„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2011
ავტორი
საქართველოს პარლამანეტის წევრები: ზვიად კუკავა და კახაბერ ანჯაფარიძე
ნომერი
#07-3/452/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 1
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება: 1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. სასამართლოს განჩინების გამოქვეყნების ვალდებულება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს განჩინების დამატებით სხვა ბეჭდვით ორგანოში, მათ შორის, საერთო სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება.“ 2. ამოღებულ იქნეს კანონის 26–ე მუხლის, მე–2 პუნქტის ,,ა1 ქვეპუნქტი; 3. ამოღებულ იქნეს კანონის 37–ე მუხლის მე–5 პუნქტი; 4. ამოღებულ იქნეს კანონის 44–ე მუხლის მე–7 პუნქტი; 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი VI¹: ,,თავი VI¹ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების რეგისტრაციის წესი მუხლი 55¹. რეგისტრაციას დაქვემდებარებული გადაწყვეტილებები 1. სასამართლოს გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების, შეწყვეტის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დანიშვნის (ასევე დასრულების და მეურვის, მათი გაკოტრებისა ცვლილების), გაკოტრების საქმის და რეაბილიტაციის რეაბილიტაციის წარმოების მმართველის საქმის დასრულების წარმოების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას. 2. გადახდისუუნარობის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმის წარმოება დაწყებულად, შეწყვეტილად, მეურვის, მმართველის უფლებამოსილება (ასევე გაკოტრებისა მათი და რეაბილიტაციის ცვლილება) წარმოშობილად, რეაბილიტაციის საქმის წარმოება დასრულებულად და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. მუხლი 55². სასამართლოს გადაწყვეტილების რეგისტრაციის წესი 1. ამ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებების რეგისტრაცია წარმოებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. 2. სასამართლო უფლებამოსილია მეწარმეთა და არაკომერციული იურიდიული პირებისა და საჯარო რეესტრების წარმოების მიზნების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფორმოს ავტორიზაციის ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან.“ მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტით სუბიექტების წარმოდგენილი რეგისტრაციის ცვლილები პროცესისა გამოწვეულია და რეესტრში მეწარმე რეგისტრაციას დაქვემდებარებული მონაცემების შემდგომი სრულყოფის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, კანონმდებლობაში არსებული იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც ხელს უშლის მეწარმე სუბიექტების შესახებ არსებული მონაცემების საჯაროობას. ,,გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმის წარმოების დროს) საწარმო იმყოფება განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში, შესაბამისად, ამ ინფორმაციის რეესტრში ასახვა და გამოქვეყნება მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირებისათვის. აღნიშნული ცვლილებების მიზანია ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და ,,გადახდისუუნარობის შესახებ“ კანონის ნორმათა ჰარმონიზაცია. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების, გადახდისუუნარობის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების, შეწყვეტის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის (ასევე მათი ცვლილების), რეაბილიტაციის საქმის წარმოების დასრულების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების მონაცემთა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციით უზრუნველყოფილი იქნება მეწარმე სუბიექტების სრულყოფილი ინფორმაციის გამარტივებული წესით ხელმისაწვდომობა. შესახებ ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის შესაბამისად, გადაწყვეტილებების რეგისტრაცია განხორციელდება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონებით სუბიექტის მონაცემთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით. ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, თუმცა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში რეგისტრირებული საზოგადოების ხელმძღვანელობითი/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ჩერდება და მას ,,გადახდისუუნარობის შესახებ“ კანონის თანახმად, ახორციელებს შესაბამისად, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველი (რეაბილიტაციის მმართველსა და კრედიტორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ასეთი უფლებამოსილები შემთხვევაში). ვინაიდან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში საზოგადოების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველს, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით, მათ შესახებ ინფორმაცია სავალდებულოდ უნდა იყოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახული. ცვლილებით, გადახდისუუნარობის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმის წარმოება დაწყებულად, შეწყვეტილად, მეურვის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილება (ასევე მათი ცვლილება) წარმოშობილად, რეაბილიტაციის საქმის წარმოება დასრულებულად და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად, უქმდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, რეაბილიტაციისა და გაკოტრების მმართველის ვალდებულება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაარეგისტრირონ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. პროექტით უზრუნველყოფილია შესაძლებლობა აღნიშნული მონაცემები დარეგისტრირდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნით სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების წარმოდგენის შემთხვევაში. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მონაცემების რეესტრში ასახვის პროცესის გამარტივებისა და პროცედურების მოქნილობის უზრუნველსაყოფად, ცვლილებით გათვალისწინებულია სასამართლოს უფლებამოსილება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრაციის მიზნებიდან გამომდინარე, გააფორმოს ავტორიზაციის ხელშეკრულება და გადაწყვეტილების მიღებისთანავე ასახოს შესაბამისი მონაცემი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება საერთაშორისო ორგანიზაციებში ვალდებულებებს. არ ეწინააღმდეგება წევრობასთან საქართველოს დაკავშირებით მიერ აღიარებულ გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლმანეტის წევრები: ზვიად კუკავა და კახაბერ ანჯაფარიძე დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლმანეტის წევრები: ზვიად კუკავა და კახაბერ ანჯაფარიძე