„ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-31
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი
1. ეს კანონი ადგენს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და
აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. კანონის მიზანია, განსაზღვროს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და აუდიტის
ჩატარების პირობები და წესები.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აუდიტი - აუდიტის მიერ ჩატარებული სამუშაო, კონსოლიდირებული ან
ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების უტყუარობის და სისრულის შესახებ თავისი
მოსაზრების და რწმუნების გამოსახატავად;
ბ) აუდიტის სტანდარტები - ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ
დამტკიცებული აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური
დოკუმენტების ცნობარი;
გ) აუდიტორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც გამოხატავს:
გ.ა)
საკუთარ
მოსაზრებას
ფინანსური
ანგარიშგების
ან
კონსოლიდირებული
ანგარიშგების შესახებ აუდიტის საფუძველზე; ან
გ.ბ) რწმუნებას ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის პროცედურების საფუძველზე.
დ) აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური
დოკუმენტების
შესასრულებლად
ცნობარი
- აუდიტისა და მასთან
დაკავშირებული მომსახურების
ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ სახელმძღვანელოდ
გამოცემული დოკუმენტების კრებული.
ე) ბუღალტრული აღრიცხვა - სუბიექტის საქმიანობის სააღრიცხვო პროცედურების
წარმოება, ფინანსური ანგარიშგების მომზადების ჩათვლით;
ვ) ბუღალტერი - ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების
მომზადების მიზნით სუბიექტის მიერ დაქირავებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ
კანონის მოთხოვნებს
ზ) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები - სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული
აღრიცხვის სტანდარტები და კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები;
თ)
ბუღალტრული
აღრიცხვის
დოკუმენტები
-
სამეურნეო
მოვლენის
დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები,
ფინანსური ანგარიშგებები და მათი გაგებისათვის აუცილებელი შიდა ინსტრუქციები;
19
ი)
კერძო
სექტორის
ბუღალტრული
აღრიცხვის
სტანდარტები
-
ფინანსური
ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS და IFRS for SMEs);
კ) საქართველოს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტო (შემდგომში –
სააგენტო)
–
აუდიტორული
საქმიანობის
განხორციელებისა
და
ბუღალტრული
აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმწიფო რეგულირების მიზნით საქართველოს ეროვნულ
ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ლ) პროფესიონალი (სერტიფიცირებული) ბუღალტერი - სათანადო კვალიფიკაციის
მქონე პირი, რომელიც პროფესიონალ ბუღალტრად სერტიფიცირებულია სააგენტოს და
თავის
კვალიფიკაციას
ადასტურებს
სააგენტოს
მიერ
დადგენილი
განგრძობითი
განათლების სტანდარტის შესაბამისად და პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ACCA-ის
მიერ;
მ) პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი - სააგენტოს მიერ პროფესიონალ
ბუღალტრად აღიარებისათვის დადგენილი ნორმები;
ნ)
განგრძობითი
განათლების
სტანდარტი
-
პროფესიონალი
ბუღალტრის
კვალიფიკაციისა და სტატუსის შენარჩუნებისათვის დადგენილი ნორმები;
ო) პრაქტიკოსი აუდიტორი - აუდიტურ ფირმაში მომუშავე პირი, რომელიც
დასაქმებულია ბუღალტრული აღრიცხვის ან/და აუდიტის სფეროში;
პ) სავალდებულო აუდიტი - კერძო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური
ანგარიშგების აუდიტი, რომელთა მიმართ აუდიტის ჩატარება დადგენილია საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე;
ჟ) საინიციატივო აუდიტი - კერძო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური
ანგარიშგების აუდიტი, რომლებშიც აუდიტის ჩატარება ხდება პირის მართველობის
უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებით;
რ) სუბიექტი - ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, სახელმწიფო
დაწესებულება, უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ს) სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები (წესები) სახელმწიფო დაწესებულებების, უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან
ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა სუბიექტებისათვის დადგენილი ბუღალტრული
აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები;
ტ) ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები - კერძო
სამართლის
იურიდიულ
პირებისათვის
და
ინდივიდუალური
მეწარმეებისათვის
რეკომენდებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები,
რომლებსაც ადგენს სააგენტო ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა და
პრაქტიკის გათვალისწინებით.
უ)
ფინანსური
ანგარიშგების
საერთაშორისო
სტანდარტები
-
ბუღალტრული
აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ დამტკიცებული ფინანსური
20
ანგარიშგების
საერთაშორისო
სტანდარტები
(IFRS)
ბუღალტრული
აღრიცხვის
საერთაშორისო სტანდარტებისა (IAS) და ინტერპრეტაციების ჩათვლით;
ფ) ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები - ბალანსი, მოგებისა და ზარალის
ანგარიშგება,
საკუთარი
კაპიტალის
ცვლილებების
შესახებ
ანგარიშგება,
ფულადი
ნაკადების ანგარიშგება, განმარტებითი შენიშვნები ანგარიშგებაზე;
ქ) ხარისხის კონტროლი - აუდიტური ფირმის მიერ დადგენილი წესებისა და
პროცედურების ერთობლიობა, რომლის მიზანია იმის დასაბუთებული გარანტიის
უზრუნველყოფა, რომ ფირმის მიერ ჩატარებული აუდიტი შესრულდა ფინანსური
ანგარიშგების აუდიტის მიზნებისა და ზოგადი პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 3. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სამართლებრივი საფუძვლები
1. სააგენტო სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტების (IPSAS) გათვალისწინებით ადგენს სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული
აღრიცხვის სტანდარტებს.
2.
სახელმწიფო
სექტორის
ბუღალტრული
აღრიცხვის
სტანდარტებს
სააგნტო
გამოსცემს ნორმატიული აქტის სახით. მისი გამოყენება სავალდებულოა სახელმწიფო
სექტორში. საქართველოს მთავრობამ, საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე სახელმწიფო
სექტორის ცალკეული ტიპის დაწესებულებას შეიძლება დაავალოს კერძო სექტორის
ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენება.
3. კერძო სამართლის სუბიექტები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ კერძო
სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით.
4. ამ კანონის მე-8 მუხლის მე- პუნქტით დადგენილი პირებისათვის ფინანსური
ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების, აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების
საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების თარგმნას და დამტკიცებას ახორციელებს
სააგენტო.
5.
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირებისათვის
და
ინდივიდუალური
მეწარმეებისათვის (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირებისა)
ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივ სტანდარტებს ადგენს სააგენტო, იმ დრომდე, სანამ
ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAC) თვითონ არ დაადგენს ბუღალტრული
აღრიცხვის გამარტივებულ სტანდარტებს (IFRS for SMEs).
6.
ფინანსური
ანგარიშგების
საერთაშორისო
სტანდარტების
გამოყენება
სავალდებულოა კერძო სამართლის იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა ფინანსური
ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს.
7. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შეუძლიათ
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება.
მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სახელმწიფო მარეგულირებელი
21
ორგანო
1. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში სახელმწიფო მარეგულირებელი
ორგანოა სააგენტო, რომლის ფუნქციებია:
ა) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნა
და სამოქმედოდ შემოღება;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ინტერპრეტაციების
სამოქმედოდ შემოღება;
გ) ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების დამტკიცება;
დ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცება.
ე) ბუღალტერთა ატესტაცია და მათი სახელწმიფო რეგისტრაცია.
ე) აუდიტის ჩატარების სტანდარტებისა და მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) აუდიტორთა ატესტაციისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და
დამტკიცება, ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცება;
ზ) აუდიტორთა და აუდიტორული ფირმების რეგისტრაციის დებულების შემუშავება
და დამტკიცება;
თ) აუდიტორთა კადრების მომზადებისა და გადამზადების /კვალიფიკაციის
ამაღლების/ სისტემის შექმნა, აუდიტორთა ატესტაცია და რეგისტრაცია.
ი) აუდიტორთა და აუდიტორული ფირმების ერთიანი სახელმწიფო რეესტრების
წარმოება;
კ) აუდიტორული ფირმების საქმიანობის ზედამხედველობა და მათთვის სანქციების
დაწესება.
ლ) ინდივიდუალური აუდიტორების და აუდიტური ფირმების საქმიანობის შესახებ
წლიური ანგარიშის მიღება და მისი შემდგომი ანალიზი.
მ) სამართლებრივი აქტების გამოცემა;
ნ)
აუდიტორთა/აუდიტორული
ფირმების
და
ბუღალტერთა
საქმიანობის
ზედამხედველობა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის და ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების
მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით.
ნ) ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
თავი II
ბუღალტრული აღრიცხვა
მუხლი 5. ბუღალდეტრთა ატესტაცია და სახელწმიფო რეგისტრაცია
1. ბუღალტერთა ატესტაციას ახდენს სააგენტო. ატესტაციის პირობები განისაზღვრება
სააგენტოს ნორმატიული აქტით.
2. საატესტაციო გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს საკვალიფიკაციო
სერთიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა წარმოადგენს ხუთ წელს.
3. ატესტაცია გავლილ ბუღალტერთა რეგისტრაციას თავის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად ახორციელებს სააგენტო.
22
მუხლი 6 ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
1. სუბიექტები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ამ კანონით დადგენილი
ნორმების შესაბამისად.
2.
ბუღალტრული
აღრიცხვის
წარმოებაზე
პასუხისმგებელია
სუბიექტის
ხელმძღვანელი.
3. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დაქირავებული ბუღალტრის შრომის
გამოყენებით ან კომპეტენტური პირის მომსახურებით ან საკუთარი ძალებით.
4. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, გარდა ფინანსური ანგარიშგების
კომპონენტებისა, არ წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს. მათი გამოყენების უფლება აქვს
მხოლოდ სუბიექტს, მოწვეულ აუდიტორსა და მაკონტროლებელ ორგანოს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ნებისმიერ სხვა პირს სუბიექტის თანხმობით.
5. ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირი, რომელიც წინასწარი
შეცნობით შექმნის ან გამოიყენებს არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემცველ
საბუღალტრო დოკუმენტს, ან აღრიცხავს საგადასახადო დოკუმენტს თავისთვის ან
სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების ან ასეთი საქმიანობის დაფარვის
მიზნით, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
6.
ბუღალტრული
აღრიცხვის
დოკუმენტები
სუბიექტთან
ინახება
6
წლის
განმავლობაში
თავი III
აუდიტი
მუხლი 7. აუდიტორთა ატესტაცია და რეგისტრაცია.
1. აუდიტორთა ატესტაციას ახდენს სააგენტო.
2. ატესტაციაზე დაიშვებიან უმაღლესი ან საშუალო სპეციალერი ეკონომიკური ან
იურიდიული განათლების მქონე ფიზიკური პირები, რომელთაც აქვთ აუდიტორად,
აუდიტური ფირმის სპეციალისტად, ბუღალტრად, ეკონომისტად, რევიზორად, იურისტად,
საწარმოს ხელმძღვანელად ან პედაგოგად მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის სტაჟი.
3. საატესტაციო გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს საკვალიფიკაციო
სერთიფიკატს,
4. ატესტაციის კონკრეტული პირობები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული
აქტით.
5. აუდიტორის და აუდიტორული ფირმების რეგისტრაცია ხორციელდება საგენტოს
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 8. აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები
1. კერძო სამართლის იურიდიული პირების და ასევე ინდივიდუალური მეწარმეების
აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს ეს კანონი.
2. კერძო სამართლის იურიდიული პირებს და ასევე ინდივიდუალურ მეწარმეებს
უტარდებათ სავალდებული ან საინიციატივო აუდიტი.
23
3. სავალდებულო აუდიტი ტარდება ყოველწლიურად, ფინანსური ანგარიშგების
წარდგენამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
4. აუდიტის ჩატარება სავალდებულოა:
ა) კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, საფონდო და სასაქონლო
ბირჟებისათვის;
ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ანგარიშვალდებული საწარმოებისათვის და საინვესტიციო ინსტიტუტებისათვის;
5. სავალდებულო აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 9. აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება
1. კერძო სამართლის იურიდიული პირების და ასევე ინდივიდუალური მეწარმეების
ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ატარებს აუდიტორი დამკვეთთან გაფორმებული
შეთანხმების საფუძველზე.
2. ინდივიდუალური აუდიტორი აუდიტორულ მომსახურებას ეწევა საკუთარი
სახელით. ინდივიდუალური აუდიტორის სახელით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ
სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ ბუღალტერს.
3. აუდიტური ფირმა წარმოადგენს საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონის შესაბამისად
შექმნილ სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც რ სააგენტოს მიერ და ასრულებს აუდიტორულ
მომსახურებას (აუდიტს).
4. აუდიტური ფირმა აუდიტს ახორციელებს პროფესიონალი ბუღალტრებისა და
დამხმარე სპეციალისტების მეშვეობით.
5. აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს აუდიტის სფეროში მომუშავე
სერტიფიცირებული ბუღალტერი. შესაძლებელია დასკვნას ხელი მოეწეროს აუდიტური
ფირმის სახელით.
მუხლი 10. აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა
1.
აუდიტის
ჩატარების
დროს
უზრუნველყოფილი
უნდა
იყოს
აუდიტის
სტანდარტებთან შესაბამისობისობის დასაბუთებული გარანტია.
2. აუდიტორი პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლის სათანადო პოლიტიკისა და
პროცედურების გამოყენებაზე.
3. აუდიტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების სტანდარტებს
ადგენს და მისი დაცვის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.
4.
აუდიტორი
რომელიც
ეწევა
პროფესიულ
მოღვაწეობას
სავალდებულოდ
ექვემდებარება აუდიტის ხარისხის კონტროლს.
მუხლი 11. აუდიტორის პასუხისმგებლობა
24
1. თუ აუდიტორისათვის გახდა ცნობილი აუდიტის კანონდარღვევით ჩატარების
ფაქტები, იგი ვალდებულია აცნობოს მათ შესახებ სააგენტოს.
2.
თუ
კანონით
განსაზღვრულია
სავალდებულო
აუდიტი,
პასუხისმგებლობა
კლიენტისთვის ან მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისათვის, რომელიც
გამოიწვია აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის მიერ მოვალეობების შეუსრულებლობამ
ან არაპროფესიონალურმა ქმედებებმა, რაც დადასტურებულია სასამართლოს მიერ,
ეკისრება აუდიტორს ან აუდიტორულ ფირმას.
3. სავალდებულო აუდიტის ჩატარების დროს ნებისმიერი შეთანხმება აუდიტორის
პასუხისმგებლობის შეზღუდვის თაობაზე უკანონოა.
მუხლი 12. კომერციული საიდუმლოება
1. აუდიტორს ეკრძალება გაამხილოს კომერციული საიდუმლოება, რომელიც მან
შეიტყო თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს,კლიენტის წერილობითი
ნებართვის
გარეშე,
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა, ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. ინფორმაცია ყოველთვის უნდა იქნეს კვალიფიცირებული როგორც კომერციული
საიდუმლოება, თუ მის გამხელას შეიძლება მოჰყვეს კლიენტის კონკურენტუნარიანობის
შესუსტება.
3. ინფორმაცია, რომელიც შეტანილია კლიენტის წლიურ ანგარიშგებაში საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად არ მიეკუთნება კომერციულ საიდუმლოებას.
. თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13. მოქმედი ნორმატიული აქტების ვადა
საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოსა და
ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით მიღებული და
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები
მოქმედებენ სააგენტოს მიერ ახალი ნორმატიული აქტების გამოცემამდე.
მუხლი 14. აუდიტორების სერტიფიკატების მოქმედების ვადა
საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ
გაცემული აუდიტორის სერტიფიკატები, რომლებიც ძალამოსილია ამ კანონის ძალაში
შესვლის თარიღისათვის, მოქმედებს კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში.
მუხლი 15. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასათარებელი ღონისძიებები.
1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
25
ბ)
„ბუღალტრული
აღრიცხვისა
და
ანგარიშგების
რეგულირების
შესახებ“
საქართველოს კანონი;
გ)
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის N70 ბრძანებულება
„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების
დამტკიცების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. გაუმქდეს:
გ) საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო და
აღნიშნული საბჭოს დებულება;
დ)
საქართველოს
პარლამენტთან
არსებული
ბუღალტრული
აღრიცხვის
სტანდარტების კომისია და ამ კომისიის დებულება;
მუხლი 16. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
26
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის
წარმოებისა
და
აუდიტის
განსაზღვრისა და
ჩატარების
სამართლებრივ
საფუძვლების
ახლებურად
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და აუდიტის ჩატარების
პირობების და წესების დადგენის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია განისაზღვროს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და
აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლები. ბუღალტერთა, აუდიტორთა და
აუდიტორული
ფირმების
რეგისტრაციის
საქმიანობაზე
სახელმწიფო
საკითხები.
კონტროლის
აგრეთვე
დადგინდეს
განმახორციელებელი
მათ
ორგანოს
უფლებამოსილებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში
სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო იქნება საქართველოს ფინანსური ანგარიშგებისა
და
აუდიტის
სააგენტო,
რომლის
ფუნქციებში
შევა
ბუღალტრული
აღრიცხვის
საერთაშორისო
სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნა და სამოქმედოდ შემოღება;
ბუღალტრული
აღრიცხვის
საერთაშორისო
სტანდარტების
ინტერპრეტაციების
სამოქმედოდ შემოღება; ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების დამტკიცება;
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე ბუღალტრული
აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცება. ბუღალტერთა და აუდიტორთა
ატესტაცია და მათი რეგისტრაცია; აუდიტის ჩატარების სტანდარტებისა და მეთოდური
რეკომენდაციების შემუშავება; აუდიტორული ფირმების საქმიანობის ზედამხედველობა და
მათთვის სანქციების დაწესება; ინდივიდუალური აუდიტორების და აუდიტური ფირმების
საქმიანობის
შესახებ
წლიური
ანგარიშის
მიღება
და
მისი
შემდგომი
ანალიზი;
აუდიტორთა/აუდიტორული ფირმების და ბუღალტერთა საქმიანობის ზედამხედველობა
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის და ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნების
შესრულების თვალსაზრისით.
კანონპროექტის
თანახმად,
სუბიექტი
ბუღალტრულ
აღრიცხვას
აწარმოებს
დაქირავებული ბუღალტრის შრომის გამოყენებით ან კომპეტენტური პირის მომსახურებით
ან
საკუთარი
ძალებით.
ბუღალტრული
აღრიცხვის
წარმოებაზე
პასუხისმგებელია
27
სუბიექტის
ხელმძღვანელი.
ბუღალტრული
აღრიცხვის
განმახორციელებელი
პირი,
რომელიც წინასწარი შეცნობით შექმნის ან გამოიყენებს არასწორი ან არასრული
ინფორმაციის
შემცველ
საბუღალტრო
დოკუმენტს,
ან
აღრიცხავს
საგადასახადო
დოკუმენტს თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების ან
ასეთი საქმიანობის დაფარვის მიზნით, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად
ბუღალტრული
აღრიცხვის
დოკუმენტები,
გარდა
ფინანსური
ანგარიშგების
კომპონენტებისა, არ იქნება საჯარო დოკუმენტი. მათი გამოყენების უფლება ექნება
მხოლოდ სუბიექტს, მოწვეულ აუდიტორსა და მაკონტროლებელ ორგანოს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ნებისმიერ სხვა პირს სუბიექტის თანხმობით.
ბუღალტრული
აღრიცხვის
დოკუმენტები
სუბიექტმა
უნდა
შეინახოს
6
წლის
განმავლობაში.
კანონპროექტი განსაზღვრავს სავალდებული ან საინიციატივო აუდიტის ფორმებს.
სავალდებულო
აუდიტი
ტარდება
ყოველწლიურად,
ფინანსური
ანგარიშგების
წარდგენამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. აუდიტის ჩატარება
სავალდებულოა
კომერციული
ბანკების,
სადაზღვევო
კომპანიების,
საფონდო
და
სასაქონლო ბირჟებისათვის და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოებისათვის და საინვესტიციო
ინსტიტუტებისათვის;
სავალდებულო
აუდიტის დროს, პასუხისმგებლობა კლიენტისთვის
ან
მესამე
პირისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია აუდიტორის ან
აუდიტორული ფირმის მიერ მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაპროფესიონალურმა
ქმედებებმა, რაც დადასტურებულია სასამართლოს მიერ, ეკისრება აუდიტორს ან
აუდიტორულ ფირმას.
აუდიტორს
ეკრძალება
კლიენტის
წერილობითი
ნებართვის
გარეშე,
გარდა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან სასამართლოს
გადაწყვეტილების შესაბამისად, გაამხილოს კომერციული საიდუმლოება, რომელიც მან
შეიტყო თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას. რადგან სააგენტოს ფინანსურად უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, მაგრამ მისი ოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
28
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს, რადგან სააგენტოს ფინანსურად უზრუნველყოფს ეროვნული
ბანკი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
ორგანიზაცია/დაწესებულება,
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
saqarTvelos erovnuli banki
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია saqarTvelos parlamentis wevrebi zviad
kukava, mixeil cqitiSvili da andro alaviZe.
29