„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 58 ✗ 0
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
III მოსმენა
✓ 69 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-07
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (სსმ, 39(46), 06/08/1999,
8
მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:
8
„თავი VII
ადმინისტრაციული სამართალწარმოება ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა და
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრულ პირთა
ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით
მუხლი 2130.
მოსამართლის ბრძანება პირის ქონებაზე ყადაღის დადების
თაობაზე
ბრძანებას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის (შემდგომში - გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული
რეზოლუციებით (შემდგომში - გაეროს რეზოლუციები) განსაზღვრული პირის
ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (ამ
თავის მიზნებისთვის შემდგომში - კომისია) შუამდგომლობის საფუძველზე
გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
შენიშვნა: ამ თავის მიზნებისათვის ქონება
არის ყველა ნივთი და
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, ან ამ
შემოსავლით შეძენილი ქონება, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ,
დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობენ, სარგებლობენ ან განკარგავენ
ამ თავში განსაზღვრული პირები.
მუხლი 2131. კომისიის შუამდგომლობა
კომისიის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში უნდა
მიეთითოს ტერორიზმთან დაკავშირებული ან
გაეროს
რეზოლუციებით
განსაზღვრული პირის და მისი ქონების შესახებ მონაცემები, ასეთის არსებობის
შემთხვევაში.
მუხლი 2132. ქონებაზე ყადაღის დადების საკითხის გადაწყვეტის წესი
1. მოსამართლე გადაწყვეტილებას კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე
იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში, ტერორიზმთან
დაკავშირებული ან გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირისათვის
შეუტყობინებლად.
2. მოსამართლე კომისიის შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად,
ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მხედველობაში იღებს ყადაღას
დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს.
4. თუ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ
შუამდგომლობაში
მითითებული
პირი
არის
გაეროს
რეზოლუციებით
განსაზღვრული პირი ან/და არის ტერორისტი, აფინანსებს ტერორიზმს ან რაიმე
ფორმით არის ტერორიზმთან დაკავშირებული, იგი გამოსცემს ბრძანებას აღნიშნული
პირის ქონებაზე ან მის ნაწილზე ყადაღის დადების თაობაზე.
5. მოსამართლის ბრძანებაში პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე
შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების შესახებ აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის გვარი;
გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ;
დ) მონაცემები შუამდგომლობაში მითითებული პირის შესახებ;
ე) შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას - მონაცემები შუამდგომლობაში
მითითებული პირის ქონების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
6. პირის ქონებაზე ყადაღის დადება ხდება უვადოდ, ვიდრე არ მოხდება
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმება.
7. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი რჩება
სასამართლოში მეორე ეგზავნება კომისიას,
ხოლო მესამე შუამდგომლობაში
მითითებულ პირს, თუ მისთვის ბრძანების გადაცემა ვერ ხერხდება ბრძანება
ქვეყნდება საჯაროდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და
მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.
მუხლი 2133. ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანების ძალაში
შესვლა და გასაჩივრება
1. მოსამართლის ბრძანება პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ძალაში
შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.
2. საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების
გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48
საათში, ხოლო თუ გადაცემა ვერ ხერხდება მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის
ვადაში, მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.
3. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 15
დღის ვადაში.
4. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას
არ ექვემდებარება.
მუხლი 2134. კომისიის შუამდგომლობა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების
თაობაზე
1. კომისიას უფლება აქვს მიმართოს ბრძანების გამომცემ სასამართლოს პირის
ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე შემდეგ შემთხვევბში:
ა) გაეროს რეზოლუციებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პირი
ამოღებულ იქნა გაეროს რეზოლუციიდან ან გაუქმდა სანქციები ამ პირის მიმართ;
ბ) კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა რომ, პირი რომლის
ქონებასაც დაედო ყადაღა, არ წარმოადგენდა გაეროს რეზოლუციებში მითითებულ
პირს;
გ) კომისიის მიერ პირი ამოღებულ იქნა ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა
სიიდან;
დ) გარკვეული გარემოებების გამო, მიზანშეწონილი აღარ არის პირის ქონებაზე
ყადაღის მოქმედება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას
განიხილავს თავდაპირველი ბრძანების გამომცემი მოსამართლე ამ თავით
დადგენილი წესით.
3. მოსამართლე ბრძანებით აუქმებს პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე
ბრძანებას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტით
გამოწვეულია
აღმოფხვრის
წარმოდგენილი
საქართველოს
ცვლილებების
კანონმდებლობაში
განხორციელება
არსებული
ხარვეზების
და საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართალთან
ჰარმონიზაციაში მოყვანის აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
შესრულებისათვის
მიღების
და
მიზანს
ტერორიზმის
წარმოადგენს
წინააღმდეგ
გაეროს რეზოლუციების
ბრძოლისათვის
სათანადო
რეგულირების შემოტანა ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტით
წარმოდგენილი
ცვლილებებით,
შესაძლებელი
იქნება
ტერორიზმთან დაკავშირებული პირთა ქონებაზე ყადაღის დადება, რათა ამ პირებმა
ხსენებული ქონებით არ მოახდინონ ტერორიზმის დაფინანსება ან სხვა რაიმე
8
ფორმით დახმარება. პროექტით საპროცესო კოდექსს ემატება VII თავი, ხსენებულ
თავში
გაწერილია
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
რეზოლუციების
შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიერ ტერორიზმთან
დაკავშირებული პირის ქონებაზე ყადაღის დადებაზე შუამდგომლობის წარდგენის,
სასამართლოს მიერ მისი განხილვის. გადაწყვეტილების მიღების და მიღებული
გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის
ოდენობასა და გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს
მიერ
დადებული
ორმხრივი
და
მრავალმხრივი
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო
ალავიძე და კახაბერ ანჯაფარიძე.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები:
ანდრო ალავიძე და კახაბერ ანჯაფარიძე.