„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
- „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პ როე ქ ტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების და დამატების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი
№31 26.06.1997) შეტანილ იქნას
შემდეგი ცვლილებები:
1. 27-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაუშვებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის სახელწოდებაში ისეთი გრაფიკული სიმბოლოების გამოყენება,
რომელთაც არ გააჩნიათ ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან
სიტყვიერი შესატყვისი, ასევე ასევე „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს
კანონითა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირისა
და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმებისათვის
დამახასიათებელი აღნიშვნები, ასევე, სახელწოდებას არ უნდა ერთვოდეს
რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე
პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა სუბიექტის ფორმისა თუ
საქმიანობის გამო.“
2. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და
ქვეყნის
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
უცხო
ფილიალის
(წარმომადგენლობის) რეგისტრაციის წესი
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
ფილიალის
(წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს
აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
(შემდგომში - მარეგისტრირებელი ორგანო).
3.
არასამეწარმეო
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
(არაკომერციული)
იურიდიული
იურიდიული
(წარმომადგენლობის)
რეგისტრაცია
ხორციელდება
სუბიექტების,
უცხო
მეწარმე
ასევე
(წარმომადგენლობის)
ქვეყნის
რეგისტრაციისათვის
ამ
პირის,
უცხო
პირის
კოდექსითა
ქვეყნის
ფილიალის
და
მეწარმე
იურიდიული პირის ფილიალების
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
მუხლი 29. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის
პირობები
1. დაინტერესებული პირი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს
განცხადებას და დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას, რომელიც უნდა შეიცავდეს
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მეწარმე იურიდიული პირების
რეგისტრაციისათვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.
2.
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
რეგისტრაციის
მოთხოვნის შემთხვევაში მის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, გარდა ამ მუხლის
პირველი ნაწილით დადგენილი მონაცემებისა, სავალდებულო წესით უნდა მიეთითოს:
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების,
წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;
გ) რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები
ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა;
დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს
(ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცის სხვა წესები
განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“, „პროფესიული კავშირების შესახებ“ და ,,შემოქმედ
მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“
საქართველოს
კანონების
შესაბამისად.“
3. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
ფილიალის
საფუძველს
წარმოადგენს
(წარმომადგენლობის) ცვლილებების რეგისტრაცია
1.
რეგისტრირებული
მონაცემების
ცვლილების
უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული
გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული
წესით შედგენილი გარიგება.
2.
არასამეწარმეო
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
(არაკომერციული)
იურიდიული
იურიდიული
პირის,
პირის
უცხო
ქვეყნის
ფილიალის
(წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ
სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება
განხორციელებულად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
3.
არასამეწარმეო
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
(არაკომერციული)
(წარმომადგენლობის)
რეგისტრირებული
წარმოებს
იურიდიული
მეწარმე
იურიდიული
პირის,
უცხო
ქვეყნის
იურიდიული
პირის
ფილიალის
მონაცემების
ცვლილების
რეგისტრაცია
პირების/ფილიალის
(წარმომადგენლობის)
რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 32. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
ფილიალის
(წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. მარეგისტრირებელი ორგანო ამ თავით განსაზღვრულ, მის კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით
რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის, ასევე „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის 14² მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
2.
ორგანოს
მარეგისტრირებელი
იურიდიული
პირის
რეგისტრაციის
მიერ
შესახებ
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
გადაწყვეტილების
გაუქმების
წესი
განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14² მუხლით.
3.
არასამეწარმეო
არასამეწარმეო
(არაკომერციულ)
(არაკომერციული)
იურიდიულ
პირის,
უცხო
იურიდიული
პირის
ქვეყნის
ფილიალის
(წარმომადგენლობის) რეგისტრაციის და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების
მოთხოვნის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო, გარდა მეწარმე სუბიექტისთვის
კანონმდებლობით
განსაზღვრული
საფუძვლებისა,
იღებს
გადაწყვეტილებას
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:
ა)
რეგისტრაციისათვის
წარდგენილი
იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს,
აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ
პრინციპებს;
ბ)
არსებობს
საქართველოს
კონსტიტუციის
26-ე
მუხლის
მე-3
პუნქტით
გათვალისწინებული პირობები.“
5. 34-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 35. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი
უფლებამოსილია
ერთ
უფლებამოსილება
ან/და
პირს
მიანიჭოს
დააწესოს
საქმეების
ორი
ან
ერთპიროვნულად
ორზე
მეტი
პირის
გაძღოლის
ერთობლივი
ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა.
2.
ხელმძღვანელობის
ფარგლებში
გულისხმობს
უფლებამოსილების
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
არასამეწარმეო
გადაწყვეტილებების
გულისხმობს
უფლებამოსილება
მიღებას,
არასამეწარმეო
ხოლო
წარმომადგენლობითი
(არაკომერციული)
იურიდიული
სახელით
უფლებამოსილება
პირის
სახელით
გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება
გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.
3.
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
ორგანიზაციული
სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით),
რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას.
4.
არაკომერციული
წარმომადგენლობითი
იურიდიული
უფლებამოსილების
პირის
ხელმძღვანელობისა
წარმოშობისა
და
შეწყვეტის
და
მიმართ
ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე
სუბიექტის
წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების
მქონე
პირისთვის
განსაზღვრული წესები.“
7. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია
და ლიკვიდაცია
1.
ფორმის
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი
შეცვლა
(გაერთიანება,
დაუშვებელია,
მიერთება)
და
ხოლო
გაყოფა
ლიკვიდაცია
(დაყოფა,
წარმოებს
გამოყოფა),
მეწარმე
შერწყმა
სუბიექტის
ლიკვიდაციის/რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს
რეგისტრაციის შესახებ განცხადებით განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული
პირის
დამფუძნებლები/წევრები.
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
3.
აკრძალულია
არასამეწარმეო
ლიკვიდაციის
(არაკომერციული)
შედეგად
დარჩენილი
იურიდიული
პირის
ქონების
განაწილება
დამფუძნებლებს/წევრებს,
ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
4.
თუ
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
დამფუძნებლებმა/წევრებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი
ქონების
მიღებაზე
უფლებამოსილი
პირი,
სასამართლო
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას
გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორებიც ლიკვიდირებულ
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი იურიდიული პირები არ
არსებობს ან ასეთი იურიდიული პირების გამოვლენა შეუძლებელია, მაშინ შეიძლება
მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების
რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
5. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს
მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). აკრძალულია არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან
დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის
წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ
ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე.“
1
8. 38 მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. 294-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5.
ოპოთეკის ხელშეკრულებით მესაკუთრემ კრედიტორის წინაშე შეიძლება
აიღოს ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ დატვირთავს
აღნაგობის უფლებით.“
მუხლი 2.
1. ის სუბიექტები, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღრიცხული არიან,
როგორც გადასახადის გადამხდელები/გავლილი აქვთ საგადასახადო რეგისტრაცია და
რომელთა მიერაც საგადასახადო აღრიცხვის დროისათვის შესაბამისი ორგანოსთვის
წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ უფლებამოსილი პირის მიერ
მოთხოვილი იყო
არასამეწარმეო
არაკომერციული იურიდიული პირის, ასევე უცხო ქვეყნის
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
ფილიალის
(მუდმივი
დაწესებულების) რეგისტრაცია, ჩაითვალონ ასეთად რეგისტრირებულად საგადასახადო
აღრიცხვის მომენტიდან.
2.
ამ
მუხლი
სარეგისტრაციო
პირველი
ნაწილით
დოკუმენტაცია
განსაზღვრულ
შეუსაბამონ
ამ
სუბიექტებს
კოდექსისა
და
ევალებათ
საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნებს.
3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაწყებულად ჩაითვალოს იმ არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების ლიკვიდაციის პროცესი,
რომლებიც ვერ
აკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს და რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე
დაუდგინდათ ხარვეზი, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტებს.
მუხლი 3.
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს
სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 23 მარტის №2799-Iს
საქართველოს კანონი.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების და დამატების
შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტით
წარმოდგენილი
ცვლილები
გამოწვეულია
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის პროცესის სრულყოფის, ასევე
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის რეგისტრაციის ერთიანი წესის
დადგენის აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, იურიდიულ პირთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული
საკანონმდებლო
ხარვეზების
აღმოფხვრა,
მეწარმეთა
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სუბიექტთა რეგისტრაციისა და
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ერთიანი რეგულირების დადგენა, სამოქალაქო
კოდექსიდან
ადმინისტრაციულსამართლებრივი
ნორმების
ამოღება,
რაც
უზრუნველყოფს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრში
რეგისტრაციას
დაქვემდებარებული
სუბიექტების
რეგისტრაციისათვის
სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესების ჰარმონიზაციას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სამოქალაქო კოდექსი შეიცავს ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს, რომელიც
ეხება
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირების
რეგისტრაციას,
მარეგისტრირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო
რეესტრის
ეროვნული
სააგენტოს
მიერ
გადაწყვეტილების
მიღების
წესსა
და
საფუძვლებს. პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით, სამოქალაქო კოდექსით
განსაზღვრული იქნება მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
(უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის)
ცნება, სამართლებრივი ბუნება და მხოლოდ ამ სამართლებრივი ფორმის მქონე
სუბიექტისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა როგორც მისი საქმიანობასთან, ისე
რეგისტრაციასთან
დაკავშირებით.
რეგისტრაციის
სხვა
წესი,
სავალდებულოდ
წარსადგენი დოკუმენტაცია და რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყველა მონაცემი,
გარდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სპეციალური ნორმებისა განისაზღვრება
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირებისათვის
დადგენილი წესით.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
იურიდიული
პირების
რეგისტრაციასთან
დაკავშირებით
არსებული
იდენტური
ნორმების
დუბლირების
აღმოფხვრის
მიზნით
სამოქალაქო
კოდექსს
ემატება
მითითებითი ნორმები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის
ოდენობასა და გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით
ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლმანეტის წევრები:
ზვიად კუკავა და კახაბერ ანჯაფარიძე
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლმანეტის წევრები:
ზვიად კუკავა და კახაბერ ანჯაფარიძე