„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ"
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-04
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJ'([l3ilqnb JldqJAil60llL lllTdnL
AlqtEU3il0[qtbl 6ndAJ0fl iqfl td6lllt
aJGbIqil[L JdnDtqIdflb
Jdnild0lll,
qtSUtbllU ?tl,JbCA
4 o35oln. 2012 g'5qo
.rjao N 251
2-tr g16 orht'r nlob'> q':
tojrr6or3nqob 3,>5r'r5ob J6r'r0dO0A
tn-$;5oU tsnt':b$i"
."inu3{Jqn SriSrT jGn3oL 3opnJL
LoLg60oL U;33d3q
':j'><6or3nqarL 3':5o5?o
,,ari"33jaqga.U
'tn6s5ol-r o-3r66}q6bot ?XLsbnB'
orolutn", ,,rp2
6qnrtXinU
^
i"j"ar3nq.t liSrstn 63qoqnloL tn$o5ob o'>ob;t n" (07-31628' 30 0520!2)
J",q"6o,t"L,f,a"6A0P;
ll - 14 l,cj6aaa6o
26 - 29 qSoln
i"fu,606- a"u$.'L t"a.d:!y !4:::
,LA
r66oo5Xqo Joqo$o3ot, o3nol33ct6o3lqololr.l q'r
aqrqa"."5. r'momsCroL Jcrao$a$o
J.,4adt&o, .ffiFdr PJ,,/r'6r a{D<Praqtu
Lrjsr6or3gqoL J,:<6q;335$ob do1t6r'r sp635tr:
lrol;16orr,19,mb Jsr6qr0X5$ob ;r'r3o$n$nlLs q':
5rndr3;$o2q'o .>i$ob J<6r'rni$ol-r 6'>5boq3'>
L':Jsr6ps8n6$rn 3r6':j6onb?o
e.r"rqfl.r"fr"
Lo jrrrror3nqr.rlr Jst6g;3X5$ot-r
ors33'6Po3o161
q,:3oor brjr6odn
წერილი
l, ;J6RJAC5O0I, UC360
brjr6o63q,r'rb J:6q,sE36$ob
trso66r6otrgoo qr9J.:t6g.>Eg6gb
b.r
js6ro6Xq,r'rlt 3r'r6bgogggoob 67'C ESbq,ob tsgU.rb;EoUsqr
b.:3sbm60q.o3bq,rn o6o6otgo3ob $gl-toor $.:60r'r3oqr6g6or l-t;j:6o6gq,r'rl-r
3rbo6oU J6r'r3jgl-t,,J6oqg11l6ou gbrg6olbogDoUc qrs orr3olrggoq"cr
0o0oj63gob 3r'rqrglrilo" O3q,oq'Cool, A96,r6ob A9brb90" qr; Eob6.:6
gr8rnEqrobrt6g 3.r6r'rbJ6r'rg jg3blr: ,,0erbu36g0q,g0oU bobgSdob
brggqq,gbob Agbrbg0" br#flo63q,rnl, Jrbetbdo 6q,oq'90ob ACOr6ob
or,ro0rtg' qrr,,rqr6oqx'r0t6r6o 0obr3t6gDq,g0ob Agbrbg0" Itr$:6oggqxnb
Jr6o6Bo Ogq'oq,C0ob 6g6r6rfu orro0rtg".
gorbcr3or 3r6o6Jt6r'rgjgo $.:63qr6o6oo Jfrq,:0366ob bog6r'r[
gsbq,r'r3b Lrbpo0:b l-t.>3.>6o60qrgbq,o 36r'ggpgtcrSbob qg:b.:$gb.:qp.
p$;ttroro 12 93t963q,b5
J,:6o3obg50oor,
63616qrr 3.r0p.:
sbqr6r'r .:q,:3od3
30.05.12
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“
(საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.05.2012, 240110000.05.001.016708) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსის მე–15 მუხლს დაემატოს ე.ა1 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით;
,,ე.ა1) მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობა – მშენებლობის
პროცესში, დამკვეთის მოთხოვნით
მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების
შესრულების შემოწმება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით,
აღნიშნულ საკითხზე
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. 25–ე მუხლის 23–ე ნაწილს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით;
,,თ. ამ კანონის მე–251 მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.’’
3. კოდექსს დაემატოს 251 –ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
,,მუხლი 251
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება მშენებლობის სახელმწიფო–
ტექნიკური ზედამხედველობის პროცესში
1. მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი მოიცავს, ამ
კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით ასევე მის
თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის
კონტროლს, დამკვეთის მოთხოვნის
საფუძველზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ 5 სამუშაო დღის
ვადაში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელია თუ
აღნიშნულ
საკითხზე
დამკვეთის
მოთხოვნა
დაკმაყოფილდება
მშენებლობის
ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, მას შემდეგ რაც
წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3.
დამკვეთი
უფლებამოსილია
მოითხოვოს
სახელმწიფო–ტექნიკური
ზედამხედველობის განხორციელების პროცესში მის მიერ წარმოებული მშენებლობის
შემოწმება მშენებლობის ნებართვის ვადის განმავლობაში.
4. დამკვეთი ვალდებულია მშენებლობის შემოწმების მოთხოვნით შესაბამის ორგანოს
მიმართოს
მშენებლობის
სახელმწიფო–ტექნიკური
ზედამხედველობაზე
უფლებამოსილი
ორგანოს
ზედამხედველობის
განხორციელებაზე
მიერ
დადებითი
გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვისა. ამასთან დაუშვებელია შემოწმების
თაობაზე ყოველი მომდევნო მიმართვა განხორციელდეს წინა მიმართვიდან 6 თვეზე მეტი
შუალედით.
5. სახელომწიფო–ტექნიკური
ზედამხედველობის პროცესში ზედამხედველობის
ორგანო სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით გასცემს
რეკომენდაციას, რომლის შესასრულებლად დამკვეთს განუსაზღვრავს არანაკლებ 30
კალენდარული დღის ვადას. რეკომენდაციით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე
დამკვეთის მიერ დასაბუთებული განცხადებით მიმართვის შემთხვევაში აღნიშნული ვადა
შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 120 კალენდარულ დღემდე. აღნიშნულ ვადაში
დამკვეთი უფლებამოსილია სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევები საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ასახოს სამშენებლო დოკუმენტში ან/და მშენებლობა
მოიყვანოს შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში. რეკომენდაციის შესრულების
ვადაში
დამკვეთის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება არ
დაიწყება. რეკომენდაციის ვადის არაუმეტეს 120 კალენდარულ დღემდე გაგრძელების
თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
6.ამ მუხლით გათვალისწინებული რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში
ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო იწყებს სამშენებლო
სამართალდარღვევის
საქმისწარმოებას
ამ
კანონის
25–ე
მუხლის
23–ე
პუნქტით
გათვალისწინებული წესით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის
პროცესი არ წყდება ვადაზე ადრე და დამკვეთი
უფლებამოსილია ისარგებლოს
მშენებლობის შემოწმების მოთხოვნის დარჩენილი რაოდენობით წინამდებარე მუხლით
დადგენილი წესის შესაბამისად.
7. დაუშვებელია ერთი და იმავე დარღვევების შესახებ რეკომენდაციის მისაღებად
განცხადების
განმეორებით
წარდგენა.
ზედამხედველობის
შესაბამის
ორგანო
უფლებამოსილია განცხადების წარუდგენლად საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს
შენობა–ნაგებობა, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გასცეს რეკომენდაცია ამ
მუხლით გათვალისწინებული წესით.
8. ეს მუხლი არ გავრცელდება იმ დარღვევებზე, რომელთან დაკავშირებითაც ამ
კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევა უკვე გამოვლენილია ან/და
დაწყებულია ან დასრულებულია სამართალდარღვევის საქმისწარმოება და დარღვევა
გამოსწორებული არ არის. აგრეთვე, შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების
წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია ან ობიექტებზე, რომლებსაც
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
წესით
უარი
ეთქვათ
ექსპლუატაციაში მიღებაზე.
9.
სახელმწიფო–ტექნიკური
ზედამხედველობის
განხორციელების
პროცესი
შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:
ა) დამკვეთის მოთხოვნით.
ბ) იმ შემთხვევაში თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი ტექნიკური
ზედამხედველობის
განხორციელების
პროცესს
და
მის
განმახორციელებელ
უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს.
10.
სახელმწიფო–ტექნიკური
ზედამხედველობის
განხორციელების
პროცესის
ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე
უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე–9 ნაწილში მითითებული გარემოებების
დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
11.
სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის პროცესის ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში,
გაცემულ
ზედამხედველობის
რეკომენდაციებში
განხორციელებაზე
მითითებულ
უფლებამოსილი
ორგანო
დარღვევებზე,
სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმისწარმოებას იწყებს ამ კანონის 25–ე მუხლის 23–ე ნაწილით
გათვალისწინებული წესით.
მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების
მიღების მიზეზია, აღნიშნული კოდექსის დახვეწა და მოქმედების ეფექტურობის გაზრდა.
ა.ბ.) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, მშენებლობის საწყისი ეტაპიდან სამშენებლო საქმინობაში
დარღვევების
თავიდან აცილება ან უკვე არსებული
დარღვევების პრევენცია,
გამოსწორების ღონისძიებების განსაზღვრა და მათი აღმოფხვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი,
კანონპროექტით, განისაზღვრება სახელმწიფო ზედამხედველობის არასავალდებულო
სახე, რომელიც მოიცავს, შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, მშენებლობის
მწარმოებელი პირის (დამკვეთის) მიმართვის საფუძველზე, ზედამხედველობის
განმახორცილებელი
ორგანოს
უფლებამოსილებას,
განახორციელოს
მიმდინარე
მშენებლობის კონტროლი/შემოწმება (მშენებლობის ნებართვის ვადის განმავლობაში) და
გასცეს რეკომენდაცია ობიექტზე არსებული დარღვევების შესახებ. რეკომენდაციის ვადაში
დამრღვევის მიმართ არ გამოიყენება საჯარიმო სანქციები და მას შესაძლებლობა ეძლევა
არქიტექტურული პროექტის კორექტირების გზით აღმოფხვრას დარღვევები. მოცემული
ცვლილების მიხედვით შემოდის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს და და
მშენებელს შორის ურთიერთიერთობის ახალი პრინციპი და საჯარიმო სანქციას ცვლის –
რეკომენდაცია.
კანონპროექტით, ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაცემული
რეკომენდაციის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს დაჯარიმებას კანონით
დადგენილი წესით.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის
პროცესის შეწყვეტის საფუძვლებს და იმ გარემოებებს, რა დროსაც არ შეიძლება
გამოყენებულ იქნას აღნიშნული ზედამხედველობის კონტროლის ფორმა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იქონიებს რაიმე სახის ფინანსურ ზეგავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორებია საქართველოს პარლამენტის წევრები: გურანდა ჯაბუა და
ანდრო ალავიძე.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის წევრები: გურანდა ჯაბუა
და ანდრო ალავიძე.