„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გურანდა ჯაბუა და ანდრო ალავიძე.
ნომერი
#07-3/628/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-04
ბიუროს ნომერი 251

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–5 მუხლს დაემატოს მე–8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,,8. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი.“ 2. კანონს დაემატოს მე–7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; ,,მუხლი 7. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი 1. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ მშენებლობის (გარდა საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა. 2. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. 3. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ მშენებლობის (გარდა საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება შენობა–ნაგებობის კლასის ან/და ტექნიკურ– ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით და არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს. მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსში შესატანი დამატებების დებულებების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი მოსაკრებლის ახალი სახის შემოღების აუცილებლობა, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე მშენებლობის ნებაყოფლობითი სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების დანერგვას. ა.ბ.) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, მშენებლობის ნებაყოფლობითი სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელების მიზნით ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღება, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესის განსაზღვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი, კანონპროექტით, განისაზღვრება ადგილობრივი მოსაკრებლის ახალი სახე, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს მიერ გადახდის მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მოსაკრებლის წესის და ოდენობის, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესის განსაზღვრის აუცილებლობასთან. აღნიშნული კანონით დგინდება მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა არაუმეტეს 7000 ლარისა, ხოლო მომსახურების სახეების მიხედვით კონკრეტული ტარიფების განსაზღვრის უფლებამოსილება ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს. მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მისაღებად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას. მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იქონიებს რაიმე სახის ფინანსურ ზეგავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება. დ.ბ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო ალავიძე. გურანდა ჯაბუა და დ.გ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები: გურანდა ჯაბუა და ანდრო ალავიძე.