„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N54,
12.10.2010. მუხ. 343) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. საბიუჯეტო ორგანიზაცია
საბიუჯეტო ორგანიზაციდ ითვლება მხარჯავი დაწესებულება ან/და ბიუჯეტით
გათვალისწინებული
პროგრამების/ქვეპროგრამების
ფარგლებში
თანხის
განკარგვის
უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის
პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების,
პროცედურების და წესების თანახმად;“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი
2011 წელი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
`საქართველოს საგადასახადო კოდექსში~
ცვლილების შეტანის თაობაზე~
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
აღნიშნული პროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი,
რომელიც ითვალისწინებას საბიუჯეტო ორგანიზაციის განმარტების ახალი რედაქციით
ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პროგრამული ფორმატით მომზადებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია:
საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბიუჯეტოს კოდექსით
გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციის განმარტების ერთმანეთთან შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო
ორგანიზაციის განსაზღვრება ყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც შესაბამისობაშია
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებულ განსაზღვრებასთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დამატებითი
სახსრების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის
მიღება
არ
მოითხოვს
ბიუჯეტიდან
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე)
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის
მიღება
არ
იქონიებს
ფინანსურ
გავლენას
იმ
პირებზე
რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახადის ოდენობის განსაზღვრას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის
ორმხრივი
და
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
მრავალმხრივი
საერთაშორისო
საქართველოს
მიერ
დადებულ
ხელშეკრულებებით
ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
რომლებმაც
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
არ
მიუღიათ
სახელმწიფო,
არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ
კანონპროექტი არ ყოფილა წარდგენილი ექსპერტებისათვის.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ.) კანონპროექტის ინიციატორი.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.