„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2012
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/470/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საკონსულო საქმიანობის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 64 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-21
ბიუროს ნომერი 248

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N53, 11.10.2010 წელი.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე–4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) საქართველოს ვიზების გაცემის საკითხის განხილვა: ბ.ა) ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე – 50 აშშ დოლარი; ბ.ბ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 360 დღით – 50 აშშ დოლარი; ბ.გ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 5 წლამდე – 200 აშშ დოლარი; ბ.დ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 10 წლამდე – 400 აშშ დოლარი; ბ.ე) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 15 წლამდე – 600 აშშ დოლარი; ბ.ვ) ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 50 აშშ დოლარი; ბ.ზ) სასწავლო ვიზის საკონსულო მოსაკრებელი განისაზღვრება ორდინალური ვიზის მსგავსი ტიპისთვის დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთით;”; ბ) მე–4 მუხლის პირველი პუნქტის: ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ცნობების გაცემა – 25 აშშ დოლარი;“; ბ.ბ) „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) დოკუმენტის საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემის ფაქტის დადასტურება – 25 აშშ დოლარი;“; ბ.გ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) საკონსულო თანამდებობის პირის მიერ თარგმანის შესრულება ან/და თარგმანის სისწორის დადასტურება (მხოლოდ ცნობები, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები, დიპლომი, ნიშნების ფურცელი, ატესტატი, სხვადასხვა სერთიფიკატი და პიროვნების საიდენტიფიკაციო ა დოკუმენტები) – თითოეული გვერდისთვის 10 აშშ დოლარი;“. გ) მე–4 მუხლის პირველი პუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ.ა) საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხებზე განცხადებების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა – 5 აშშ დოლარი; “; დ) ამოღებულ იქნეს მე–4 მუხლის პირველი პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტი. ე) მე–4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ კ) სანოტარო მოქმედებების შესრულება: კ.ა) ანდერძის დადასტურება – 10 აშშ დოლარი; კ.ბ) ანდერძის გაუქმება – 5 აშშ დოლარი; კ.გ) ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება თითოეული პირისათვის და თითოეული ხელმოწერისათვის – 5 აშშ დოლარი; კ.დ) მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება – 10 აშშ დოლარი; კ.ე) მინდობილობის/რწმუნებულების გაუქმება –5 აშშ დოლარი; კ.ვ) ერთი ენიდან მეორე ენაზე დოკუმენტის თარგმანის სისწორის დამოწმება – თითოეული გვერდისთვის 5 აშშ დოლარი; კ.ზ) დოკუმენტის ასლისა ან/და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება ან/და დოკუმენტის ასლის გაცემა – თითოეული გვერდისთვის 3 აშშ დოლარი; კ.თ) მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება, მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება, ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან მოქალაქის იგივეობის დადასტურება, დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება – 15 აშშ დოლარი; კ.ი) საზღვაო პროტესტის შესრულება – 150 აშშ დოლარი;“; ვ) ამოღებულ იქნეს მე–4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი. ზ) მე-4 მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოებაში დასაშვებ რომელიმე ენაზე, დამატებითი საკონსულო მოსაკრებელი დოკუმენტის თარგმნისათვის არ გადაიხდევინება. 3. იმ შემთხვევაში თუ მე–4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სხვადასხვა ცნობის გაცემა ან დოკუმენტის საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემის ფაქტის დადასტურება ხდება ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე, ინფორმაციის გამოთხოვისთვის ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება“. თ) მე–5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“, ,,ნ“, ,,ო” და ,,პ“ ქვეპუნქტები: „ლ) საქართველოში ნეშტის გადმოსვენების პროცესში, გადმოსვენების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციის და თარგმანის შესრულების მოსაკრებლისაგან; მ) პირები, ადგილსამყოფელ ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ გარემოებების არსებობისას, საქართველოსში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას; ნ) პირები დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, საქართველოს შესაბამისი ორგანოების შუამდგომლობის შემთხვევაში. ო) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საქართველოს ინტერესთა სექციაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი დიპლომატიური თანამდებობის პირის, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის და მათი ოჯახის წევრების მიმართ საკონსულო ფუნქციების განხორციელებისას; პ) სხვადასხვა საკონსულო ფუნქციების განხოციელების დროს გამოცემული აქტების გაფორმებისას საკონსულო თანამდებობის პირის ბრალეულობით დაშვებული შეცდომის გასწორების შემთხვევაში“.“ მუხლი 2. „საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, N2526, 14 ივნისი, 1997 წელი, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) 50–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 50 გემის კაპიტნისა და ეკიპაჟის სხვა წევრების ურთიერთობა საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთან განისაზღვრება საქართველოს კანონით „საკონსულო საქმიანობის შესახებ.“. ბ) 53–ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გემის კაპიტანი ვალდებულია დაამოწმოს გემზე მყოფი პირის ანდერძი, შეინახოს და გადასცეს საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს ან საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს უცხოეთის ნავსადგურში.“. გ) 53–ე მუხლის მე–3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გემის კაპიტანი გარდაცვალების აქტს და ქონების ნუსხას გადასცემს საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს უცხოეთის ნავსადგურში ან საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს, თუ გემი შედის საქართველოს ნავსადგურში.“. დ) 357–ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უცხო ქვეყნის ნავსადგურში – საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს ან ადგილობრივ კომპეტენტურ პირს ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.“. მუხლი 3. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N32(39), 15.07.1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე–3 მუხლის მე–2 ნაწილს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ვ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები.“. ბ) 99-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. განსაკუთრებულ შემთხვევაში დაინტერესებული მხარე წერილობითი თხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების მასალებს შეიძლება გაეცნოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში არსებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.’’. მუხლი 4. ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N31, 03.11.2009 წელი, მუხ. 190) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა, ეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში უნდა შეატყობინონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.”. M მუხლი 5. ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18.02.1998 წელი, გვ. 5) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) გადაუდებელი აუცილებლობისას, შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, დანაშაულის აღსაკვეთად და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელიც ბრალდებულია მის ჩადენაში, გამოიყენოს მოქალაქეთა, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები (გარდა უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების, უცხო ქვეყნების სხვა დაწესებულების და საერთაშორისო ორგანიზაციათა სატრანსპორტო საშუალებებისა); ამასთანავე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯები ან/და მიყენებული ზარალი.”. მუხლი 6. ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, N47-48, 31.12.1997 წელი, გვ. 21) 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარისაგან დისტანციური ახსნაგანმარტების მიღება შეიძლება ტელეფონის, ვიდეო ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხვა სასამართლოდან, ადმინისტრაციული ორგანოდან ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით, თუ შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება დაკითხვის ადგილას შესაბამისი ორგანოს მიერ.”. მუხლი 7. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, N9, 27.07.1993 წელი, მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის: ა.ა) ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში (დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა-ნაგებობათა გარდა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელიც ბრალდებულია დანაშაულის ჩადენაში.”. ა.ბ) ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლ) გადაუდებელი აუცილებლობისას გამოიყენოს მოქალაქეთა, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა კუთვნილი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებები (გარდა დიპლომატიურ წარმომადგენლობათა, საკონსულო და უცხო ქვეყნის სხვა დაწესებულებათა, საერთაშორისო ორგანიზაციათა სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებისა); ამასთან, პოლიცია ვალდებულია სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებების მფლობელებს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი ან\და მიყენებული ზარალი.”. ა.გ) ,,ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ნ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე და ტერიტორიულ წყლებში მოაწყოს რეიდები; რეიდის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, კანონით დადგენილი წესით გააჩეროს და ჩხრეკისა და ამოღებისათვის დადგენილი წესების დაცვით შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტისა, რომლითაც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობის მქონე პირები).”. მუხლი 8. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N54, 12.10.2010 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) 30-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, დიპლომატიური) ორგანიზაციები – საერთაშორისო სამართლით რეგულირებული ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციები.”. ბ) 168–ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი.“. გ) 194–ე მუხლის მე–5 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი.“. დ) 199-ე მუხლის ,,დ.დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი. ე) 219-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერმინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და დიპლომატიური რანგის მქონე პირი, მათი თანმხლები ოჯახის წევრი და პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 9. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა.გ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელთან და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით.’’. ბ) მე-17 მუხლის 13-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,13. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები არ გააჩნიათ, უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მათი ინტერესების დაცვა, ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.”.M მუხლი 10. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N32, 06.11.2009 წელი, მუხ. 191) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე-8 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში (დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა- ნაგებობათა გარდა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში.”. ბ) მე-8 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით, დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში შეიძლება მოეწყოს შემოწმების პროცედურები. ამ დროს სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იმუნიტეტის მქონე პირებისა, დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისა), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”. M მუხლი 11. ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 22, 19.06.2007 წელი) მე-8 მუხლის ,,პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში დამნაშავის დევნისას, დაკავებულის პოლიციაში წარსადგენად, აგრეთვე სამკურნალო დაწესებულებაში იმ პირთა მისაყვანად, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლოდ ისარგებლოს სატრანსპორტო საშუალებით (დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპეციალური ტრანსპორტის გარდა).”. მუხლი 12. ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N15, 16.05.2006 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხის შემცირებას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით, მათ შორის, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში „ცხელი ხაზების“ შექმნით, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით, საქართველოს საპასპორტოსავიზო სამსახურების, სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფით საინფორმაციო მასალით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური შრომისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრების შესახებ და სხვა.”. ბ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობებისა და საქართველოს ვიზების გაცემას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვას, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა ან საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრას.”. გ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს პროკურატურის და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედ ჯგუფს უფლება აქვს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისაგან, უშუალოდ მიიღოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.”. დ) 21–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები თანამშრომლობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, რათა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლზე, დაზარალებულზე უმოკლეს ვადაში გასცენ პირადობის მოწმობა ან/და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა და უზრუნველყონ საქართველოში მისი უსაფრთხო დაბრუნებისათვის ხელშეწყობა.“. მუხლი 13. ,,საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N1(8), 14.01.1999 წელი) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს საპატიო მოქალაქეებზე, უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებზე და თანამშრომლებზე, იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, საერთაშორისო ავიახაზის ტრანზიტულ ტურისტებზე (მგზავრებზე), რომლებსაც უფლება არა აქვთ დატოვონ აეროპორტში გამოყოფილი ტერიტორია, საერთაშორისო სარეისო სატრანსპორტო ეკიპაჟების წევრებზე.”. მუხლი 14. ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 44, 11.11.1997 წელი)შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: კანონის მე‐9 მუხლის მე‐4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების წინადადებები უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების აუთენტურ ტექსტს ქართულ და ხელშეკრულების დადების შესაბამის უცხო მიზანშეწონილობის, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და ენაზე, საერთაშორისო მისი პოლიტიკური, სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში, წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა.“ მუხლი 15. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30.05.1998 წელი) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) საზღვარგარეთ მოქალაქეებისათვის-საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.“. მუხლი 16. ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში (სსმ, 45, 21.12.2007 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. საკონსულო დაწესებულებები საქართველოს საკონსულო დაწესებულებების სახეები და მათი სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.“. 2. 71 მუხლი ამოღებულ იქნეს.“. მუხლი 17. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე. პროექტის თანახმად, ხდება რიგი საკანონმდებლო აქტების ნორმების ტერმინოლოგიური და ტექნიკური კორექტირება. გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტის თანახმად ცვლილებები შედის ,,საკონსულო მოსაკრებლების შესახებ“ და ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში, რომლის მიხედვით, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესწორდა რიგი ნორმები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილი ძირითადი პრინციპების ასახვა, რაც მოიცავს საკონსულო თანამდებობის პირის ტერმინის დანერგვას. გარდა ამისა, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ტექნიკური და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გადამუშავდა ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ნორმები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიზანია „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა კერძოდ, ტერმინი „კონსულის“ ნაცვლად მიეთითება ტერმინი „საკონსულო თანამდებობის პირი“, რომელიც „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, მოიცავს საკონსულო თანამდებობის პირის ცნებასაც. გარდა ამისა გადამუშავდა კანონის მოძველებული რედაქციის დებულებები და დაკორექტირდა ტექნიკური და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, წარმოდგენილი პროექტის თანახმად ცვლილებები შედის ,,საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის შესაბამისად, 90 დღემდე და 360 დღემდე ერთჯერადი და მრავალჯერადი ვიზის მოსაკრებლის თანხის ოდენობა გათანაბრდა, ვინაიდან ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც მოთხოვნა იყო 360 დღიან ვიზაზე ხოლო განხილვის შედეგად გაიცემოდა 90 დღემდე ვიზა რომელისთვისაც ნაკლები მოსაკრებელი იყო გათვალისწინებული, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ასეთ შემთხვევებში გადახდილი საკონსულო მოსაკრებლის უკან დაბრუნება არ ხდება, გათვალისწინებულ იქნა საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება და მოხდა საკონსულო მოსაკრებლის ოდენობის გათანაბრება 90 დღემდე და 360 დღემდე, ერთჯერადი თუ მრავალჯერადი ვიზის გაცემის შემთხვევებისათვის. კანონპროექტის მიხედვით, კანონიდან ამოღებულია სანოტარო მოქმედებების შესრულებისათვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის სახეები, ვინაიდან მათი საზღვარგარეთ კონსულების მიერ განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო (სააღსრულებო წარწერა, ყადაღის დადება და ა.შ). გარდა ამისა, სანოტარო მოქმედებების (მათ შორის, გარიგებების დადასტურება) ამოღება განპირობებულია ნოტარიუსების მხრიდან ონლაინ მომსახურების გაწევის შესაძლებლობით, რაც გამორიცხავს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების შეფერხების ალბათობას. ამასთან, არსებული პრაქტიკის ანალიზის შედეგად, ამოღებულ იქნა ის ნორმები, რომლის განხორციელების საჭიროება არ დამდგარა და შესაბამისად არც განხორციელებულა. გარდა ამისა, კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ორი სახის ცნობების გაცემა (საკონსულო მოსაკრებელი - 20 და 15 აშშ დოლარი) გაერთიანდა ერთ კატეგორიად - „ცნობების გაცემა“ (25 აშშ დოლარი). ამა თუ იმ ცნობის გაცემა უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია საქართველოს თუ საზღვარგარეთის ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან, რომლისთვისაც კანონის მოქმედი რედაქცია დამატებით საკონსულო მოსაკრებლის გადახდას ითვალისწინებდა. პროექტის შესაბამისად, ცნობების გაცემა (საკონსულო მოსაკრებელი - 25 აშშ დოლარი) მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას (მოქმედი რედაქციით ცალკე მომსახურების სახეობაა და ღირს 10 აშშ დოლარი) და საჭიროების შემთხვევაში, ცნობის გაცემას ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოებაში დასაშვებ რომელიმე ენაზე, რაზეც მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს დამატებით, თარგმნის მოსაკრებელს 7 აშშ დოლარის ოდენობით. კანონპროექტის თანახმად, მთლიანად ზემოაღნიშნული მომსახურებისათვის შემცირებულია საკონსულო მოსაკრებელი და შეადგენს 25 აშშ დოლარს. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ფართოვდება საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათებით მოსარგებლე პირთა წრე. კერძოდ, საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან პირები საქართველოში ნეშტის გადმოსვენების პროცესში, გადმოსვენების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციის და თარგმანის შესრულების მოსაკრებლისაგან, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის მთელ რიგ შემთხვევებში და ასევე სხვადასხვა საკონსულო ფუნქციების განხოციელების დროს გამოცემული აქტების გაფორმებისას საკონსულო თანამდებობის პირის ბრალეულობით დაშვებული შეცდომის გასწორების შემთხვევაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთი საკონსულო მოსაკრებლის გაუქმების, მომსახურების სახეობების გაერთიანების, დამატებითი შეღავათების დაწესების და მეორე მხრივ, ცალკეული მომსახურებისათვის (სავიზო მოსაკრებლები) დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის გაზრდის შედეგად, კანონპროექტი არსებით ზეგავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე–7 მუხლი, რომლის მიხედვით შესწორდა კანონით გათვალისწინებული ,,საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისად. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონიდან ხდება 71 მუხლის (საქმეთა რწმუნებული) ამოღება. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთზე მეტ სახელმწიფოში აკრედიტაციის შემთხვევაში, ყოველ სახელმწიფოში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მუდმივი ადგილსამყოფელი არა აქვს, საქმეთა რწმუნებულის დანიშვნის შესაძლებლობას. არსებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, არ ხდება აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ინსტიტუტის გამოყენება. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და შესაბამისი საჭიროების არსებობის შემთხვევაში იქმნება სრულფასოვანი დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფუძნება, რომელსაც სათავეში უდგას დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. შესაბამისად, კანონის 71 მუხლმა დაკარგა აქტუალობა და მიზანშეწონილია ამოღებულ იქნეს კანონიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას, ვინაიდან ზოგიერთი საკონსულო მოსაკრებლის გაუქმების, მომსახურების სახეობების გაერთიანების, დამატებითი შეღავათების დაწესების და მეორე მხრივ, ცალკეული მომსახურებისათვის (სავიზო მოსაკრებლები) დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის გაზრდის შედეგად, კანონპროექტი არსებით ზეგავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთთვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში გ.ბ) კანონპროექტის საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.