„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებელობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებელობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 56 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-30
ბიუროს ნომერი 185
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
proeqti
საქართველოს კანონი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებელობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 24.06.2005, მუხ. 186) 34-ე
მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,341“ მუხლი:
მუხლი 341. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული
ტერიტორიების განვითარებისა და რეაბილიტაციის განხორციელება
1. თვითმმართველი
ერთეულის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
არსებული
ტერიტორიების
განვითარების
ან/და
რეაბილიტაციის
განხორციელების
მიზნით
საკრებულოს დადგენილებით (ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით)
შესაძლებელია დადგინდეს სარეაბილიტაციო არეალი.
2. სარეაბილიტაციო
არეალში
მდებარე
უძრავი
ქონების
განვითარებაში
ან/და
რეაბილიტაციაში თვითმმართველმა ერთეულმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს
მისი სტრუქტურული ერთეულების ან მის მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირის
მეშვეობით.
3. სარეაბილიტაციო არეალში მდებარე თითოეული უძრავი ქონების განვითარებაზე ან/და
რეაბილიტაციაზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
4. სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარება ან/და რეაბილიტაცია
შესაძლებელია
დაფინანსდეს
სახელმწიფო
ბიუჯეტის,
რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის,
ადგილობრივი
ბიუჯეტის,
მესაკუთრის ან/და მესამე პირების
სახსრებით.
5. სარეაბილიტაციო არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის
განვითარების ან/და
რეაბილიტაციის
სუბიექტების
ამ
მუხლის
მე–2
პუნქტში
მითითებული
მიერ
განხორციელებისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა არ არის საჭირო, ხოლო
მრავალბინიანი სახლის ისეთი განვითარებისას, როდესაც
შენობის საერთო ფართობი
იზრდება
მიცემის
5%–ზე
მეტით,
გადაწყვეტილება
თანხმობის
შესახებ
მიიღება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
6. თუ მრავალბინიანი სახლის მე–5 პუნქტით განსაზღვრული წესით განვითარების
შედეგად შენობის საერთო ფართობი იზრდება 5–%–ზე მეტით, დამატებული ფართობი
საკუთრებაში გადაეცემათ რეაბილიტაციის განმახორციელებელ სუბიექტს ან/და უძრავი
ქონების მესაკუთრეს გაზრდილი ფართობის აშენების დაფინანსებაში მათ მიერ გაწეული
დანახარჯების პროპორციულად.
7. ამ მუხლის მე–2 პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ სარეაბილიტაციო არეალში
მდებარე
იმ
სახლების
განვითარება
ან/და
რეაბილიტაცია,
რომელიც
არ
არის
მრავალბინიანი და თუ ამის შედეგად არ იზრდება შენობის ფართობი 5 %–ზე მეტად,
შესაძლებელია განხორციელდეს შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ხოლო თუ
განვითარების შედეგად
შენობის ფართობი იზრდება 5 %–ზე მეტად – მესაკუთრის
თანხმობა აუცილებელია.
8. თუ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე შენობა ავარიულია და მისი არსებობა
საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, ამასთან მისი გამაგრება
შეუძლებელია, მაშინ მისი განვითარების ან/და რეაბილიტაციისთვის აუცილებელი
დემონტაჟი და ახლის აშენება ხორციელდება მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ახლად
აშენებული შენობის ფართობი სულ მცირე უნდა იყოს დემონტირებული შენობის
ფართობის
ტოლი,
აღემატებოდეს
ამასთან
ახალად
დემონტირებული
უზრუნველსაყოფად,
რეაბილიტაციის
ღირებულება
აშენებული
შენობის
შენობის
ღირებულებას.
განმახორციელებელი
პირი
უნდა
აღნიშნულის
ვალდებულია
დემონტაჟის განხორციელებამდე განახორციელოს შენობის ფართობის და ღირებულების
შეფასება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა მესაკუთრისთვის და შესაბამისად, ახალი
შენობის აშენების შემდეგ – მისი ფართობის და ღირებულების შეფასება და შესაბამისი
დასკვნის წარდგენა.
9. რეაბილიტაციის
განმახორცილებელი
სუბიექტი
უფლებამოსილია
ამ
მუხლით
დადგენილი წესით მიიღოს მშენებლობის ნებართვა სარეაბილიტაციო არეალში არსებულ
ნებისმიერ უძრავ ქონებაზე.
10. ამ მუხლის შესაბამისად განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად
მესაკუთრისთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს რეაბილიტაციის განმახორციელებელი
სუბიექტი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებელობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებელობის საფუძვლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის
პროექტის (შემდგომში -კანონპროექტი) შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებელობის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილებების
შეტანის
მიზეზია თვითმმართველობის
ორგანოებისათვის მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების
განვითარების ან/და რეაბილიტაციის განხორციელების მიზნით ზოგიერთი დამატებითი
უფლებამოსილების მინიჭება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, თვითმმართველობის ორგანოებისათვის მათ
ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების განვითარების ან/და
რეაბილიტაციის განხორციელების მიზნით სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის
უფლებამოსილების მინიჭება.
კანონპროექტის მიზანია ასევე განისაზღვროს, სარეაბილიტაციო არეალში
მდებარე უძრავი ქონების განვითარების ან/და რეაბილიტაციის განხორციელების
პირობები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპორექტის
თანახმად,
ტერიტორიების
განვითარების
ან/და
რეაბილიტაციის განხორციელების მიზნით თვითმმართველობის ორგანოებს ენიჭებათ
უფლებამოსილება
დაადგინონ
სარეაბილიტაციო
არეალი.
თვითმმართველობის
ორგანოების მიერ ამ არეალში მოქცეული უძრავი ქონების განვითარება ან/და
რეაბილიტაცია უნდა იყოს დასაბუთებული.
კანონპროექტით, ასევე განისაზღვრება ამ არეალში მოქცეული უძრავი ქონების
განვითარების ან/და რეაბილიტაციის პირობები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლების
მოექცევიან ამ კანონპროექტის რეგულირების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
გ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
არ
მიუღიათ
მონაწილეობა
სახელმწიფო,
არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს.
გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.
გ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ
ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე.
გ.დ) პროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ
ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე.