„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გურანდა ჯაბუა და ანდრო ალავიძე.
ნომერი
#07-3/628/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-04
ბიუროს ნომერი 251

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტს დაემატოს შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი ,,ი) ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” მშენებლობის საქართველოს კოდექსის მე–251 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი“. მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების იღების მიზეზია ადგილობრივი ნებაყოფლობითი მოსაკრებლის შემოღების აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია მშენებლობის ნებაყოფლობითი სახელმწიფო– ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების დანერგვასთან. ა.ბ.) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ნებაყოფლობითი ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი, კანონპროექტით, განისაზღვრება ადგილობრივი მოსაკრებლის ახალი სახე, რაც დაკავშირებულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს მიერ მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესის განსაზღვრის აუცილებლობასთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას. მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იქონიებს რაიმე სახის ფინანსურ ზეგავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო ალავიძე. გურანდა ჯაბუა და დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები: გურანდა ჯაბუა და ანდრო ალავიძე.