„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2012
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/470/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საკონსულო საქმიანობის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-21
ბიუროს ნომერი 248

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N1, 24.01.2004 წელი, მუხ.1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე;“. ბ) მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საზღვაო და შიდა მიმოსვლის გემებსა და მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომლებზედაც ოფიციალური პირების სახით იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი.“. მუხლი 2. ეს ორგანული კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე. პროექტის თანახმად, ხდება „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ტერმინოლოგიური და ტექნიკური კორექტირების მიზნით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გათვალისწინებით „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ტექნიკური და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გადამუშავება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტში და ამავე მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად დაზუსტდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების სახელწოდებები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება საშემოსავლო ნაწილის ზრდას. არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთთვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.