„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
”6. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი “სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტო” (შემდგომში - ქონების სააგენტო).
7. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას
განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო.
8. ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ სასამართლოში.“.
2. მე-2 მუხლის ”ე”,”კ”, ”ნ”, ”შ” და ”ც” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ე) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი – ქონების მმართველი, რომელიც
სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას;
კ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა
გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მსურველთა მოძიებას
და პრივატიზების ინიცირების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
პრივატიზების ხელშეწყობას და რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს ქონების მმართველთან
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ნ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – ქონების მმართველის მიერ სარგებლობაში
გადაუცემელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო
ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების
მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისაგან და მომსახურების
საფასურისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის
გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ც) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხის ოდენობა, რომლითაც ხდება სახელმწიფო
ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება
საწყისი საპრივატიზებო შემოსულობისაგან და მომსახურების საფასურისგან (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის
არსებობის შემთხვევაში).“.
3. მე-2 მუხლს დაემატოს ”ძ”, ”წ” და ”ჭ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
”ძ) მომსახურების საფასური - საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ქონების
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი თანხა, რომელიც ირიცხება ქონების
სააგენტოს ანგარიშზე;
წ) სარგებლობაში გადაცემის საფასური - ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერ
სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა რომელიც შედგება შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი
თანხისგან და მომსახურების საფასურისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჭ) ქონების მმართველი - სამინისტრო, ქონების სააგენტო, ან მათ მიერ დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი, მის მიერ მიქცეულ
ქონებასა და სარგებლობაში გადაცემული მოძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული
ფუნქციების განხორციელებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ
უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და
ფორმით.“.
4. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს
საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა
გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ასევე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა
და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით
პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესია.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე უსახლკაროდ
დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ
ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ
გადაწყვეტილების მისაღებად, საკითხს ამზადებს და პრეზიდენტს წარუდგენს ქონების მმართველი.
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”5.
ქონების მმართველი საქართველოს მთავრობის თანხმობით, ფიზიკურ ან/და კერძო
სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას ამ ქონების ტოლფასი
ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. მისი გადაცემის წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.”.
5. 31 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის
ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი
მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ქონების
მმართველის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი პირის მიერ პირდაპირი
მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 45 კალენდარული დღის
ვადაში.”.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”6. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში,
მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით
დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.“.
6. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“, „ძ.გ“, „ძ.დ“ და „ძ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი
პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც
ქონების მმართველის წარდგინებით
გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის პრივატიზება დაიშვება მხოლოდ სანიტარული დაცვითი
პირობების გათვალისწინებით.”
7. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ
საშუალებებს.
2. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო უფლებამოსილინი არიან ნებისმიერი
ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური
საშუალებების გამოყენებით.
3. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო უფლებამოსილნი არიან ელექტრონული ასლის
სახით შეინახონ და გასცენ თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის
ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.
5. სამინისტროს, ქონების სააგენტოს და სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში
მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
6. სამინისტრო, ქონების სააგენტო თავისთან დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით
გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებს ასლის დედანთან იგივეობას.
7. ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ქონების სააგენტოს
ვებგვერდის (www.privatization.ge) შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ
ასლის დედანთან იგივეობის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს
იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული ფორმით გამოცემულ დოკუმენტს.”.
8. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აუქციონის შედეგები
უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება
შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული
აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.“.
9. მე-61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 61. მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება
მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება საპრივატიზებო საფასურიდან,
ქონების მმართველსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.”
10. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს
ქონების
მმართველი.”.
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების
მმართველი.
6. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან,
რომლებიც
უზრუნველყოფენ
სახელმწიფო
საკუთრებაში
არსებული
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი
ნახაზების მომზადებას.“.
11. მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიცირების უფლება აქვთ საქართველოს
მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს,
ქონების
მმართველსა და მესამე პირს.
2. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის
იურიდიული პირის, აგრეთვე მესამე პირის მიერ აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების
პრივატიზების ინიცირების შემთხვევაში ისინი მიმართავენ ქონების მმართველს.”
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის აგეგმვასა და ნატურაში გადატანას ახორციელებს ქონების მმართველი
ან საკითხის ინიციატორი.”.
12. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს და ქონების მმართველს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ
დოკუმენტს. ქონების მმართველი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების
დადასტურებას წერილობით ან ელექტრონული ფორმით (ქონების სააგენტოოს შემთხვევაში ვებგვერდის www.privatization.ge მეშვეობით), რაც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან
მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.”.
13. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე
პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით,
ქონების
მმართველის ინიცირებისა ან/და წარდგინების, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს
მთავრობის წარდგინების საფუძველზე.
1
2 . ქონების მმართველი უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით
გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის საკითხის
მომზადებისას განმცხადებელს მოსთხოვოს ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საბანკო
გარანტიის წარმოდგენა.”.
ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
”5. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს
ქონების მმართველი, ხოლო
განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას
კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების
გატარების თაობაზე.
6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით ქონების მმართველი,
ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების
პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო
მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას,
რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ
შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარად
უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.
7. ქონების მმართველი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა,
ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს
პრეზიდენტს წარუდგეს (ქონების სააგენტო სამინისტროს მეშვეობით) დასაბუთებულ წინადადებებს
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ.
გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.”.
14. მე-10 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
”12. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ ნასყიდობის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და
დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს
მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში
პრივატიზებული ქონება უბრუნდება ქონების მმართველს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ
უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. საქართველოს მთავრობას უფლება
აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებამდე დაადგინოს ხელშეკრულების
მოშლის განსხვავებული სამართლებრივი შედეგები და პირობები.“.
15. მე-12 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულებაში საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ცვლილების ან/და დამატების შეტანის, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების
შეწყვეტისა და მოშლის უფლება აქვს ქონების მმართველს, რომელიც ასევე უფლებამოსილია
დაასრულოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთის იჯარით გაცემის პროცედურა. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო
ქირის გადახდის ზედამხედველობას და სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო
ორგანოს მიერ დელეგირებული უფლების ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის უფლებამოსილი ორგანო.
7. ქონების მმართველი ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის
ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მისი სისწორის შემთხვევაში მოიჯარეს გაუგზავნოს
შეტყობინება შესაბამისი საფასურის გადახდის თაობაზე და საფასურის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენთან 15 კალენდარული დღის
ვადაში დადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების)
ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების
რეგისტრაციისათვის, ხოლო საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში დადოს ნასყიდობის
ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იქნება საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის
ვალდებულება.”.
16. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,
იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო
შემოსულობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს
მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,
იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური
შეიძლება შემცირდეს. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული
სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები გაიყიდება სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
საპრივატიზებო საფასურად.”.
17. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის
პრივატიზებისას ქონების მმართველის ვალდებულებები
დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისას
ქონების
მმართველის ვალდებულებებია:
ა) საპრივატიზებო გეგმის დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს
საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით;
ბ) საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურებში დასახლების ტერიტორიულ
საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
გ) საჯარო აუქციონის ორგანიზება და ჩატარება, აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის
ხელშეკრულების დადება და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის
წარმოდგენის შემდეგ საპრივატიზებო საფასურის გადახდის დადასტურება.
18 . მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას
ახორციელებს ქონების მმართველი.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და
კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი
წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამ კანონის 181 მუხლით
დადგენილი წესით.
4. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან,
რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების
ინიცირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.”.
19. მე-181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქონების მმართველს უფლება აქვს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 2007 წლის 1
იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება
განახორციელოს შესაბამის მოიჯარეზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული
უძრავი ქონების საფასური შეადგენს მისი ყოველწლიური საბაზრო საიჯარო ფასის ხუთმაგ ოდენობას.
ქონების ყოველწლიურ საბაზრო საიჯარო ფასს ადგენს საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი
ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული
შემფასებელი.”.
20. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 23. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და
სარგებლობაში გადაცემა
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას ამ კანონით
დადგენილი წესით ახორციელებს ქონების მმართველი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი
ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.
21. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის
ფორმით ახორციელებს ქონების მმართველი ან პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის
საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის შესახებ - ქონების მმართველის წარდგინებით, ხოლო
განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით
დადგენილი წესით, გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს
პრეზიდენტი.”.
22. 31-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და
მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით
პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების
განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება.
აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45
კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.
4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო
შემოსულობა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებების მიერ მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო
შემოსულობა აუქციონის ხარჯების გამოკლებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან,
რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების
ინიციირებას.”.
23. 35-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების
სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 2
კვირის ვადაში დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე
თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში
გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების
გადაცემაზე. ქონების მმართველის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გადაცემის
საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესით.”
ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”5. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარგებლობაში მიღებული სახელმწიფო ქონების სხვა სახელმწიფო
ორგანოსთვის,
აფხაზეთის
ან
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ან
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, უქმდება
ქონების
მმართველსა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება სარგებლობაში იყო გადაცემული.
6. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით
ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 30
კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის
გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
შესაბამისი ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების სახელმწიფოს
საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე
მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ქონების
მმართველი დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის ან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე
ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით.
7. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო
შესაბამის ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში
დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს
აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ქონების მმართველი დადგენილ ვადაში არ მიიღებს
გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად
რეგისტრაციის მოთხოვნით.”.
24. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის
საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან
საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე
ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო
სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი, დადგენილი წესით.”.
25. 36-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„1 . საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო ქონების მმართველის
თანხმობით სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით
გასცემს არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით
– არა უმეტეს 49 წლის ვადით.”.
26. 36-ე მუხლს დაემატოს 13 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ გააჩნია აღნიშნული ქონებით
„13.
მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ქონებას იყენებს
სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით), ვალდებულია
ქონების მმართველის
წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს
სარგებლობის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორიული დასკვნის
საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.”.
27. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქონების მმართველი დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ
ქონებას, რომლის პრივატიზებაც აკრძალულია ამ კანონით, უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო
უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს მხოლოდ სახელმწიფოს
წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაშია წილის (აქციების)
50% ან 50%-ზე მეტი.”.
28. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქონების მმართველის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელმწიფო ქონების სასყიდლით
სარგებლობაში გადაცემისას სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური ირიცხება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სახელმწიფო
ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური ირიცხება სარგებლობაში გამცემის ბიუჯეტში.“.
29. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. ქონების მმართველი სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოებებს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.”.
30. მე-40 მუხლი ამოღებულ იქნას.
31. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის
მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ
დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი
ფორმით პრივატიზება ხორციელდება ქონების მმართველის ინიციატივისა და დასაბუთებული
1
წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 45 მუხლით
დადგენილი წესით.“.
32. 43-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის)
უფლებამოსილებებს ახორციელებს ქონების მმართველი რომელიც იღებს გადაწყვეტილებას
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ
შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.”.
ბ) 21 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
33. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და
წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების
განსაზღვრის და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის
უფლებით გადაცემის წესი
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ
ფორმებს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
2. მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და
წილების მმართველი პირი ქონების მმართველის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში
არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე
ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.“.
34. 45-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და
მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. ქონების მმართველი ან კანონით დადგენილ
შემთხვევებში პრივატიზების განმახორციელებელი სხვა ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში
გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. აუქციონის ფორმით
პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის
ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას –
შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს
საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ,
რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
4. შესაბამისი ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე
პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ წილებისა და აქციების პრივატიზების ინიცირებას.”.
35. 451 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის
მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ
დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი
ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების
მმართველის ინიცირებისა და დასაბუთებული წინადადების საფუძველზე.
2. ქონების მმართველი განსაზღვრავს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი
აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის
აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული
პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი
დოკუმენტების პროექტებს, ასევე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
სხვა ღონისძიებებს.
3. ქონების მმართველის დასაბუთებული წინადადება, რომელშიც მოცემულია პრივატიზების
ზოგადი პირობები, მათ შორის, პრივატიზების ფორმა, ვადა და სხვა არსებითი პირობები, ქონების
სააგენტოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგინება საქართველოს
მთავრობას.
4. საქართველოს მთავრობა ქონების მმართველის დასაბუთებული წინადადების მოწონების
შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით
წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო
ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე
არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შესახებ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება პრივატიზების პირობები, მათ შორის:
ა) პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული წილების ან აქციების რაოდენობრივი ან პროცენტული
მაჩვენებელი ან ამ მაჩვენებლის მაქსიმალური ან/და მინიმალური ზღვარი (ზღვრები);
ბ)
წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო
საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყისი საპრივატიზებო საფასური) და
ანგარიშსწორების წესი და პირობები;
გ)
ქონების მმართველის დასაბუთებულ წინადადებაში განსაზღვრული გრაფიკის
შესაბამისად, პრივატიზების პროცესის დასრულებისათვის საჭირო ძირითადი თარიღები, შესაბამისი
ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებზე ან აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ
აქციებზე საკუთრების უფლების შეძენის სხვა პირობები, რომელთა შესაბამისად სამინისტრო
განახორციელებს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან
შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან
მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი
ფორმით შეთავაზებას და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ქმედებებს.
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ქონების მმართველი განსაზღვრავს
პრივატიზების კონკრეტული პირობებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებას.”.
36. 491 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„მუხლი 49 . საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის
დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან
გათავისუფლება
შემძენი უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი
პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების დასაბუთებული თხოვნით მიმართოს ქონების მმართველს.
ქონების მმართველი იხილავს წარდგენილ მიმართვას და დასაბუთებული აუცილებლობის
შემთხვევაში, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის
პრინციპებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. დადებითი გადაწყვეტილების
შემთხვევაში საკითხი, დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.”.
მიღების
მუხლი 2.
1. 2012 წლის 17 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ:
ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” დებულება.
ბ) დაადგინოს სსიპ “სახელმწიფო ქონების სააგენტოს” მიერ გაწეული მომსახურების
საფასურები.”
გ) დაადგინოს ქონების მმართველი პირების უფლებამოსილებები და მათი განხორციელების
წესი და ფორმები.
2. 2012 წლის 17 სექტემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ რეორგანიზაციასთან
დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება
3. 2012 წლის 10 ოქტომბრამდე შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო
სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 მუხლისა
ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა)
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის მიზეზია სსიპ
”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” შექმნა, რომელიც განახორციელებს სახელმწიფო
ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ ფუქნციათა ნაწილს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის მიზანია ქონების
სააგენტოს დაფუძნებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან
დაკავშირებული ფუნქციების განაწილებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების ახლებურად
რეგულაცია.
ა.გ. კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის პირველი პუნქტით განისაზღვრება სსიპ ”სახელმწიფო ქონების სააგენტოს
უფლებამოსილებების საკითხი სახელმწიფო ქონებასთან მიმართებაში. მე-2 პუნქტით ტერმინები
შესაბამისობაში მოდის ქონების მმართველთა შორის უფლებამოსილების განაწილების წესთან. მე-3
პუნქტით ემატება კანონს ახალი ტერმინები: ”მომსახურების საფასური”, ”სარგებლობაში გადაცემის
საფასური” და ”ქონების მმართველი”. მე-4 პუნქტით ზუსტდება ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო
ქონების შემძენი. მე-5, მე-6 , მე-7, მე-9, მე-10 მე-11,მე-12, მე-13 მე-15, მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 23-ე,
24-ე, 25-ე,27-ე, 28-ე, 29-ე, 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე, მუხლებში კონკრეტული უფლებამოსილი
პირის ნაცვლად მიეთითება ”ქონების მმართველი”. მე-8 პუნქტით დაზუსტდა მე-6 მუხლის მე-6
პუნქტის შინაარსი. მე-14 პუნქტით განისაზღვრება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის
შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები. მე-16 პუნქტით დაზუსტდა იჯარით გაცემული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისას გადასახდელი თანხის ტერმინი. 22-ე პუნქტით
აუქციონის შემდგომ ხელშეკრულების გაფორმების ვადად დანისაზღვრა 45 კალენდარული დღე. 26-ე
პუნქტით დაემატა სახელმწიფო ქონებით არაუფლებამოსილი მოსარგებლის მიერ გადასახდელი
საფასურის გამოთვლის და გადახდის წესი. 30-ე პუნქტით ამოღებულ იქნა კანონის მე-40 მუხლი
ბ)
კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებასთან.
ბ.ე.) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტით, საქართველოს მთავრობას დაამტკიცებს ”სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოს” მიერ გაწეული მომსახურების საფასურებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში
კანონპროექტის მომზადების პროცესში არ მიურიათ მონაწილეობა სხვა დაწესებულებებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.