„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 64 ✗ 0
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
III მოსმენა
✓ 69 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-07
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“ ქვეპუნქტი:
,,ო) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
8
კოდექსის VII თავით გათვალისწინებულ საკითხებზე.“;
2. 91-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 911 მუხლი:
,,მუხლი 911. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების
თაობაზე მოსამართლის ბრძანების აღსრულება
1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის
მოვალეთა
რეესტრში
რეგისტრაცია
ხორციელდება
მოსამართლის
ბრძანების
საფუძველზე.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ტერორიზმთან დაკავშირებული
პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული
პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას
ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
რეზოლუციებით
განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე
მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.
3. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება უქმდება და მისი
მოვალეთა
რეესტრიდან
ამორიცხვა
ხორციელდება
მოსამართლის
შესაბამისი
ბრძანების საფუძველზე.”.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტით
წარმოდგენილი
ცვლილებების
განხორციელება
გამოწვეულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით
და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა საკანონმდებლო
აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ საპროცესო
კოდექსში
განხორციელებული
ცვლილებების
საფუძველზე
გამოცემული
მოსამართლის ბრძანების აღსრასრულებლად საჭირო რეგულაციების შემოღება
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტით
წარმოდგენილი
ცვლილებებით,
კანონით
განსაზღვრულ
აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს ემატება მოსამართლის ბრძანება ტერორიზმთან
დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით
განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის
ოდენობასა და გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს
მიერ
დადებული
ორმხრივი
და
ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
მრავალმხრივი
საერთაშორისო
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო
ალავიძე და კახაბერ ანჯაფარიძე.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები:
ანდრო ალავიძე და კახაბერ ანჯაფარიძე.