„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2011
ავტორი
საქართველოს პარლამანეტის წევრები: ზვიად კუკავა და კახაბერ ანჯაფარიძე
ნომერი
#07-3/453/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 65 ✗ 0
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (სსმ №9, 26.04.2002წ., მუხ. 43) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას: ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი; ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკავშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტით მომზადების მიზეზია საქართველოს კანონმდებლობაში განსახორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციას, ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსი, განახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ გაწეულ მომსახურებაზე საფასურის განაკვეთი განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ,,სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ,,სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულია ნორმები, რომლითაც დაწესებულია შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციის საფასურის განაკვეთები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს კანონით დადგენილი რეგისტრაციის საფასურის შესაბამისი ოდენობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავორია საქართველოს პარლმანეტის წევრები: ზვიად კუკავა და კახაბერ ანჯაფარიძე დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლმანეტის წევრები: ზვიად კუკავა და კახაბერ ანჯაფარიძე