„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JilJ,603tqnL JtdqJAt60llU bIIdnL
aJqJFUSC0[qtbt 6ndaJ0fl IqI Jt0lil,
Jdntd0lll,
AtEbIq3[L JdnUtqXt4lll,
qJFtCblll, ?ill,Jbill
l7 (,d6.'0aa6o. 2011 gsqo
c'rj& N 20s
Lrj,>16orgnqob 6,>5rn5ob Jr6r'rnjgnlo: ,,tro jot6orSnqrrb bolotrlngo ,;oqnjtrBo
g3qoqnlotr ?ngoSoU ourrlo$n",,,bojot6og6qoL lro6oqol.robsqo 3ognjLtso
ggqoq6}ob ?ng;5ob o;olo$9"
Lqo6c6lx'r-bloXg3go 3o&gXgo
1-
8 - ll 5cr3a}c6o
4 6oXA36o
l\\Johdndo e.l)405ob ttqrdnrpo anttlopo
)'\'C6.il tp
L
b\u.An'bil
Jaei 0A., itnopat 4,Jrd6r I'rAJ<"sJdr4m
trsjsr4or3lqr.rtr J;r6qr8gSgoL Bo3t6t'r ;p6n6L:
b.>j.>r4or3XqoL Jrr6q;395$oL ,jo8o$n$ndL.> q.> LrJ.>r6qs3n5$r.r gt6;Jgond?o
qoo$Xmtr 5r'rr63ogo2qo .>jgoL Jr6r.rXjgob 6r5boq3r
L; jr16or3nqoL Jsr6q;035goL
orr3Sjqqo3;16ob Srnsq6oq,n
<
)
aoor66o $nr63ornq,o
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bSJS61D30ROb OID386mb5
Lrjr<4or3Xqcrlr Jr<6q;3n5gt
L,:j.:r6or3Xqot ;erSlrgoglgoolr 67-C 81bqoL 3nL.;d.>3otr.rq
L.:.1s6r,1531gndqo o5ogo.>$o3ob IXtroor [.>63cr6oq,6g5or b.;jrdror3Xqolr
;.:5r'r5oL Jr6onjgldtr: ,,Lr;1.:r6m31qerl: [rr]o1X,6go ,1op;jlr?o g3,qoqildolr
?3$.:5olr o;od,>'t 6" R\" ,,tr.r j.:t6or3nqtrlr lrs5rq,.:trsb.rq,o .1crq,6jtr?o
63q'oq6ilot ?n$.:6otr rn.rodstl".
.>q6o351q ;.:5o5Jt6rn3ilgXd'trn
t.;j;rrrrn3Xqmb .),:r6q.:e35$ot
lr.;;rn3o$iy$o q,r .iglX6.161q trbqetS6d$1 3,3bL15Xlq,sp q,.:5o?51q,o.;
tr.r j.:r6or3Xq,rolr
go5;5Lor.r eoSolr$6olr Sorq5ot{0 161tr2p.:5 .1g3?,.qs6os.
J16nCoXr6-3o5obg16o
N 1/220
1310120H
5o.;.r 5oqslr6o
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▽
060
bJdJ6O)30ROL AOJ36Od0b 20ll VqOL 13 Od6g)ad60l, Lb,qOA0b
N37 0da0RJ6
V
VIIL trsj.:t6o6qoL ;s5o5oL Jr6on j6nlo ,,Lsjr6o3Xqol LrloflX0O(, ;r,rpXjt?o
6gqoqntol ?ngsSoL orrolrtg", ,,L,rJ,:r6or3nqcrt L;6sqslrstrqr.r ,ira,."3Jt?o
63qoqn6oL ?n6s5oL aror.rlr$X" p.: lr.:Jsr6o3nqrrL 0os36crtrolr 6r5;,>r66y
q6)ot Jt4o6Jgo ,,16.;n31qrt6o.rL t.rJ;r6o36q,r'r1r Sos3drrrlotr tr.:;;5r,r5Spgbqo oSooosgo3oor grr6q6nSoq J,\5o5.16oCd60310 3o3bLn66dq,.:q p.>
6o?g5oL ?nltbntr" (3r'r3Llr66nanqo Lojrr4mg6qolr SoSs6tos 3o5oLg6o
qo.6SoEqsdn)
l. do6ooroqrqr 0o$o5nd1q oj6XL ['ofr3r'r\D6Soqo J,rEc'5)6r,r3J60do.
2. L;js6or3XqroL 3o5s5tros L.r8o5oLgr4r'r8 (p.63o5qsdfl Srn.rgr6r,rdoL Ltrprnfo'}X
brSr.rorJa3q,o ?X5o?35ndotr 6so3sq,olrgo6Xloo 3r'r.r3$rprot ,)q,5.\?5tRo ;;5oGJr6r,r3jg6loL L;lroqoo A1611156rl, 6o33qo6 $'rr66p5o5oL 1..'$6o3npr.rtr Jsr6q.r365gL gs6trr,-
Ioq31q.:q.
3. 8o$o6ndlq oj6XL $r63roq6n5oqo 6s5;.:r462q'XloL Jr6olJgo.
∨
b.: j,>t4rn3nqoL
31664o66-AoSoLg16o
Ls j.rt6rn3nq'r'rL
Corr,3t4r'r6otr
;;ft3Xq,st6ooL 13<6r'rLo
<-e9eQ
nC6o
\\"I
xL;qod;
!c-in
t
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №47,
28.12.2009. მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს
საბიუჯეტო
სისტემის
მონაწილეთა
საბიუჯეტო
უფლებამოსილებანი
ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციური კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის
დამტკიცების
თაობაზე“
საქართველოს
ორგანული
კანონის,
ამ
კოდექსის,
„აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
კანონის,
გადასახადებისა
და
მოსაკრებლების
თაობაზე
საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების,
აგრეთვე
საქართველოს
ცენტრალური,
ავტონომიური
რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მიღებული (გამოცემული)
სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“
2. მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) დაზუსტებული ბიუჯეტი - ამ კოდექსის 31-ე, 69-ე, 691-ე, 92-ე და 921 მუხლების
საფუძველზე კორექტირებული ბიუჯეტი;“
3. მე-6 მუხლის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) მხარჯავი დაწესებულება - ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში პირველი თანრიგით
გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია;
ს) საბიუჯეტო ორგანიზაცია - მხარჯავი დაწესებულება ან/და ბიუჯეტით გათვალისწინებული
პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე
ორგანიზაცია,
რომელიც
ახორციელებს
საკუთარი
ბიუჯეტის
პროექტის
მომზადებას,
ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურების და წესების
თანახმად;“
4. მე-6 მუხლს დაემატოს „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ)
პროგრამა
-
ბიუჯეტით
განსაზღვრული
პრიორიტეტების
მიზნების
მისაღწევად
საბიუჯეტო ორგანიზაცი(ებ)ის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა;“
„ხ)
ქვეპროგრამა
-
მხარჯავი
დაწესებულების
პროგრამების
ფარგლებში
საბიუჯეტო
ორგანიზაცი(ებ)ის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა;“
5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია
1.
საბიუჯეტო
კლასიფიკაცია
მოიცავს
შემოსავლების,
ხარჯების
ეკონომიკურ,
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების ფუნქციონალურ, არაფინანსური
აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე
ოპერაციების
კლასიფიკაციებს,
აგრეთვე
კლასიფიკაცია,
წარმოადგენს
მხარჯავი
პროგრამულ
კლასიფიკაციას.
დაწესებულებების
მიერ
პროგრამული
განსახორციელებელი
პროგრამების/ ქვეპროგრამების ერთობლიობას და განისაზღვრება ბიუჯეტით.
2.
საბიუჯეტო
კლასიფიკაციისა,
კლასიფიკაციას,
საქართველოს
გარდა
კონტროლის
პროგრამული
პალატასთან
და
ორგანიზაციული
კონსულტაციებისა
და
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმების საფუძველზე
ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“
6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. პროგრამული ბიუჯეტი
1. პროგრამული ბიუჯეტში ასიგნებები გამოიყოფა მხარჯავი დაწესებულებების და მათ მიერ
განსახორციელებელი პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით.
2. პროგრამული ბიუჯეტი მოიცავს ინფორმაციას პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი
მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ, ასევე
ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.
3. პროგრამული
ბიუჯეტის შედგენისათვის საჭირო მეთოდოლოგიას საქართველოს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს
ფინანსთა მინისტრი.“
7. მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ბიუჯეტის შემოსულობები
ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების
ერთობლიობა:
ა) შემოსავლები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის
გამოყენების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).
მუხლი 11. ბიუჯეტის გადასახდელები
ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი
სახსრების ერთობლიობა:
ა) ხარჯები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული
სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები,
ნაშთის დაგროვების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვისათვის მიმართული
სახსრები).“
8. მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქ. თბილისისა და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების
დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ
შესაბამისი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის
მუხლების მოთხოვნების
85-ე, 86-ე, 87-ე, 871-ე,108-ე, 109-ე, 110-ე და 1101-ე
გათვალისწინებით.“
9. 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში
პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად
მოიცავს:
ა) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;
ბ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;
გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს;
დ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს;
ე) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს;
ვ)
წინა
წლებში
წარმოქმნილი
დავალიანებების
დაფარვისა
და
სასამართლო
გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს;
ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის
გადასაცემ ტრანსფერებს.“
10. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ
კლასიფიკაციაში
1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების
გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანით.
2. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მუხლებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს თანხმობით.
3. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა
აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული
ასიგნებების 5%-ს.
4. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და საქართველოს
მთავრობის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების
საფუძველზე
მხარჯავი
დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს
საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული
თანხები არ გადააჭარბებს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის
წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%-ს. აღნიშნული გადანაწილების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს.
5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი
წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია
დამატება,
პროგრამის/
განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის
ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
6. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების გადანაწილებით
წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული
ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი
წესით.
7. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელმწიფო
შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით
გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, საბიუჯეტო ორგანიზაციამ სახელმწიფო
შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს შესაბამის პროგრამებს,
ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება ამ
მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“
11. 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:
გ.ა) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო პრიორიტეტებს;
გ.ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის
მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებსა და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და
შედეგებს;
გ.გ) მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისათვის ავტონომიური რესპუბლიკებისა და
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ
მისაღწევად განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების
ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;
გ.დ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს სახელმწიფო ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი
დაწესებულებისათვის
გათვალისწინებული
ასიგნებების
საორიენტაციო
ზღვრული
მოცულობის შესახებ;“
12. 35-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების
დოკუმენტის მოწონებიდან არა უგვიანეს 5 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო განაცხადის ფორმების
სახელმწიფო ბიუჯეტის ელექტრონული დაგეგმვის სისტემის მეშვეობით მიწოდებას,
რომელთა
გამოყენებითაც
მხარჯავმა
დაწესებულებებმა
საქართველოს
ფინანსთა
სამინსიტროში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია მომავალი წლების
ბიუჯეტების შესახებ.“
13. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განცხადების წარდგენა
1. მხარჯავი დაწესებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განაცხადებს
სახელმწიფო ბიუჯეტის ელექტრონული დაგეგმვის სისტემის მეშვეობით წარუდგენენ არა
უგვიანეს 1 სექტემბრისა. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ
ინფორმაციას:
ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:
ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას
საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი
თანრიგის მიხედვით;
ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას
პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა
რიცხოვნობას;
ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების
თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;
ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის
მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ
პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებსა და მოსალოდნელ
შედეგებს;
გ) ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ;
2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.დ“ და „დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის
ელექტრონული დაგეგმვის სისტემაში არსებული საბიუჯეტო განაცხადის ელექტრონული
ფორმით.
3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 34-ე
მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ
სახელმწიფო ბიუჯეტის ელექტრონული დაგეგმვის სისტემის მეშვეობით.
4. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული
ასიგნებების ასახვას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უზრუნველყოფს საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო.“
14. 37-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
15. 38-ე მუხლის მე-3 - მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი
დაწესებულებისათვის
გათვალისწინებული
ასიგნებების
მოცულობას
საბიუჯეტო
კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:
ბ.ა) ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;
ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.დ) ვალდებულებების კლება;
გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების
და არაფინანსური აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მეორე
თანრიგის მიხედვით;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ვ) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობას (მათ შორის,
მუნიციპალიტეტების მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერების მოცულობას);
ზ) სახელმწიფო ვალის და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების ზღვრულ
მოცულობას;
თ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ
პროექტებს;
ი) პრიორიტეტებს, რომლის ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის
დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს;
4. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათი, რომელიც შეიცავს შემდეგ
ინფორმაციას:
ა.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების (ნომინალური და რეალური მთლიანი
შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, ინვესტიციები და ა. შ.) პროგნოზებს და
მათ აღწერას;
ა.ბ) ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზებს და მათ აღწერას;
ა.გ) ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ძირითადი პროგრამებისა და
ღონისძიებების შესახებ;
ბ) მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვა;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტი;
დ) დამატებითი ინფორმაცია ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების
შესახებ.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაციისა წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და
დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის;
6. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი
უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო
წლისათვის;“
16. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. განსაკუთრებული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის პირობა
ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული
ხარჯების მოცულობა არ ითვალისწინებს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და
ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებულ
ხარჯებს.“
17. ამოღებულ იქნეს 48-ე მუხლი;
18. 491 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 491. დონორების დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი
საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების
დაფარვა
1. დონორებიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი
საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების
დაფარვა შესაძლებელია დაბრუნების ქვეანგარიშიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მიერ გამოცემული წესის შესაბამისად.
2. დონორებიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი
საინვესტიციო პროექტის გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულების
დაფარვისთვის პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი ან შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება.
3. დაბრუნების ქვეანგარიშიდან დონორებიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და
გრანტებით განსახორციელებელი
საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში
სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა არ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
ანგარიშსა და ანგარიშგებაში.
19. 56-ე მუხლის ამოღებულ იქნეს
20. დაემატოს 561 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 561. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მიხედვით წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) მაკროეკონომიკურ მიმოხილვას;
გ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ
მაჩვენებლებთან;
დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის
დასაწყისისა და დასასრულისათვის;
ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ
ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;
ვ) მხარჯავი დაწესებულების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და
გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობა, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს
ზ) ინფორმაციას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების
მდგომარეობის შესახებ (მათ შორის, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო
ვალების და მუნიციპალიტეტების მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერების თაობაზე);
თ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების
მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერასა და მიღწეულ შედეგებს;
21. 69-ე მუხლი ამოღებულ იქნეს
22. დაემატოს 691 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
691. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის
გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში
ასიგნებების
1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების
გადანაწილება, გარდა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი
ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. შესაძლებელია მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა
აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული
გადასახდელების 5%-ს, გარდა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი
ასიგნებებისა.
4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ
წარმოდგენილი
წინადადებების
საფუძველზე
ადგილობრივი
თვითმმართველობის
აღმასრულებელი
ორგანო
უფლებამოსილია
განახორციელოს
ცვლილებები
(პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა)
პროგრამულ კლასიფიკაციაში.
5. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია
შესაბამისი
სამართლებრივი
აქტის
საფუძველზე,
სახელმწიფო
ბიუჯეტით
გათვალისწინებული
საერთო-სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
გადასახდელებიდან
გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის
პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და
გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის
დასრულებისა, უნდა წარედგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით
ორგანოს.
6. ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური
ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული
ცვლილებები
უნდა
განხორციელდეს
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (ქ. თბილისისათვის – ქ.
თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად).“
23. 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ კოდექსის 67-ე, 69-ე და 691-ე
დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.“
24. 77-ე მუხლის:
მუხლებით
ა) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაცია
ითვალისწინებს ერთზე მეტ მხარჯავ დაწესებულებას, ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით,
საფინანსო ორგანო მხარჯავ დაწესებულებებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს
ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების
მითითებით.
4. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:
ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას
საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი
თანრიგის მიხედვით;
ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას
პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;
ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების
თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ
(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის
მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ
პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს;
გ) ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.“
ბ) მე-10 - მე-13 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
10. ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი
დაწესებულებისათვის
გათვალისწინებული
ასიგნებების
მოცულობას
საბიუჯეტო
კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:
ბ.ა) ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;
ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.დ) ვალდებულებების კლება;
გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების
და არაფინანსური აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მეორე
თანრიგის მიხედვით;
დ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;
ე) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას;
ზ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ
პროექტებს;
თ) პრიორიტეტებს, რომლის ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის
დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს მათ აღწერასა და მიზნებს;
11. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:
ა) ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს;
ბ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას.
გ) დამატებით ინფორმაციას ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების
შესახებ;
12. ამ მუხლის მე-10 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და
დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.
13. ამ მუხლის მე-10 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი
უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო
წლისათვის.“
25. მე-80 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების
შეტანა, გარდა ამ კოდექსის 69-ე და 691-ე მუხლებით დადგენილი წესისა, საჭიროებს
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების
შეტანას.“
26. 87-ე მუხლი ამოღებულ იქნეს
27. დაემატოს 871 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 871. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიში
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში
მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ
არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ
მაჩვენებლებთან;
გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;
დ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და
გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება
30%-ს.
ე) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და
სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ;
ვ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების
მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;“
28. 92-ე მუხლი ამოღებულ იქნეს
29. დაემატოს 921 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
921. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების
გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში
1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების
გადანაწილება, გარდა ამ კოდექსის 90-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი
ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2.
შესაძლებელია
განხორციელდეს
მხარჯავი
დაწესებულების
პროგრამებს,
ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა
აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული
გადასახდელების 5%-ს, გარდა ამ კოდექსის 90-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი
ასიგნებებისა.
4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ
წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი
ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის
დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
5. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი
სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის
მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება)
ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის
ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს
ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობით ორგანოს.
6. ამ კოდექსის 90-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური
ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული
ცვლილებები უნდა განხორციელდეს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“
30. 93-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ კოდექსის 90-ე, 92-ე და 921-ე მუხლებით
დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.“
31. 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:
გ.ა) ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ
ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტებს;
გ.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების
პროგრამებსა და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;
გ.გ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის
თითოეული
მხარჯავი
დაწესებულებისათვის
გათვალისწინებული
ასიგნებების
საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ;“
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის პროგრამებსა და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.“
32. 98-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო
განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 25 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა
შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:
ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას
საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი
თანრიგის მიხედვით;
ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას
პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა
რიცხოვნობას;
ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების
თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;
ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის
მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ
პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსებას, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს
გ) ინფორმაციას კაპიტალურ პროექტების შესახებ .“
33. მე-100 მუხლის მე-3 - მე - 6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა
შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო
კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის
ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული
ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:
ბ.ა) ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;
ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.დ) ვალდებულებების კლება;
გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების
და არაფინანსური აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მეორე
თანრიგის მიხედვით;
დ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის
მოცულობას;
ე) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას
პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას;
ზ) პრიორიტეტებს, რომლის ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტის
დაფინანსებით
ახორციელებენ
პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერასა და მიზნებს;
4. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:
ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს,
რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზების შესახებ
ბ) მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების
მოკლე მიმოხილვას;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტს.
დ) დამატებითი ინფორმაციას ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების
შესახებ;
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და
დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.
6. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია
წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი
საბიუჯეტო წლისათვის.“
34. 103-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და
მუხლებით დადგენილი წესისა,
დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 92-ე და 921-ე
საჭიროებს წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას.
35. 110 მუხლი ამოღებულ იქნეს
36. დაემატოს 1101-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების
„მუხლი 1101.
წლიური ანგარიში
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში
მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ
დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო
კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ
მაჩვენებლებთან;
გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;
დ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ
ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;
ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და
გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება
15%-ს;
ვ) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და
სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებელი
პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერასა და მიღწეულ შედეგებს;
37. 112-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
38. დაემატოს 1142 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1142. პროგრამულ ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული გარდამავალი
დებულებანი
1. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების
ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ დამტკიცებული ბიუჯეტებისათვის 2013
წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მე-6 მუხლის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები და მე-8 მუხლის
პირველი ნაწილი გავრცელდეს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტების და მე-8
მუხლის პირველი ნაწილის 2012 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით.
მუხლი 2. კანონის ამოქმედება.
1. ეს კანონი გარდა პირველი მუხლის მე-19 - 22-ე; 26-ე - 29-ე; 35-ე და 36-ე ნაწილებისა
ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან;
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-19 - 22-ე; 28-ე და 29-ე ნაწილები ამოქმედდეს 2013 წლის 1
იანვრიდან;
3. ამ კანონის პირველი მუხლის 26-ე; 27-ე; 35-ე და 36-ე ნაწილები ამოქმედდეს 2014 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი
2011 წელი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
`საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში~
ცვლილების შეტანის თაობაზე~
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
აღნიშნული პროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ბიუჯეტის
პროგრამულ დაგეგმვაზე გადასვლა და შესაბამისად „საქართველოს 2012 წლის სახელწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პროგრამული ფორმატით მომზადება.
პროგრამულ ფორმატზე გადასვლა იწვევს საბიუჯეტო პროცესში გარკვეული ცვლილებების
შეტანის
აუცილებლობას
რესპუბლიკების
როგორც
რესპუბლიკურ
და
სახელმწიფო
ბიუჯეტთან
ადგილობრივი
ასევე
თვითმმართველი
ავტონომიური
ერთეულების
ბიუჯეტებთან მიმართებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომზადდა წინამდებარე
კანონის
პროექტი,
დაკავშირებული
რომელიც
საკითხების
ითვალისწინებს
მარეგულირებელი
პროგრამული
დებულებების
ბიუჯეტის
შედგენასთან
ასახვას
საქართველოს
საბიუჯეტო კოდქსში.
ასევე, 2011 წლიდან ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ რიგი
ცვლილებები გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, რაც წარმოდგენილი
ცვლილებით ასევე აისახება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 1 ივლისს მიღებულ იქნა „ეკონომიკური
თავისუფლების
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონი,
რომელიც
არეგულირებს
ბიუჯეტთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს, აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები
შედის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკური ხასიათის ხარვეზების გასწორებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტი მიზანია:
- სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამულ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით
საბიუჯეტო განაცხადების მომზადების, ბიუჯეტის პროექტის შედგენის, წარდგენისა და
ბიუჯეტის ანგარიშგების პროცედურების განსაზღვრა და რეგულაციების დახვეწა;
- ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროგრამულ ფორმატზე
გადასვლასთან დაკავშირებით საბიუჯეტო განაცხადების მომზადების, ბიუჯეტის პროექტის
შედგენის, წარდგენისა და ბიუჯეტის ანგარიშგების პროცედურების განსაზღვრა და
რეგულაციების დახვეწა;
-
ავტონომიური
რესპუბლიკების
რესპუბლიკური
ბიუჯეტების
პროგრამულ
ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით საბიუჯეტო განაცხადების მომზადების, ბიუჯეტის
პროექტის შედგენის, წარდგენისა და ბიუჯეტის ანგარიშგების პროცედურების განსაზღვრა და
რეგულაციების დახვეწა;
-
პროგრამულ
ბიუჯეტზე
გადასვლასთან
დაკავშირებით
ქვეყნის
ძირითადი
მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტისა და ადგილობრვი თვითმმართველი
ერთეულებისა
და
ავტონომიური
რესპუბლიკების
პრიორიტეტების
დოკუმენტების
მომზადების რეგულაციების განსაზღვრა და დახვეწა;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის ცვლილებებს:
ა) კოდექსის მე-3 მუხლში საქართველოს საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივ
საფუძვლებს დაემატა საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების
შესახებ“,
აღნიშნული
კანონის
რეგულირების
სფეროდან
გამომდინარე
პროექტი
ითვალისწინებს კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 112-ე მუხლების ამოღებას;
ბ) კოდექსის მე-6 მუხლში შეტანილი ცვლილებით:
ბ.ა) ყალიბდება „მხარჯავი დაწესებულების“ და „საბიუჯეტო ორგანიზაციის“ ახალი
განმარტება ორგანიზაციული კლასიფიკაციის პროგრამული კლასიფიკაციით ჩანაცვლებიდან
გამომდინარე და კოდექსს ემატება 1142-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელი დონის
ბიუჯეტზე, რა პერიოდიდან ვრცელდება ზემოთაღნიშნული ტერმინების ახალი რედაქციები;
ბ.ბ) შემოდის ახალი ცნებები და შესაბამისად ტერმინთა განმარტებებს ემატება
„პროგრამისა“ და „ქვეპროგრამის“ განმარტება;
გ) კოდექსის მე-9 მუხლი აყალიბებს პროგრამული ბიუჯეტის ძირითად არსს;
დ) ვინაიდან ბიუჯეტის პროგრამული ფორმატი აღარ ითვალისწინებს ორგანიზაციულ
კლასიფიკაციას კოდექსის მე-8, 27-ე, 31-ე, 36-ე, 38-ე, 56-ე, 77-ე, 87-ე, 92-ე, 95-ე, 98-ე, მე-100 და
110-ე მუხლებში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები;
ე) პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლასთან დაკავშირებით ცვლილებას საჭიროებს
კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლები, რომლებიც არეგულირებენ ბიუჯეტების ასიგნებების
გადანაწილებას, კერძოდ მიზანშეწონილად ჩაითვალა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა
და
კოდებს
შორის
თანხების
გადანაწილებაზე
დღეს
მოქმედი
5%-იანი
შეზღუდვა
გავრცელდეს მხოლოდ მხარჯავი დაწესებულების ერთი პროგრამიდან სხვა პროგრამაში
თანხების გადანაწილებაზე და არ შეზღუდოს პროგრამის შიგნით ქვეპროგრამებსა ან/და
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. აღნიშნულიდან
გამომდინარე 31-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით და კოდექსს ემატება ახალი 691-ე და
921 მუხლები შესაბამისი რედაქციებით, რომლებიც ამოქმედდება 2013 წლის 1 იანვრიდან.
აღნიშნული
განპირობებულია იმ გარემოებებით რომ სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამულ
დაგეგმვაზე გადადის 2012 წლიდან, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტების
პროგრამული
ფორმატით
მომზადება მოხდება 2013 წლისათვის, შესაბამისად ამჟამად მოქმედი 69-ე და 92-ე მუხლები
2013 წლის 1 იანვრიდან ამოღებულ იქნება;
ვ) კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლებში ცვლილებები გამოწვეულია სახელმწიფო
ბიუჯეტის ელექტრონული დაგეგმვის სისტემის დანერგვით, რომლის საშუალებითაც
სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები წარმოადგენენ საბიუჯეტო განაცხადებს;
ზ) პროგრამულ ბიუჯეტზე გადასავლასთან დაკავშირებული სიახლეების ქვეყნის
ძირითადი
მონაცემებისა
პრიორიტეტების
და
მიმართულებების
და
ავტონომიური
რესპუბლიკების
დოკუმენტებში და შესაბამისი დონის საბიუჯეტო განაცხადების და
ბიუჯეტების პროექტების მომზადების მარეგულირებელ ნორმებში ასახვის მიზნით პროექტი
ითვალისწინებს კოდექსის 34-ე, 36-ე, 38-ე, 77-ე, 98-ე, 95-ე და მე-100 მუხლებში სათანადო
ცვლილებების გატარებას;
თ) პროგრამულ ბიუჯეტზე გადასავლასთან დაკავშირებული სიახლეების შესაბამისი
დონის ბიუჯეტების შესრულების წლიური ანგარიშების მომზადების მარეგულირებელ
ნორმებში ასახვის მიზნით პროექტი ითვალისწინებს კოდექსში ახალი 561-ე, 871-ე და 1101-ე
მუხლების დამატებას და არსებული 56-ე, 87-ე და 110-ე მუხლების ამოღებას. პროექტით ასევე
განისაზღვრება აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების ვადები;
ი) კოდექსის მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნტი, მე-15, 45-ე, 491-ე, 70-ე, 80-ე, 93-ე და 103
მუხლები
ყალიბდება
ახალი
რედაქციით,
რაც
ემსახურება
ტექნიკური
ხასიათის
აუცილებელი
ხარჯების
დამატებითი
სახსრების
ცვლილებების გატარებას;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის
მიღება
არ
მოითხოვს
ბიუჯეტიდან
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე)
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის
მიღება
არ
იქონიებს
ფინანსურ
გავლენას
იმ
პირებზე
რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახადის ოდენობის განსაზღვრას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის
ორმხრივი
და
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
მრავალმხრივი
საერთაშორისო
საქართველოს
მიერ
დადებულ
ხელშეკრულებებით
ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
არ
მიუღიათ
სახელმწიფო,
არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ
კანონპროექტი არ ყოფილა წარდგენილი ექსპერტებისათვის.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ.) კანონპროექტის ინიციატორი.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.