„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებელობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-30
ბიუროს ნომერი 185
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N29, 27.07.2007, მუხ. 318) შეტანილ
იქნეს ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11.
„საქართველოს
კურორტების,
საკურორტო
ადგილების,
სამთო-სათხილამურო
ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის
სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005
წლის
29
ნოემბრის
N968
ბრძანებულებით
დამტკიცებულ
სარეკრეაციო
ტერიტორიებზე
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შესაძლებელია განისაზღვროს
თვითნებურად
დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი სხვა ორგანო.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
,,32. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით და შემთხვევებში შეიძლება განისაზღვროს
მიწის ნორმატიული ფასით.’’.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
საქართველოს კანონის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების
აღიარების
შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე’’
საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში -კანონპროექტი) შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზია საქართველოს
პრეზიდენტს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს
პრეზიდენტს შეეძლება განსაზღვროს „საქართველოს კურორტების, საკურორტო
ადგილების,
სამთო-სათხილამურო
ცენტრებისა
და
შავი
ზღვის
სანაპიროს
ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968
ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე თვითნებურად დაკავებულ
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო.
კანონპროექტი, ასევე განისაზღვრება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარების საფასურად მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის
წესი და შემთხვევები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, შესაძლებელი გახდეს განსაზღვროს
„საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა
და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის
მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის
29 ნოემბრის N968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი
სხვა ორგანო.
ასევე, კანონპროექტის მიზანია, რომ გარკვეულ შემთხვევებში თვითნებურად
დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური განისაზღვროს მიწის
ნორმატიული ფასით, რაც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპორექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება,
განსაზღვროს
„საქართველოს
კურორტების,
საკურორტო
ადგილების,
სამთოსათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო
ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო
ტერიტორიებზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე
უფლებამოსილი ორგანო.
კანონპროექტით შესაძლებელი იქნება, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარების საფასური, საქართველოს პრეზიდენტის მიერ
დადგენილი წესით, განისაზღვროს მიწის ნორმატიული ფასის შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლების
მოექცევიან ამ კანონპროექტის რეგულირების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით დადგენილი არ
არის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
გ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
არ
მიუღიათ
მონაწილეობა
სახელმწიფო,
არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს.
გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.
გ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან
ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე.
საქართველოს
პარლამენტის
წევრები
კახაბერ
გ.დ) პროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ
ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე.