„საკონსულო საქმიანობის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2012
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/470/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საკონსულო საქმიანობის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-21
ბიუროს ნომერი 248

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJ,4Ulttqnll JJ14qJAt66llt, bITdnl, aJql6u0r0[qcbi 6n6aJ0fl?qI Jil0llI, Jdntd0llb AJ6bnqtflL Jdnt)ilqIdfll, qJ6'Uilblll, ?tl,Ibtb 2l asolo.2012 $sqo oj0o N 248 l,do16o3gqrrl-, 3;5r'r5oU J14o6j$3do: ,,to3r'r5Utrqo troj0ooGmlotr B6bsb3B", 3Xqt'rt to5on6o br;r5r'r58q3dqm .:j$?o 33qoq3IoL ts3$s5oL 3Xtr,:bnb", Loj.r6o33qob o166r52qo 3;5rn5oL Jt6o3j$o,,Lsju6o3nqtTL ,,tr.r jr16 o L.:b3q8$ogo 66r6doU ?61r.:b38" Lsjrr6o3Sqot or66r51q 3s5rT 5?o SSqoqnloL ?n$.:5otr ?ntrrt3b" qt Uo Ju16 orsnqoL rr166o5trqo 3,>5r'r 5oU Jt6on j$ o ?nb.>bgd" brJr16o3gqtT t o146s51q ,,1.r,> j.>16or33qml.r L.:b6qBSogrn q16o?ob ?1t.:b1d" (O'l'21470; ?;trersSob'iinLrbfld" oL ?lrls5ol.r rEgrS?o 6rs,onplloU ltJl'214'lUi 18.05.20U) Lr;l.v6orpqrnl-r 0o.1316o8.r t,rg.r6go X6ooX6oolcor 3o3o$X$o 13 - 15 q5ol,o 19 - 22 oXSotoo n AolrA$oL lli,ntnnir4a 0)t opn )paird$! hhpaa'\a sqJao!6ol, mqiaro,r R{JS"['., Ro Lr&r$lqJier o56e6.)0mt' J-4.6a&; L{o5r5l'c,-l$io1sC0ct JgS.$C$o; o16oeo1R lspotou 3oAo$X$p. 1oarg,[Xtn, ttoAlso 4DlrJ6] lard('Prdr4"@ L;Jrt6or3nqrrL J;r6qs3n5$oL do2<4r'r sq535tr: br;lc<6or3Xqrnb Jcr6qo3356oL ;r'r3o$n$XlLs Rs b':J;r6qr315$rT S16rjgoXd?o po""$,xrl- 5r'rt?r3o$o1q'o .:i$o L Jr6oni$o tr 6;5boq'3s Ls jrr4rn3XqoL J.:<6q,>3X5$ob ors335qm3.:63 7 ps3orn d.;;Jr6,',d1
საქართველოს მთავრობის წარდგინება
b5」 5 m80'で 0し O mδ 8 035 br jrt6ot3gq,ob Jsdtqtrflg6$b lsjr6or39q,r'rb 3o6b6o63ooob 67-c agbq"l, 03ltb.:Oobrqg bs3r6o60qrg\x,r o6o6o.:go3olr $gboor $.>60ogoqr6g6or l.t.:js6o69q,crb 3rbgr6ob J6crgj6Sbb: ,,b.:3o6bpq,r'r Urj0o$r'rbob E3b;b3b", ,,ls jr6o6gq',r.rL tr.r6og6o bs3s5<n60qpbq,<'r .:jgtso 6qoq96ob 0C6r6ob 0X[,>b3b" q6 Lrjr6orggq,crl.t o66,:6gqro 3.:6r'r6ob Jt'ogiggbl-t: ,,brjl6or3gq,ob brbgq,O$oggr 696bob OXUrb3b" ttjr6org3q,rnb gr6gr63qr 3,r6<n60o 63q,oq,gbob 0C6r6ob OCbrbCb" qrr,,ltjr6org6qob blbgqlO$ogtn qg6cr0otJ 03lrbgb" brjl6ogq,ob ottr6r6gq', 316o60o 63qloqlCbob [C6rf,ob OgLtQ0". ,:q6o06gq, 3$obJ6ogjggb$g ltjl6o6Xq'r'rb J;6q,r0g66ol-r br3oOogggo qg.> Jqgbr63ql ltbqpsrACbbg Oo0bbXbg0q;q qgs6o06gq,o.> L:jr6or3Xq',r'rb ltr6r69o brjOgorr 0o6ob66olr 0er.:qr6oq',9 6o6r'1 3tqrl6qr$X. 蜻⑫ 蒟 00o‑5om 5o3S pttЮ 60 NV102 161152012▼ 齢
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▼ 060 LJd56O30ROI, A0)8d,0)d0L 2012 VclOL 14 6robolr Lbre080L I!!18 (r)dAOR56 XXXIII. brCr6ogCq,ob 3.r&'r6oU J6-dOC6" ,,lD3o6lrgqo lrrCao)bobou ACLjbCA.., ,,b,:j.rtio6ggob tm6og6or t $J6crffiaC6q,(') rCOAo $q,(ryCoCaotr 33gr6ob 39brbCb" er brC56cr)gCE ('Il., ofu$gq'o Jr6o6olr Jd,arifloCbo ,,brjr6or3Sq,oU lr>bgqta$ogo qp6o6ou ACbJbCA" Urjr6or$q,ot o66.r6gq, 3.>6r,r6tso Bq,oq,Cbol., ACOJ6oL ACbJbCb", ,,b.)Cr6o)3Cq,(')u UJbC(,a$ogo 5g66ob ts3lrbCb" UJCr6oACq'o1., o66rb3q' Jr6o6ao Ogq,c,q,C6ou ACOD6oL Agu.>bgb..qp.i lr.) j.)6o3Cqx.rl_r 6or3t6<.r6oU brEJr6ACq,CAoU J6(,CCOo ,,6.JJq,rberdoL Urjsr+n33q'crL 0ol4r6obou bca$o6aqgbq,o o6o6o16o300 Srd)!90C6oq' JJb(')bJ6odOCAgoC AoOblrC6Cbq,Je eJ6o636ob 691tb36" (A('lAbbCECbCq'o brCr6o3Cq,ol, b>6.r6go b,rj69orc 0o6obo6otJ 0orq6oq,9 qr.a.>q,rqr6or) 歌 10o"500っ Ψ oJ50も ぃIЮ oゃ ¨5α でo3。 5o586oO」 0060ゃ 。6。 950oOb bttδ 6030qゅ じ δ 0050bが 5bbbOo30ψ 黎 2 0ooo5゛ っで しいαn。 ∞6o9oぃ 53。 660Ψ 060b36o側 00 "恥 t.:jrt6o3nq,rnU Ji60AoJ6-&,6oli66o lrr j.'t6rn3Xq'rnL Soo3rtirr6olr .yr5g1qs6ooL lgdroLo
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საკონსულო საქმიანობის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი ადგენს საკონსულო საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, საკონსულო დაწესებულებების, საკონსულო თანამდებობის პირების და საკონსულო მოსამსახურეების სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებების და ვალდებულებების ფარგლებს, მათი საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმებს, განსაზღვრავს საკონსულო თანამდებობის პირის ფუნქციებს და მათი განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 2. საკონსულო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. საკონსულო საქმიანობის სამართლებივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებები, საერთაშორისო სამართლის ხელშეკრულებები საყოველთაოდ და აღიარებული პრინციპები და ნორმები, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები. 2. საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობას, ჩვეულებებსა და ტრადიციებს. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საკონსულო დაწესებულებებში და საქმიანობა საქართველოს საკონსულო თანამდებობის განხორციელება; საქართველოს – დიპლომატიურ პირის მიერ საკონსულო წარმომადგენლობებში საკონსულო ფუნქციების ბ) საკონსულო თანამდებობის პირი _ ~დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით რომელიც განსაზღვრული კანონმდებლობით დიპლომატიური თანამდებობის პირი, დადგენილი ახორციელებს საკონსულო ფუნქციებს ან საპატიო კონსული; წესით გ) საკონსულო მოსამსახურე _ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირი, რომელიც ადმინისტრაციულტექნიკურ მომსახურებას უწევს საკონსულო თანამდებობის პირებს; დ) საქართველოს საკონსულო დაწესებულება (შემდგომში–საკონსულო დაწესებულება) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაფუძნებული, წარმოადგენს საქართველოს; ე) საკონსულო ოლქი დაწესებულებას ადგილსამყოფელ ფუნქციების შესასრულებლად; ვ) საკონსულო ქვედანაყოფი, წინადადებებს ტერიტორია, რომელიც საკონსულო სახელმწიფოში გამოეყოფა საკონსულო – დეპარტამენტი რომელიც – სამინისტროს საკონსულო სამინისტროს სტრუქტურული ხელმძღვანელობას პოლიტიკის წარუდგენს შემუშავება-დაგეგმვასთან დაკავშირებით, ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და საკონსულო დაწესებულებებათა საქმიანობის საკონსულო მონიტორინგს, კოორდინაციას უწევს საკონსულო თანამდებობის პირთა მუშაობას, საკონსულო საქმიანობის განხორციელების დირექტიულ და მეთოდოლოგიურ მითითებებს. კუთხით გასცემს ზ) საქართველოს საქართველოში ფიზიკური მუდმივად პირი მცხოვრები საქართველოს - მოქალაქეობის მოქალაქე, არმქონე პირი და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი; თ) საკონსულო ფუნქციები მოქმედებები, – რომელთა განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ საკონსულო თანამდებობის პირს ~საკონსულო ურთიერთობათა შესახებ~ 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) საკონსულო მოსაკრებელი საქართველოს კანონით საკონსულო მოქმედებების – დადგენილი “საკონსულო თანხა, მოსაკრებლის რომელიც შესრულებისათვის შესახებ” გადაიხდევინება ან/და მომსახურების გაწევისათვის. მუხლი 4. საკონსულო საქმიანობის განხორციელება 1. საკონსულო საქმიანობის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, განმახორციელებელი საკონსულო თავიანთი ორგანოებია დაწესებულებები საკონსულო და ოლქის ფარგლებში. 2. საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს ასევე მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილმა საქართველოს ინტერესთა სექციამ, “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში. 3. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში ორი ან მეტი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას, თუ მიზანშეწონილია მათი და საკონსულო მოსამსახურეთა კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში-მინისტრი) ბრძანებით შესაძლებელია შეიქმნას საკონსულო სამსახური. 4. სამსახურს საქართველოს დიპლომატიური ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის დიპლომატიური საკონსულო წარმომადგენლობის ან საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო თანამდებობის პირი, გარდა გენერალური კონსულისა. 5. უცხო სახელმწიფოში წარმომადგენლობის და შემთხვევაში, მინისტრის საქართველოს დიპლომატიური საკონსულო დაწესებულების არარსებობის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით საკონსულო საქმიანობა შესაძლოა განახორციელოს საკონსულო დეპარტამენტმა სახელმწიფოში არსებულმა საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებამ. საკონსულო 6. საჭიროების დიპლომატიურ ან მესამე შემთხვევაში, უცხო წარმომადგენლობასა საკონსულო საქმიანობა დროებით მივლენილმა შესაძლოა სახელმწიფოში და ასევე საკონსულო საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში განახორციელოს სამინისტროდან დეპარტამენტის თანამშრომელმა ან საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნილმა საკონსულო თანამდებობის პირმა. მუხლი 5. საკონსულო ფუნქციების განხორციელების ზოგადი წესი 1. საკონსულო თანამდებობის პირი იცავს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს ფიზიკურ და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. 2. საქართველოს ფიზიკური პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ხორციელდება საკონსულო მომსახურების და საკონსულო დახმარების ფორმით. 3. საკონსულო უზრუნველყოფს მომსახურებისას საკონსულო ოლქში საკონსულო თანამდებობის პირი კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოს ფიზიკური პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას მის გამოყენებით, ხელთ არსებული საქართველოს ყველა სამართლებრივი კანონმდებლობის, მექანიზმის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად. 4. საკონსულო საფუძვლის გარეშე დახმარება მყოფ გაეწევა საკონსულო ოლქში კანონიერი საქართველოს ფიზიკურ პირებს, რომელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა განხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შესაძლებელია ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით. 5. უცხო მიმართ, ქვეყნის საკონსულო მოქალაქეების და ფუნქციების განხორციელება ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში და მოქალაქეობის არმქონე ხდება წესით, ხოლო პირთა მინისტრის დელეგირებული საკონსულო ფუნქციების განხორციელება ხდება ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. იმ შემთხვევაში, თუ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად არ ხდება საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირის დარღვეული უფლებების აღდგენა, საკონსულო თანამდებობის პირმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და საკონსულო დეპარტამენტს. 7. საკონსულო ფუნქციების განხორციელებისას საკონსულო თანამდებობის პირმა და საკონსულო მოსამსახურემ უნდა საქართველოს ინტერესები, იზრუნოს ქვეყნის იმიჯის ამაღლებაზე. 8. საკონსულო შეუძლია თანამდებობის სამართლებრივ ადგილსამყოფელ პირს, საკითხებში სახელმწიფოში დაიცვას საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისათვის მიმართოს დადგენილი წესით ლიცენზირებულ ადვოკატს. 9. უნდა საკონსულო თანამდებობის პირმა საქმიანობის განხორციელებისას გაითვალისწინოს ის შეზღუდვები, რომელიც გამომდინარეობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და მის საკონსულო ოლქში მოქმედი კანონმდებლობიდან, ასევე ~საკონსულო ურთიერთობების შესახებ~ 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციიდან ხელშეკრულებებიდან, თუ და/ან ასეთი სხვა საერთაშორისო მოქმედებს ორმხრივი საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის. 10. საკონსულო განხორციელებისას, თანამდებობის საკონსულო პირი, ოლქის საკონსულო ორგანოებთან ფუნქციების ურთიერთობისას, ვალდებულია დაიცვას ადგილსამყოფელ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკა და წეს–ჩვეულებები. 11. საკონსულო თანამდებობის პირთა მოქმედებები შესაძლოა გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II საკონსულო დაწესებულება მუხლი 6. საკონსულო დაწესებულება 1. საკონულო დაწესებულებებია: ა) საქართველოს გენერალური საკონსულო; ბ) საქართველოს საკონსულო; გ) საქართველოს ვიცე-საკონსულო; დ) საქართველოს საკონსულო სააგენტო. 2. საკონსულო დაწესებულება იხსნება მინისტრის ბრძანებით, ადგილსამყოფელი ქვეყნის თანხმობით. 3. საკონსულო დაწესებულებების გახსნის წესსა და ტიპობრივ დებულებას ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 7. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საქართველოს გენერალურ საკონსულოს ხელმძღვანელობს გენერალური კონსული, საქართველოს საკონსულოს - კონსული, საქართველოს ვიცესაკონსულოს - ვიცე-კონსული და საქართველოს საკონსულო სააგენტოს საკონსულო აგენტი. თავი III საკონსულო თანამდებობის პირი მუხლი 8. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნა 1. საკონსულო თანამდებობის პირად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო გავლილი აქვს მივლინებაში წარგზავნისათვის მინისტრის ბრძანებით აუცილებელ მოთხოვნებს, დამტკიცებული, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საგარეო ორგანიზებული საქმეთა სპეციალური სამინისტროს სასწავლო სასწავლო პროგრამა და ცენტრის მიერ მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატი. 2. საკონსულო თანამდებობის პირების დანიშვნის და განთავისუფლების ზოგადი საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონით, ~დიპლომატიური სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონითა და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სასწავლო პროგრამის გავლის მოთხოვნა არ ვრცელდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებზე და უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებზე. 4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე დანიშვნისას სამინისტროსაგან იღებს წერილობით რწმუნებას - საკონსულო პატენტს. 5. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი თავის მოვალეობათა შესრულებას შეუდგება ადგილსამყოფელი ეგზეკვატურის მიღების შემდეგ. სახელმწიფოს თანხმობის - 6. საჭიროების თანხმობით, შემთხვევაში საკონსულო და ადგილსამყოფელი დაწესებულების სახელმწიფოს ხელმძღვანელი შესაძლოა მივლინებულ იქნეს საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად ეგზეკვატურის მიღებამდე. მუხლი 9. საკონსულო თანამდებობის პირის დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა 1. საკონსულო თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, დროებით მის მოვალეობას ასრულებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, მათ შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 2. თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნულია ერთზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი, ერთ-ერთი მათგანის არყოფნისას მისი დროებით მოვალეობის შესრულება უნდა დაეკისროს სხვა საკონსულო თანამდებობის პირს. სხვა საკონსულო თანამდებობის პირის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა მინისტრის გადაწყვეტილებით მოხდეს ზოგიერთი საკონსულო ფუნქციების განხორციელების შეზღუდვა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საკონსულო ფუნქციების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, საკონსულო ფუნქციების დროებით შესასრულებლად შესაძლებელია მივლინებულ იქნას საკონსულო დეპარტამენტის დიპლომატიური თანამდებობის პირი. 4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება მინისტრის გადაწყვეტილებით დაეკისრება შესაბამისი საკონსულო დაწესებულების თანამდებობრივად ყველაზე ზემდგომ საკონსულო თანამდებობის პირს. თუ ასეთი თანამდებობის პირი ორი ან მეტია, მათგან ერთ-ერთს დასანიშნად წარადგენს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 10. საკონსულო თანამდებობის პირთა შორის კოორდინაცია 1. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს სხვა საკონსულო საქმიანობას. 2. თანამდებობის დიპლომატიური ხელმძღვანელი საკონსულო საქმიანობას. 3. პირთა და საკონსულო წარმომადგენლობის კოორდინაციას თანამდებობის უწევს პირთა საკონსულო საკონსულო და მოსამსახურეთა სამსახურის სამსახურში საკონსულო სხვა მოსამსახურეთა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საქართველოს ინტერესთა სექციაში, რომელშიც არ არის შექმნილი საკონსულო საქმიანობას ახორციელებს თანამდებობის პირი საკონსულო ან საკონსულო ორი სამსახური და ან მეტი საკონსულო მოსამსახურე, მათი საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს თანამდებობრივად ყველაზე ზემდგომი საკონსულო თანამდებობის პირი, რომლის მითითებები და დავალებები შესასრულებლად სავალდებულოა სხვა საკონსულო პირებისათვის და საკონსულო მოსამსახურეებისათვის. 4. საკონსულო განხორციელებისას დეპარტმენტს. თანამდებობის ექვემდებარებიან პირები თანამდებობის საკონსულო სამინისტროს და მის საქმიანობის საკონსულო თავი IV საკონსულო ფუნქციები მუხლი 11. საკონსულო ფუნქციები 1. საკონსულო ფუნქციები წარმოადგენს საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული იმ სამართლებრივი მექანიზმების ერთობლიობას, რომელთა განხორციელების უფლებამოსილება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და დასაშვებია ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით და შესაძლებელია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. 2. საკონსულო ფუნქციები იყოფა ძირითად და დელეგირებულ საკონსულო ფუნქციებად. 3. ძირითადი საკონსულო ფუნქციებია: ა) კონსულტაციის გაწევა; ბ) სამართლებრივი დაცვა; გ) შუამდგომლობა; დ) საკონსულო ოლქის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში; ე) საკონსულო ოლქის შემოვლა; ვ) საკონსულო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების საერთო ზედამხედველობა; ზ) საკონსულო ლეგალიზაცია; თ) საქართველოს ვიზების გაცემა; ი) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა; კ) საკონსულო აღრიცხვის წარმოება; ლ) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების სამართლებრივი დახმარება; მ) სანოტარო მოქმედებათა შესრულება; ნ) საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საკონსულო მომსახურება. 4. დელეგირებული საკონსულო ფუნქციებია: ა) საქართველოს საკითხები; მოქალაქეობასა და მიგრაციასთან დაკავშირებული ბ) საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაცია და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია. დ) მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. თავიV ძირითადი საკონსულო ფუნქციები მუხლი 12. კონსულტაციის გაწევა 1. საკონსულო თანამდებობის პირი საქართველოს ფიზიკური ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მათ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის, სოციალური დაცვის, სამედიცინო დახმარების, შრომითი საკითხების, მიგრაციისა და ადგილსამყოფელ საფუძვლების შესახებ ინფორმაციას. 2. საკონსულო ქვეყანაში თანამდებობის პირი ყოფნის სამართლებრივი საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს შესაბამის ინფორმაციას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული იურიდიული (საადვოკატო) ბიუროების, ქართული ენის თარჯიმნების, ქართული სკოლების, სათვისტომოებისა და ეკლესიების ადგილმდებარეობის თაობაზე, ასევე აძლევს მათ რჩევებს ადგილსამყოფელი ქვეყნის ჩვეულებების, ტრადიციების, უსაფრთხოებისა და სხვა აუცილებელი საკითხების თაობაზე. მუხლი 13. სამართლებრივი დაცვა 1. სამართლებრივი დაცვა წარმოადგენს საკონსულო თანამდებობის პირის მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში, სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებში განხორცილებულ ღონისძიებებს. 2. სამართლებრივი დაცვა შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან ურთიერთობის დროს. სამართლებრივი დაცვა შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დროს. 3. საკონსულო საქართველოს თანამდებობის ფიზიკური პირი და უფლებამოსილია იურიდიული წარმოადგინოს პირების ინტერესები ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან შესაბამისი რწმუნების გარეშე საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირის ინტერესების და უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი წარმომადგენელის განსაზღვრამდე. სამართლებრივი დაცვის ფუნქციის განხორციელება არ გულისხმობს სასამართლო განხილვაზე ან გამოძიების პროცესში უშუალო წარმომადგენლობას. 4. სამართალდამცავ წარმომადგენლობის და მართლმსაჯულების განხორციელებისას საკონსულო ორგანოებთან თანამდებობის პირი ვალდებულია თვალყური ადევნოს, რომ ბრალდებული უზრუნველყოფილია წარმომადგენლისა და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით. 5. საკონსულო სასჯელაღსრულების თანამდებობის პირი ვალდებულია შეხვდეს დაწესებულებაში და/ან სადეპორტაციო ბანაკში (საიმიგრაციო ცენტრში) მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით და პირადად დარწმუნდეს, რომ დაკავებულის მდგომარეობა და განთავსების ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობითა სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს. პირობები და შეესაბამება საერთაშორისო 6. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვა შესაძლოა გამოიხატოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მათი უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობაში. უფლების რეალიზაციის მიზნით საკონსულო თანამდებობის პირი გასცემს სხვადასხვა ცნობებს, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტს, ახორციელებს და ამოწმებს დოკუმენტის ინფორმაციის გამოთხოვას. თარგმანს, უზრუნველყოფს დოკუმენტისა და 7. საკონსულო თანამდებობის პირი უწევს სამართლებრივ დაცვას საქართველოს ფიზიკურ პირებს მათ მიმართ მეურვეობისა და მზრუნველობის დანიშვნის აუცილებლობის არსებობისას. 8. სამართლებრივი დაცვის ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირი ატარებს ღონისძიებებს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის დარჩენილი ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად. საკონსულო თანამდებობის პირი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ საკითხებს. 9. საქართველოს სამართლებრივი ფიზიკური დაცვა და ხორციელდება იურიდიული ასევე პირების მიმართ ადგილსამყოფელ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებთან, საომარ და საგანგებო მდგომარეობასთან, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული მდგომარეობის გართულებასთან. მუხლი 14. შუამდგომლობა საქართველოს ფიზიკური პირის მიმართვის საფუძველზე და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში, საკონსულო თანამდებობის პირი შუამდგომლობს საქართველოს ფიზიკურ პირებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათი უფლებების დარღვევის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში. Mმუხლი 15. საკონსულო ოლქის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში 1. საკონსულო დაწესებულებების საკონსულო თანამდებობის პირი თანამშრომლობს საკუთარი საკონსულო ოლქის ფარგლებში ადგილსამყოფელ ქვეყანასთან სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა მიზნით. და სამართლის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების 2. საკონსულო დაწესებულებების საკონსულო თანამდებობის პირი ხელს უწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სფეროებში ადგილსამყოფელი სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეთა დაახლოებას, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას. 3. საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის ხელს უწყობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოსა და საქართველოში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობას. მუხლი 16. 1. პირი სხვადასხვა საკონსულო ოლქის შემოვლა საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა. 2. შემოვლის დაწესებულების აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საკონსულო განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა, ხოლო საკონსულო თანამდებობის პირი (გარდა საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელისა) წერილობით დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო ხელმძღვანელს და საკონსულო დეპარტამენტს. 3. მიმართავს დაწესებულების საკონსულო ოლქის შემოვლა გულისხმობს საკონსულო ოლქის ფარგლებში საქართველოს ფიზიკურ პირთა კონცენტრაციის ადგილების მონახულებას, მათი პრობლემატიკის შესწავლას, მათთვის აქტუალური და საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას და შესაძლებლობის შემთხვევაში ადგილზე გარკვეული დახმარების გაწევას. მუხლი 17. საკონსულო სფეროში არსებული საერთაშორისო Oხელშეკრულებების და შეთანხმებების საერთო ზედამხედველობა საკონსულო საკონსულო თანამდებობის სფეროში ხელშეკრულებებითა და პირი არსებული ადგილსამყოფელ ვალდებულია განახორციელოს მრავალმხრივი საერთაშორისო სახელმწიფოსთან საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით შესრულების საერთო ზედამხედველობა. ნაკისრი ვალდებულებების მუხლი 18. საკონსულო ლეგალიზაცია 1. აქტების საკონსულო თანამდებობის პირი ახდენს იმ დოკუმენტებისა და ლეგალიზაციას, სახელმწიფო რომლებიც ხელისუფლების ადგილსამყოფელ ქვეყანაში შედგენილია ორგანოების მიერ აკრედიტებული საკონსულო ან ოლქის დადასტურებულია მესამე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა ან/და საკონსულო დაწესებულების მიერ მათი საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით. 2. საკონსულო ლეგალიზაციის წესი განისაზღვრება მინისტრის გასცემს საქართველოს ბრძანებით. მუხლი 19. საქართველოს ვიზების გაცემა 1. საკონსულო თანამდებობის პირი ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნისა და საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის ნებართვას (საქართველოს ვიზას). 2. საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 20. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა 1. საკონსულო თანამდებობის პირი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირებზე გასცემს საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობას. 2. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულება მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. მუხლი 21. საკონსულო აღრიცხვის წარმოება 1. მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში მყოფი საქართველოს ფიზიკური პირების აღრიცხვას. საკონსულო 2. საკონსულო საკონსულო თანამდებობის აღრიცხვაზე პირი აწარმოებს დაყენების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 22. საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების სამართლებრივი დახმარება 1. საკონსულო თანამდებობის პირი სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებს ადგილსამყოფელი ქვეყნის ორგანოებთან თანამშრომლობის კუთხით. 2. საკონსულო თანამდებობის პირი სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. მუხლი 23. სანოტარო მოქმედებების შესრულება 1. საკონსულო თანამდებობის პირი ასრულებს შემდეგი სახის სანოტარო მოქმედებებს: ა) ადასტურებს/აუქმებს ანდერძს; ბ) ადასტურებს/აუქმებს მინდობლობას/რწმუნებულებას; გ) ამოწმებს დოკუმენტის ასლსა ან/და დოკუმენტიდან ამონაწერს ან/და გასცემს დოკუმენტის ასლს; დ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; ე) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს; ვ) ადასტურებს პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; ზ) ადასტურებს პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; თ) ადასტურებს პირის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან; ი) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს; კ) ასრულებს საზღვაო პროტესტს. 2. საკონსულო თანამდებობის პირების მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 24 . საკონსულო ფუნქციები საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ 1. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია ყოველმხრივ ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას. 2. საკონსულო თანამდებობის პირების მიერ პირველ პუნქტში ხსენებული ფუნქციების შესრულების წესი განისაზღვრება მინისტრისა და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი დარგობრივი მინისტრების ერთობლივი ბრძანებებით. თავი VI დელეგირებული საკონსულო ფუნქციები მუხლი 25. დელეგირებული საკონსულო ფუნქციების განხორციელების წესი და ფარგლები 1. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და ფარგლები განისაზღვრება მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 2. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების დროს მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავი VII საპატიო კონსული მუხლი დაწესებულების 26. საპატიო გახსნა, კონსულის საპატიო ხელმძღვანელობით კონსულის დანიშვნა და საკონსულო ფუნქციების განხორციელება 1. სამინისტრომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით ცალკეული საკონსულო ფუნქციების საპატიო კონსულს. შესრულება შეიძლება დაავალოს საქართველოს 2. საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის, საპატიო კონსულის საკონსულო `საკონსულო ფუნქციების განხორციელების საკითხები რეგულირდება ურთიერთობათა შესახებ” ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დანიშვნის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 27. საქართველოს საპატიო კონსულის საქმიანობის ხელმძღვანელობა საპატიო კონსული ექვემდებარება სამინისტროს და საქართველოს დიპლომატიური დაწესებულების, ხოლო თუ მოქმედებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში წარმომადგენლობის ან საკონსულო ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, სამინისტროს მითითებით. თავი VIII საკონსულო მოსაკრებელი მუხლი 28. საკონსულო მოსაკრებელი 1. საკონსულო მოსაკრებელი არის საკონსულო მოქმედებების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობას და მის ეკონომიკურ ღირებულებას. 2. საკონსულო კანონმდებლობის, მოსაკრებლის საქართველოს გადახდა საერთაშორისო წარმოებს საქართველოს ხელშეკრულებებისა და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. 3. მოქალაქეობის არმქონე პირი საკონსულო მოსაკრებელს გადაიხდის იმ ოდენობით, რაც გათვალისწინებულია იმ ქვეყნის მოქალაქეთათვის, სადაც მოქალაქეობის არმქონე პირს გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 4. საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები განისაზღვრება კანონით. თავი IX გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 29. გარდამავალი დებულებები 1. მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესი და პირობები. 2. მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება: ა) საკონსულო დაწესებულების გახსნის წესი და ტიპობრივი დებულება; ბ) საკონსულო ფუნქციების განხორციელების ზოგადი წესი. 3. იანვრამდე მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის 1 უზრუნველყონ განისაზღვრება ერთობლივი საკონსულო ბრძანების თანამდებობის გამოცემა, პირების მიერ რომლითაც სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი. 4. მინისტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 5. მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 6. მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. რომლითაც 7. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირებზე მათი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვამდე. მუხლი 30. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს `საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ~ საქართველოს 1994 წლის 22 ნოემბრის კანონი.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების საფუძველია ის გარემოება, რომ „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 22 ნოემბრის კანონი მოძველებულია და არ პასუხობს დროის მოთხოვნებს, არ მოიცავს მრავალი ისეთი საკითხის მოწესრიგებას, რომელთა საკანონმდებლო აქტში ასახვა არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს. კანონპროექტის სათაური მოქმედი კანონის სათაურისაგან განსხვავდება იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის მოქმედების სფერო მოიცავს არა მხოლოდ საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობას, არამედ უფრო მეტად ორიენტირებულია ნებისმიერი საკონსულო თანამდებობის პირის (მათ შორის, დროებით მოვალეობის შემსრულებლის) საქმიანობის საკანონმდებლო რეგულაციაზე როგორც დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ასევე საკონსულო დაწესებულებებში. კანონპროექტის ნოვაციას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის დაჯგუფება ორ კატეგორიად, საკონსულო მომსახურებად და საკონსულო დახმარებად. ასევე სიახლეა საკონსულო ფუნქციების კლასიფიცირება ძირითად და დელეგირებულ საკონსულო ფუნქციებად.კანონი ითვალისწინებს მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების გამოცემის ვალდებულებას, რომლებიც სრულად მოაწესრიგებენ საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ, დღემდე რეგულირების გარეშე დარჩენილ სფეროებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 22 ნოემბრის კანონის ჩანაცვლება ახალი,საკონსულო საქმიანობის უფრო სრულყოფილად მომწესრიგებელი და პრაქტიკიდან გამომდინარე აუცილებელი ნოვაციებით გაჯერებული კანონმდებლობით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედეგება 9 თავისა და 30 მუხლისაგან. კანონპროექტის მოქმედების სფერო მოიცავს არა მხოლოდ საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობას, არამედ უფრო მეტად ორიენტირებულია ნებისმიერი საკონსულო თანამდებობის პირის (მათ შორის, დროებით მოვალეობის შემსრულებლის) საქმიანობის საკანონმდებლო რეგულაციაზე როგორც დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ასევე საკონსულო დაწესებულებებში. როგორც წესი, საკონსულო თანამდებობის პირების მიერ საზღვარგარეთ საკონსულო ფუნქციების შესრულება ხდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით, თუმცა კანონპროექტი ადგენს გამონაკლის შემთხვევებსაც, კერძოდ, საკონსულო ფუნქციების განხორციელებას მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საქართველოს ინტერესთა სექციის მიერ (მაგ.რუსეთის ფედერაციაში) და უცხო სახელმწიფოში დიპლომატიური წარმომადგენლობის არარსებობის შემთხვევაში. კანონპროექტით ასევე დარეგულირებულია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საკონსულო სამსახურის შექმნის შემთხვევა. კანონპროექტით დადგენილია საკონსულო თანამდებობის პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის ორი ფორმა. საკონსულო მომსახურება გაეწევა საზღვარგარეთ კანონიერი საფუძვლით მყოფ მოქალაქეებს, რაც გულისხმობს მათი ინტერესების დაცვას საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმით, ხოლო საზღვარგარეთ კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირებს გაეწევათ საკონსულო დახმარება, რაც გულისხმობს მათი ინტერესების დაცვას ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვებით. „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ 1963 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად, განსაზღვრულია საკონსულო დაწესებულების სახეები: გენერალური საკონსულო, საკონსულო, ვიცე-საკონსულო და საკონსულო სააგენტო. საკონსულო დაწესებულების გახსნა ხდება მინისტრის გადაწყვეტილებით. საკონსულო დაწესებულებათა ტიპობრივი დებულება და გახსნის წესი დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. კანონპროექტის ნოვაციას წარმოადგენს საკონსულო თანამდებობის პირთა დანიშვნისას აუცილებელი დამატებითი მოთხოვნის შემოღება. კერძოდ, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაკმაყოფილების გარდა, საკონსულო თანამდებობის პირმა დანიშვნამდე უნდა გაიაროს სპეციალური სასწავლო მინისტრის პროგრამა და ბრძანებით დამტკიცებული მიიღოს დადებითი შეფასება. აღნიშნული პროგრამის გავლა გაზრდის საკონსულო თანამდებობის პირთა კვალიფიკაციის დონეს და ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების უფრო სრულყოფილად დაცვას. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე საკონსულო თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში მისი შეცვლის რამდენიმე ალტერნატიულ შემთხვევას, მათ შორის, საკონსულო ფუნქციების დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის დაკისრებას, ასევე მინისტრის გადაწყვეტილებით დროებით ზოგიერთი საკონსულო ფუნქციის განხორციელების შეზღუდვას. მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, კლასიფიცირებულია საკონსულო ფუნქციები. დაყოფა ხდება ორ ძირითად ჯგუფად - ძირითად და დელეგირებულ ფუნქციებად. ძირითად საკონსულო ფუნქციებს წარმოადგენს ფუნქციები,რომლებიც საკონსულო თანამდებობის პირთა ექსკლუზიურ საკონსულო უფლებამოსილებას ფუნქციები განეკუთვნება. საქართველოს დელეგირებული კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ფუნქციებს, თუმცა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ ამ ფუნქციების განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე მათ აგრეთვე ახორციელებენ საკონსულო თანამდებობის პირები. ძირითად საკონსულო ფუნქციებს წარმოადგენს გაწევა, სამართლებრივი დაცვა, კონსულტაციის შუამდგომლობა, საკონსულო ოლქის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში, საკონსულო ოლქის შემოვლა, საკონსულო სფეროში არსებული შეთანხმებების საერთაშორისო საერთო ზედამხედველობა, ხელშეკრულებების საკონსულო და ლეგალიზაცია, საქართველოს ვიზების გაცემა, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა, საკონსულო აღრიცხვის წარმოება, საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების სამართლებრივი შესრულება, საზღვაო, დახმარება, საჰაერო, სანოტარო საავტომობილო მოქმედებათა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საკონსულო მომსახურება. დელეგირებულ საკონსულო ფუნქციებს წარმოადგენს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეთა დამადასტურებელი მოქმედებების რეგისტრაცია დოკუმენტების გაცემა, განხორციელება, და პირადობის სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია. კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მიღებიდან 2013 1 იანვრამდე საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებებისა და იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებთან ერთად ერთობლივი კანონპროექტით ბრძანებების რეგულირებული გამოცემის ვალდებულებას საკითხების ამ დეტალური მოწესრიგებისათვის. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთთვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის ორგანიზაციებში მიღებით არ საქართველოს წარმოიქმნება წევრობასთან საერთაშორისო დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, ან/და საერთაშორისო რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.