„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.11.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო ალავიძე და კახაბერ ანჯაფარიძე.
ნომერი
#07-3/509/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 65 ✗ 0
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-07
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 7. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებანი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები: ა) უზრუნველყოფენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკის უშუალო განხორციელებას; ბ) შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სისტემის რეალიზებასთან, წესებისა და პროცედურების უნიფიცირებასთან, ახდენენ მათ კორექტირებას; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან ერთად განსაზღვრავენ და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ საკონტროლო სიებსა და საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას; დ) სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ამოწმებენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტსა და ტრანზიტს; ე) ახორციელებენ ექსპორტზე (იმპორტზე) განაცხადთა ექსპერტიზას; ვ) აუცილებლობის შემთხვევაში განმცხადებლებს აძლევენ დასკვნებს ექსპორტირებადი (იმპორტირებადი) პროდუქციის იმ კატეგორიისათვის მიკუთვნების შესახებ, რომელიც ექვემდებარება საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს; ზ) აღკვეთენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის უკანონო გადაადგილებას პორტალის გავლით.“. 3. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო ნებართვას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ასლებს. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს მიერ ნებართვის გაცემა დაუშვებელია იმ სუბიექტებზე რომელთა მიმართაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფს დაწესებული აქვს შეზღუდვები. 4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. საერთაშორისო სანქციებით დადგენილი შეზღუდვები 1. საქართველოს უფლება აქვს დააწესოს შეზღუდვები, ემბარგოს ჩათვლით, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე რეექსპორტზე, ტრანზიტზე, დროებით შემოტანაზე ან/და გატანაზე უცხო სახელმწიფოების მიერ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა გადაწყვეტილებით, რომელთა წევრიც არის საქართველო. 2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფი, ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ინტერესების შესაბამისად, აწესებს შეზღუდვებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე რეექსპორტზე, ტრანზიტზე, დროებით შემოტანაზე ან/და გატანაზე და ამ შეზღუდვების შესასრულებლად მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. 3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის მიმართვა საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე რეექსპორტზე, ტრანზიტზე, დროებით შემოტანაზე ან/და გატანაზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე სავალდებულოა შესასრულებლად.”. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით და ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის შესრულებისათვის და მიღების მიზანს ტერორიზმის წარმოადგენს წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციების ბრძოლისათვის სათანადო რეგულირების შემოტანა კანონმდებლობაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, შესაძლებელი იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ დაწესებული შეზღუდვების განხორციელება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო ალავიძე და კახაბერ ანჯაფარიძე. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო ალავიძე და კახაბერ ანჯაფარიძე.