„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 56 ✗ 33
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე‐11 მუხლის მე‐5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ
გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არის წვევამდელი, ასევე რომელიც
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
განთავისუფლებულია
სამხედრო
სავალდებულო სამსახურისგან.“
2. მე‐11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 1 და 11 2 მუხლები
„მუხლი 11 1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა სამსახურში
1. სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც
სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევისა, მომზადების და მათ მიერ სამსახურის
გავლის წესი განისაზღვრება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო
სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.
3. წვევამდელი სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ
მომზადებას.
4. წვევამდელის მიერ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა
ჩაითვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად და აღნიშნული პირი სამხედრო
სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში
ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
5. პირს, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის სამსახურში, საკუთარი
ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
სამსახურიდან დაითხოვენ ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო
წესით დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.
მუხლი 11 2. სამსახურის მოსამსახურის ფიცი
1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ, წვევამდელი დებს სამხედრო და
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცს.
2. სამსახურის მოსამსახურე სამსახურში მიღების შემდეგ დებს საქართველოს დაზვერვის
სამსახურის მოსამსახურის ფიცს.
3. საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი მტკიცდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“
3. მე‐17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 17 1 მუხლი
„მუხლი 17 1. სამსახურის მოსამსახურის სამუშაო დრო
1. სამსახურის მოსამსახურისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
2. სამსახურში განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ‐სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს
მუშაობის
განსაკუთრებული
რეჟიმი.
განსაკუთრებული
რეჟიმის
დროს
სამსახურის
მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილას. სამსახურის
მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით.
3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს
სამსახური გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.“
მუხლი 2. საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობამ
ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა უზრუნველყოს „საქართველოს დაზვერვის
სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულების და
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტის“ დამტკიცება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამჟამინდელი
რეგულეციების შესაბამისად საქართველოს დაზვერვის სამსახურს არ აქვს უფლება სამსახურში
მიიღოს საქართველოს მოქალაქე რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური.
შესაბამისად საქართველოს დაზვერვის სამსახურში მომზადდა კანონპროექტი, რომლის
თანახმადაც სამსახურს უფლება მიეცემა საქართველოს დაზვერვის სამსახურში კონტრაქტის
საფუძველზე მიიღოს და პირად შემადგენლობაში
ჩარიცხოს საქართველოს მოქალაქეთა ის
კატეგორია, რომელთაც არ აქვს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური.
წვევამდელების რიგებიდან, კონტრაქტის საფუძველზე, სავალდებულო სამსახურის
მოხდის ვადის ამოწურვის შემდეგ სამსახური შეარჩევს იმ კანდიდატებს, რომელთაც შეეძლებათ
და მზადყოყნას გამოთქვავენ საქართველოს დაზვერვის სამსახურს მოახმარონ საკუთარი ცოდნა,
განახორციელონ სადაზვერვო‐ოპერატიული ან/და სხვა საქმიანობა სახელმწიფოს სასიკეთოდ.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურში მსახურობს
სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, ასევე
სამოქალაქო პირები და მათ შეხება აქვთ ისეთი ინფორმაციის მატარებელ დოკუმენტებთან,
რომელებიც
მოიცავენ
სახელმწიფო
საიდუმლოების
ეკონომიკის,
საგარეო
ურთიერთობის,
დაზვერვის,
შემცველ
სახელმწიფო
მონაცემებს
თავდაცვის,
უსაფრთხოების
და
მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი
მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე
მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს,
რაც
აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას,
აუცილებელ პირობად უნდა იქნეს მიჩნეული ფიცის დადება.
სამსახურისათვის
დაკისრებული
ვალდებულებების
შერულების
სირთულიდან,
სპეციფიკიდან და რეგიორნში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე აუცილებელია
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურისათვის დადგინდეს არანორმირებული
სამუშაო დღე. ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან
სხვა
ექსტრემალური
ვითარების
დროს
სამსახურის
უფროსის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ‐სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით გამოცხადდეს მუშაობის
განსაკუთრებული რეჟიმი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია საქართველოს დაზვერვის სამსახურში მსახურობდეს ისეთი
კატეგორია რომელთაც არ აქვთ გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური, ისინი
ჩაირიცხონ დაზვერვის სამსახურში და 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვალოთ
სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად.
საქართველოს დაზვერვის სამსახურში
წვევამდელები საკონტრაქტო სამსახურს
დადგენილი წესით გაივლიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
აღნიშნული ცვლილება საქართველოს დაზვერვის სამსახურს მიცემს შესაძლებლობას
მოიძიოს და შესაბამისი სწავლებების შემდეგ სამსახურში დაასაქმოს ისეთი კადრები რომელებიც
განახორციელებენ სადაზვერვო‐ოპერატიულ ან/და სხვა საქმიანობას სახელმწიფოს სასიკეთოდ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტში შესატანი ცვლილებების შესაბამისად სამსახურში შეიძლება მიღებულ
იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და
არის წვევამდელი, ასევე რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
განთავისუფლებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან.
კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის 111 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს
დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდას. ასევე სამსახურში
შეიძლება იქნას მიღებული წვევამდელი, რომელსაც სამსახურში 4 წლის ვადით უწყვეტი
სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის
გასვლის შემდეგ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანებით მას მიენიჭება
რიგითის სამხედრო წოდება. ასევე პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის
საქართველოს
დაზვერვის
სამსახურში,
საკუთარი
ინიციატივით
(თვითნებურად)
ან
ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ
ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას.
სამსახურში ჩარიცხვისა და სპეციალური სწავლების გავლის შედეგად საკონტრაქტო
სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ, პირი დადებს სამხედრო და საქართველოს დაზვერვის
სამსახურის მოსამსახურის ფიცს. ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის სხვა მოსამსახურე
სამსახურში მიღების შემდეგ დებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცს.
კანონპროექტით
დაზვერვის
სამსახურის
მოსამსახურისათვის
დადგინდება
არანორმირებული სამუშაო დღე. ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში, საომარი ან საგანგებო
მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს დზვერვის სამსახურის უფროსის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ‐სამართლებრივი
აქტით,
შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი.
განსაზღვრული
ვადით
წარმოდგენილი
პროექტის
თანახმად,
საქართველოს
დაზვერვის
სამსახურის
წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა უნდა
უზრუნველყოს
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის
წესის შესახებ“ დებულების და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის
ტექსტის“ დამტკიცება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
იმ
პირების
ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებელის
ან
სხვა
სახის
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და
გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს დაზვერვის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი
სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 11. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება‐მოვალეობანი, სოციალური დაცვის გარანტიები
და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. სამსახურში სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე,
რომელსაც თავისი პირადი და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.
3. სამსახურის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღებისა
და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები დგინდება სამსახურის უფროსის
სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახურის მოსამსახურეს ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება,
აგრეთვე საკლასო ჩინი, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით.
5. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულია სამხედრო
ვალდებულების მოხდისაგან.
6. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მსახურობს სამსახურში, სამხედრო სამსახურს
გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად და მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ
კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
7. სამსახურის მოსამსახურის შრომითი საქმიანობა წესრიგდება ამ კანონითა და
საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
8. სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის
თანახმად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა
და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა.
9. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა
საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ მუხლის მე‐8 პუნქტით
გათვალისწინებული მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის
დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10. სამსახურის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში
(საქართველოს დაზვერვის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურობის პერიოდი
ეთვლება შრომის საერთო სტაჟში.
11. სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან/და მასში მონაწილეობა,
შეთავსებით მუშაობა სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და
შემოქმედებითი საქმიანობისა და ამ მუხლის მე‐8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
12. სამსახურის მოსამსახურის სტატუსის გამოყენება არ შეიძლება იმ მიზნით, რომელიც
არ შეეხება მოსამსახურის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებას.
13. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ
ტელეფონს, საწვავითა და სასაუბრო დროით უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის
უფროსის მიერ დადგენილი წესით.
14. სამსახურის მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას
ახორციელებს სამსახური.
15. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურში შეიძლება მივლენილ იქნეს
საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულების თანამშრომელი, შესაბამისი
დაწესებულების კადრში დატოვებით. ასევე შეიძლება სამსახურის მოსამსახურის მივლენა
საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური
უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.