„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.10.2011
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/349/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJd0lStqnL JJ'4qJAil60llb bflldnb aiqlsuSil0llqilbt 6n6aJ6fl iqll tJ6llL aJ6bIq0[L JdnuJqidIL Jdnild6[L qJ6UtbllL ?tLJbilb l7 ojgoaas6o. 2011 $'3qo ojSo N 205 q!,iqrS1qarb ,l$oSob Jr6onjggdo: ,,qog,>r6ogdob, rt,>r6gtrqo qo Lb3,> 8o066dou5o ot3,>?olgloL 8rT $5odob tnLob6l" Ls j.:16o3nqob ,j;5rT 53o g3qoqglob tngrSoL ?gLcbg}",,,qogn6toglotr p.r 53d.:r6o3gloL t3t.>b6d" b.:jor6or3nqot JJ5o53o OSRoRSIob tn$r6oU orrol.:tn",,,brqo635ton p.> bo5nb.:r6o3o 0r'rbo316nlqgloL ?nL;b3d" brjst6o36qtTtr drSc)5?o O3RoRCdob 36g15ob ?gbrbg}",,,L,>oo8o?r'r }otS6boL 0obr3163bqob ?nbob6I" -t b;jor4o3gqotr 3r5r'r5?o ggqogs}otr ?6$.:5oL ?nL.:b6d" qsr66o[6o3o 11oSo8o3ob qJ CJo5o3o3C6o LRo$oJot Joao6c6o I - 4 5elcal3l,+,o 8 - 11 5rr3$X6o &e@J6ol) lntntlttlq'a aniqn U.go5o6ln-lrolo133$o 3o0o$X$o p&taddr, rFflEa! 4,Jr,/r6J lorJA'erJr 'aJ LrJ;<rrco3SqoL J;r6qo015$ob Bo2<'rr'r .:p635b: b; j.:14or3nqrrL J.:drqr0n5$oL Jmao$S$1dbr Rr LrJr6qrA0500 Sdrojgo6b?o q;o$'3r'rL 5r'rr63o$o2qo ;j$oL J<6rn3JgoL 5r6boq3.> LsJr6or3SqoL J;<6q.>335$oU cDrSaXRoar6oL 3r'r;P6oqC r --..-__goo<66o $lt6gorlqo
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bSJS61D30R円 し 31nS3 mふ δ b.:jsr4cn3nqr'lL J.:<6qtBn6$L tr.;jsr6o3nqerL 3o5lr$o$113ooL 67-l Slhqotr ?XlrslsSolr':q' 1r.r,y;5o53q1Iqer oSogos$o3oL SXlrorn $,163r'r6oq6XGrn tr': j'>dror3Sqolr ;s5o5otr JdrrrXj$,16tr: ,,q.r$.:t6o6dotr, ."t;t?r$3qo p'> Lb3'r 3r'r35Xlo':5o or.rBrtlo}ldotr 3o$lerlot tnlrsbXb" L.:il;r6or31q'rrtr ;'r5o53o 63qog3Xlolr ?gg.16olr ?;lr.:lrXd", ,,qo1335'l,onlolr.r R5 53d':6or338otr ?1lr':b1d" tr;il,>t6m33qotb ;.r5o5?o 63lgoq16olr ?X$^:5olr rn':erd;'bX", ,,1:"'qo635troer q': lrs56}.:6or3o flolr;3r4nlqnlotr ?Xtr.>bn}" lrr j;r6or361qolr .ls6t'r5?o 133qoqldob ?6$.:6olr ?;tsb1d" qr ,,1r.:or;3.'?o lo't53lrolr 3r'rlr':3t6lbqolr 'dStrsbnb" tr.rjr6or30q'olr 3':5,53o (]3qoql}ot ?n$'r5olr ?3lr^:b1I"' .',q5o?53q 3s5o5.)r6ogj$XltrX lr., jotlror3nqotr ')^'6q'>3X5$ob t.',;erSog3gcr q,.: JqX5.>r61*g trbqoo0ld$3 8r'r8btrn6Xlq'>p q16o?51qo'r [r.: j;r6cn3gqolr 3o6t 6lror.> 3o5olr$16o11 3o.'q'6oqn 163trlqo6 .11131qot6o; ,)6 g3o1',r-Cr r 5o I r $ t6 o 5oq.ri1t6o N1/218 13Ю 2011 ・騰 ユ "71
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b005b▽ 860 tJd5603CROl, 8OJ36C)d0b 20ll VR0L 8 Od6OAd60tr Lbq0a0t N36 (Y)da0RJ6 v XXXVL IT jsrrrm3nq,oL ;.:5r'r6ot Jr6r.r3jgXdo ,,q,so.'6o0aolr, s1rr6g3q,o q.: lrbS; 3rn35X3os5o orsSsBolndoL As'$,Ur.tAoL ?3lrst6d" lrjrdro3nqot ;l,8ro6tso g3qoqXlol Bng.:5oL Sntrstn}",,,RoGi6to1dot,r pr SXd.rr6ar3ndot ?3U.:bXd" lrs jrr4or36qr.rlr ;,15o6?o g3qoqSloL ?6gr5ot BXt.:t6d", ,,Lr,qo665too ps tr,'563;16o3o 3oL.:;r6S}qntolr ?6Lsb6d" tr.rjsiro36qoL ;o6oE?o 6gq,oqXBoL tngsSoL ts3trb63", ,,Lsos8sBr.r }o$53toL 0olr.pXdqol ?XbtrXd.. lr;js6or3Xqolr ;.:5r.r5?o g3qoq$ot 33g.:5ol BntrLn6" ps Lsj.:6orggq,roL 3or.:3r6ro3otr ArSJd6A[R0dol, Jdrolj6o ,,6.;X31q.;dro.:L Lrjor6or3nq,r.rl 3or,3r6odolr lr.:,1.:5cr63q0aR(,) oSoGoroo8oor $'116q6;Eoq ;.:5r,rEJr6o6j6nltn Co0Llr351Iqsp ps5o335ot ?gLrbXb" (&r3tLX63L3q,o Lrilsr4or3lqg| goSsF trnr SoSoLgdroL Sosp6oq'n 5.Xil,,'5r,rodX) l. 3o$o51d,1q, oj5llr ht63r,rq65oq'o ,1.:5rn5Jt6ron jg;do pr 6rq.r16X1r lrrjrrrr- rnS1q,r'rL .1.)6R.rAC56L 5uEL.rboq6qsq. 2. ern$o5Xl1q, ojEXL $dri8roq6SSoqo As5J.\6b?q,Caolr J6c,eJ$o. 一叫 V ′¨ 0 ま R ・ ・ い 一 3 や t,rJrd,o,SCq'mt' Srnr316roloL ,jrSOCRs6ooli'JuJ6(')lo ︐ F lrujst6rn3nqolr .1t613o116-3o5olg6o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვები – 5 წლის ვადით.“. 2. 371 მუხლის „გ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელ პირთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვებს უნარჩუნდებათ იურიდიული ძალა მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, „ლატარიების აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის სფეროში მოქმედი ნებართვების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 1 (სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს ნებართვები) და 5 (სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა) წლის ვადით. აღნიშნული ნებართვების მოქმედების ვადის გაგრძელება კანონით არ არის შესაძლებელი. ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შედეგად აკუმულირებული თანხების სოლიდურობა კი განაპირობებს სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული ნებართვების მოქმედების ვადის გაგრძელების აუცილებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე დადგა აუცილებლობა, რომ სათამაშო ბიზნესის ხელშეწყობისა და უფრო მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმისათვის მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები და სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს ნებართვები ნაცვლად 1 წლისა, გაიცეს 5 წლის ვადით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპრეოქტის მიზანია, სათამაშო ბიზნესის ხელშეწყობა და მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნა, შესაბამისად სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს ნებართვების მოქმედების ვადის განსაზღვრა 5 წლით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის მიხედვითაც სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვები გაიცემა 5 წლის ვადით, როგორც ეს, სათამაშო აპარატების სალონის შემთხვევაშია დადგენილი. ცვლილება შედის აგრეთვე კანონის 371 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელ პირებს, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა განესაზღვრებათ 10 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით დგინდება გარდამავალი ტიპის დებულებაც, კერძოდ, კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2012 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვებს უნარჩუნდებათ იურიდიული ძალა მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელ პირთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის დადგენას 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხება მომავალი წლის ბიუჯეტში (ვინაიდან კანონპროექტის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2012 წლის 1 იანვარი). ამასთან, წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა ოდენობის გავლენას მოახდენს კანონპროექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, შეუძლებელია, რადგან, რამდენი დაჯარიმების ფაქტი გამოვლინდება წლის განმავლობაში წინასწარ მაგის დადგენა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშვება სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: იქიდან გამომდინარე, რომ სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელ პირთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში დგინდება ჯარიმა 10 000 ლარი, კანონპროექტი იქონიებს გავლენას ამ ნებართვის მფლობელ პირების მიმართ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტით დგინდება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელ პირთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.