„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნას
შმდეგი ცვლილებები:
1. მე–5 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„2 . საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალურ
ვიზას გასცემს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო.“;
2. მე–11 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„2 . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო სერვისების განვითარების
სააგენტო უფლებამოსილია გამოიკვლიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
გარემოებები და მოითხოვოს ამ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.“;
3. მე–18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
– სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.
მუხლი 2. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1920, 30.07.96, გვ. 28) მე–2 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა
დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების
მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა,
რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. თუ პირადობის (ბინადრობის)
მოწმობაში გრაფა „მისამართი“ შეუვსებელია, მასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილი
იქნას რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც ასევე არ საჭიროებს
სანოტარო წესით დამოწმებას. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის
შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის დადასტურება ხდება პირადობის (ბინადრობის)
ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ –
სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით.“.
მუხლი 3. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) მე-20 მუხლს მე–
2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შუამდგომლობა დაინტერესებულ პირს შეაქვს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –
სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო).“.
მუხლი 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
1
2
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 185 და 185
მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„მუხლი 185 . პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების
შეუსრულებლობა
თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო,
ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების,
პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის,
თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ
უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ასევე გარდაცვალების შესახებ
სამედიცინო ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამოქალაქო სერვისების
განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი
წესით შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2
მუხლი 185 . ბავშვის დაბადების შესახებ შეტყობინების ვალდებულების
შეუსრულებლობა
სამშობიარო ან სხვა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ
სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ბავშვის დაბადების შესახებ
შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24
ივლისი, 1997, გვ. 1) 1106-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1106. ქორწინების ცნება
ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი
კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში
(შემდგომში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).“.
მუხლი 6. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ, ვებგვერდი,
28/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნას შემდეგი
ცვლილება:
1. მე–3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა − საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს, ნოტარიუსებისა და
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელების პროცესში ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა
ერთობლიობა;“;
2. მე–4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო სერვისების განვითარების
სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს
ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით;“.
მუხლი 7. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს
კანონის (სსმ, ვებგვერდი 20.12.2011 წ., 010170000.05.001.016513) 24–ე მუხლის მე–2
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამოქალაქო სერვისების განვითარების
სააგენტოს აცნობებს პირისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის
ან გაუქმების შესახებ, მასზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობისა და
სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების მიზნით;“.
მუხლი 8. “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული
ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონში (სსმ, ვებგვერდი 08.12.2011 წ.,
010100000.05.001.016497) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო სერვისების განვითარების
სააგენტოს
(შემდგომ
–
სააგენტო)
მომსახურების
საფასურის
გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტი.“;
2. მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების შეტანისას გადაიხადოს
მომსახურების საფასური საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
შეღავათიანი პირობებით;“.
მუხლი 9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სსმ, ვებგვერდი 28.06.2011
წ., 080050000.05.001.016348) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან
გათავისუფლდება ის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 31
დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამოქალაქო სერვისების
განვითარების სააგენტოში, ამ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში
განაცხადებს მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე ან 362-ე
მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების
ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია თავის ან ახლო ნათესავის სასარგებლოდ
ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის,
საქართველოს
მოქალაქის
პასპორტის,
ყოფილი
საბჭოთა
სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის
ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის დამზადებასთან, შეძენასთან,
გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან,
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან
დაზიანებასთან ან/და ამ დოკუმენტში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან.
შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისათვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული „ახლო ნათესავი“.“.
მუხლი 10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე–2
ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი
„ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამოქალაქო სერვისების განვითარების
სააგენტოს
–
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელებისას;“.
მუხლი 11. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 31.12.2009, მუხ. 398) შეტანილ იქნას
შემდეგი ცვლილება:
1. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. სასამართლო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს სამოქალაქო სერვისების
განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.”;
2. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის
გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ, ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი სამოქალაქო სერვისების
განვითარების სააგენტოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
(20.12.2011. N5572 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.”.
მუხლი 13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 165–ე მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ დადგენილება პროკურორმა დაუყოვნებლივ
უნდა აცნობოს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს.
4. პირს, რომლის საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის მოქმედებაც შეჩერდა, უფლება აქვს, აცნობოს სამოქალაქო სერვისების
განვითარების სააგენტოს აღნიშნული პასპორტის/დოკუმენტის მოქმედების შეჩერების
გაუქმების შესახებ.“;
2. 221–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიან სიას სამოქალაქო სერვისების
განვითარების სააგენტო ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა, უგზავნის შესაბამის
სასამართლოს.“;
3. 330–ე მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის თბილისისა და ქუთაისის საქალაქო
სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესს განსაზღვრავს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნაფიცი მსაჯულები კი შეირჩევიან შესაბამისად
სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა
ერთიანი სიიდან.“.
მუხლი 14. „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის
შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008,
მუხ. 46) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო სერვისების განვითარების
სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილია აკრედიტაციის გავლის გარეშე გასცეს
ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი.“.
მუხლი 15. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005,
მუხ. 433) 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლით
კომპენსაციის/სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
შეწყვეტა
განხორციელდეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით
განსაზღვრული პირის მიერ წარმოდგენილი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის მიმღების გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების რეგისტრაციის
შესახებ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების
მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდებული ყოველთვიური ინფორმაციის
საფუძველზე.”.
მუხლი 16. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
1
საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-17 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
1
“1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლით პენსიის გაცემის შეწყვეტა განხორციელდეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის 71-ე მუხლით განსაზღვრული პირის მიერ წარმოდგენილი
პენსიის მიმღების გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ
სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ
კომპეტენტური
საფუძველზე.“.
ორგანოსთვის
მიწოდებული
ყოველთვიური
ინფორმაციის
მუხლი 17. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003,
მუხ. 113) მე-6 მუხლის მე–12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
12. მონიტორინგის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, კლიენტის (მისი
წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის
სასარგებლოდ იდება) (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) ამ კანონით გათვალისწინებული
წესით იდენტიფიკაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო სერვისების განვითარების
სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა
ელექტრონული ბაზებით.“.
მუხლი 18. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის მე–8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის, გარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს
მიერ დოკუმენტის გამოთხოვისა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.“.
მუხლი 19. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) მე-6 მუხლის მე–5
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო სერვისების
განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებული არიან შესაბამისი
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში
აცნობონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ.“.
მუხლი 20. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) 496 მუხლის მე–5 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მომსახურების გამწევი პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ მათ ხელთ
არსებული მონაცემთა ბაზების მუდმივი ჰარმონიზაცია საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან.“.
მუხლი 21. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 39) მე–2 მუხლის მე–3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„3. თუ პირი ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული
მიზეზების გამო თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით
გადაადგილებისას გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, იგი
ვალდებულია
საკონსულო
აღრიცხვაზე
ასაყვანად
მიმართოს
საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს − სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს.
1
3 . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით, ყოველი თვის
ბოლოს მიაწვდის სამინისტროს იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც საკონსულო
აღრიცხვაზე დგანან.“.
მუხლი 22. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) 171 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბანკს უფლება აქვს პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღოს ამ პირის
პერსონალური
მონაცემების
შესახებ
ინფორმაცია
სამოქალაქო
სერვისების
განვითარების სააგენტოდან.
2. ბანკი ვალდებულია არ დაუშვას სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოდან
მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გადაცემა მესამე
პირისთვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განაპირობა „სამოქალაქო სერვისების განვითარების
სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებამ. აღნიშნული
კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს შექმნას, რომელიც კანონის
თანახმად იქნება სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამონაცვლე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოს
საკანონმდებლო
აქტების
შესაბამისობაში მოყვანა
„სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. შესაბამისად, პროექტის მიზანია
საკანონმდებლო აქტებში არსებული ჩანაწერის „სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“–
ს შეცვლა ჩანაწერით „სამოქალაქო სერვისები განვითარების სააგენტო“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების
შეტანას, რომელშიც მოხსენიებულია „სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“ და
აღნიშნული ჩანაწერის ნაცვლად „სამოქალაქო სერვისების განვითარების
სააგენტოს“ ჩაწერას. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით რომ
სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს უფლებამონაცვლეს და მომავალში განახორციელებს
სამოქალაქო რეესტრის საგენტოს ფუნქციებს.
“სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს „სამოქალაქო
რეესტრის“ ტერმინის დაზუსტებას, რათა აღნიშნულ ტერმინში გაერთიანდეს
სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხულ და შენახულ
მონაცემთა ყველა ბაზა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო
რეესტრის მწარმოებელი ორგანოს განსაზღვრას და ადგენს, რომ სამოქალაქო
რეესტრის მწარმოებელი ორგანო არის სამოქალაქო სერვისების განვითარების
სააგენტო. პროექტი ითვალისწინებს კანონის 121 მუხლის ამოღებას, რომელში
შემავალი ნორმები გათვალისწინებული იქნება „სამოქალაქო სერვისების
განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
სახელწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება ამ კანონპროექტის მოქმედება.
არ ითვალისწინებს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებისათვის,
რომლებზეც ვრცელდება კანონი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა
სახის გადასახდელს.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან
მიმართება
საერთშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროქტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექპერტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია: საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე
კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია: საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე
კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა