„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე.
ნომერი
#07-3/447/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 65 ✗ 0
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-30
ბიუროს ნომერი 185

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე მუხლი 1. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-13 მუხლში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: ა) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. სამშენებლო საქმიანობაში სამართალდამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების აქტი შესაძლოა შედგეს მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. აღნიშნულის თაობაზე უნდა მიეთითოს შემოწმების აქტის შინაარსში.’’; ბ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის 121 პუნქტი: ,,121. ამ კანონით გათვალისწინებული დადგენილება აღსასრულებლად მიექცევა არა უმეტეს 6 თვის ვადაში, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.”. გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,15. თუ ვერ ხერხდება დადგენილებაში მითითებული პირისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრისათვის (თუ მითითება, შემოწმების აქტი, უწყება ან დადგენილება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისათვის), მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარება) ან დადგენილებაში მითითებული პირი უარს აცხადებს ჩაბარებაზე, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისთვის განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.’’; დ) მე-19 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დროებით ,,ვ) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლოატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;’’; ე) მე-19 პუნქტს დაემატოს ,,ზ’’ ქვეპუნქტი: ,,ზ) როდესაც დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების გატარებას;”. 2. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც შეიძლება დაეკისროს სამართალდამრღვევს არა უმეტეს სამჯერ.”; 3. 23-ე მუხლს დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით: ,,შენიშვნა: 1. მშენებლობის ეტაპის სანებართვო პირობებით განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის გამო პირის ამ მუხლის შესაბამისად დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულებამდე ან მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლამდე მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს დადგენილებით (ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით) განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) ასევე ვალდებულია გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოცემის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 1 ლარის ფარგლებში შესაბამისი ზონების მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით. მშენებარე ობიექტის კონერვაცია არ აჩერებს ამ პუნქტით გათვალისწინებული საურავის დარიცხვას. 2. მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველ ორგანოს წერილობით შეატყობინოს დარღვეული მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ. ამ შენიშვნის პირველ პუნქტში მითითებული საურავის დარიცხვა შეწყდება აღნიშნული შეტყობინების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველ ორგანოსთვის ჩაბარების დღეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარღვეული მშენებლობის ეტაპის დასრულება ამ ორგანოს მიერ იქნება დადასტურებული შემოწმების აქტის შედგენით. 3. დარღვეული მშენებლობის ეტაპის დასრულების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველ ორგანოს მიერ დადასტურების ან მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველ ორგანოს გამოაქვს დადგენილება დარიცხული საურავის ოდენობის შესახებ. 4. ამ შენიშვნის მე–3 პუნქტში მითითებული დადგენილების აღსრულება განხორციელდება ამ კანონის შესაბამისად.“ 4. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-17 და მე-18 პუნქტები: ,,17. ის სუბიექტები, რომლებსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე დაეკისრათ სამმაგი ოდენობით ჯარიმა და ის გადახდილი არ აქვთ, ასევე, ის სუბიექტები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ სამმაგი ოდენობით ჯარიმის დაკისრებას და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის დაკისრებული არ აქვთ, გათავისუფლდნენ სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან. ყველა სუბიექტს განესაზღვროს ახალი სამ თვიანი ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად, რომელიც აითვლება ამ პუნქტის ამოქმედების დღიდან. 18. ამ პუნქტის ამოქმედებიდან ამ მუხლის 15-ე და 16-ე პუნქტებში მითითებულ პირობებზე გავრცელდეს ახალი სამთვიანი ვადა.’’. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში კანონპროექტი) შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის ზოგიერთი დამატებითი უფლებამოსილების მინიჭება, ასევე კანონის მოქმედების ეფექტურობის გაზრდა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის დადგინდეს შემოწმების აქტის შედგენის დამატებითი უფლებამოსილება. კანონპროექტის მიზანია ასევე განისაზღვროს, დადგენილების აღსრულებისათვის მიქცევის ვადა და წესი. დაზუსტდეს სამართალდამრღვევისათვის (მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების) ჩაბარების წესი. განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების პროცედურა. კანონპროექტის მიზანია განისაზღვროს თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ზონაში მშენებლობის ეტაპის სანებართვო პირობებით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის გამო დასაკისრებელი საურავის ოდენობა და მისი დაკისრების წესი. კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია უკვე დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლების პირობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპორექტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები, კანონით დადგენილ შემთხვევებში, უფლებამოსილი გახდებიან შეადგინონ შემოწმების აქტი, სამართალდამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. კანონპროექტით, ასევე განისაზღვრება დადგენილების აღსრულების ვადა და ვადის ათვლის წესი; მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების ჩაბარების შეუძლებლობისას ან/და ჩაბარებაზე უარის თქმისას ჩაბარების (გაცნობის) წესი. კანონპროექტით განისაზღვრება თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ ზონაში მშენებლობის ეტაპის სანებართვო პირობებით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის გამო დასაკისრებელი საურავის ოდენობა და მისი დაკისრების წესი. კანონპროექტით დადგინდება, დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლების პირობები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სამართალდარღვევის შემთხვევაში. შესაბამისი ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით წარმოდგენილი გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით. კანონპროექტით მოცემული ნორმა ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული სამმაგი ოდენობა სამართალდამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ. ამასთან, კანონპროექტის 23–ე მუხლს ემატება შენიშვნა, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ეტაპის სანებართვო პირობებით განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის გამო პირის დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულებამდე ან მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლამდე მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს დადგენილებით (ქ. თბილისში – ქ.თბილისის მთავრობის დადგენილების) განსაზღვრულ ზონაში ასევე ვალდებული იქნება გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოცემის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვლისწინებული ასაშენებელი შენობა–ნაგებობის საერთო ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 1 ლარის ფარგლებში შესაბამისი ზონების მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან; მიმართება ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს საქართველოს დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ დ.დ) პროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე