი შვილის მიმართაც. “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–5 პუნქტის ცვლილება ითვალისწინებს აღნიშნულ პუნქტში კანონის სხვა ნრომაზე მითითებით ხასიათის ჩანაწერის შეცვლას, რის შედეგადაც მე–5 პუნქტში ნაცვლად „კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტისა“ ჩაიწერა „კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტი, ვინაიდან სწორედ მე–4 მუხლის პირველი პუნქტით არის გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი. აღნიშნული საფუძვლით შესწორდა ასევე კანონის მე–9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში არსებული მითითებითი ნორმა. “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–8 პუნქტით გათვალისწინებული მე–2 წინადადება საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით ჩამოყალიბდა 81 პუნქტად და აღნიშნული პუნქტით განისაზღვრა, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურკავკასიური ენებისადმი კუთვნილების საკითხზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ სააგენტოსთვის დასკვნის წარუდგენლობა წარმოადგენს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს და აღნიშნულის გამო სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული ცვლილების მიზანშეწონილობა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ვინაიდან სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს, ასეთის პირობის არსებობის თაობაზე დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში, შეუძლებელი უნდა იყოს პირისათვის სტატუსის მინიჭება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეიცვალა კანონის მე–9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ცვლილების შედეგად განისაზღვრა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ სააგენტოსთვის დასკვნის წარუდგენლობა წარმოადგენს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს. “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–9 პუნქტის ცვლილება მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის დასაკმაყოფილებელი აუცილებელი პირობების ჩამონათვალის ნათლად განსაზღვრას, კერძოდ: მე–9 პუნქტით განისაზღვრება, რომ პირს გათვალისწინებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი მიენიჭება, თუ ის აკმაყოფილებს არა მხოლოდ მე–5 მუხლის პირველი პუნქით დადგენილ მოთხოვნეს, არამედ ასევე აკმაყოფილებს კანონის მე– 4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და ამასთანავე მის მიმართ არ 20 არსებობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. ამევ პუნქტით ასევე დაკონკრეტდა ჩანაწერი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხზე და განისაზღვრა, რომ პირზე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობა გაიცემა მისთვის სტატუსის მინიჭების შემდეგ, თუ ეს პირი მოწმობის გაცემის თაობაზე წარადგენს შესაბამის მოთხოვნას. პროექტი ასევე ითვალისწინებს სტატუსის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის ცვლილებას და განსაზღვრავს რომ სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა ან მისი შემცვლელი დოკუმენტი სტატუსის მინიჭების მიზნისთვის არ იქნება სავალდებულო წესით წარმოსადგენი, თუმცა ასევე უშვებს შესაძლებლობას სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ იქნას დაბადების მოწმობა ან მისი შემცვლელი დოკუმენტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: სახელწიფო ბიუჯეტი. მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გარკვეულწილად მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შედეგად მოსალოდნელია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა დაახლოებით 0,06%-ით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა 5000-მდე გაზრდის შემთხვევაში. ამჟამად საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობა დაახლოებით 1500-ია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა რიცხვის 5000-მდე გაზრდა არარეალურია და ეს რიცხვი თეორიულად ყველაზე უარეს მდგომარეობას გამოხატავს. ბ.დ) სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება ამ კანონპროექტის მოქმედება. ასეთი პირების, ანუ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ რაიმე მოსალოდნელი ფინანსური შედეგები არ არის სავარაუდო. 21 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროქტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექპერტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“. კანონპროექტის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იღბდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კ. ანჯაფარიძე, ზ. კუკავა, პ. კუბლაშვილი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კ. ანჯაფარიძე, ზ. კუკავა, პ. კუბლაშვილი. 22