„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,iqJd[lSJqnU JJ16qJilil66fl t bflx6nU
0.Jq_J6U3tOI q JbJ 6nd il J 0n? qn J J6nI
JdnildoIu ar6bIqilflb JanuicrT['LqJEUJblll, ?JLibilA
a,ilao N 187
6 o35ol,o.20ll saqo
o' o j g 0-d.,, " 1oV.,a aoo," ta J0 a-ffi
;i;ffi
63q,oq'gdldoLr q.: qrSrgXdSdoL ?X6.:Eob ,".doIr.,. .."1r"*"Arn 16nolr,\16^t,
l.r r j,> 16
o 3 gq.r L. 3.r E rr E
J 16
r,
n
gyoU 3erqlJL3o g3qoq6loL ?ng.>Eob
[JJ. I6Rracsool, g'Ca6rao:
J. rs1( ra6odr, t. Jf,Jra.)
oX6oqoXq to3oortor.r JoAo$COo
03.06.2011.
X0o3q,3L 3oqc8o
at un6o r' tsXvttTpii",,t@
qor43olr6o3o 3;o5o3o3oh q.r
J<$.\ttlx, lb aih'0
c.jo6o0o3Xr6o
Joq,o6o,,or Joao6c6o;
art6C&,1, qr3Aol,r qr JX53lr6o3o 6JLX6LAIoL
Joao6a6o.
Jaih,'Mfi4 doa <ar F)trgr t^,ljt<,pfi <,rD
L.:Jr6or31q,r'rL .);r6qr3156oL dol(oo ;q
61EL:
pr
LrJ.>r4rn33qoL^ J;r6qrBgE$oL.
b.:J.:r6q,.:B1E$o gdrsJgo6d,Bo
;r,r3og1$6dL.:
p.>o[;.;r'rb 5mr60rgolqo ;J$oL .)r6r,rgJgoL
5oEboq3.:
L,:J;6arg;q,r,rlr,);16q.:3;5goL
rn.r3egqm3.:6otr .)o63gqo flrroq3nq6 ).
3ob6oq 3,>;!;;ir6o.:Eo
l'5dJ6o)3CROL JJ6R5336OOt BOAd)OL
05RJV33C.50RCdJ
N187/7
6 0360t0, 2011 F0R0.
t.r:bt6omq,ot Jo6p$X5$oU 6X5qo8X5$olr 160-X &3tqot 0X-2 q'r 33-3 .}CGi6SoL
tsAbfiaoll.rq, t,ritsr6o33qot J.r6qo0X5$oL do1r6o'tq53blri
a61r.
,__/-
' & \a-
Bobsoq Br].r3s6or6o
წერილი
t )J6RJAC5O0l, BCBd,0
Lijl6o1ns!?, lt Jtdsltfl2Eflo L ir4ldo l)
Lto66l5oS,s6oo 9$l6St0n5$ol Tgdet b lt
J;glt6o5 XaXri LXot5lodn lt
jsqa.rgo6o no3t6,
Loj.:6or3J1'I1olr .jt'rGt.r$o$116ooL 6?-1 31tqo1r ors6sbasp $;63o6op61Ern
$3o'rq
L.: jsi"r31(r'rlr
$oL .pL.:836r
5116o $o3otr [1
;s5o5olr
;fir3tf" ai,XA
6o36qoL
Lsj
nloLs qs
iOLXS6nAt, ,,a
?nt'rbn6"
e$.r[l"illnl, ?1go6olr o.:o}.>$n", "llsy
L.:j"A.3Xq.l, JshoS?o g3qoqXEnlolrs qr qr0s$nB68ot ?3$r5olr orsolst'n",
,6iq"L(it2l5rAodolr ltjOolr $sr63o$oL BXlrstnl" Lsjsr6or3Xqolr .1s6o5?o
6Xq.qnfn[rtt qs qsSs$ndoL ?n$s5ot oro]s$X", "trslsr6o6qolr $Xotr
.yr.rq3j tr?o g3qoqSlotr SX$r6olr
?6ltbnd'.
5orbo3o, tr1;3osq6o?5tsl JrSr.rSJ6oiliJ$L 3ob61o ?ltslsSotro
oL. p.:6st?roxr: - " oJ?163qI,.!(,.
J.:go3oLg33oo,
;sbrbXrrr ,s55ugsr6oh
$3osq 32,yr3r
I E-
3t3q;qtrd'r'
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (28.10.1994; №557) შეტანილ იქნას შემდეგი
ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3¹ პუნქტი:
„3¹. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
დაცული მონაცემები რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი
გაუქმების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ელექტრონულად ეგზავნება ფინანსთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს,
შემოსავლების სამსახურს.“
2. კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
მეწარმე
სუბიექტის
რეგისტრაცია
ხორციელდება
მის
მიერ
განცხადებული
მისამართის მიხედვით. იურიდიულ მისამართად დაინტერესებული პირის მიერ უნდა
მიეთითოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც
შესაძლებელი
იქნება
რეგისტრირებულ
წერილობითი
მისამართზე
შეტყობინების
გაგზავნის
შედეგად
(კორესპონდენციის)
წერილობითი
გაგზავნა.
შეტყობინება
(კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).“
3. კანონის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4¹ პუნქტი:
„4¹ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
რეგისტრირებული სუბიექტი უფლებამოსილია იქონიოს რეგისტრირებული ტელეფონის
ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლებზეც შესაძლებელი იქნება
ელექტრონული
შეტყობინების
ელექტრონული
ფოსტის
გაგზავნა.
მეშვეობით
რეგისტრირებულ
გაგზავნილი
ტელეფონის
შეტყობინება
ნომერზე
ითვლება
ან
შესაბამისი
პირისთვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად. ტელეფონის ნომრის და ელქტრონული
ფოსტის მისამართის რეგისტრაციისთვის გამოიყენება ამ კანონით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით რეგისტრაციისათვის დადგენილი წესები.“
4. კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო
შეზღუდული
პასუხისმგებლობის
საზოგადოების
ან
კომანდიტური
საზოგადოების
შემთხვევაში – მონაცემები პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ. შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებაში პარტნიორთა წილები
გამოხატული უნდა იყოს წილადი რიცხვით/პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 1
მთელს;“
5. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე¹“ ქვეპუნქტი:
„ე¹)
შეზღუდული
პასუხისმგებლობის
საზოგადოებისა
და
კომანდიტური
საზოგადოების პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და
გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი“.
6. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების
შემთხვევაში – პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული
ვალდებულებები;“
7. მე-5 მუხლის პირველი
პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:
„თ) საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის
(პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე
მათი უფლებამოსილების ვადები;“
8. კანონის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1¹-1³ პუნქტები:
„1¹. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს პარტნიორის, საწარმოს ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი
პირის,
წილის
მმართველის,
რეგისტრირებული
მონაცემების ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი
ადგილის
მისამართი
სარეგისტრაციო
განსხვავდება
დოკუმენტაციაში
მისი
რეგისტრაციის
ფაქტობრივი
ადგილის
საცხოვრებელი
მისამართისაგან,
ადგილის
მისამართის
მითითება სავალდებულოა.
1².
ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე
დანიშვნისთვის/რეგისტრაციისთვის
დასტურდებოდეს ამ პირის ნება.
უფლებამოსილების
სარეგისტრაციო
მქონე
დოკუმენტაციით
პირის
უნდა
1³. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით განსაზღვრული არ არის
ხელმძღვანელობასა
და
წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი
საწარმოს
პირის
(პირების)
უფლებამოსილების ვადა, იგი ითვლება შეუზღუდავად. თუ ხელმძღვანელობითი და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით
განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ მოხდება
უფლებამოსილების
ახალი
ვადის
ან
ხელმძღვანელობითი
და
წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების რეგისტრაცია, რეგისტრირებული პირის
უფლებამოსილების ვადა ითვლება უვადოდ გაგრძელებულად“.
9. კანონის 5¹ მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5¹. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია
1. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნაზე
უფლებამოსილია
დაინტერესებული
პირი.
დაინტერესებული
პირი,
ამ
კანონის
მიზნებისათვის, განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2.
რეგისტრირებული
უფლებამოსილი
მონაცემების
პირის/ორგანოს
სათანადო
ცვლილების
წესით
საფუძველს
მიღებული
და
წარმოადგენს
დამოწმებული
გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით
შედგენილი გარიგება.
3. რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება ასევე გულისხმობს ლიკვიდაციისა და
რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის
წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის
ან
გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ
ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრში.
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
წილზე საკუთრების უფლების წინასწარი
რეგისტრაცია ხორციელდება ,,საჯარო რეესტრის
შესახებ“ საქართველოს კანონით უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისათვის
დადგენილი წესით.
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
ასევე რეგისტრირდება წილზე უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვადებულებები,
გარდა იმ ვალდებულებისა, რომელიც ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
6. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმეთა
და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული
გადაწყვეტილები წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ
მონაცემებში
ცვლილების
შეტანის
საფუძველს.
გადახდისუუნარობის
საქმის
შემთხვევაში ამ კანონით გათვალისწინებული ლიკვიდაციის პროცესი წყდება.“
აღძვრის
10. კანონის 5³ მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5³. ინფორმაციის გაცემა და გადაწყვეტილების მიღება
მარეგისტრირებელი
ორგანო
ამ
კანონით
განსაზღვრულ,
მის
კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით
რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის, ასევე „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის 14² მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.“
11. კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
დაუშვებელია
საფირმო
სახელწოდებაში
ისეთი
გრაფიკული
სიმბოლოების
გამოყენება, რომელთაც არ გააჩნიათ ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი
შესატყვისი, ასევე საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთვოდეს რაიმე ისეთი დამატება,
რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და
გაუგებრობა
საწარმოს
ფორმისა
თუ
საქმიანობის
მოცულობის
ან/და
პარტნიორთა
ურთიერთობის გამო.“
12. კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
შეტანილი
მონაცემები
არასამეწარმეო
საჯაროა.
ნებისმიერ
(არაკომერციული)
მარეგისტრირებელი
პირს
გაეცნოს
მეწარმეთა
და
პირების
რეესტრის
მონაცემებს
და
რეესტრიდან
ამონაწერი.
მეწარმეთა
და
იურიდიული
ორგანოდან
მიიღოს
შეუძლია
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა
საჯარო
რეესტრიდან
ამონაწერის
მომზადებისათვის
„საჯარო
რეესტრის
შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული საფასურის გადახდის
შემთხვევაში.
ამონაწერი
მზადდება
მეწარმეთა
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო
გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა
რეესტრების, ასევე მოვალეთა რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს
მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი
შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ
ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში, ასევე მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული
შეზღუდვების
შესახებ
ძალაში
მყოფ
მონაცემებს.
საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების
შეზღუდული
პასუხისმგებლობის
შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა
შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ
ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.“
13. კანონის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. იმ შემთხვევაში თუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების რეესტრში არ არის დაცული ინფორმაცია ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მქონე პირებისა და რეგისტრირებული პარტნიორების/დამფუძნებლების
საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების
შესახებ, სააგენტო
მიმართავს შესაბამის
ორგანოს/პირს ამ სუბიექტის იდენტიფიცირების მიზნით. თუ უფლებამოსილი ორგანოს/პირის
მიერ ასევე ვერ ხორციელდება ამ პირის იდენტიფიცირება, მარეგისტრირებელი ორგანო
ამონაწერს
ამზადებს
შემთხვევაში
მხოლოდ
რეესტრში
ამონაწერში
მონაცემებზე
ასევე
ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი
რეგისტრირებული
დაცულ
დაყრდნობით.
აისახება
უფლებამოსილების
პარტნიორების/დამფუძნებლების
ასეთ
ინფორმაცია
მქონე
პირებისა
იდენტიფიკაციის
და
შეუძლებლობის
შესახებ.“
14. კანონის მე- 9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.
ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილ
პირებთან,
სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან
რეგულირდება
ამ
კანონით,
საზოგადოების
წესდებით
და
ასევე
ურთიერთობები
მათთან
დადებული
ხელშეკრულებით.“
15. კანონის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7¹ და 7² პუნქტები:
„7¹. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია
წყდება თუ:
ა)მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის გათავისუფლებაზე
უფლებამოსილი პირის განცხადება;
ბ)
მარეგისტრირებელ
ორგანოს
წარედგინა
რეგისტრირებული
პირი
გარდაიცვალა,
სასამართლოს
უგზო–უკვლოდ
დაკარგულად,
გამოცხადებულია
პირის
განცხადება
რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნით;
გ)
რეგისტრირებული
გარდაცვლილად,
მიერ
აღიარებულია
ქმედუუნაროდ
ან
შეზღუდულად ქმედუნარიანად;“
7². ამ მუხლის 7¹ პუნქტის ის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში
მხარეები ვალდებულნი არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის
უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტობინება
საქართველოს შრომის კოდექსის 38–ე მუხლით დადგენილი წესით. ამ წესის დაცვის გარეშე
რეგისტრაციის
შეწყვეტის
შემთხვევაში
მიყენებული
ზიანისათვის
პასუხისმგებლობა
განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.“
1
16. კანონის 9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ
პარტნიორს, შპს-ის შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს
პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან
კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების
დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის
მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დამატებათა შეტანა დღის წესრიგში. კრება
გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი
(პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება
არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე
დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც
კი, თუ მასზე არ გამოცხადდება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).“
17. კანონის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. საწარმოს ლიკვიდაცია
1. მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ
გადაწყვეტილება
საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ
შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს), შეუძლიათ
განსაზღვრონ
ის
პირები,
რომლებიც
ახორციელებენ
საწარმოს
ლიკვიდაციას
(ლიკვიდატორები).
2. პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის
დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი.
3. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ
უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის
მომენტიდან.
საწარმოს
ელექტრონული
ლიკვიდაციის
ინფორმაცია
პროცესის
მარეგისტრირებელი
დაწყების
ორგანოს
რეგისტრაციის
მიერ
ეგზავნება
შესახებ
საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან
10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის
დავალიანების
არსებობის
რისკის
თაობაზე
ინფორმაციის
მიწოდებას.
ინფორმაცია
საგადასახადო ვალდებულებების არსებობის რისკის თაობაზე უნდა შეიცავდეს მითითებას
საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების
ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს.
აუცილებლობის
შემთხვევაში,
საგადასახადო
შემოწმების
90
დღიანი
ვადა შესაძლოა
გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს ორი თვით. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის
არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების 10 დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით
განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის
საგადასახადო დავალიანების არქონად.
გაშვება ჩაითვლება სუბიექტის მიერ
4. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად
მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, სადაც მიეთითება საწარმოს
ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის
დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს პარტნიორებმა საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს
უნდა გაუგზავნონ წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ,
რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ქონების
რეალიზაციის
დაწყებამდე
საწარმო
(ლიკვიდატორი)
ვალდებულია
ნებისმიერ
პირს
მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა დაზუსტებული სია. საწარმოს
შეუძლია აღნიშნული დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცემაში ან მასობრივი
ინფორმაციის სხვა საშუალებაში.
5. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 90-ე
დღისა საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეალიზაცია საბაზრო
ფასით ან აუქციონის წესით და ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები უნდა
განათავსოს სასამართლოს ანდა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფოს
50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ – საწარმოს ანგარიშზე.
სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო უფლებამოსილია
საწარმოს ანგარიშზე განთავსებული თანხები გამოიყენოს ლიკვიდაციის პროცესში საჭირო
ხარჯების დასაფარავად. თუ პარტნიორებმა გადაწყვიტეს ქონების ნატურით გაყოფის გზით
განაწილება,
ისინი
ვალდებული
არიან
ლიკვიდაციის
პროცესის
დაწყების
შესახებ
გადაწყვეტილების მიღებიდან ნატურით გაყოფამდე საკუთარი ხარჯებით შეინარჩუნონ ქონება
პირველადი
სახით
ერთ-ერთი
პარტნიორისათვის
მიბარების
გზით.
დეპოზიტზე
განთავსებული თანხების ან მიბარებული ქონების პარტნიორთა შორის განაწილებამდე
აღნიშნული
თანხების
ან
ქონების
განკარგვა
შესაძლებელია
მხოლოდ
კრედიტორთა
დაკმაყოფილების მიზნით. ლიკვიდაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ლიკვიდაციის
პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან, საწარმოს მოსთხოვონ
ნაკისრი ვალდებულებების ვადაზე ადრე შესრულება.
6. ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში დაუშვებელია საწარმოს ქონების გასხვისება
(გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რეალიზაციისა ან/და საწარმოს ქონებით
კრედიტორების დაკმაყოფილებისა), დატვირთვა ან კრედიტორების საზიანოდ სხვა ქმედების
განხორციელება.
7. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს საწარმოს ლიკვიდაციის
პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 4 თვისა, ხოლო საგადასახადო შემოწმების
ვადის
გაგრძელების
შემთხვევაში,
საგადასახადო
შემოწმების
დასრულების
შესახებ
მარეგისრირებელი ორგანოს მიერ ინფომაციის მიღებიდან ერთ თვეში.
8. კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი
პირი/პირები იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ,
რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების
თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ მუხლის
მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით და წარმოადგენს საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების
საფუძველს.
9. თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება,
რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი
დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხებიდან
ან ქონებიდან. აღნიშნული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის
პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი.
10.
იმ საწარმოს, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ლიკვიდაციის წესს ამტკიცებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“
18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14² - 144 მუხლები:
„მუხლი 14². რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, მეწარმე სუბიექტის
რეგისტრაციის გაუქმება ხარვეზის დადგენის საფუძველზე
1. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ წარმოადგენს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი გაუქმება შესაძლებელია საქართველოს
კანონმდებლობით ადმინისტრაციული აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა ამ
მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2.
თუ
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტის
შესაბამისად,
რეგისტრაციის
შესახებ
მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმებით უქმდება
რეორგანიზაციის საფუძველზე წარმოშობილი სუბიექტის რეგისტრაცია, გაუქმების შესახებ
გადაწყვეტილებით აღდგება რეორგანიზაციამდე არსებული მდგომარეობა, ხოლო გაუქმებული
სუბიექტის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს რეორგანიზაციამდე არსებული სუბიექტი.
3.
ინდივიდუალური
მეწარმის
რეგისტრაციის
გაუქმების
შემთხვევაში
მის
უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შესაბამისი ფიზიკური პირი.
4. თუ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო
გადაწყვეტილების გაუქმება იწვევს რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის შეწყვეტას,
ისე
რომ
მას
არ რჩება
სამართალემკვიდრე, მარეგისტრირებელი
ორგანო
გამოსცემს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ და
საწარმოს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რის შესახებაც
მიეთითება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
ხარვეზის გამოსწორებამდე რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება ჩერდება და მეწარმეთა
და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არ
გაიცემა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება რეგისტრაციისათვის
ხარვეზის დადგენის შესახებ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ხარვეზის არსის, ასევე მისი
აღმოუფხვრელობის შედეგების შესახებ.
6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხარვეზი დადგენილ ვადაში არ
გამოსწორდა, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ. ამ შემთხვევაში საწარმოს
პარნიორები/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები უფლებამოსილნი არიან
დანიშნონ ლიკვიდატორი და გაიარონ ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი პროცედურები.
თუ პარნიორების/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირების მიერ ლიკვიდატორი
არ
დანიშნა,
იძულებითი
ლიკვიდაციის
პროცესი
დასრულდება
ამ
კანონით
ლიკვიდაციისათვის დადგენილი საერთო ვადის გასვლისთანავე.
7. თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის
საფუძველს
წარმოადგენს
საწარმოს
ერთერთი
პარტნიორის/წილის
მესაკუთრის
დაუდგენლობა, დანარჩენი პარტნიორები/პარტნიორი უფლებამოსილნი არიან მიმართონ
სასამართლოს აღნიშნული წილის მესაკუთრის დადგენის მიზნით. თუ სასამართლოს კანონიერ
ძალაში
შესული
გადაწყვეტილებით
დგინდება,
რომ
წილის
მესაკუთრის
დადგენა
შეუძლებელია, აღნიშნული წარმოადგენს იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და
არაიდენტიფიცირებული პარტნიორის წილის დანარჩენ პარტნიორთა შორის მათი წილების
პროპორციულად გადანაწილების საფუძველს. დანარჩენი პარტნიორების/პარტნიორის მიერ ამ
უფლების იძულებითი ლიკვიდაციის პროცესისათვის დადგენილ ვადაში გამოუყენებლობა
წარმოადგენს საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს, ხოლო საწარმოს ლიკვიდაციის
შემდგ დარჩენილ ქონებაზე არაიდენტიფიცირებადი პარტნიორის უფლებები გადაეცემა
სახელმწიფოს.
8. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საწარმოს იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის
დაწყებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრისა წარდგენა, ასევე ამ მუხლით
განსაზღვრულ საკითხებზე სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენა აჩერებს იძულებითი
ლიკვიდაციის ვადის დინებას შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მუხლი 14³ ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება
1. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება,
სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად/უგზო–უკვლოდ დაკარგულად გამოცხადება ან
ქმედუუნაროდ/შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
რეგისტრაცია
წარმოებს
მხოლოდ
გარდაცვალების,
გარდაცვლილად/უგზო–უკვლოდ
დაკარგულად გამოცხადების ან ქმედუუნაროდ/შეზღუდულქმედუნარიანად გამოცხადების
შესახებ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ნებისმიერი პირის/ორგანოს მოთხოვნით ან
მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით.
მუხლი 144 საწარმოს რეორგანიზაცია
1.
საწარმოს
რეორგანიზაციის
სახეებია:
გარდაქმნა
(სამართლებრივი
ფორმის
ცვლილება), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება), გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა).
2. პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა
სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით უნდა
მოხდეს პარტნიორთა უფლებამოსილებების ხელახალი გადანაწილება, ამ სამართლებრივი
ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
3. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებად და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების
სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე
ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი
გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.
4. საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის
დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და
კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის
უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი
გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს,
ერთი საწარმო უერთდება მეორეს (მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ
საწარმოდ
(გაერთიანება).
შერწყმის
შესახებ
გადაწყვეტილებით
უნდა
განისაზღვროს
პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის
პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების
შედეგად შექმნილი საწარმო, არის ადრინდელი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.
5. საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ,
როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ
გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ადრინდელი პარტნიორების წილობრივი
მონაწილეობა გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში შეიცვალოს. გაყოფის შედეგად
წარმოქმნილი
გაყოფამდე
საწარმოები
არსებული
სოლიდარულად
აგებენ
ვალდებულებებისათვის,
პასუხს
თავდაპირველი
საწარმოს
ხოლო
თავდაპირველი
საწარმოს
უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით .
6. პარტნიორთა მიერ მიღებულ საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე
ვრცელდება მე–14 მუხლის მე-3 და მე–4 პუნქტებით ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული
რეგისტრაციისა და შეტყობინების წესები. სამართლებრივი ფორმის ისეთი ცვლილებისას,
რომლის დროსაც საწარმოს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორები, არ მცირდება, ასევე თუ
საწარმოს მიუერთდა მისი 100%-იანი შვილობილი საწარმო, არ ვრცელდება ამ პუნქტში
აღნიშნული გამოქვეყნებისა და შეტყობინების წესები, ხოლო კრედიტორებს არ წარმოეშობათ ამ
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. სააქციო საზოგადოების
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად და შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების
სააქციო
საზოგადოებად
გარდაქმნა
არ
მიიჩნევა
კრედიტორთა
დაკმაყოფილების უნარის შემცირებად.
7. სახელმწიფოს მიმართ საწარმოს დავალიანების არსებობა არ არის სარეგისტრაციო
წარმოების შეჩერების საფუძველი იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია სახელმწიფოს 50%-ზე
მეტი
წილობრივი
მონაწილეობით
შექმნილი
საწარმოს
რეორგანიზაცია,
ან
საწარმოს
რეორგანიზაციით არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი, ანდა არსებობს
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
თანხმობა
დავალიანების
მქონე
საწარმოს
რეორგანიზაციაზე.
8.
შეტყობინების
მიღებიდან
რეორგანიზაციის
პროცესის
დასრულებამდე
კრედიტორები უფლებამოსილი არიან, საწარმოს მოთხოვონ ნაკისრ ვალდებულებათა ვადაზე
ადრე შესრულება.
9.საწარმოების შერწყმა და გაყოფა რეგისტრირდება საწარმოს რეგისტრაციისათვის ამ
კანონით,
„საჯარო
რეესტრის
შესახებ“
საქართველოს
კანონითა
და
ინსტრუქციით
განსაზღვრული წესის შესაბამისად წარმოშობილი სუბიექტის რაოდენობის შესაბამისი
მომსახურების საფასურის გადახდით.
10. სუბიექტის რეორგანიზაციის დამატებითი პირობები და წესი განისაზღვრება
,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის
შესახებ“ ინსტრუქციით.“
19. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. პარტნიორის გასვლა საზოგადოებიდან
1. პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით, ამ
კანონის მე-144 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესების გათვალისწინებით.
2. თუ სპს-ის პარტნიორი გამოთქვამს საწარმოდან გასვლის სურვილს, ან საწარმოს
მიმართ იხსნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ან საწარმოში შედის ახალი
პარტნიორი, საწარმოს მიმართ ხორციელდება ამ კანონის მე-144 მუხლის მე-6 და მე-8
პუნქტებით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის ღონისძიებები.“
20. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომანდიტური საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე
იურიდიული პირი. წილები საზოგადოების კაპიტალში შესაძლოა განაწილდეს მხოლოდ
კომანდიტებში, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“
21. 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ სრული პარტნიორი (კომპლემენტარი) გამოთქვამს საწარმოდან გასვლის
სურვილს, ან საწარმოს მიმართ იხსნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ან საწარმოდან
გადის ყველა შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი), ან საწარმოში შედის ახალი პარტნიორი,
საწარმოს მიმართ ხორციელდება ამ კანონის მე-144 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით
გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის ღონისძიებები.
22. კანონის 69-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ის სუბიექტები, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღრიცხული არიან,
როგორც გადასახადის გადამხდელები და რომელთა მიერაც საგადასახადო აღრიცხვის
დროისათვის შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ
უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვილი იყო არაკომერციული იურიდიული პირის, ასევე
უცხო ქვეყნის
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (მუდმივი
დაწესებულების) რეგისტრაცია, ჩაითვალონ ასეთად რეგისტრირებულად საგადასახადო
აღრიცხვის მომენტიდან.“
მუხლი 2.
1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ
სუბიექტებს
ევალებათ
სარეგისტრაციო
დოკუმენტაცია
შეუსაბამონ
ამ
კანონისა
და
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან იმ სამეწარმეო ამხანაგობების რეგისტრაცია,
რომლებიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის თაობაზე“ 2009 წლის 3 ნოემბრის საქართველოს კანონის (№1974) მე-2 მუხლის მე-5
პუნქტით დადგენილი წესით არ გარდაქმნილან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოებად,
ჩაითვალოს შეწყვეტილად, ხოლო ეს საწარმოები ჩაითვალონ საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობებად და
მანამდე არსებული სამეწარმეო ამხანაგობის უფლებამონაცვლედ.
3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაწყებულად ჩაითვალოს იმ საწარმოთა ლიკვიდაციის
პროცესი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს და რომელთაც ამ კანონის
ამოქმედებამდე დაუდგინდათ ხარვეზი, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტებს.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის
თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტით
წარმოდგენილი
ცვლილებების
განხორციელება
გამოწვეულია
მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის პროცესის შემდგომი სრულყოფის აუცილებლობით.
პრაქტიკის ანალიზის შედეგად ნათელი გახდა ის გარემოება, რომ სუბიექტთა რეგისტრაციის
მთელი რიგი საკითხები არ არის დეტალურად მოწესრიგებული კანონმდებლობით, რაც
მნიშვნელოვნად აფერხებს რეგისტრაციის პროცესს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, კანონმდებლობაში არსებული იმ ხარვეზების აღმოფხვრა,
რომელიც ხელს უშლის მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის პროცესის სიმარტივეს და
მოქნილობას.
ცვლილების
მიზანია
კანონით
ალტერნატიული
მოწესრიგების
შეთავაზება,
იმ
შემთხვავებისთვის, თუ მეწარმე სუბიექტებმა წესდებით არ გაითვალისწინეს მათი საქმიანობის
კანონისაგან განსხვავებული რეგულირება.
ამ მიზნით კანონს ემატება დისპოზიციური ნორმები.
საკანონმდებლო
ცვლილება
უზრუნველყოფს
რეესტრში
რეგისტრაციას
დაქვემდებარებული სუბიექტების რეგისტრაციის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მეწარმე
სუბიექტების
რეგისტრაციასთან
დაკავშირებულ
საკითხებზე
ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ეფექტური თანამშრომლობის სისტემის შექმნის მიზნით,
პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით,
განმტკიცებულია საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამარათლის იურიდიული პირის
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა (შემდგომში სააგენტო) და ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების
სამსახურის ურთიერთშეტყობინების ვალდებულება.
პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ადგენს მეწარმე სუბიექტის საკონტაქტო
ინფორმაციის
რეგისტრაციის
წესს,
ელექტრონული
და
სატელეფონო
შტყობინების
საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს შეტყობინების
გაგზავნას, მისი ჩაბარებისა და მისვლის ფაქტის დადასტურებას.
პროექტით წარმოდგენილი ცვლილებით, რეესტრში რეგისტრაციას დაექვემდებარება
გადახდისუუნარობის, გაკოტრების და რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყება და
შეწყვეტა, ლიკვიდატორი, მეურვე, რეაბილიტაციისა და
გაკოტრების მმართველი, წილის
მმართველი, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნებისმიერი სხვა ცვლილება. აღნიშნული
განპირობებულია
რამდენადაც
ამ
ინფორმაციის
სუბიექტების
საჯაროობის
განსაკუთრებული
მნიშვნელობით,
გაკოტრების,
რეაბილიტაციის,
გადახდისუუნარობის,
ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობისას არსებითია კრედიტორთა და
ნებისმიერი მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მაღალი
სტანდარტის არსებობა.
ვინაიდან
კანონით
რეესტრში
რეგისტრაციას
დაექვემდებარა
წილზე
უფლება,
რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფისა და სიზუსტუს უზრუნველყოფის მიზნით,
პროექტით
გათვალისწინებულია
წილზე
უფლების
შეზღუდვასთან
დაკავშირებული
ვალდებულებებისა და წილზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია, გარდა იმ
შეზღუდვებისა,
რაც
ექვემდებარება
საჯარო
რეესტრში
რეგისტრაციას.
ცვლილება
უზრუნველყოფს რეგისტრირებული საკუთრების უფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვის
არსებობის
ფაქტის
საჯაროობას,
რაც
დაკავშირებულია
მნიშვნელოვან
სამართლებრივ
შედეგებთან.
ცვლილებით გათვალისწინებულია საფირმო სახელწოდებაში ისეთი გრაფიკული
სიმბოლოების
გამოყენების
აკრძალვა,
რომელთაც
არ
გააჩნიათ
ენობრივი
ნორმებით
დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი, რადგან, კანონის თანახმად, დაუშვებელია
სახელწოდება შეიცავდეს ისეთი დამატებას, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე
პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა.
პროექტით
წარმოდგენილი
ცვლილებები
ადგენს
ხელმძღვანელთა
და
წარმომადგენელთა გათავისუფლების შესაძლებლობას უფლებამოსილი პირის განცხადების
საფუძველზე. ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საწარმოსა და ამ პირებს
შორის
ურთიერთობა
მყარდება
ორმხრივი
ნების
საფუძველზე
დადებული
კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებით, ხოლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
დაუშვებელია გარიგების მხარედ ყოფნის იძულება. პროექტი ითვალისწინებს ხელშეკრულების
შეწყვეტის შესახებ მხარეთა ურთიერთშეტყობინების ვალდებულებას.
პროექტით
გათვალისწინებულია
საწარმოს
რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის
შემთხვევაში სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტის შესაწავლის დამატებითი
პირობები,
კერძოდ,
ცვლილებით
დგინდება
რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის
რეგისტრაციისათვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დასკვნის არსებობის
აუცილებლობა.
პროექტი
ითვალისწინებს
კანონის
მოთხვნათა
დაუცველად
რეგისტრირებული
სუბიექტებისათვის ხარვეზის დადგენისა და მისი აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სუბიექტის
რეგისტრაციის გაუქმების გამარტივებულ წესს. ცვლილების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ
მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება იწვევს
რეგისტრირებული
სუბიექტის
რეგისტრაციის
შეწყვეტას,
ისე
რომ
მას
არ
რჩება
სამართალემკვიდრე, მარეგისტრირებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
ხარვეზის გამოსასწორებლად საწარმოს განესაზღვრება 30-დღიანი ვადა. ამ ვადაში ხარვეზის
გამოუსწორებლობის
შემთხვევაში
მიიღება
გადაწყვეტილება
საწარმოს
იძულებითი
ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ და მის მიმართ გამოიყენება ლიკვიდაციისათვის
კანონით დადგენილი წესები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს
მართლსაწინააღმდეგო
გადაწყვეტილების
გაუქმების
შემდეგ
იარსებებს
გაუქმებული
სუბიექტის სამართალმემკვიდრე, სააგენტო უფლებამოსილია დადგენილ ვადაში ხარვეზის
აღმოუფხვრელობის საფუძვლით გააუქმოს რეგისტრაციის შესახებ კანონსაწინააღმდეგო
გადაწყვეტილება.
კანონით გაუქმებულად ჩაითვალა სამეწარმეო ამხანაგობის სამართლებრივი ფორმა,
რეგისტრირებულ სუბიექტებს განესაზღვრათ ვადა კანონით გათვალისწინებული ერთ–ერთ
სამართლებრივ ფორმად გარდაქმნისათვის, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული ამ სუბიექტთა
რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები. პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები
ითვალისწინებს
ამ
სუბიექტთა
არსებობის
გაგრძელებას
სამოქალაქო
კოდექსით
გათვალისინებული ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის ფორმით. აღნიშნული ცვლილება
უზრუნველყოფს ამ სუბიექტთა, მათი კრედიტორებისა და მესამე პირთა ინტერესების დაცვას
სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
ბიუჯეტის
ხარჯვითი
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე)
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ფინანსურ
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და
გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი
ვალდებულებებს.
და
მრავალმხრივი
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
ნაკისრ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლმანეტის წევრები: ზვიად კუკავა და
კახაბერ ანჯაფარიძე
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლმანეტის წევრები: ზვიად კუკავა
და კახაბერ ანჯაფარიძე.