„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
28.10.2011
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა, მიხეილ ცქიტიშვილი და ანდრო ალავიძე.
ნომერი
#07-3/504/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-31
ბიუროს ნომერი 208

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პ როე ქ ტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) დაემატოს IX1 თავი და 551–553 მუხლები. „თავი IX1 საქართველოს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტო მუხლი 551. საქართველოს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტო 1. აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმწიფო რეგულირების მიზნით ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტო (შემდგომში –სააგენტო ). 2. სააგენტო დამოუკიდებელი ორგანოა და თავისი საქმიანობისას არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს და თანამდებობის პირს. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ამ ორგანული კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტო დებულების შესაბამისად. 3. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში. 4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით. 5. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. 6. სააგენტო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. მუხლი 552. სააგენტოს უფროსი 1. სააგენტო ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით 4 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი. 2. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მან დაუშვა სამსახურებრივი გადაცდომა; გ) თუ იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; 15 დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას; ე) სისხლის სამართლის დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; ვ) დაიკავა სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა მასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ზ) გარდაიცვალა. 3. სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები. მუხლი 553. სააგენტოს მართვა და ბიუჯეტი 1. სააგენტოს ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან, ანგარიშვალდებულებასთან, წარმომადგენლობასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტო დებულებით, რომელსაც ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. 2. სააგენტოს საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტო უფროსი. 3. სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. 4. სააგენტოს უფროსის წარდგინებით ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტოს ბიუჯეტს ყოველწლიურად ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 16
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმწიფო რეგულირების განმახორციელებელი ერთიანი ორგანოს შექმნის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისა და ბუღალტრული აღრიცხვისა დ ა ანგარიშგების სახელმწიფო რეგულირების მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურდიული პირი – საქართველოს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. სააგენტო ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით 4 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი. სააგენტოს უფროსი უფლებამოსილი იქნება გამოსცეს სამართლებრივი აქტები. სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. სააგენტოს ყოველწლიურ ბიუჯეტს ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას, რადგან სააგენტოს ფინანსურ უზრუნველყოფას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, მაგრამ მისი ოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. 17 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს, რადგან სააგენტოს ფინანსურ უზრუნველყოფას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო დ.ა) ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია saqarTvelos parlamentis wevrebi zviad kukava, mixeil cqitiSvili da andro alaviZe. 18