„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2011
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/324/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 59 ✗ 0
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნას დამატება და კანონის მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 87–ე პუნქტი: „87. წყალმომარაგების ლიცენზია.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. ამ სფეროებში სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. კანონის თანახმად, კონკრეტული საქმიანობის სფეროს ლიცენზიით ან ნებართვით რეგულირების მიზანს და ძირითად პრინციპებს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა; ადამიანის საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა; აგრეთვე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა. დასახლებული პუნქტების სასმელი წყლით მომარაგება უდავოდ წარმოადგენს საქმიანობას, რომელიც ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხით, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ინტერესს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობა სასმელი წყლის მიმწოდებელი საწარმოების საქმიანობის პირდაპირ რეგულირებას და კონტროლს არ ითვალისწინებს, რეგულირებას ექვემდებარება მხოლოდ მათი სატარიფო პოლიტიკა. შესაბამისად, ეს საწარმოები მათ საქმიანობას ახორციელებენ მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლის გარეშე, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და ძირითად პრინციპებთან, ვინაიდან, სასმელი წყლის მიმწოდებელ საწარმოებს და მათი საქმიანობის პროდუქტს უშუალო გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანთა დიდი ჯგუფის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ასეთივე გავლენა აქვს წყალმომარაგების შემადგენელ მეორე ნაწილს - წყალარინებას (ჩამდინარე წყლის გაწმენდას), რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ხორციელდებოდეს სასმელი წყლის მიწოდებისაგან დამოუკიდებლად. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ამ კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება გახდეს ლიცენზირებადი საქმიანობა. ეს კანონპროექტი მომზადებულია "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" კანონპოექტიდან გამომდინარე, რის თანახმადაც, ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (იგი დღეის მდგომარეობით ახორციელებს წყალმომარაგების საწარმოების სატარიფო რეგულირებას), რომელიც უფლებამოსილი გახდება, სასმელი წყლის მიმწოდებელი ან/და წყალარინების მომსახურების გამწეევი საწარმოებისათვის, მათი ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად განსაზღვროს სალიცენზიო პირობები და სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების მიზნით დაადგინოს გარდამავალი პერიოდები, გააკონტროლოს სალიცენზიო პირობების დაცვა და ლიცენზირების პირობების დამრღვევ საწარმოთა მიმართ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცირება ან/და იძულებითი ადმინისტრირება. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, წყალმომარაგების საწარმოების საქმიანობაზე დაწესდეს ეფექტური და ქმედითი კონტროლი მათი სალიცენზიო პირობების განსაზღვრისა და სალიცენზიო პირობების შესრულების მუდმივი შესწავლის გზით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, წყალმომარაგების (სასმელის წყლის მიწოდების ან/და წყალარინების) სექტორში საქმიანობისათვის საჭირო იქნება წყალმომარაგების ლიცენზიის მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან წყალმომარაგების ლიცენზიანტები, ახორციელებენ რეგულირებად საქმიანობას, რისთვისაც იხდიან რეგულირების საფასურს. შესაბამისად, ლიცენზიის მოსაკრებელი წყალმომარაგების საქმიანობისათვის არ დგინდება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების დამატებით ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): მოსაკრებლის ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის შემოღებას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გ) კანონმდებლობის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონმდებლობის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონმდებლობის მიმართება მიერ აღებულ ვალდებულებებთან: საერთაშორისო ორგანიზაციებში კანონმდებლობის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ საქართველოს ორგანიზაციებში და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: Sps – saqarTvelos gaerTianebuli wyalmomaragebis kompania. დ.ბ) მონაწილე ორგანიზაციის ან ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს; დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს regionuli ganviTarebisa da infrastruqturis სამინისტრო; დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.