„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2012
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/454/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
II მოსმენა
✓ 62 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”6. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის (შემდგომში - ქონების მმართველი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”. 2. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებში აღნიშნული ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს – ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით. 2. ქონების მმართველი წარდგენილ თხოვნაზე იღებს დასაბუთებულ, დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს თხოვნის წარმომდგენს მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების თაობაზე ქონების მმართველის გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. თუ უფლებამოსილმა ორგანომ 1 თვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, თვითმმართველი ერთეულის მიერ მოთხოვნილი ქონება ჩაითვლება მისთვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად.”. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”მუხლი 7. უფლებამონაცვლეობა თვითმმართველ ერთეულზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემასთან ერთად გადადის ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ქონების მმართველის მიერ ქონების გადაცემის მიზნით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.”. 4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”1. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში. ” 5. 81 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 ”3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 მუხლის 2 6 და 63 პუნქტებით განსაზღვრული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო აცნობებს ქონების მმართველს”. 6. 191 მუხლის: ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”14. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს, როგორც წესი, ქონების მმართველის, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.” ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”16. თვითმმართველი ერთეულის ქონების ან/და აქციებისა და წილების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონის დებულებების „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ. კანონპროექტის ძირითადი არსი კანონის მე-3, მე-6, მე-7, მე-8, 81 და 191 მუხლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად მიეთითება ”ქონების მმართველი”. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებასთან. ბ.ე.) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში კანონპროექტის მომზადების პროცესში არ მიურიათ მონაწილეობა სხვა დაწესებულებებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა ორგანიზაციებსა და ექსპერტებს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.