„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე' საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 76 ✗ 3
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1. „სათამაშო
ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) მე‐6 მუხლის:
1. მე‐5 და მე‐6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კანონის მიზნებისათვის, მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება
თამაშების მოწყობისას სათამაშო მაგიდებისა და აპარატებისათვის, ტოტალიზატორისათვის,
ბინგოს, ლოტოს სალაროებისათვის ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს
მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებში
სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს
სალაროების მოწყობაზე.
6. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით განსაზღვრულ ნუმერაციის
ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემა;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.“;
2. მე‐7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
3. მე‐8 და მე‐9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8.
თამაშების
მომწყობი
(ორგანიზატორი)
საანგარიშო
კვარტალის
დაწყებამდე
საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს, დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი
განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
9. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის
ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის)
სახელზე.“;
4. მე‐10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
5. მე‐11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის გამოყოფის, აგრეთვე
უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე შეძენილი მოსაკრებლის გადახდის ნიშანი
ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, მისი მოქმედების ვადით.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე‐15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მომსახურების
გამარტივებულ
ფორმებზე
გადასვლის
ტენდენციამ,
აგრეთვე
გადასახადის გადამხდელთა მიერ მოსაკრებლის გადახდის ნიშნების დაკარგვისა და დაზიანების
ფაქტების არსებობამ განაპირობა მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მატერიალური ფორმის
ელექტრონული ფორმით ჩანაცვლების საჭიროება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის
პროცედურების გამარტივების მიზნით. ამასთან, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ელექტრონულ
ნიშნებზე გადასვლა გამორიცხავს გადამხდელთა მხრიდან ნიშნების დაკარგვისა და დაზიანების
შემთხვევვებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სათამაშო ბიზნების მოსაკრებლის გადახდის
ნიშანი იძენს ელექტრონულ ფორმას, რის გამოც „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონის მე‐6 მუხლის მე‐7 და მე‐10 პუნქტები ამოღებულ იქნა, ხოლო მე‐5, მე‐6, მე‐8
და მე‐9 პუნქტები ჩამოყალიბდა შეცვლილი რედაქციით.
გარდა აღნიშნულისა, კანონის მე‐2 მუხლი ითვალისწინებს გარდამავალი ტიპის
დებულებას, რომლის მიხედვითაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეძენილი მოსაკრებლის გადახდის
ნიშნები
შეინარჩუნებენ
იურიდიულ
ძალას,
მათი
მოქმედების
ვადით.
ანუ
კვარტლის
გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსაკრებლის გადახდის ნიშნები გაიცემა
კვარტალურად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს
მიღება
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილის
ფორმირებისათვის
ფისკალურად ნეიტრალურია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიშვება
სახელწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ფინანსური თვალსაზრისით იმ
პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება ეს კანონი.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესის (პრინციპის) ცვლილება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა