„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონში (ვებგვერდი, 19/04/2012 სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.016678 )
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
ა)
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონის დებულებების „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ
ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ. კანონპროექტის ძირითადი არსი
ამოღებულ იქნა კანონის პირველი მუხლის მე-7-მე-8 პუნქტები და მე-2 მუხლი.
კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებასთან.
ბ.ე.) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში
კანონპროექტის მომზადების პროცესში არ მიურიათ მონაწილეობა სხვა დაწესებულებებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.