„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.10.2011
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/349/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა: ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა - 15 000 ლარი; ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით; გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) წელიწადში –15 000 ლარი; დ) ტოტალიზატორის მოწყობა წელიწადში: დ.ა) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) ტერიტორიაზე – 30 000 ლარი; დ.ბ) სხვა ტერიტორიაზე – 20 000 ლარი; ე) სამორინეს მოწყობა წელიწადში: ე.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – 5 000 000 ლარი; ე.ბ) ქ. ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – 250 000 ლარი.“. 2. მე-9 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელი უფლებამოსილია, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, თანაბარზომიერად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის 4 „ბ-ე“ ქვეპუნქტებით და 10 პუნქტით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო გაცემამდე. მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვების 21. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის, ლოტოს, ბინგოს, ტოტალიზატორის და სამორინეს მოწყობის ნებართვების ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
ganmartebiTi baraTi `salicenzio da sanebarTvo mosakreblebis Sesaxeb~ saqarTvelos kanonSi cvlilebis Setanis Sesaxeb~ saqarTvelos kanonis proeqtze a) zogadi informacia kanonproeqtis Sesaxeb: a.a) kanonproeqtis miRebis mizezi: aRniSnuli kanonis proeqtis SemuSaveba ganpirobebulia `latariebis, azartuli da sxva momgebiani TamaSobebis mowyobis Sesaxeb” saqarTvelos kanonSi cvlilebis Setanis Taobaze” saqarTvelos kanonis proeqtiT, რომლის მიხედვითაც, ლოტოს, ბინგოს, ტოტალიზატორის და სამორინეს ნებართვის მოქმედების ვადა გაიზარდა 5 წლამდე.. a.b) kanonproeqtis mizani: kanonproeqtis mizania `licenziebisa da nebarTvebis Sesaxeb” saqarTvelos kanoni SesabamisobaSი iqnes moyvanili `latariebis, azartuli da sxva momgebiani TamaSobebis mowyobis Sesaxeb” saqarTvelos kanonSi gansaxorcielebel cvlilebebTan. a.g) kanonproeqtis ZiriTadi arsi: კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტში, რომლის მიხედვითაც wesdeba samorines, lotos, bingos, totalizatoris mowyobis nebarTvebis yovelwliuri mosakrebeli. amasTanავე, კანონის მე-9 მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, aRniSnuli mosakrebli gadaixdevineba yovelwliurad, nebarTvis aRebis dRidan ara ugvianes 12 Tvisa, Tanabari odenobebiT. samorines, totalizatoris, lotos, bingos mowyobis nebarTvis mflobeli uflebamosilia, sanebarTvo mosakrebeli gadaixados yovelwliurad, Tanabarzomierad, amave kanonis me-7 muxlis me-10 punqtis `b-e~ qvepunqtebiT gaTvaliswinebuli odenobiT, nebarTvis aRebis dRidan ara ugvianes 12 Tvisa. amasTanave, samorines mowyobis, totalizatoris, lotos და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვების გაცემამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ხარჯების კანონპროექტის მიღებით მოსალოდნელი არ არის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშვება სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება ეს კანონი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესის (პრინციპის) ცვლილება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.