„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.10.2014
ავტორი
საქართველოს დაზვერვის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/265/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 68 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 56 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე‐2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის და საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის განისაზღვრება ამ კანონის 32‐ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისთვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.“ 2. მე‐2 მუხლის 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. წვევამდელს საქართველოს დაზვერვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. “ 3. მე‐11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდასთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წინამდებარე კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე. საქართველოს დაზვერვის სამსახური საშუალებას მისცემს იმ წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვავენ საქართველოს დაზვერვის სამსახურს მოახმარონ საკუთარი ცოდნა, იმსახურონ საქართველოს დაზვერვის სამსახურში. აღნიშნულის განხორციელებაში ხელის შემშლელი ფაქტორია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვალდებულება, რის გამოც სამსახურს ხელი ეშლება პროფესიონალი კადრების შერჩევაში და დანიშვნაში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საქართველოს დაზვერვის სამსახრში მსახურობდეს ისეთი კატეგორია რომელთაც არ აქვთ გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური, ისინი ჩაირიცხონ დაზვერვის სამსახურში და 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვალოთ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. კანონპროექტის მიღების შემდეგ, საქართველოს დაზვერვის სამსახურს შეეძლება მოიძიოს და შესაბამისი სწავლებების შემდეგ დაზვერვის სამსახურში დაასაქმოს ისეთი კადრები, რომელებიც განახორციელებენ სადაზვერვო‐ოპერატიულ ან/და სხვა საქმიანობას სახელმწიფოს სასიკეთოდ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად წვევამდელს, საქართველოს დაზვერვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული წვევამდელები აღარ დაექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. სამხედრო აღრიცხვას არ დაექვემდებარება საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები. აღნიშნული პირების სპეციალურ აღრიცხვას განახორციელებს საქართველოს დაზვერვის სამსახური. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს დაზვერვის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. სამხედრო სამსახურის სახეები 1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის განისაზღვრება ამ კანონის 32‐ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისთვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. 11. წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადოს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება შესაბამისი შერჩევისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაექვემდებარება ამ კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 13. კადრის სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების დაწესების მიზნით, სამხედრო სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი. 14. ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 15. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი ‐ რეზერვისტებად. 3. ამოღებულია 31. წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 4. წვევამდელს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოებში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის მოსამსახურეს (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისა), რომელსაც სამსახური ეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად, სამსახურიდან დათხოვნისას რიგითის სამხედრო წოდება მიენიჭება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით და იგი ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში. მუხლი 11. მოქალაქის მოვალეობა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე 1. ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება: ა) ამ კანონით სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლებული; ბ) ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო‐სააღრიცხვო სპეციალობა; გ) სამხედრო სამსახურში მყოფი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები; ე) არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში მყოფი; ვ) რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული; ზ) პირი, რომელიც იხდის სისხლის სამართლის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტში აღნიშნული პირები იმყოფებიან შესაბამისი ორგანოს სპეციალურ აღრიცხვაზე.